ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:38

საზოგადოება / საქართველო

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის ადგილსამყოფელი უცნობია

მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელიმამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
x
მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
მამუკა ჯიბლაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომელი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
13 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა მედიით გავრცელებული ინფორმაცია გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლის, მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარების შესახებ. ჯიბლაძემ თანამდებობა დატოვა 70-მდე თანამშრომელთან ერთად, ცენტრის ხელმძღვანელის პოსტიდან მაია მიმინოშვილის გათავისუფლების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ახლობლებსა და მეგობრებს მამუკა ჯიბლაძე 11 ივნისის შემდეგ აღარ უნახავთ. 11-ში არც დათქმულ შეხვედრაზე მისულა, და არც იმავე დღეს დაგეგმილ სემინარზე გამოჩენილა. ახლობლები ჯიბლაძეს ვერც ტელეფონით უკავშირდებიან. ნათესავებმა შესაბამისი განცხადებით მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს. როგორც ამ უწყების ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა უტიაშვილი ამბობს, ჯიბლაძის ძებნა დაწყებულია, თუმცა მის შესახებ რაიმე ახალი ინფორმაცია გამოძიებას არ მოეპოვება:

მამუკა ჯიბლაძემ სამსახური თავის 70-მდე კოლეგასთან ერთად პროტესტის ნიშნად დატოვა მას შემდეგ, რაც სამსახურიდან დაითხოვეს გამოცდების ეროვნული ცენტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი. თავად მიმინოშვილი გვეუბნება, რომ გაუჩინარების დღეს ის თავად ესაუბრა ჯიბლაძეს, რომელიც არა მხოლოდ მისი თანამშრომელი იყო, არამედ მეგობარიც. შეხვედრა ვაკეში დათქვეს, თუმცა ამ სატელეფონო საუბრის შემდეგ ჯიბლაძე დათქმულ ადგილზე არ მისულა.

„ჩემი უახლოესი მეგობარია და გამოცდების ეროვნული ცენტრის გარდა, მათემატიკის ინსტიტუტშიც მუშაობდა“, - ამბობს მიმინოშვილი. – „11-ში ტელეფონით ველაპარაკე, შეხვედრაზე შევთანხმდით, ორ საათზე კავსაძის კუთხეში უნდა შევხვედროდით და სახლიდან იქამდე დაახლოებით 15 წუთი დასჭირდებოდა მოსასვლელად, მაგრამ დათქმულ ადგილას არ მოვიდა. არც 3 საათზე დაგეგმილ სემინარზე გამოჩნდა. შემდეგ ვურეკავდით და არ იღებდა ყურმილს და მერე ყველანაირი კონტაქტი გაწყდა. ახლა მთავარია, როგორმე ეს ადამიანი ვიპოვოთ.“

მამუკა ჯიბლაძე ცხოვრობს დედასთან ერთად, რომელმაც ახლახან მძიმე ავადმყოფობა გადაიტანა და, როგორც შოთა უტიაშვილი აცხადებს, ბოლო დღეებში ჯიბლაძე ძირითად დროს სახლში ატარებდა. რა შეიძლებოდა გამხდარიყო მისი მოულოდნელი გაუჩინარების მიზეზი? ჯიბლაძის ახლობლებს ამ კითხვაზე პასუხი ვერ მოუძებნიათ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
18.06.2012 15:23
ხო იპოვეს. ველოდებით გარკვევას, სად იყო ეს ადამიანი ამდენი დღე დაკარგული!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
16.06.2012 16:08
ყველანაირი სარკაზმის, ცინიზმის, გადაჭარბებისა და გაბუქების გარეშე, სრუუული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: საქართველოში ადამიანობაზე საუბარი უკვე ზედმეტია

ქურდებს რაც შეეხება ჩემო ბუდგუზონიელო- გაიხსენე შენი ქვეყნის 90იანები და თუ მოგწონს კაი ბატონო, თუ არადა მაშინ ...

ავტორი: ანონიმი
16.06.2012 01:15
დედამისს სჭირდება,ავადმყოფ მოხუც დედამისს და თუ ადამიანობა შერჩა კიდევ ვინმეს იქნებ მონახონ ეს საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მათემატიკოსი იმათ ვისაც ადამიანობა შერჩენიათ . თუმცა დღევანდელობაში ადამიანობა უკვე საკვირველია. მსოფლიოს უდიდეს დემოკრატია ინდოეთში ეხლა იკვლევენ კოლეგა სპორტსმენის გამაუპატიურებელი სპორტსმენი ქალიშვილი ქალია თუ კაცია.

ავტორი: budguzonia საიდან გვწერთ: budguzoniiis shuaguidan
16.06.2012 00:47
ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ ამას ფონზე ჩვენი სამართალდამცავების ეფექტური ქმედებები უნდა ედოს, და ფონზე კი არა მაგათმა უნდა იპოვონ

ამერიკის მოქალაქის ჯიბეში რა ფული შედის გლობალიდან ეგ იციან და ამ კაცს ვერ პოულობენ ერთ ციცქნა თბილისში?

ტუტუც შეეშვი ამ ქურდებზე საუბარს რაღა

ავტორი: keti danelia საიდან გვწერთ: US
15.06.2012 20:49
იქნებ ვინმემ იცით რისი გაკეთება შეიძლება? რამე ჯგუფები რომ შეიქმნას მის მოსაძებნად არის შესაძლებელი?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
15.06.2012 17:39
და მერე ვის სჭირდება ეს ერთ ერთი საუკეთესო მათემატიკოსი? არის ვინმე ვისაც სჭირდება მისი ინტელექტი? არა მგონია

აი სხვა ამბავია ქურდი რო ყოფილიყო, მერე ყოუთუბზე დადებდნენ მისი დატორმუზების ანდა დაჭერის ბაზარს

აი პარლამენტარი ან რომელიმე უბნის და რაიონის გამგებელი რომ ყოფილიყო- ეგეც კაი იქნებოდა- ყოველ მე-2 დღეს ტელევიზორში გამოაჭენებდნენ

მაგრამ ვის სჭირდება პატიოსანი წესიერი და თავისი საქმის შეუდარებელი სპეციალისტი ჩვენ ქვეყანაში? არავის

მოდი ან ყველანი პარლამენტარები გავხდეთ ან კიდევ ქურდები (პოზიტიური ან ნეგატიური დაფარვა გარანტირებული გვაქ)

ავტორი: ანონიმი
13.06.2012 20:51
Бермудский треугольник

პერესტროიკამ საქართველო გადააკეთა ქართველების მასიურად დაკარგვის ტერიტორიად.
ცნობილია სადაც დაიკარგა. ამ კავკასიურ სამკუთხედში დაიკარგა! მორიგი ქართველის დაკარგვამდეც და დაკარგვის შემდეგაც იცოცხლეთ!

"... Здесь бесследно исчезало множество кораблей и самолетов, большинство из них после 45 года. Здесь же в течение последних 26 лет погибло более тысячи человек. Однако при поисках не удалось обнаружить ни одного трупа или обломка ..." Жуткое место, не правда ли ?

ავტორი: ანონიმი
13.06.2012 19:32
ეს კაიკაცი,საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო მათემატიკოსი საბჭოთა ზარბაზნით დემოკრატიზებულ საქართველოში დაიკარგა მრავალი სხვა ქართველის მსგავსად. ბევრი სხვისგან განსხვავებით იქნებ სადმე ცოცხალი იყოს კიდეც მაგრამ ამის გასაგებად და კაცის საშველად თავმომწონე ქართულმა საზოგადოებამ პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს.

ყველაზე პოპულარული