სამშაბათი, 23 სექტემბერი, 2014 თბილისის დრო 22:22

საზოგადოება / საქართველო

სასულიერო პირები ელექტრონული ბარათის ალტერნატივას მოითხოვენ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს შეხვდა.
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებს შეხვდა.

მულტიმედია

აუდიო
მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებული იუსტიციის მინისტრს ელექტრონული მოწმობის ალტერნატიული დოკუმენტის შემოღებას სთხოვს. ამ მოთხოვნით სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა თეა წულუკიანს 30 ათასი ხელმოწერა წარუდგინეს. მათივე განცხადებით, ელექტრონული პირადობის დამადასტურებელი ბარათი საზოგადოების ზომბირებას, ელექტრონული კონტროლის ქვეშ მოქცევასა და მათი უფლებების დარღვევას იწვევს.

”ჩვენ არ გვსურს შევერწყათ ანტიქრისტეს მსოფლიო სახელმწიფოს. ჩვენ არ გვსურს ანტიქრისტეს ელექტრონული ბარათი მისივე ბეჭდით. ჩვენ არ გვინდა 666”...

ეს არის ამონარიდი იმ ვიდეორგოლიდან, რომელიც მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულმა საქართველოს იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრისას აჩვენა საზოგადოებას და სადაც მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ დაგმო ათონის წმინდა მთის კინოტმა და ასევე რუსეთის, უკრაინისა თუ სხვა ევროპული ქვეყნების მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა ელექტრონული პირადობის მოწმობის შემოღება. მიუხედავად მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენლის ზაზა ნანობაშვილის სიტყვებისა, რომ ისინი ელექტრონულ პირადობის მოწმობაში დატანილი ე.წ. სატანის ბეჭდის შესახებ სასაუბროდ არ შეიკრიბნენ ქორთიარდ მარიოტში, მათი შეხვედრა საქართველოს იუსტიციის მინისტრთან სწორედ ამ კლიპის ჩვენებით გაიხსნა. ზაზა ნანობაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის სხვა მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ელექტრონული პირადობის მოწმობების შემოღებით, მორწმუნე მართლმადიდებელ ქრისტიანებს უფლებები ელახებათ. ის ელექტრონულ პირადობის მოწმობას „კონტროლ ბარათს“ უწოდებს და აცხადებს, რომ მსგავსი ტიპის ბარათი მოქალაქეებს თავისუფლებას უკარგავს:

”ადამიანის ყველა ნაბიჯი ID ბარათზე აისახება - თუ სად შეხვედით დღის მანძილზე, სად იმოძრავე, სად რა შეიძინე, სად რა გააკეთე და ა.შ.  - და მის გარეშე ფაქტიურად აღარ შეგიძლია ცხოვრება და მთავარი ღირებულება - ადამიანის ნება - იბღალება იმით, რომ ის მართვადი ხდება, ხდება ზომბირებული”.
ეს არის ანტიქრისტესნიშნიანი საბუთი, ელექტრონული ბარათი, რომელშიც ჩადებულია ჩიპი და თითოეული ჩვენგანის მახასიათებელი თვისებები არის შეტანილი ...

ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემა საქართველოში 2011 წლიდან დაიწყო. ამ ეტაპზე ბარათების აღება სავალდებულო არ არის, თუმცა ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე მას ავტომატურად მიიღებს. ახალი ბარათის საშუალებით მის მფლობელს შესაძლებლობა აქვს გაააქტიუროს სამსახურებრივი, დაგროვების, სტუდენტური, სამგზავრო, აფთიაქების, ბანკების ან სხვა ტიპის ბარათები. ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლის ნაწილი მიიჩნევს, რომ ახალი ელექტრონული პირადობის მოწმობები რელიგიური თვალსაზრისით მიუღებელია. მათ მოსაზრებას კი ამის თაობაზე  იმ სასულიერო პირების ქადაგებებიც ამყარებს, რომლებიც ამბობენ, რომ ელექტრონული პიროდობის მოწმობის აღების შემთხვევაში მორწმუნეები ღმერთს შორდებიან. სწორედ ამის შესახებ საუბრობს თავის ერთ-ერთ ქადაგებაში ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტი, მეუფე იობიც:

”ეს არის ანტიქრისტესნიშნიანი საბუთი, ელექტრონული ბარათი, რომელშიც ჩადებულია ჩიპი და თითოეული ჩვენგანის მახასიათებელი თვისებები არის შეტანილი”...

