ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:19

საზოგადოება / განათლება

მაია მიმინოშვილს პოლიციის აკადემიის რექტორი ცვლის

ხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინიხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინი
x
ხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინი
ხატია დეკანოიძე, დიმიტრი შაშკინი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა დღეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი წარადგინა. ის გახლავთ  პოლიციის აკადემიის უკვე ყოფილი რექტორი ხატია დეკანოიძე. ამას გარდა, განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გუშინდელ განცხადებასაც უპასუხა. 29  მაისს, საღამოს, მაია მიმინოშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ დიმიტრი შაშკინმა 600 ყალბი ატესტატი გასცა.

განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე სამინისტროში შეკრებილებს შემდეგი სიტყვებით დაუხასიათა:

”ეს არის ადამიანი, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი გამოცდილება და ეს არის ადამიანი, რომელიც, ჩემი აზრით, ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას.”
ჩემი პირველი ამოცანაა, რომ მისაღებმა გამოცდებმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. მე ვიქნები ამის გარანტი სახელმწიფოს სახით, მე ვიქნები სწორედ გამოცდების დამცველი, ასე რომ, ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება -  უბრალოდ, იწყება ჩემთვის მორიგი სამუშაო დღე, რომელსაც შევასრულებ, ალბათ, ისევე პირნათლად, როგორც აქამდე ვასრულებდი...

პოლიციის აკადემიის ყოფილი რექტორის ხატია დეკანოიძის სიტყვებით კი,  დღეიდან მისთვის, უბრალოდ, ახალი სამუშაო დღე იწყება. ის ითანამშრომლებს ყველასთან, ვისაც ამის სურვილი ექნება, ვისაც არა, ის წავა.  ასე ხატია დეკანოიძემ  გამოცდების ეროვნული ცენტრის იმ 60 თანამშრომელს უპასუხა, რომლებიც ცენტრის ყოფილი დირექტორის მაია მიმინოშვილის გათავისუფლების შემდეგ სამსახურს ტოვებს. სულ გამოცდების ეროვნულ ცენტრს 170 თანამშრომელი ჰყავს, მათი ნაწილიც სამსახურის დატოვებას გეგმავს. თუმცა ხატია დეკანოიძე არ შიშობს, რომ  თანამშრომლების გარეშე დარჩება, დღეს ის ახალ სამსახურში მისვლასაც გეგმავდა:

”რა შეეხება გეგმებს, ჩემი პირველი ამოცანაა, რომ მისაღებმა გამოცდებმა ჩაიაროს ხარვეზების გარეშე. მე ვიქნები ამის გარანტი სახელმწიფოს სახით, მე ვიქნები სწორედ გამოცდების დამცველი, ასე რომ, ვფიქრობ, რომ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება -  უბრალოდ, იწყება ჩემთვის მორიგი სამუშაო დღე, რომელსაც შევასრულებ, ალბათ, ისევე პირნათლად, როგორც აქამდე ვასრულებდი.”

აქვე ვთქვათ, რომ განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის წარდგენისას გაცილებით მეტი დრო დაუთმო ცენტრის ყოფილი დირექტორის, მაია მიმინოშვილის, განცხადების კომენტირებას.

29 მაისს ტელეკომპანია ”მაესტროს” ეთერში მაია მიმინოშვილმა განათლების მინისტრი 600 ყალბი ატესტატის გაცემაში დაადანაშაულა. როგორც განათლების სამინისტროს ვებსაიტი იტყობინება, ”სპეციალური სერიის სრული ზოგადი განათლების ატესტატი მიიღო 2010-2011 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა ორმა კატეგორიამ და მათი რაოდენობა 298-ს არ აღემატება. პირველი კატეგორიაა ჩვენი თანამოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლეები, რომლებმაც ქართული ენის არასრულფასოვანი ცოდნის გამო ვერ დაძლიეს სკოლის გამოსაშვები გამოცდები. ატესტატი აიღო ასევე 14-მა განსაკუთრებით ნიჭიერმა ქართველმა მოსწავლემ, რომლებმაც გამოცდები წარმატებით ჩააბარეს მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.”
მირეკავს მინისტრი და მეუბნება, რომ სულ დაავიწყდა, რომ ბრძანება აქვს გამოცემული და ამ ბრძანებით არის გამყარებული ამ ატესტატების დარიგება. ჯერ ერთი, ეს ბრძანება გამოცემულია 17 ივლისს, 17 ივლისს გამოსაშვები გამოცდები კი არა, მისაღები გამოცდებიც ლამის დამთავრებულია, ყველანაირი პროცესია დამთავრებული, ანუ პოსტფაქტუმ აქვს ეს ბრძანება გამოცემული...

