ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 16:40

პოლიტიკა / საქართველო

ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საკითხი - მხოლოდ განცხადებების დონეზე

იქ, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იყო, ახლა რუსი მესაზღვრეების ბლოკ–საგუშაგო მდებარეობს.
იქ, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იყო, ახლა რუსი მესაზღვრეების ბლოკ–საგუშაგო მდებარეობს.

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
იქ, სადაც 2004 წლამდე ერგნეთის ბაზრობა იყო, ახლა რუსი მესაზღვრეების ბლოკ–საგუშაგო მდებარეობს. ბაზრობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში პერიოდულად დგება  და ამ თემაზე მხარეებს შორის დისკუსიაც იწყება ხოლმე. ბოლოს ბაზრობის აღდგენის შესახებ განცხადება კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გორში გამართულ მიტინგზე გააკეთა. იგი  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს. მისი აზრით, ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველების და ოსების დაახლოება ხდებოდა. „მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამ განცხადებამდე ოსური ხელისუფლების წარმომადგენელმა მერაბ ჩიგოევმა განაცხადა, რომ  ოსურ მხარეს ერგნეთის ბაზრობის აღდგენის საწინააღმდეგო არაფერი აქვს და, თუ შესაბამის დავალებას მიიღებს და ქართულ მხარესთან შეხების წერტილს იპოვის, ამ საკითხზე მუშაობას გააგრძელებს. ეს განცხადება ქართული დელეგაციის იმდროინდელი ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილისთვისაც კი მოულოდნელი აღმოჩნდა.  

მოგვიანებით მერაბ ჩიგოევმა ჩვენს რადიოსთან საუბარში  პოზიცია შეცვალა და განაცხადა, რომ ჟურნალისტებმა არასწორად გაუგეს და ქართულმა მხარემ თავის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე რაც უნდა, ის გახსნას. ამ საკითხზე ხმაური ცხინვალშიც დაიწყო და თიბილოვის მთავრობის ოპონენტებმა ჩიგოევი ლამის მოღალატედ გამოაცხადეს, ექსპერტებმა კი ჩათვალეს, რომ ჩიგოევმა ნაჩქარევი განცხადება რუსებთან შეუთანხმებლად გააკეთა და ამის შემდეგ უკან დახევა მოუხდა. 

ორიოდე თვის წინ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაურმა დიმიტრი სანაკოევმა გააჟღერა. მისი აზრით, ისეთი ბაზრობის გახსნაა შესაძლებელი, სადაც მხოლოდ სოფლის მეურნეობის პროდუქტები გაიყიდება. სანაკოევის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ  საქართველოს სტრატეგიიდან გამომდინარე, ქართული მხარე მზადაა ნებისმიერ ადგილზე შექმნას სავაჭრო ცენტრი, სადაც შესაძლებელი იქნება გაიყიდოს ის მოსავალი, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანები მოიწევენ. 

ქართული და ოსური სამოქალაქო საზოგადოების წევრები მხარს უჭერენ ერგნეთის ბაზრობის გახსნის საკითხს. ამის შესახებ მსჯელობა არაერთ შეხვედრაზე ყოფილა. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევების მიხედვით, ადგილობრივი საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას უჭერს.
ამ ბაზარზე მთელი საქართველო იყო დასაქმებული. როდესაც თქვეს, ეს კონტრაბანდის ბუდედ იქცაო, იმ დროს მართლა ორგანიზებული კონტრაბანდა დაიწყო ...

ერგნეთში იმ ადამიანს შევხვდი, ვინც თავის დროზე ამ ბაზრობის დამფუძნებელი იყო. იურისტმა დიმიტრი დოიჯაშვილმა თავიდან გადაწყვიტა, რომ ერგნეთში გორის საკოლმეურნეო ბაზრის ფილიალი გაეხსნა და ნებართვა 1996 წელს გორის გამგეობიდანაც მიიღო. მისი თქმით, ბაზრობა მაშინ ლეგალური იყო, იკრიფებოდა გადასახადი  და საქართველოს ბიუჯეტში დიდი რაოდენობის თანხა შეჰქონდა. მაგრამ 2003 წლიდან, როცა ერგნეთის ბაზრობის არაკანონიერებაზე დაიწყო საუბარი, საქმეში მართლა ჩაერთვნენ კრიმინალური ელემენტები და რუსეთიდან  სატვირთო მანქანები ბაზრობის გვერდის ავლით შემოჰყავდათ, სხვა ადგილებში პროდუქცია ქართულ მანქანებზე იტვირთებოდა და ეს პროდუქცია საქართველოს ბაზრებზე ხვდებოდა. დოიჯაშვილის აზრით, ბაზრობის ლეგალურ და კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ხელისუფლებამ ის მაინც დახურა, ამან კი ქართულ–ოსური ურთიერთობის გაწყვეტა გამოიწვია. 