10 იანვარს სასულიერო პირებმა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრს იმ  30 ათასი  ადამიანის ხელმოწერა წარუდგინეს, რომლებიც ახალ ხელისუფლებას ალტერნატიული დოკუმენტის შემოღებას სთხოვენ. წმინდა დემეტრე თავდადებულის ტაძრის წინამძღვარი მამა მალხაზ ყიფიანი აცხადებს, რომ ალტერნატიული ბარათის შემოღების შემთხვევაში არ დაირღვევა მორწმუნე საზოგადოების უფლებები. მისი სიტყვებით, მორწმუნეთა ნაწილი, რომლებსაც ამოეწურათ ძველი პირადობის მოწმობის მოქმედების ვადა და რელიგიური მოსაზრებების გამო უარს ამბობენ ახალი პირადობის მოწმობის აღებაზე, სახელმწიფოსგან გარიყულნი რჩებიან:
პასუხები დღეს ვერ იქნება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მოსმენის პროცესში ვარ და ვისმენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით არსებობს ...

”ჩვენ, სასულიერო პირებს, მრევლთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებიც გარკვეული მოსაზრების გამო არ იღებენ ამ ბარათებს და შედეგად ისინი მოკლებულნი არიან შესაძლებლობას მიიღონ განათლება, ჯანდაცვის პოლისები, წავიდნენ საზღვარგარეთ და ა.შ.”.

თითქმის ორი საათის განმავლობაში ისმენდა იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სასულიერო პირებისა და მართლმადიდებელთა საორგანიზაციო კრებულის წარმომადგენლების არგუმენტებს იმის შესახებ, თუ რატომ უნდა შემოიღოს ხელისუფლებამ ალტერნატიული პირადობის დამადასტურებელი მოწმობები. მისი კომენტარი ალტერნატიული დოკუმენტების შემოღების თაობაზე იყო მოკლე:

”პასუხები დღეს ვერ იქნება, რადგან ჯერჯერობით მხოლოდ მოსმენის პროცესში ვარ და ვისმენ ყველა იმ პრობლემას, რომელიც ელექტრონულ პირადობის მოწმობასთან დაკავშირებით არსებობს. ეს მოსმენის სამუშაო უნდა ჩატარებულიყო მანამდე, მაგრამ ის არ შედგა წინა ხელისუფლების მიერ. ამიტომ ახლა მიწევს გავწიო ეს სამუშაო, რომ გავიგო, არის თუ არა რაიმე გამოსასწორებელი ამ მიმართულებით”, - ამბობს თეა წულუკიანი.

აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გასული წლის ზაფხულში საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა ელექტრონული ბარათების შესახებ წმინდა სინოდის განჩინება, სადაც მითითებულია, რომ “ელექტრონული ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია”.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: natia საიდან გვწერთ: tbilisi
12.01.2013 10:39
ანონიმს: საქართველოს არ უღიარებია კოსოვო

ავტორი: ბენი ხაბიბი საიდან გვწერთ: თბილისი
11.01.2013 19:30
წმინდა სინოდის განჩინება-“ელექტრონული ბარათების ვერსია, საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი. აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია”.---უცნაურად იქცევიან სასულიერო პირები და მართლმადიდებელ მოქალაქეთა კრებული: ერთის მხრივ ართული მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერი შვილები და მეორეს მხრივ მისი წმინდა სინოდის და პატრიარქის აქტიური მოწინააღმდეგები.

ავტორი: ზოზო საიდან გვწერთ: თბილისიდან
11.01.2013 17:06
ეს ხალხი სამკურნალოა.. და იუსტიციის მინისტრი სულიერად ავადმყოფ ადამიანებთან 2 საათს არ უნდა კარგავდეს..

