20 მაისს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო უფლებადამცველი გელა ნიკოლაიშვილი. მან ისაუბრა 19 მაისს სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე, რომლის ორგანიზატორი იყო ახლად შექმნილი საზოგადოებრივი მოძრაობა - ”სამართლიანობა უნდა აღდგეს”. ყრილობაზე შეკრებილი საზოგადოების წარმომადგენლები ”სამართლიანობის აღდგენასთან” ერთად ”რეჟიმის გასამართლებას” მოითხოვდნენ.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.