დიმიტრი დოიჯაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ  2006 წელს ბაზრობის აღდგენის იდეა დიმიტრი სანაკოევის ადმინისტრაციასაც ჰქონდა, მას პროექტის დაწერაც კი სთხოვეს, მაგრამ იდეა იდეად დარჩა, მოგვიანებით კი უკვე ომიც დაიწყო:  

ერთმანეთს ენდობოდნენ, ნისიად აძლევდნენ საქონელს, ფულს ასესხებდნენ ერთმანეთს ქართველები და ოსები ...

„მაშინ შერიგებაზე გავაკეთე აქცენტი, მაგრამ ეს ბაზარი საქართველოსთვის გახდა ძუძუ, რა. ამ ბაზარზე მთელი საქართველო იყო დასაქმებული. როდესაც თქვეს, ეს კონტრაბანდის ბუდედ იქცაო, იმ დროს მართლა ორგანიზებული კონტრაბანდა დაიწყო. რომ შემოდიოდა დიდი მანქანა, ტრაილერი ან კამაზი დატვირთული, იმავე მარკის მანქანაში გადაიტვირთებოდა და ისე გადიოდა. ამ საწყალ ხალხს ლუკმაპური  გამოაცალეს ამით  და ნამდვილი კონტრაბანდა დაიწყო მაშინ.“ 

ერგნეთის მცხოვრები ლია ჩლაჩიძე მიიჩნევს, რომ ერგნეთის ბაზარი სახალხო დიპლომატიის ნიმუში იყო და ამ ადგილას იწყებოდა მხარეებს შორის ნდობის აღდგენა. მისი აზრით, ახლა არა მარტო საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება, არამედ რუსეთის მთავრობის ნებაც საჭიროა, მაგრამ, მისი აზრით, ეს მარტივად და სწრაფად ვერ განხორციელდება. 
 
„მთელი საქართველო აქ იყო. ერთმანეთს ენდობოდნენ, ნისიად აძლევდნენ საქონელს, ფულს ასესხებდნენ ერთმანეთს ქართველები და ოსები. ეს უპრეცედენტო მოვლენა იყო იმ დაძაბული სიტუაციების შემდეგ, რომლებიც 89 წლის შემდეგ იყო ქართულ-ოსურ კონფლიქტში. რომ არ ყოფილიყო ერგნეთის ბაზარი, ხელისუფლებას ის უნდა გამოეგონებინა, თუ მას რეალურად უნდოდა  ოსეთის დაბრუნება თავის წიაღში. ხალხი თუ არ შერიგდა, პოლიტიკოსები ვერაფერს მოახერხებენ. ხალხისგან უნდა წამოვიდეს ეს  ინიციატივა.“

ტერიტორია, სადაც ერგნეთის ბაზრობა მდებარეობდა, ახლა ოკუპირებულია და იქ რუსი მესაზღვრეები დგანან. გზის გახსნასა და სავაჭრო ურთიერთობების საკითხებზე მსჯელობა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების დონეზე მიმდინარეობს, პოლიტიკოსები ამ საკითხზე მხოლოდ განცხადებებს აკეთებენ, თუმცა როგორ და რა ფორმით შეიძლება ოკუპირებულ ტერიტორიაზე სავაჭრო ობიექტის გახსნა, ამას არავინ აკონკრეტებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: eto საიდან გვწერთ: tbilisi
18.07.2012 00:05
100% ით ვეთანხმები ამ ინიციატივას რამეთუ შემსწრე ვარ და პირადი გამოცდილებიდან ვიცი როგორ იმოქმედა ამ ბაზრობის გაუქმებამ ადამიანებზე.მე ხშირად მიწევდა ცხინვალში შესვლა ახლობლებთან და იქ დროის გატარება, ვხედავდი, რომ ამ ადგილის არსებობა და სავაჭრო გაცვლითი ურთიერთობა ადამიანებს, ოსებს და ქართველებს ძალიან გვაახლოვებდა. არ ვიცი ვინ აღადგენს ბიძინა თუ მიშა, მაგრამ უდავოა ეს იქნება ერთერთი ლოგიკური ნაბიჯი ჩვენს მიწაზე შესასვლელად (ოსებმა ვერც გაიგეს რატომ გააუქმა ქართულმა მხარემ ბაზრობა და რატომ დატოვა ამდენი ადამიანი შემოსავლის გარეშე)

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
17.07.2012 15:48
რა მაინტერესებს იცით, ეს პატრიოტული რიტორიკა ყაზბეგში უვიზოდ ჩამოსულ ტურისტებს და მომავალში რომ კაზინოს გახსნის მიშა, იმ კაზნოში ფულის გასათეთრებლად ჩამოსულ რუს და ქართველ ოლიგარქ-ჩინოსნებს არ ეხება? და ეხება მარტო უბრალო ქართველ ხალხს, რამდენიმე ათეული კილო ატამი და ვაშლი რომ გაყიდოს და პურის ფული ჰქონდეს, ისე რომ ვანო და ბაჩო70%-იან წილში არ ჩაუჯდნენ?!

ავტორი: kea
17.07.2012 14:14
2001 წელს თბილისი-ზუგდიდის ავტობუსით ვიმგზავრე, სულ რამდენიმე მგზავრი იყო, მათ შორის, მოვაჭრეები. ამიტომ, მათი თხოვნით, ავტობუსი ერგნეთის ბაზრობაზე შევიდა, დაიტვირთა, რა თქმა უნდა, კონტრაბანდული საქონლით. 10 საათზე დავიძარით თბილისიდან და 4 საათზე ჯერაც ხაშურში ვიყავით, დეკემბრის ყინვაში... გაი გვაჩერებდა, მაგრამ ქრთამებით მივიკვლევდით გზას. ბოლოს უკვე, ეტყობა, მძღოლს ამოეწურა ფინანსები და აღარ გაუჩერა. აგვეკიდნენ გაის მანქანები სიგნალებით, მაინც გაგვაჩერეს. თუმცა ვიღაცას პარლამენტარი ნაცნობი აღმოაჩნდა და სადღაც დაარეკინა, მოგვშორდა პოლიცია...
მე კი გავიყინე და ღამის 12 საათზე მიავღწიე სახლს. ეს იყო ერგნეთი, გაიც და მგზავრობაც, რომელიც მწარედ მახსენდება.

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
17.07.2012 14:07
უფლის წყალობით ქართველებს გვყავდა ქველმოქმედების მეტრი და ამ საზომით ვზომოთ.
უფალმა ჩრდილოეთის საზღვრად კავკასიონის ქედი დაგვიდო და ამ საზღვრით ვიმოქმედოთ.
ერთი ყველასათვის და არა ყველა ერთისთვის.

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფრანციიდან
17.07.2012 04:58
ბაზარი მაშინ უნდა გაიხსნას როდესაც როკის გვირაბიდან გამოსულ კოღოსაც ქართული სახელმწიფო გააკონტროლებს და არა ოსური მხარე, ვინ გადაიხდის შემოსულ პროდუქციაზე განბაჟებას? ისევ რუსული კონტრაბანდა და აღურიცხავი პროდუქცია.
ახლა დავრწმუნდი რომ ამ კაცს მარტო ქარვასლა და ბიზნესი შეუძლია. თუმცა არა მინტელიგენციის მოსუქება დღეს ხომ ქველმოქმედებაში ითვლება.
----------------------------------
იმ დროს, როცა დავით სარაჯიშვილი მეცენატობდა, არ იყო Forbes-ის რეიტინგი, თორემ იქნებ სწორედ ის ყოფილიყო პირველი ქართველი, ვინც საპატიო ადგილს დაიმკვიდრებდა პლანეტის უმდიდრეს ადამიანებს შორის. საქართველოში დავით სარაჯიშვილი მეცენატობის სიმბოლოდაა ქცეული, ხოლო მისი ცხოვრება ქველმოქმედების უბადლო ნიმუში გახლდათ. ამასთან, უდიდესი სიმდიდრის ფლობის მიუხედავად, დავით სარაჯიშვილი სიკვდილამდე თავმდაბალ ადამიანად დარჩა, რომლის სახლში ნებისმიერ დროს თანაბრად მიესვლებოდა გლეხსაც და ინტელიგენტსაც – დავით სარაჯიშვილს არასდროს გასჩენია „ერის მამობის“ პრეტენზია და არც არასდროს უფიქრია ამა თუ იმ ფორმით პოლიტიკაში ჩართვაზე – აკეთებდა საქმეს, რაც კარგად იცოდა და მეგობრობდა, ხელს უწყობდა და ეხმარებოდა მათ, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობაზე ოცნებობდა.
.
---ეხმარებოდა იმათ...! და არა იმათ ვისაც ბევრი ძღომისგან ფაშვი უსკდებათ.---
.
საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდა ეკლესია-მონასტრების მშენებლობასა თუ რესტავრაციაზე. დავითის ინიციატივით და დიდი წილი მისივე სახსრებით აშენდა თბილისში ქაშვეთის ტაძარი, რესტავრაცია ჩაუტარდა სვეტიცხოველს, მცხეთის დედათა მონასტერს, იკორთის, მარტყოფის, თბილისის სამების, მთაწმინდის, კალოუბნის და მრავალ სხვა ეკლესიას.
.
ეს ისეთი თემაა სადაც სიმართლის დადგენა ყოველთვის შეუძლებელია, ვერავინ გაიგებს გულით აკეთებ თუ მდგომარეობა გაიძულებს.
.
დ. სარაჯიშვილმა ნიკო ცხვედაძის თავმჯდომარეობით დააარსა კომიტეტი, რომელსაც ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა ევალებოდა. დავითი მათ საზღვარგარეთ სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიებს უნიშნავდა. დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა. კომპოზიტორები: ზაქარია ფალიაშვილი, დიმიტრი არაყიშვილი, მელიტონ ბალანჩივაძე, ია კარგარეთელი, კოტე ფოცხვერაშვილი; მომღერლები: ვალერიან ქაშაკაშვილი, ვანო სარაჯიშვილი; მხატვრები: გიგო გაბაშვილი, მოსე თოიძე, გრიგოლ მესხი; მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე; მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები: სოლომონ ჩოლოყაშვილი, მოსე შალამბერიძე, სილოვან კაკაბაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, არჩილ ქართველიშვილი, ნინო ციციშვილი, კათალიკოსი კალისტრატე ცინცაძე. დავითი ფულად დახმარებას უწევდა ასევე უცხოეთში მყოფთ: აკაკი შანიძეს, ვახტანგ კოტეტიშვილს, გერონტი ქიქოძეს, თედო სახოკიას, ნოე ჟორდანიას და მრავალ სხვას.
.
მიაქციეთ ყურადღება „დავითის სტიპენდიანტებს შორის ბევრი შემდგომში ცნობილი მოღვაწეა“
ახლა ის სიაც დადეთ ვისაც 3-4-5 ათასები რომ უჯდებოდათ ანგარიშზე. ყველა უკლებლივ უკვე გასუქებული და ცნობილი მოღვაწეა.
.
მაგრამ ერთი დიდზე დიდი საქმე მაინც გააკეთა. ხალხში ჩაბუდებული შიში გატეხა და ბევრს იმედი მისცა .
ახალი ერა დაიწყო.
დანარჩენი ზღვაში ქაქია რომელიც ზედაპირზე ტივტივებს.

ავტორი: shimerli საიდან გვწერთ: Tbilisi
17.07.2012 02:28
აბა, ჰე!
იქნება, როგორმე დავაძღოთ დამშეული ბანდიტები.

ავტორი: მელანქოლიკოსი
17.07.2012 02:13
როცა რუსეთთან ფაქტიურად არავითარი საზღვარი არაა ეგეთი იდეები ძალიან კარგია კოლუმბიის ნარკობარონების რუსული საბრძოლო ვერტმფრენებით მომმარაგებელი კრემლისტანის მაფიისთვის. მას ძალიან მოსწონს კავკასია მისი მოხერხებული ხედით მახლობელი აღმოსავლეთისკენ და ინდოეთისკენ. უკვე ბეჩავ ორჯონიკიძეს უნდოდა ირანის გასაბჭოება მარა არ მისცეს მხეცებმა ამის საშუალება. მაგისთანა ორჯონიკიძეები და არაა გამორიცხული რომ მხეცებიც შეიძლება ეხლაც გამოჩნდნენ.

ავტორი: კ ო მ ბ ლ ე საიდან გვწერთ: ფარანციიდან
16.07.2012 21:36
ბაზარი კი არა თუნდაც აბანო გახსნილა მეედნელი მექისით მაგრამ ერთი კითხვა მაქვს; შემოსულ საქონელზე განბაჟებას ვინ გადაიხდის?