ავტორი: ანონიმი
11.01.2013 14:03
რუის ურბნისის კვლევა რომ ცაატაროს ახალმა ხელისუფლებამ :))) სააკაშვილი, კაცი რომელმაც თავისი მოქალაქეები ანტისემიტიზმში დაადანაშაულა პალესტინის აღიარების შემდეგ, საკუტარი ხელებით დაახრჩობს ივანიშვილს :D

სხვათა შორის სერგი კაპანაძემ სწორად აღნიშნა თავის დროზე: ჩვენი ხელისუფლება უჭერდა მხარს პალესტინის დამოუკიდებლობასო- მერე რო გაიგიჟა თავი მიშამ და ანტისემიტიზმში რომ დაადანასაულა მთელი საქართველო ნაციონალური მოძრაობის წევრების გარდა :D

ერთი ეს ამიხსენით რუის-ურბნისის კრების მოთავეებო, მიშამ რომ სერბეთს კოსოვო უღიარა, მაგას როგორი თვალით უყურებთ- ეგ კი იყო ნამდვილად აფხაზეთის კონფლიქტის მაგვარი

ჩვენთან ბნელა

ავტორი: ვალიკო
11.01.2013 11:59
25 მილიონი, ხომ დაგერიცხათ ბონუსად და ეხლა ღმერთის სახელით რაღაც სისულელებს როშავთ...
ვაი თქვენს პატრონს!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
11.01.2013 01:55
ვაიმე რა დღეში ვართ, ამ უვიცი წვერგაბურძგნულების გარემოცვაში.რომელი საუკუნეა.ღმერთი მაინც სწამდეთ ამ მამაოებს, პატრიარქისგან ვერ ანსხვავებენ ( მაგას ახლა ბიძინაც შეემატა). რაზე უნდა ელაპარკო ამათ. ეგებ ყველაფერ ელექტრონულზეც უარი ვთქვათ, დავბრუნდეთ ქვის ხანაში?
მოკლედ უკან დაბრუნების სრული პაკეტი ამუშავდა, რუსეთისკენ მიგვაქანებენ მეოცნებე პოლიტიკოსები და უზნეო სამღვდელოება.
რუის-ურბნისი და ინტელექტუალური რევოლუციაა საჭირო , სანამ წუმპეში ბოლომდე ჩავეფლობით.

ავტორი: ანონიმი
11.01.2013 00:47
და თქვენ ამის მერე გიკვირთ, მურმან დუმბაძის წინა საარჩევნო "ლოცვას" რომ ემოქმედა ამნაირ ადამიანებზე არჩევნის გაკეთებისას?
აგერ თქვენ წინაშეა ფაქტი !))

ავტორი: მელანქოლიკოსი
10.01.2013 22:24
საბჭოთა დემოკრატიას არ ჩვევია დემოსისთვის ანგარიშის გაწევა მაგრამ იქნებ რამე კომპრომისი მოინახოს.

სხვა მასალები

კომისიები მოხელეთა შესარჩევად ემზადებიან

კონკურსის წესით საჯარო მოხელეთა შერჩევის მოსამზადებელი პროცესი პრაქტიკულად უკვე დაწყებულია და სწორედ ამას შეეხება „რეგიონალური მაცნეს“ დღევანდელი გამოშვება.
გაგრძელება

აუდიო ,,60%-იანი ბარიერი“

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე საჯარო მოხელის ატესტაციისათვის განსაზღვრულმა ბარიერმა ხმაური გამოიწვია.
გაგრძელება

აუდიო სამსახურების რეორგანიზაცია და ტესტირების მოლოდინი ლაგოდეხში

​ლაგოდეხში სამსახურების გაერთიანება და შტატების ოპტიმიზაციის პროცესი დაიწყო.
გაგრძელება

ვიდეო ჟურნალისტების აქცია გორში

​გორის თეატრის სკვერში დაიწყო და ტელეკომპანია „დიას“ ოფისთან გაგრძელდა საპროტესტო აქცია, რომელიც ამ ტელევიზიის ყოფილმა თანამშრომლებმა მოაწყვეს. აქციას გორში მოქმედი სხვა მედიასაშუალებებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული