ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 16:22

ეკონომიკა / საქართველო

საქართველოში კვლავ მაღალ ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობენ

ცათამბჯენის მშენებლობა ბათუმში
ცათამბჯენის მშენებლობა ბათუმში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს მთავრობაში კვლავ ვარაუდობენ, რომ ეკონომიკა 6 პროცენტზე უფრო მეტად გაიზრდება, მიუხედავად საარჩევნო ციკლის, სტიქიით მიყენებული ზარალის თუ მსოფლიო ეკონომიკური ზრდის შენელებისა. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევის თანახმად კი, საქართველოში ეკონომიკის ზრდა ნავარაუდევზე ნაკლები იქნება.

მიუხედავად ევროპის ეკონომიკაში არსებული სირთულეებისა, ყველა აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა ზრდას მაინც განაგრძობს, მაგრამ საგრძნობი სხვაობა შეიმჩნევა პროგნოზებს შორის. ახლახან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაქვეყნა კვლევა, რომელშიც საქართველოს ეკონომიკის 5.5 პროცენტიან მატებაზეა საუბარი. ეს მაშინ, როდესაც, ამ კვლევის თანახმად, ცენტრალური ევროპის ქვეყნების ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტსაც არ შეადგენს. ეკონომიკის მეცნიერებათა პროფესორმა ლადო პაპავამ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ  ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი არც ისეთი ოპტიმისტურია, როგორც საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობდა:
 პრეზიდენტის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 8%, მაშინ როდესაც EBRD-ის პროგნოზი შედარებით მოკრძალებულია - 5,5 % ...

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პროგნოზი განსხვავებულია, ვიდრე ამ პროგნოზს აკეთებს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობა. პრეზიდენტის შეფასებით, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა უნდა იყოს 8%, მაშინ როდესაც EBRD-ის პროგნოზი შედარებით მოკრძალებულია - 5,5 %. თუმცა იმის ფონზე, რაც დღეს არის ევროზონაში, ხუთ-ნახევარი პროცენტი საკმაოდ მაღალია.“

ლადო პაპავა ვარაუდობს, რომ წლის მეორე ნახევარში საქართველოს საპროგნოზო მაჩვენებელი შეიძლება შემცირდეს. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები კი საპირისპირო პროგნოზებს აკეთებენ. ჯერ კიდევ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კვლევის შედეგების გამოქვეყნებამდე ცოტა ხნით ადრე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასეთი რამ განაცხადა:

„პირველ კვარტალში 7 პროცენტიანი ზრდა ნიშნავს იმას, რომ წლის დამლევს შეიძლება გვქონდეს, მინიმუმ, ეკონომიკური ზრდის 8% - ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მსოფლიოში. ევროპაში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რა მოგვცა ჩვენმა რეფორმებმა.“
 აპრილში, წინასწარი შეფასებებით, ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, მაისში ზრდამ შეადგინა 8.4 პროცენტი, ივნისში კი - 8.9 პროცენტი ...

მიხეილ სააკაშვილის მიერ ნახსენები პროგნოზი საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან გამომდინარეობს. ეს სამსახური ყოველთვიურად და ყოველკვარტალურად აქვეყნებს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მონაცემებს და შეფასებებს. საქსტატის ხელმძღვანელის ზაზა ჭელიძის განცხადებით, 2012 წლის პირველი ნახევარი ნავარაუდევზე უფრო მაღალი ზრდით ხასიათდება:

”ჩვენ პირველი კვარტალის მონაცემები უკვე დავთვალეთ და გამოვაქვეყნეთ და პირველ კვარტალში ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი. მეორე კვარტალის მონაცემები გვაქვს წინასწარი შეფასებების მიხედვით. აპრილში, წინასწარი შეფასებებით, ზრდამ შეადგინა 6.8 პროცენტი, მაისში ზრდამ შეადგინა 8.4 პროცენტი, ივნისში კი - 8.9 პროცენტი. შესაბამისად, მეორე კვარტალის ზრდის მაჩვენებელმა შეადგინა 8.1 პროცენტი.”  

ზაზა ჭელიძის უწყების მონაცემებზე დაყდნობით, საქართველოს მთავრობაში გამოითქმის იმედი, რომ წლის ბოლოს ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი დაგეგმილზე მაღალი იქნება. ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის აზრით, 2012 წლის პირველ ნახევარში, გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა განსაკუთრებით გაიზარდა. მინისტრი იმედოვნებს, რომ ” 2012 წლის რეალური ზრდა არსებულ 6%-იან პროგნოზზე (2012 წლის ბიუჯეტის მიხედვით) მეტი იქნება".