მათთვის სპეციალური სერიის  ატესტატის გაცემის აუცილებლობა განაპირობა იმან, როგორც დიმიტრი შაშკინმა ახსნა, რომ უცხოეთის სასწავლებლებში მისაღები გამოცდები საქართველოს სკოლებში საატესტატო გამოცდებს ემთხვეოდა:

”განათლების კანონის სრულ შესაბამისობაში, მინისტრმა გასცა ბრძანება, რომელიც არის გამაგრებული იმ ბაზებით, რომელიც არსებობს, რომელიც იყო მაია მიმინოშვილის დაქვემდებარებაში. აქედან გამომდინარე, ზედმეტია ლაპარაკი და სიცრუეა, ტყუილია და, ამავდროულად, გუშინ რაც მოვისმინე, ძალიან მძიმე იყო ჩემთვის, როდესაც ცდილობდნენ ეროვნული შუღლის გაღვივებას ჩვენს ქვეყანაში.”

დიმიტრი შაშკინის ამ განცხადების საპასუხოდ, მაია მიმინოშვილი იხსენებს მოვლენებს, მომხდარს 2011 წლის აგვისტოში - მას შემდეგ, რაც საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე დასრულებული იყო.  გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართეს მოსწავლეებმა განცხადებით, რომ მათ ატესტატები აქვთ, მაგრამ არ მიეცათ გამოცდებში მონაწილეობის უფლება. ამის შესახებ, მაია მიმინოშვილის თქმით, მან მინისტრს აცნობა, რაზეც მინისტრისგან  მიიღო პასუხი, რომ ის ინფორმირებულია და რომ გადაწყვეტილება პოლიტიკური მოტივებით იყო გამყარებული. მაია მიმინოშვილის სიტყვებით, ეს მონაცემები მათ განათლების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას გადაუგზავნეს, საიდანაც მოვიდა პასუხი, რომ გაცემული ატესტატები იყო ყალბი და თუ კიდევ რაიმე ამის მსგავსს  შეიტყობდნენ,  ეცნობებინათ. თუმცა საქმეს სხვა მსვლელობა არ მისცემია, მოგვიანებით კი, როგორც მაია მიმინოშვილი ამბობს, მას განათლების მინისტრმა დაურეკა:

”მირეკავს მინისტრი და მეუბნება, რომ სულ დაავიწყდა, რომ ბრძანება აქვს გამოცემული და ამ ბრძანებით არის გამყარებული ამ ატესტატების დარიგება. ჯერ ერთი, ეს ბრძანება გამოცემულია 17 ივლისს, 17 ივლისს გამოსაშვები გამოცდები კი არა, მისაღები გამოცდებიც ლამის დამთავრებულია, ყველანაირი პროცესია დამთავრებული, ანუ პოსტფაქტუმ აქვს ეს ბრძანება გამოცემული. თუ ასეთ რამეს უპირებდა იმ ჩაჭრილ თუ ვერგამოცხადებულ მოსწავლეებს, მაშინ ამ მოსწავლეებს წინასწარ უნდა სცოდნოდათ.”
თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტიპის ატესტატს ვაძლევთ, მათ სამუდამოდ ვუკრძალავთ საქართველოში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში და იძულების წესით ვეუბნებით, წადი ბაქოში და ერევანში და იქ გააგრძელე სწავლაო. ეს არის ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა?..

მაია მიმინოშვილი ეხმაურება ასევე  სამინისტროს განცხადების იმ ნაწილს, რომელიც მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ერთ-ერთი საფუძველი გახდა. ეს არის აზრთა სხვადასხვაობა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მინისტრმა ასეთ მოსწავლეებს სპეციალური სერიის ატესტატები მისცა, რომლითაც მათ უცხოეთში სწავლის გაგრძელება შეეძლებოდათ, და ამ აზრის  მოწინააღმდეგეები ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობაში დაადანაშაულა.

”თუ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ასეთი ტიპის ატესტატს ვაძლევთ, მათ სამუდამოდ ვუკრძალავთ საქართველოში სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლებლებში და იძულების წესით ვეუბნებით, წადი ბაქოში და ერევანში და იქ გააგრძელე სწავლაო. ეს არის ეთნიკურ უმცირესობებზე ზრუნვა? იმათ რა ატესტატიც უჭირავთ ხელში, იმით შანსიც არ აქვთ, რომ ხელმეორედ გავიდნენ გამოსაშვებ გამოცდაზე და გამოასწორონ ვითარება, რომ რაშიც ჩაიჭრნენ, ის საგანი ჩააბარონ და მიიღონ ჩვეულებრივი ატესტატი, რომელიც მისცემს საშუალებას სომეხს - ახალქალაქელ სომეხს - ჯავახიშვილის უნივერსიტეტში ისწავლოს. ეს არის თანაბარი პირობები ეთნიკური უმცირესობებისთვის?” - კითხულობს მაია მიმინოშვილი.

შეგახსენებთ, რომ მისი თანამდებობიდან გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად განათლების სამინისტრომ სამი რამ დაასახელა: სამინისტროს სურვილი იყო პედაგოგებისთვის შექმნილიყო კომფორტული გარემო როგორც საატესტატო ნაწილში, ისე გამოცდების მიმდინარეობის დროს, რასაც  მიმინოშვილი ეწინააღმდეგებოდა. მეორე - სამინისტრო გეგმავდა  გამოცდების ამერიკული მოდელის დანერგვას და "8 + 1" მოდელზე გადასვლას, რაც გულისხმობს საატესტატო გამოცდებს და ერთ გამოცდას უნარებში, რასაც ასევე მოჰყვა მიმინოშვილის მხრიდან წინააღმდეგობა. და მესამე - ასევე აზრთა სხვადასხვაობა იყო საქართველოში ეთნიკური უმცირესობებისთვის ატესტატების გაცემასთან დაკავშირებით, რაც მათ საშუალებას აძლევდა, სურვილის შემთხვევაში, სწავლა საზღვარგარეთ გაეგრძელებინათ.
გიგი თევზაძეგიგი თევზაძე
x
გიგი თევზაძე
გიგი თევზაძე

ამასთან, როგორც ილიას უნივერსიტეტის რექტორმა  გიგი თევზაძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, წინააღმდეგობა იყო ასევე მაია მიმინოშვილსა და უმაღლესი სასწავლებლების ხელმძღვანელებს შორის. გიგი თევზაძე იმედოვნებს, რომ ასეთი წინააღმდეგობები ნაკლებად იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალ დირექტორთან, ხატია დეკანოიძესთან:

”მე იმედი მაქვს,  რომ მეტი კოორდინაცია გვექნება და გამოცდების ცენტრის ახალი დირექტორი იქნება უფრო ადეკვატური უნივერსიტეტთან ურთიერთობაში და უფრო მეტად მიგვიღებს ჩვენ, როგორც დამკვეთებს და არა როგორც, უბრალოდ, სისტემის თანამშრომლებს.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზულფია ჩადორიანი
31.05.2012 22:12
არა, თქვენ, როგორც ჩანს, ცუდად იცნობთ ქართული სიტყვაწარმოების წესებს. არ იქნება ურიგო, თუ უფრო მეტს იკითხავდით ქართულ ტექსტებს.

პოლიციონერი არაა მართებული ფორმა, არამედ - პოლიციელი.

საუკეთესო სურვილებით
ზულფია

ავტორი: ანონიმი
31.05.2012 17:45
ზულფია ჩადორიანი - ანუ პოლიციონერი?

ავტორი: ზულფია ჩადორიანი საიდან გვწერთ: თბილთეჰრანისი
31.05.2012 12:53
ანონიმო, მილიციონერი არა, საქართველოს პოლიცია ჰყავს. :)

ვერ გამიგია, რატომაა გასაკვირი ქ-ნ მიმინოშვილის ჩანაცვლება პოლიციის აკადემიიის რექტორით ?

ქართული პოლიცია ხომ მნიშვნელოვან როლს ასრულებს გამოცდების წარმატებით მიმდინარეობაში ?!

რაც შეეხება, ქ-ნ ხატია დეკანოიძეს, რამდენადაც ვიცი, ის არც აკადემიამდე ასრულებდა პერიფერიულ ფუნქციას შინაგან საქმეთა სამინისტროში.

... და კიდევ ერთი რამ; თითქმის ყველაფერი გახმიანდა იმის გარდა, რომ თურმე ქ-ნ მაია მიმინოშვილი ბიძინასებრ მეოცნებეთა ბანაკში გადაფრენად ემზადებოდა, და ეს გაუგეს. თანაც ამ გადაფრენას შესაბამისი ინფორმაციებით პრეპარირებული აპირებდაო.

ძალიან მომწონდა ქ-ნი მიმინოშვილი, მაგრამ ეს უკვე პოლიტიკაა.

ამას ახლა მთავრობა ვერ გამოდგება და ვერ დაიჩივლებს, დამეთანხმეთ, ასეთი და ასეთი გამოუვალი მდგომარეობა გვჭირდაო.

მიმიშოვილმა კი თქვა, ჩემი შვილი ცალკე პიროვნებაა და ვისაც უნდა იმას დაუჭერსო მხარს, მაგრამ ხომ ყველამ კარგად ვიცით, რომ ასეთი რამე საქართველოში ასე არ ხდება. ჩვენთან თუ ოჯახის ერთი წევრი გადავიდა ერთ პოლიტიკურ მხარეს, ესევე "გადაიბაწრება" მთელი მოდგმა იმავე მხარეს. და ნუ დავიჩემებთ ახლა 'კალიფორნიელობას'. ჩვენ 'ჯორჯიელები' ვართ. 'ჯორჯიელებში' ვგულისხმობ, ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომელმაც არაჩვეულებრივად დაისწავლა პროგრესული ერების ენები, "დატრენინგდა" სხვადასხვა ფონდებში, ანუ დაისწავლა როგორ ილაპარაკოს პროგრესულად ევროპელებთან, და არამარტო ევროპელებთან.

ავტორი: ანონიმი
31.05.2012 12:00
რახან გიგი თევზაძემ თქვა...! "დამკვეთია" და!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
31.05.2012 11:51
ხო მილიციონერი მოდის

და მოაქვს რკინის გამოცდილება, ის ვანოს იცნობს, მას ორგანოში იცნობენ

ის რკინისაა, ის შეუვალია, ის სახეა დღევანდელი საქართველოსი

ის სახეა იმ პოლიციურობის რომელიც საქართველოს მართავს

უფრო მეტიც, ის არის დედა-მშობელი ამ სისტემის ფრიადოსანი შვილებისა

ჩვენი შვილები წელს ყველანი პოლიციის აკადემიაში აბარებენ

იხარე ერო - გეზრდება პატრული

ავტორი: ანონიმი
31.05.2012 08:00
მილიციონერი?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.05.2012 23:07
აი ეხლა ნახეთ წესრიგი თქვენ განათლებასა და მეცნიერებაში

მოდის მტკიცე ხელი, რკინის მაჯა, რომელმაც საქართველოს შეუვალი პოლიცელები დაუზარდა

პოლიციური ქვეყანა ვართ

ყველაზე პოპულარული