Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკის ზრდის შეფასებები


საქართველოს მთავრობის სხდომა
საქართველოს მთავრობის სხდომა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 1 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის ზრდის პოზიტიურ მაჩვენებლებზე ილაპარაკა. მისი სიტყვების თანახმად, თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 4.9 პროცენტით გაიზარდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ მაჩვენებლით საქართველო ბევრ ევროპულ ქვეყანას და თავის სამეზობლოს უსწრებს.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პოზიტიურ შედეგებზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ იანვარ-თებერვლის განმავლობაში ზრდამ 2.7 პროცენტი შეადგინა. ღარიბაშვილმა განსაკუთრებით გამოყო თებერვლის მაჩვენებელი, რომელიც თითქმის 5 პროცენტია და გასული წლის ასევე თითქმის 5-პროცენტიანი ზრდაც აღნიშნა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG