პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2014 თბილისის დრო 22:22

საზოგადოება / საქართველო

ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობაში დატოვეს

ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი
ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო პროცესი

მულტიმედია

აუდიო
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ”ქართული პარტიის” თავმჯდომარის ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატები პროკურატურას პროცესის პოლიტიკური ნიშნით წარმართვაში ადანაშაულებენ. ამგვარი დასკვნა ოქრუაშვილის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ მას შემდეგ გააკეთა, რაც 5 დეკემბერს მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით  წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ და ირაკლი ოქრუაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა. ამასთან, ადვოკატების თქმით, პოლიტიკურ მოტივაციას მოწმობს ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმართა სიიდან ამოღების ფაქტი.  ირაკლი ოქრუაშვილს ბრალი ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნასა და მეთაურობაში, მასთან ერთად ბრალდებულ სხვა  6 პირს  კი - უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში მონაწილეობასა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებაში.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატის ზვიად კორძაძის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით  წინასწარი პატიმრობის გაუქმების შესახებ. ზვიად კორძაძე იმ მოტივით შუამდგომლობდა, რომ ოქრუაშვილს სხვა საქმეზე ისედაც მისჯილი აქვს 11-წლიანი პატიმრობა და მაინც ციხეში რჩება და ამიტომ მოსამართლის განცხადება, რომ შესაძლოა ის გამოძიებას მიემალოს ან მოწმეებზე გავლენა იქონიოს, უსაფუძვლოა. ამ და აგრეთვე იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ ბრალდებას ისევ ის პროკურორი აყენებს, რომელმაც  მას წინა გამოძიებაში წაუყენა ბრალი  და მონაწილეობდა საგამოძიებო მოქმედებებში, ზვიად კორძაძე ასკვნის, რომ პროცესი პოლიტიკურად მოტივირებულია ისევე, როგორც ეს წინა ხელისუფლების პირობებში იყო:

”დღეს დადასტურდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი ისევ პოლიტიკური პატიმარია, იმიტომ რომ პროკურატურამ ისევ არ დაუჭირა მხარი ჩვენს შუამდგომლობას და  სასამართლომაც ისევ დატოვა პატიმრობაში და თუ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა ირაკლი ოქრუაშვილის პოლიტპატიმრობაში, დღეს შეუძლია არ შეეპაროს ეჭვი”.
სტატუსის მოხსნა იმის გამო, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი, ეს არ მიგვაჩნია სწორად იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ არ ვიცით საერთოდ რა კრიტერიუმით მოხდა ან ამოღება, ან ჩასმა. საფრანგეთის მართლმსაჯულებას დადასტურებული აქვს მისი პოლიტდევნილის სტატუსი...


ირაკლი ოქრუაშვილის და სხვა 6 ბრალდებულის ადვოკატები სასამართლო პროცესზე მოსამართლის აცილებასაც ითხოვდნენ, მაგრამ არც ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა.  ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ადვოკატების შუამდგომლობა მხოლოდ ბრალდებულთა და მოწმეთა ხელახლა დაკითხვის შესახებ. მოსამართლის განმარტებით, ბრალდებულები ისედაც იყვნენ დასაკითხ პირთა სიაში და ისედაც დაიკითხებიან. ამასთან, მან მოწმეების დაკითხვის თაობაზე შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. არადა, ზვიად კორძაძე, მოწმეთა ჩვენებების სრული მსგავსების გამო, ეჭვქვეშ აყენებს მათ ნამდვილობას და არ გამორიცხავს, რომ მოწმეების ჩვენებები  ზეწოლის შედეგად იყოს მიღებული:

”საქმეში არის ბრალდების  მოწმეების ჩვენებები, რომლებიც გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს, ანუ საერთოდ არ არის განსხვავება: შეცდომები აქვთ მათ დაშვებული და შემდეგ ასევე ჯგუფურად აქვთ ეს შეცდომები გასწორებული იმავე ტექსტით. ეს ბადებს ეჭვს, რომ ჩვენებების მიცემა ხდებოდა დაბეჭდვით, ერთიანად. საერთოდ არანაირი ცვლილებები არ არის ჩვენებებში და ხალხი ამბობს, ჩვენი სიტყვებით ვამბობთ ამ ჩვენებებსო. როგორ შეიძლება ადამიანებმა, სხვადასხვა სამმა, ოთხმა პირმა ერთ და ორგვერდიანი ჩვენება ყველამ მისცეს ისე, რომ ერთი სიტყვა არ შეეშალოს, ერთი სიტყვა არ შეცვალოს, ერთი და იგივე შეცდომა მოუვიდეს და მერე, ორი დღის შემდეგ, ეს შეცდომა სულ ყველამ ერთნაირად გაასწოროს”.

ამასთან, ზვიად კორძაძის სიტყვებით, გაუგებარია, რატომ მოუხსნა პარლამენტმა ირაკლი ოქრუაშვილს პოლიტპატიმრის სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ ის ამ სტატუსით სარგებლობას არც აპირებდა და საკუთარი უდანაშულობის დამტკიცებას სასამართლოს გზით ცდილობს.

”სტატუსის მოხსნა იმის გამო, რომ ის არ არის პოლიტპატიმარი, ეს არ მიგვაჩნია სწორად იმ უბრალო მიზეზის გამო , რომ არ ვიცით საერთოდ რა კრიტერიუმით მოხდა ან ამოღება, ან ჩასმა. საფრანგეთის მართლმსაჯულებას დადასტურებული აქვს მისი პოლიტდევნილის სტატუსი... ვინც არ ჩამოსულა, ის იგივე ბრალდებებზე პოლიტდევნილი და პოლიტპატიმარია და ვინც ჩამოვიდა, არა.  ეს ხომ აბსურდია! უბრალოდ, გაუგებარია”.
ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი იყო შემოქმედი იმ რეპრესიულ-ტერორისტული რეჟიმისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი სააკაშვილი. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამის [პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების] და ღიად დავაფიქსირე ეს...


ირაკლი ოქრუაშვილთან ერთად ბრალდებული სხვა 6 პირიდან ორის ადვოკატი კი, ლალი აფციაური, საერთოდ საქმის არარსებობაზე ლაპარაკობს. მისი სიტყვებით, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელიც 2007 წლიდან საფრანგეთში იმყოფებოდა პოლიტიკური დევნილის სტატუსით, ვერანაირად ვერ შეძლებდა შეიარაღებული ფორმირების შექმნას და ხელმძღვანელობას. მისი სიტყვებით, საქმეში საერთოდ არ არსებობს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამასთან, საქართველოს მხარეს საფრანგეთის რესპუბლიკისთვის არ უცნობებია, რომ მისი მფარველობის ქვეშ მყოფი პირი შეიარაღებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა:

”პირდაპირი მნიშვნელობით, პირდაპირ ვაცხადებ, არ არსებობს მტკიცებულებები. ადამიანი, ოქრუაშვილი, იმყოფებოდა საფრანგეთში ოფიციალურად. რატომ არ მიმართა პროკურატურამ საფრანგეთს და რატომ არ მოითხოვა ოქრუაშვილისთვის გაეუქმებინათ პოლიტიკურად დევნილის ნიშანი, გეკითხებით, რატომ?”

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა დავითაშვილმა  მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ ირაკლი ოქრუაშვილისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა:

”ბატონი ირაკლი ოქრუაშვილი იყო შემოქმედი იმ რეპრესიულ-ტერორისტული რეჟიმისა, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბატონი სააკაშვილი. მე თავიდანვე წინააღმდეგი ვიყავი ამის [პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების] და ღიად დავაფიქსირე ეს. და თუ ბატონ ახალაიას ბერიას შევადარებთ, მაშინ ოქრუაშვილი ეჟოვი გამოდის და ფრიად უცნაური იქნება, ბერია ციხეში იჯდეს და ეჟოვი გარეთ დადიოდეს”.

ირაკლი ოქრუაშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება. ადვოკატი ზვიად კორძაძე იმედოვნებს, რომ საქმე ობიექტურად წარიმართება და მას პოლიტიკური სარჩული არ დაედება. სასამართლო პროცესი, სადაც ირაკლი ოქრუაშვილის ბრალი განიხილება უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების შექმნისა და ხელმძღვანელობის საქმეზე, 10 დეკემბერს განახლდება.


ყურადღება!
რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
05.12.2012 23:09
შევარდნაძეს არაერთხელ უთქვამს რომ მაგ საშინელი რეჟიმის ხელმძღვანელი სააკაშვილი როგორც პოლიტიკოსი ჩემი აღზრდილიაო და საინტერესოა იმას რატომ არ იჭერენ?

სხვა მასალები

პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ

გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ და ხელმოსაწერად გადმოგზავნილ კანონს „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.
გაგრძელება

აუდიო აქცია ძალადობის წინააღმდეგ

​ძალადობის წინააღმდეგ ზუგდიდში, კინოთეატრ „ატრიუმთან“, მშვიდობიანი აქცია გაიმართა. მოქალაქეებმა ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობა სხვადასხვა ფორმით დაგმეს.
გაგრძელება

აუდიო საგანმანათლებლო დაწესებულებათა ნაწილი ზამთრისთვის მზად არ არის

ახალციხის მასშტაბით, სკოლებსა და ბაღებში ბუნებრივი აირის ან საშეშე მერქნის საშუალებით თბებიან, მაგრამ მათი ნაწილი მკაცრი კლიმატური პირობებისთვის მზად არ არის.
გაგრძელება

აუდიო დავით გაბუნიას კრიმინალური ქრონიკები

თანამედროვე ქართული დრამატურგია მრავალფეროვნებით ნამდვილად ვერ დაიკვეხებს და ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს. მთავარი, ალბათ, ისაა, რომ კარგი ქართველი მწერლები იშვიათად ცდილობენ სცენისთვის ნაწარმოებების შექმნას.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული