ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 14:28

საზოგადოება / სპორტი

1+1+1=3

მანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლამანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლა
x
მანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლა
მანუჩარ ცხადაიასა (მარჯვნივ) და ფრანკ შტებლერის "ბრინჯაოს" ორთაბრძოლა

მულტიმედია

ტექსტის ზომა - +
ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე მანუჩარ ცხადაიამ (66 კგ-მდე წონითი კატეგორია). მესამე ადგილისთვის შერკინებაში 27 წლის ხობელმა ფალავანმა დამაჯერებლად სძლია გერმანელ ფრანკ შტებლერს და საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას მესამე მედალი შესძინა. ცხადიას გარდა ლონდონის ოლიმპიადის მედალოსნები არიან ძიუდოისტი ლაშა შავდათუაშვილი („ოქრო“ 66 კგ-მდე წონით კატეგორიაში) და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ ლაშხი („ვერცხლი“ 60 კგ-მდე წონით კატეგორიაში).

ლონდონის ოლიმპიადაზე საქართველოს სპორტული დელეგაციის 35 წევრიდან უკვე იასპარეზა 25-მა. 8 და 9 აგვისტოს საქართველოს სპორტსმენები ოლიმპიურ სარბიელზე არ გამოვლენ. 10, 11 და 12 აგვისტოს ბრძოლაში ჩაებმებიან თავისუფალი სტილით მოჭიდავეები (სულ 7 სპორტსმენი), 11 აგვისტოს კი 50 კილომეტრზე სპორტულ მოსიარულეთა შეჯიბრებაში მონაწილეობას მიიღებს მაჩეი როსიევიჩი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Nino საიდან გვწერთ: Germany
08.08.2012 13:25
გაუმარჯოთ ჩვენს სპორტსმენებს! სულ გამარჯვების გზით ევლოთ! ენით აღუწერელია ის სიხარული, რომელსაც მათი წარმატება გვანიჭებს ქართველებს! დარწმუნებული ვარ, მთელი ერი ამაყობს მათით! :)

ავტორი: ფანასკერტელი საიდან გვწერთ: დიდი ბრიტანეთი
08.08.2012 11:46
დავჩაჩანაკდით ,შეგნებულად ჩავქოლეთ და ვაკნინებთ ქართულ სულს. ყველაფერში უკან-უკან მიგვდის საქმე ურთიერთ დაჭამვით. მხოლოდ ერთმანეთის შურით,ღვარძლით,უვიცობით გონებრივი და ფიზიკური ძალის შეგნებულად დასუსტებით,ყველა ხრიკით იოლი ფულის და სხვაზე ზალაუფლების მიმდევართ,უშრომველად,უოფლოდ ქარტველი ხალხის ბედის ფეხებზე დაკიდვით და ურთიერთ არსიყვარულით,შეგვრჩება მხოლოდ სიტყვები და ისიც არა ქართული: საღოლ!სალამ!ჯიგარო ჯან!კაროჩე,კბილებდასამტვრევი ხმიადი კეცზე მიმხმარი,ყოველ ჩვენთაგანს, და ისიც თითო-თითო,ერთ სულ ქართველზე

ავტორი: STRUHA
08.08.2012 02:01
საღოლ!!!!!!!!