ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:13

ეკონომიკა / საქართველო

თბილისმა უმასპინძლა საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმს

საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი
საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
უკვე ტრადიციის სახე მიიღო თბილისში ყოველი წლის გაზაფხულზე საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის ჩატარებამ. ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია, რომელსაც სენატის თავმჯდომარე მილან შტეხი ხელმძღვანელობდა, საქართველოს 23-24 აპრილს სტუმრობდა.

საქართველო-ჩეხეთის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები წლიდან წლამდე იზრდება და ვითარდება. ჩეხეთის რესპუბლიკა ერთ-ერთი მსხვილი ინვესტორია საქართველოს ეკონომიკაში. სწორედ ამ ფაქტს გაუსვა ხაზი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ საქართველო-ჩეხეთის ბიზნესფორუმის გახსნისას:

„ჩეხეთი არის ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული პარტნიორი ეკონომიკაში. შარშან ჩვენ შორის ვაჭრობამ გადააჭარბა 100 მილიონ დოლარს, ხოლო ჩეხეთის ინვესტიციები აჭარბებს 350 მილიონ დოლარს. ამიტომ იმედი მაქვს, რომ ეს ბიზნესფორუმიც იქნება შესაძლებლობა, რომ ვიხილოთ უფრო მეტი ჩეხური ინვესტიცია და უფრო მეტი ქართული ექსპორტი ჩეხეთში.“

დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)
x
დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)
დავით ბაქრაძე და მილან შტეხი (მარცხნივ)
დავით ბაქრაძის ჩეხმა კოლეგამ, სენატის თავმჯდომარემ მილან შტეხმა კი აღნიშნა, რომ საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის ამ ეტაპზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ეკონომიკურ თანამშრომლობას ენიჭება.

"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ჩვენი ბიზნესმენები დაინტერესებული არიან არა მხოლოდ საქართველოდან ჩეხეთში ექსპორტით, არამედ პირიქითაც.  ჩვენი ბანკები და სხვა ინსტიტუციები  მზად არიან დაუჭირონ მხარი საქართველოში ინვესტიციებს",  – განაცხადა ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის თავმჯდომარემ.

ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მაგალითებად ასახელებენ ჩეხურ ინვესტიციას საქართველოს ენერგეტიკის სფეროში. ასევე არის ეკონომიკის სხვა დარგები, სადაც უკვე შედგა ორი ქვეყნის ბიზნესის თანამშრომლობა. ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში საუბრობს პრაღაში დაფუძნებული ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის ვიცე-პრეზიდენტი ვაჟა კიკნაველიძე:
ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ამ 8 წლის განმავლობაში, უფლება მაქვს შევადარო, რადგან 30 წელია ვცხოვრობ უცხოეთში, ფაქტობრივად, ეს არის სასწაული. მე ვხედავ იმ მინუსებსაც, რომელიც არის, მაგრამ ის დადებითი, რაც არის, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ძალიან დიდი მიღწევა...

„ზოგადად, იყვნენ ჩეხი ბიზნესმენები სხვადასხვა სფეროდან, დაწყებული ტრადიციული ჩეხური საექსპორტო პროდუქციით, როგორიც არის ფაიფური... იყო ადვოკატიც, რომელიც ჩამოსული იყო პარტნიორების მოსაძებნად; სხვადასხვა წარმოება, სხვადასხვა მიმართულებით. უშუალოდ მე მახლდა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფირმა, რომელიც მუშაობს ტრანსპორტისა და ქალაქის სასიგნალო სისტემებზე. მათ უნდათ აქ წარმოების გახსნა და ქართველ პარტნიორებს ეძებენ. მათ უნდათ აქ აწარმოონ პროდუქცია.“

ვაჟა კიკნაველიძის მიერ ნახსენებ ბიზნესთანამშრომლობის ფორმას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს ხელისუფლება, რომლისთვისაც პრიორიტეტს წარმოადგენს უცხოური ინვესტიციებით ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და სამუშაო ადგილების შექმნა. მსგავსი ინიციატივები შარშანდელ ფორუმზეც გამოითქვა.

კერძოდ, ჩეხურმა კომპანია „ინეკონმა“ თბილისში ტრამვაის ვაგონების ქარხნის შექმნის სურვილი გამოთქვა. თუ ისევ წლევანდელ ბიზნესფორუმს დავუბრუნდებით, კიდევ ერთი წინადადება, რომელიც თბილისში ჩამოსულმა ჩეხმა ბიზნესმენმა გამოთქვა, საქართველოში საერთაშორისო ავტორალის მოწყობაა. მსგავსი ინტერესის მიზეზად საქართველოს გაუმჯობესებული ბიზნესგარემო სახელდება. ამას აღნიშნავს ჩეხეთ-საქართველოს შერეული სავაჭრო პალატის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვაჟა კიკნაველიძეც: 
ვაჟა კიკნაველიძევაჟა კიკნაველიძე
x
ვაჟა კიკნაველიძე
ვაჟა კიკნაველიძე

„ის, რაც ხდება დღეს საქართველოში, ამ 8 წლის განმავლობაში, უფლება მაქვს შევადარო, რადგან 30 წელია ვცხოვრობ უცხოეთში, ფაქტობრივად, ეს არის სასწაული. მე ვხედავ იმ მინუსებსაც, რომელიც არის, მაგრამ ის დადებითი, რაც არის, ეს არის ძალიან დიდი გარღვევა, ძალიან დიდი მიღწევა.“

საინტერესოა ისიც, თუ როგორ იყენებენ ქვეყნის შიგნით გაუმჯობესებულ ბიზნესგარემოს ადგილობრივი მეწარმეები, ანუ რა შეუძლია შესთავაზოს ქართულმა ბიზნესმა ჩეხეთის რესპუბლიკას. ვაჟა კიკნაველიძე ამბობს, რომ ჩეხეთის აქტივობას საქართველო ვერ შეედრება, თუმცა არის პროდუქცია, რომლის საქართველოდან ჩეხეთში ექსპორტირება შეიძლება:

„ეს არის ის, რაც დღეს საქართველოში მარტივი და ცნობილი სერვისია, გადასახდელი აპარატები, რომლებიც დგას მაღაზიებში და ქუჩებში. ძნელი წარმოსადგენია შეიძლება ბევრისთვის, მაგრამ ეს სერვისი პრაქტიკულად არ არის ჩეხეთში, ამის დანერგვა არის დაგეგმილი და ერთ-ერთი დამაარსებელი იქნება ქართული ფირმა. აი ეს არის მაგალითი, როდესაც ძალიან საინტერესო თემა მოდის იქეთ და, მე მგონი, ჩეხეთში ძალიან ბევრს გააოცებს.“

ვაჟა კიკნაველიძის განცხადებით, ნახსენები მაგალითები გაცილებით მეტი იქნებოდა, ქართული ბიზნესი უფრო მეტ ყურადღებას რომ იჩენდეს ქართულ-ჩეხური ბიზნესფორუმის მსვლელობის მიმართ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
28.04.2012 15:43
მაშინ ბოდიშს ვიხდი, თუმცა მობილური "ჭკვიანი ტელეფონით" გადახდა აქაც არის.

ავტორი: ანონიმი
28.04.2012 10:51
აქ ლაპარაკი არ არის სალარო აპარატებზე, აქ ლაპარაკია მობილურზე ფულის ჩასარიცხ, კომუნალური გადასახადების გადასახდელ და სხვა წვრილმან საჭიროებებზე ფულის ჩასარიცხ აპარატებზე.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
27.04.2012 17:26

მდააა რა სათვლელ აპარატებზეა საუბარი კაცოოო :) ?

ჩეხეთში მაინც არ იყო კახა პირადად ნამყოფი...

ჩეხეთში საგადასახადო სისტემა არის მეტად რთული (მაცნემაც კარგად იცის). აქ სახელმწიფო გადასახადებს სულ სხვანაირად კრიფავს. ეგეთი აპარატებიც აქვთ და სხვა მრავალიც. მაგალითად: http://www.prodej-pokladen.cz/

საქართველოში ხელისუფლებამ რამის ტერორის ქვეშ აიძულა ვიწრო ქუჩის მოვაჭრეებიც (2005-06 წლებში) კი რომ ეყიდათ 300 დოლარამდე ღირებული აპრატები, რათა გადასახადები არ დაემალათ. ეს საქართველოს ხელისუფლების პრობლემა იყო, რომ მოუქნელი საგდასახადო სისტემის გამო იძულებული გახდა საბოლოვო გამყიდველის და მყიდველის "თვალთვალით" კორუფცია შეემცირებინა. ჩეხებს ეს არ ჭირდებათ.

ქართველი მკითხველის გასაბრუებლად თუ გამოდგება.



პასუხი

ავტორი: კახა მჭედლიძე საიდან გვწერთ: თბილისი
28.04.2012 11:58
ჯიმი, როგორც ჩანს თქვენ "გადასახდელ აპარატებში" სალაროს აპარატები იგულისხმეთ. არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. ვაჟა კიკნაველიძე საუბრობდა სხვადასხვა სერვისების, მაგალითად ინტერნეტის, ან მობილური ტელეფონის სასაუბრო დროის შესაბამისი თანხის გადასახდელ ტერმინალებზე, სწრაფი გადახდების აპარატებზე: TBCPAY, PayBox, OSMP და სხვა. ისინი დგას თბილისის მაღაზიებში, სხვადასხვა დაწესებულებებში და ქუჩებშიც კი.

ყველაზე პოპულარული