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tqven gecodinebat
18.08.2012 03:12
ევროპაში კრიზისია, მაგრამ ჩვენ მაინც ვიზრდებითო რომ წერთ, ერთი კითხვა მიჩნდება: ევროზონის კრიზისი და საქართველოს ეკონომიკა რა შუაშია? ევროპაში რამე ინდუსტრიული გაგვაქვს გასაყიდად თუ იქაურ საფონდო ბირჟებზე მიგვდის ცუდად საქმეები? თუ სავალუტო რეზერვები გვაქვს ევროებში? ჰა? ამიხსენით ვინმემ ნორმალურად.

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: TBILISI
14.08.2012 11:34
ნეტა რა იზრდება... აქ ეკონომოკა საერთოდ არის?!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
14.08.2012 07:26
აქაურო

ჩამოდი მერე შე კაი ადამიანო, დაიწყე ამ ზღაპრულ სისულელეში ცხოვრება

ჯერ მიგიღებენ ზარ-ზეიმით, გაგატელევიზორებენ ისე გადმოგცემენ პასპორტს

მერე ბიზნესს წამოიწყებ, მერე გზას დაადგები, მერე შენ დაგადგებიან და გაჩუქებინებ-გადაგაფორმებინებენ ბიზნესს ვინმე "დემოკრატიის შუქურის" ახლობელზე

თუ გადააფორმებ ხო კაი, თუ არადა მაშინ ვირის აბანოსაც გაგასიჯებენ ;) დიდი ალბათობით გლდანში მოგიწევს წასვლა

მრე მოვა რეალიზმით სავსე რეალისტი შენ კამერაში და აგიხსნის სინამდვილეში როგორი ბრჭყვიალაა საქართველო და შენ კი ვერარას ჰხედავ რა :)) და თუ არ დაუჯერებ კიდევ ერთი 2-3 წელს წაგიმატებენ

მოკლედ, არ ჩამოხვიდე რა

ავტორი: აქაური საიდან გვწერთ: აქედან
10.08.2012 13:47
ფინანსთა მინისტრის დიმიტრი გვინდაძის აზრით, 2012 წლის პირველ ნახევარში, გლობალურ ეკონომიკაში არსებული გამოწვევის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა განსაკუთრებით გაიზარდა.

საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა
საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა
საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა
საქართველოს ეკონომიკის მწარმოებლურობა
გაზრდილაააააააააააააა!
ოორაკაя.
საქართველოში ცხოვრება მინდაააააააააააა

ავტორი: აქაური საიდან გვწერთ: აქედან
10.08.2012 13:24
ე.ი. შარშანაც ვარაუდობდნენ, ხომ?
და წელსაც ვარაუდობენ, სწორად გავიგე?

ჭიჭიკია - წელსაც მინდა პარიზში წასვლა
ბიჭიკია - რავა, შარშან იყავი თუ?
ჭიჭიკია: - არა, შარშანაც მინდოდა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
06.08.2012 21:53
საკმარისია კონკრეტული არგუმენტები მოუყვანო, დასაბუთებული კამათი გაუმართო ჩვენს ახალგაზრდა და მოზრდილ, ნებისმიერი სქესის და ასაკის ნაციონალებს, მომენატლურად იწყება იაფფასიანი დამცირების და შეურაცწყოფის ფრქვევა

ძალიან იაფია ეგ თქვენი ტექნიკა, ვშიშობ არც ბესელიასი და ხიდაშელის იქნება მომავალში ნაკლები, მაგრამ თქვენ "კამათის სტრატეგიას" დიდი ხანია ფასი დაეკარგა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
06.08.2012 19:17
აბა შენ იცი კიდევ როგორ მომაყენებ ისეთ შეურაცწყოფას რომ არც ცენზურამ გაგიჩეროს და არც მინუსში ჩაგეთვალოს

ერთი იცოდე: მოსატყუებელი შეიძლება ბევრი ნახე მიტინგებზე, მაგრამ აქ ეგეთები ნაკლებად ეძებე ;)

კეთილი სურვილებით

ავტორი: realisti
06.08.2012 18:08
ტუტუც, გიპასუხებდი, მაგრამ როგორც ადრე, ვხედავ რომ აზრი არ აქვს :( ცივი გონებით კი არა ზფხულის 45 გრადუსიანი სიცხით ადურებული ტვინითა და სიბრაზით დამძიმებული წერ :(

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
05.08.2012 22:49
არც მეოცნებე ვარ და რომც ვიყო არავის საქმე არ არის ჩემი შეხედულებები

თუმცა მეოცნებეობას და ფსევდო-რეალიზმს შენ ხედვებში ვხედავ უფრო

სადაზღვეოების იაფფასიანი პაკეტები, ახალ-აშენებული პოლიკლინიკები ჰოსპიტალებად რომ ასაღებთ, იგივე მედ-პერსონალი რომელსაც როცა უნდა მაშინ ლანძღავს შენივე სახელმწიფო ტელევიზია რუსთავი2, ეს არის პროგრესი? :)))))))))) სასაცილოა

ან შრომის კიდექსიო, ახალგაზრდები გროშებზე მუშაობენ, ძირითადად არა ტავისი პროფესიით, სამუშაო დროის გადაჭარბებით, არანაირი შვებულება. თუ პროტესტი გამოთქვეს: "არ მოგწონს? წადი" პასუხობენ - ესეც შენი საამაყო შრომის კოდექსი, სასაცილოა :)))))))

განათლების რეფორმაზე თვითონ განათლების და მეცნიერების სამინისტრომ აღიარა შეცდომების გვაქვს და წარუმატებელი გამოდგაო და შენ რა დაინახე ასეთი ჩვენც დაგვანახე ერთი

ერთადერთი რაც მართლა ხარისხიანად მუშაობს- უმაღლესში მისაღებად ქრთამები და ძღვენები აღარ გჭირდება

ასე რომ მეოცნებე და თვალებში ნაცრის შემყრელი ჩვენ ორში ვშიშობ რელიზმის სახელით მოსაუბრეა და არა მე

თუმცა ყველაზე დიდი უბედურება ის არის რომ ყველამ ვიცით რა გაკეთდა და რა არა, უბრალოდ რამე ხო უნდა აყვედროთ ხალხს...

შეურაცხმყოფელია როცა შავზე გეუბნებიან დაიჯერე თეთრიაო, დამცინავი და დამამცირებელი ეს დამოკიდებულება ადამიანებისადმი.

21ე საუკუნის ხელისუფლების მთავარი მიღწევა 24 საათიანი ელექტრო-მომარაგება, სხვისი გრანტით აშენებული მაგრამ ვერ დამთავრებული გზატკეცილი და უგემოვნოდ გადაღებილი თბილის-ბათუმია

ჯარი, პოლიცია - აქ არ ვკამათობ, მაგრამ სხვა საქმე ჩააგდეთ ხალხნო და ნუ "გვაბოლებთ" ნუ, ჩვენც გვაქ თვალები

ავტორი: realisti
05.08.2012 18:06
ტუტუც, ეკონომიკური ზრდის აღქმა არც ისე რთულია ღუ ზედმეტად მეოცნებე არ ხარ :)

ამ 8 წლის მანძილზე შრომითი კანონი სად გიპოვნიაო. ნეტა ეს რას უნდა ნიშნავდეს? სად მიპოვნია და პარლამენტის საიტზე. განათლების პროგრესი გამოცდებს პროცესში ჩანს, რაც 8 წლის წინ არ იყო. ყველა ბუტკაში უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა და... ასე იყო ჯანდაცვაშიც და დაზღვევა მხოლოდ უცხოელებს თუ ჰქონდატ. ახლა 2 მილიონზე მეტია დაზღვეული და ექიმები თუ ცოტა გამოკეთდნენ, საავადმყოფოები საღორეებს აღარ ჰგავს და ყველას თეთრი ხალათის ჯიბე არ აქვს გამოწეული ქრთამის ჩასადებად....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.08.2012 09:02
არ ვიცი ჩემო რეალისტო რომელი ზრდა არის სარგებლიანი თუ ხალხს არ ადგება არაფერში

ესეც მითხარი თუ სადმე ნახე ამ 8 წლის განმავლობაში სამუშაო ადგილები, შრომითი კანონი, განათლება და სამედიცინო დაზღვევა-მომსახურების პროგრესი

ავტორი: realisti
03.08.2012 14:28
ტუტუც, არჩევნების გარეშეც რომ იყო ეკონომიკური ზრდა მაგას როგორ ახსნი? ანდაც იბიარდის მაჩვენებელი ზრდის მაჩვენებელი არ არის?

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: gurjetidan
02.08.2012 21:19
დედა რაშვება მაინც ეს არჩევნები რას, ზრდა, მატება, გამრავლება, ნაყოფიერება... ნეტავ სულ არჩევნები იყოს ჩვენში ჰა

ყველაზე პოპულარული