Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ექსპორტ-იმპორტი მცირდება, მცირდება ეკონომიკაც


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი
სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში შემცირდა როგორც ექსპორტის მოცულობა, ასევე იმპორტი. ამ პროცესების მიზეზი სხვადასხვაა, შედეგი კი ერთია: ქვეყნის ეკონომიკა მცირდება და მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა უარესდება.

2015 წლის პირველ 4 თვეში, იანვარ-აპრილში, საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ აშშ დოლარზე ოდნავ მეტი შეადგინა. ეს კი წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 13 პროცენტით ნაკლებია. აქედან ექსპორტი თითქმის 700 მილიონია - 26 პროცენტით ნაკლები, ხოლო იმპორტი 2 მილიარდ 300 მილიონს შეადგენს, რაც 8 პროცენტით ნაკლებია, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

ბესიკ ნამჩავაძე
ბესიკ ნამჩავაძე

ექსპორტი - საქართველოს პროდუქციის საზღვარგარეთ რეალიზება - გასული წლის ბოლოდან მცირდებოდა. ამან კი, სხვა ფაქტორებთან ერთად, უცხოური ვალუტის შემოდინების შემცირება გამოიწვია. შესაბამისად, გაიზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე, რამაც ლარის კურსის დაცემა და გაუფასურება განაპირობა. თუ რა მიზეზებით შემცირდა ექსპორტი, "საქართველოს რეფორმების ასოციაციის" (GRASS) ეკონომისტი ბესიკ ნამჩავაძე განმარტავს.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG