შაბათი, 18 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:47

პოლიტიკა / საქართველო

”ქართული ოცნების” კამპანია მრავალათასიანი მიტინგით დაიწყო

„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი
„ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ავტორი ნიკო ნერგაძე
თბილისში, თავისუფლების მოედანზე, ერთ საათს გრძელდებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული სანქცირებული მიტინგი, რომლის დროსაც კოალიციამ ოფიციალურად დაწყებულად გამოაცხადა წინასაარჩევნო კამპანია.

აქციის დაწყება სამი საათისათვის იყო დაგეგმილი, თუმცა რამდენიმე საათით ადრე თავისუფლების მოედანზე უკვე შეიკრიბა რამდენიმე ათასი ადამიანი. აქციის მონაწილეები მოედნისკენ ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდნენ, თუმცა მომიტინგეთა დიდი ნაწილი ორგანიზებულად, თბილისის რამდენიმე უბნიდან დაიძრა. ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე ორგანიზატორები იმედიანად იყვნენ - მსვლელობა ახალი დაწყებული იყო, როდესაც რადიო თავისუფლება რესპუბლიკური პარტიის ლიდერსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთ ლიდერს, დავით უსუფაშვილს დაუკავშირდა. მან ჩვენს რადიოს აქციის მსვლელობის დეტალები გააცნო - თქვა, რომ თავისუფლების მოედნისკენ მომიტინგეთა სამი ორგანიზებული ჯგუფი მიემართებოდა - დიდუბიდან, ვაკის პარკიდან და ავლაბრიდან.

მსვლელობა კარგად ორგანიზებული ჩანდა - კოლონას წინ მიუძღვებოდნენ ”ქართული ოცნების” მაისურებში ჩაცმული ადამიანები, რომლებიც ხელჩაკიდებულნი ათავისუფლებდნენ გზას და აკონტროლებდნენ, რომ კოლონა ერთ რიგად წამოსულიყო. ფილარმონიასთან სამი კოლონა შეერთდა და ერთიანად დაიძრა თავისუფლების მოედნისკენ, რომელიც ამ დროს უკვე გაჭედილი იყო მანამდე მისულებით. სულ იქ, სხვადასხვა შეფასებით, 100 ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.

მომიტინგეებს გამომსვლელთა თვალის დევნება შეეძლოთ როგორც თბილისის საკრებულოს წინ აღმართულ სცენაზე, ისე მონიტორებზე, რომელიც დამონტაჟებული იყო თავისუფლების მოედანზე და რუსთაველზე, თუმცა გამომსვლელიც ბევრი არ ყოფილა - რამდენიმე სიტყვის შემდეგ თავისუფლების მოედანზე კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი მივიდა, რომლის გამოჩენასაც იქ შეკრებილნი ოვაციებით შეხვდნენ.

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

ბიძინა ივანიშვილმა გამოსვლა დაიწყო სიტყვებით: მე უკვე საქართველოს მოქალაქე ვარ და ეს მოქალაქეობა თქვენ მომანიჭეთ. შემდეგ კი მან ახსნა, თუ რას ნიშნავს მისთვის „ქართული ოცნება“.

ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ დღევანდელი შეკრება იყო დასაწყისი „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიისა. მან გამოთქვა რწმენა, რომ კოალიცია გაიმარჯვებს, თუმცა დაამატა, რომ  ამისათვის მხოლოდ თავგანწირვა არ არის საკმარისი და მიზნის მისაღწევად საჭიროა გეგმა, რომელიც, მისი თქმით, კოალიციას უკვე შემუშავებული აქვს. მან ასევე თქვა, რომ ამ პროცესის უკუქცევას ხელისუფლება ვეღარ შეძლებს.

ბიძინა ივანიშვილმა უცხოეთის როლზეც ილაპარაკა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მან თქვა, რომ დემოკრატიული ქვეყნები დღეს სწორედ მათ გვერდით არიან. ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ ერთი კაციაო, - თქვა მან.

ბიძინა ივანიშვილს გამოსვლისას ხშირად უწევდა პაუზების გაკეთება, მის ნათქვამს ხალხი ოვაციებით ხვდებოდა და დროდადრო ქართული ოცნების ლიდერის სახელს სკანდირებდა.

აქცია ბიძინა ივანიშვილის გამოსვლის შემდეგ მალევე დასრულდა, ოღონდ მანამდე ბერა ივანიშვილი ავიდა სცენაზე და სიმღერა შეასრულა. აქციის ბოლოს კი კიდევ ერთხელ ითქვა, რომ ეს იყო დასაწყისი და რომ აქციები გაგრძელდება. შემდეგი მიტინგი  7 ივნისს ჩატარდება ქუთაისში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
29.05.2012 01:04
ვულოცავ. ალბათ მოსწონს საბჭოთა ზარბაზნით დანგრეული თბილისის პეიზაჟი. გემოვნებაზე არ ვდავობ.

ავტორი: ილი
28.05.2012 20:34
200 000- 250 000 ადამიანამდე იყო გამოსული, თუმცა თუ გინდათ თვალები დაიბრმავეთ და 2 ნოლი კიდევ დააკელით, მაინც ვეღარაფერს გააწყობთ - ის ემოცია, ის განწყობა სიხარულის, თავისუფლების და ბედნიერების უამრავ თბილისელს რომ ჰქონდა სულ მალე მთელ საქართველოს გადაედება და ეს დიდი ციხე, ეს კომისრულ-ჩეკისტური სახელმწიფო დანაწევრებული საქართველო რადაც გადააქციეს, სულ რამდენიმე თვეში დაინგრევა ყვარყვარეს ციხესავით!!!!

თავისუფალ საქართველოს, თავისუფალ ადამიანებს გაუმარჯოთ!!!!! მიხარია, რომ ქართველი ვარ :))))

ავტორი: gogi საიდან გვწერთ: germaniidan
28.05.2012 20:16
სამარცხვინო მოვლენა იყო, გამახსენდა ედიკას რომ დაუჩოქეს და ნაფურთხი აულოკეს, იგივე ხალხმა ახალი ფულიანი კერპი აღმოაჩინა, არც პროგრამა აქვთ პოლიტიკური, არც დასაბუთება, როგორ აპირებენ მოსახლეობის გამდიდრებას, ასეთი კერპი საქართველოს ვერ უშველის, სამარცხვინოა ეს შეუცვლელი სახეები

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
28.05.2012 15:53
გერმანიაში მომიტინგეთა რიცხვად 80 000 დასახელდა , ვის დავუჯეროთ? რა ვიცი გვარწმუნებთ ქართველი ჟურნალისტები არასანდოები არიანო და ახლა რა ვქნათ...)))
ბიძინას ლიდერობაც სწორად მაგათ სულისკვეთებას შეესაბამება...))). დიდ სიურპრიზს პირდებოდნენ ქვეყანას და რაღაც ვერ დავინახე. რესპუბლიკური პარტია, "ინტელიგენციის" ნაცნობი სახეები იყო ახალი თუ ბერას შემოქმედება ?..)))
არჩევნებში რომ ვერ გაიმარჯვებს ეს ხალხი ნათელია და ამ აქციამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, მაგრამ სხვაგვარად რას აპირებენ საფიქრებელია, რადგან რა ხალხითაც არის დაკომპლექტებული "მეოცნებეთა" ბანაკი და რაზე წამსვლელებიც არიან ეგენი, წარსულიდან მშვენივრად გვახსოვს.

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: GB
28.05.2012 15:28
რას აკეთებთ?საბჭოთა აყროლებული,ქრთამით გაჟღენთილი,სხვის მიერ დამონებული და დაჩოქილი საქართველოს დაბრუნების,რუსული გეზით, კოლონებში ბრმად მიმავალნო,მოლაყბე, არაფრის შემქმნელო,ზოგიერთებო კუდზე ფეხდაბიჯებულნო და დანარჩენებო, რუსეთის კუდუსუნის მლოკავ კარიერისტების,ძალაუფლებაში დაბრუნებას მონატრებულნო, კრემლის სისხლიან ხელებში შემყურენო,რუსული სათაგურიდან, ახალი დივიდენდების მისაღებად, დაუფიქრებელი შეგნებული ლაქიაობის საზღაურად,რიგში ჩამდგარნო, გოთვერნებო, დამოუკიდებელი, თავისუფალი საქართველოსათვის, წმინდა,სანუკვარი დღეების, 26-27 მაისობისას, საქრთველოს აღორძინების,სიძლიერის ეროვნული სამხედრო ლაშქრის აღლუმისას,სამშობლოსათვის დაცემული ქართველების ხსოვნის, ვარდობის დროს.რას აკეთებთ?გაახილეთ თვალები, საქართველოს სახით, რუსეთის შემადგენლობაში, ახლ-ძველ გუბერნიად, მქაჩველებო. ვასალურ ძალაუფლებაში მოსვლის, ფუფუნებაში ყოფნის მსურველნო მოქაქანენო, ქვეყნის თავისუფლების, ჩვენი უტვინობით მერამდენჯერ? დაკარგვის ფასად, არაფრისკეთებით. ტყვილია, ქვეყნის მოასახლეობისათვის, ახალგაზრდებისათვის და მოხუცებისათვის,და საერთოდა 7-8 მილიონი ქართველებისათვის მსოფლიოში გაბნეულთათვის,<ჩვენ არ ვართ მცირენი, ზოგიერთი, ქართველთა მტერი ქვეყნები, რომ ნატრულობდენ და ნატრულობენ, და ბევრი ახლომხედველი ქართველიც ყოველწამიერად კვერს უკრავს-ცოტანი ვართ, სუსტები ვართ სიმცირითო>, ანაზღაურების ერთიანი, სწრაფი ზრდით, ჯერადად, რომ გაჭირვებისაგან ამოასუნთქვინოს უმრავლესობას, თანამედროვე კომფორტულ დონემდე გაამდიდროს ყოველი ჩვენთაგანი. სტყუის ვანიასშვილი. მხოლოდ ოფლმორეული, ერთიანი სულისკვეთებით, ქვეყნის დამოუკიდებლობის მუდმივად ჩაქვითკირებულ ურყევ ფუძეზე ,ეროვნული გარჯა და სწავლაა, წინსვლისა და ყველას კეთილდღეობის საწინდარი. გუთნისდედის და მასზე ზედნაშენის, ხალხის მიერ სათანადო, ადეკვატური დაფასებით. კახელი მევენახე, იმერელი მემაღაროელი, მეგრელი მეჩაიე, საქრთველოს ხვავის და ბარაქის <სიძლიერის>შემქმნელები, ნაკლები არ არიან ქვეყნისათვის, მეტი თუ არა, კახელ, იმერელ, მეგრელ, ბიზნესმენზე, ქვეყნის საშინაო და საგარეო ჭირ ვარამის მცოდნე - სიტყვიერ ექსფერტზე, ფეხბურთელზე, თუ თეატრალურ მოღვაწეზე. უხვ, მეცნიერულ დოვლათზე აგებული და გონებრივად და ფიზიკურად განმავითარებელი სანახაობის ერთიანობაშია ძალა. ძალა ერთობაშია. მოვრჩი, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით ჭკუის დარიგებას. კარგად ვიცი, რომ თოხის ქნევით -დედა მიწაზე გარჯით, სხვისი დარიგება, გაცილებით შემაგნებელი და სასურველი შედეგის მომტანია ყველასათვის. ახლა მთავარზე. როდის ჰქონია?დამოუკიდებელ საქრთველოს მსოფლიოში ამგვარი გლობალური მხარდაჭერა, თუნდაც სმენითი. მსოფლიომ ოდესმე იცოდა?,რომ არსებობს თავისუფალი ქვეყანა, საქართველო, დღეს დღეობით არსებული ინფორმაციულ ონლაინ მასშტაბებში, როდის ჰყოლია? ან უწარმოებია? დამოუკიდებლად საქ,<დავით მე-4-ის, ან ერეკლე მე-2-ის მცდელობის, გამონაკლისით>,ქართული რეგულარული ჯარი, და თავისი დროისათვის შეასბამისი, თანამედროვე იარაღის წარმოების დაწყების შესაძლებლობა, რომელი მომავალი ქართული მთავრობა შემოგვთავაზებს უკეთესს, ვიდრე კორუფციასთან ბრძოლას, არა მარტო სიტყვიერი ფაღარათით, საქმით, გაატარებს მოსახლეობის ყოფის დაცვის, უსაფრთხოებისათვის რეფორმებს, თუნდაც სიტყვიერად, გააძლიერებს საქართველოს ქალაქებს მშენებლობებით და მათი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის დონის ამაღლების მცდელობით<სტრატეგიულ ადგილებში ახალი სავაჭრო-ეკონომიური, ტურისტული, სოციალური, საერთო ჯამში საქართველოს გამაძლერებელ სწრაფ ქმედებებს>.დროებით დაკარგული ქართული მიწებიც მარტო დღევანდელი მთავრობის სავალალო შეცდომებით არ შემოიფარგლება, ამ დროებით უტვინობას, საქართველოს ყოფილი "სახელმწიფო მოღვაწეების" ჩასვრილი ქმედებების, მინიმუმ 20-30-ი წლის კუდი აქვს გამობმული. ჩვენსას ძალიან მალე, ვაიძულებთ,დავაბრუნებინებთ, ან არა და ამგვარი ქმედებებით, კრემლი, სხვისის მითვისების, ფუჭე ოცნებით აღგზნებული, ვითომ თავისასაც და ტერიტორიულად ბევრსაც, ჩვენი ხელშეწყობითაც, ახლო მომავალში, დაკარგავს. თვალი გაახილეთ. სწორი, ქართული გზით მივდივართ.სულწასულო მეოცნებე ვანიას შვილების მიმდევარნო, დიდ ქართველს უთქვამს: მოთმინებითა შენითა... და თავის უფალი საქრთველოს სიყვარულზე ფიქრით.. და მერე," ზოგიერთი ქართველისათვის გადაუდებელი, მაღალ სავარძელში მოკალათების, სადღეღამისო ოცნებების ხორცშესხმა"

ავტორი: ხუთკუნჭულა საიდან გვწერთ: იმერეთის ტერიტორიული მთლიანობი
28.05.2012 14:28
„ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ ერთი კაციაო, - თქვა მან.“
ვის გულისხმობს?
მიშას თუ უფროს ძმა ვალოდიას?

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
28.05.2012 11:57
"ავტორი: ანონიმი
27.05.2012 22:49
შევარდნაძის გუნდის ეს ფრთა ამავე გუნდის იმ ფრთას რომ შეცვლის ნეტა რაი მოხდება?"-ორი ფრთა გექნება და გააფრენ კიდეც!

ავტორი: ლაშა
28.05.2012 04:02
გაგიმარჯოთ, ჯიგრებო!! თქვენ გენაცვალეთ!! ღმერთი თქვენსკენ!! გაგიმარჯოთ!!

ავტორი: ანონიმი
27.05.2012 22:49
შევარდნაძის გუნდის ეს ფრთა ამავე გუნდის იმ ფრთას რომ შეცვლის ნეტა რაი მოხდება?

ავტორი: ანონიმი
27.05.2012 21:31
მორიგეობით ასრულებოდეთ ადამიანებს თავისი ოცნებები ერთმანეთის სისხლის დაუღვრელად და ქვეყნის დაქცევის გარეშე. ამასობაში გადარჩენილიყოს საქართველოც რომელიც დე გოლის საფრანგეთისა არ იყოს სულიერი არსია. ისე (გამსახურდიას თუ პროვინციალურ ფაშისტს უძახოდნენ დე გოლს ფაშისტს უძახოდნენ ამ ეპიტეთის გარეშე და მისი გაგდების შემდეგ მაოისტებმა,კომუნისტებმა და სხვა კრეტინებმა სორბონაზე გამოკიდეს მარქსის,ლენინის და მაოს პორტრეტები). ხოდა სულიერი და ცოცხალი საქართველო ოცნებააღსრულებული ადამიანების შვილებსაც, შვილიშვილებსაც და მათ მეზობლებსაც გამოადგება.

ავტორი: Georgian საიდან გვწერთ: Tbilisi
27.05.2012 19:58
იოცნებეთ, იოცნებეთ... ივანიშვილი პირში ენას ვერ აბრუნებს დამოუკიდებლად. ისევე მოვა როგორც თავის დროზე გაჩეჩილაზე მოვიდა!!! ისე კი ნამდილად გვართობს, თანაც უფასოდ.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
27.05.2012 19:43
ამდენი ფული და ხალხი არის ქართულ ოცნებაში აკუმულირებული და რა გახდა, ერთი რაიმე ნორმალური საარჩევნო პროგრამების და სხვა მასალის გაკეთება.

ასეთი დაუდევრობით ამჟამინდელი ხელისუფლებას უწყობთ ხელს. მარტო ტაში-ტაში და დროშების ფრიალი აღარ არის მიმზიდველი.

ავტორი: ანონიმი
27.05.2012 19:22
სარკოზის და ჯორჯ ბუშის "აუდიტორია" შეიკრიბა რაოდენობით :)

ავტორი: ანონიმი
27.05.2012 18:32
,მასეთი მასშტაბური ვერ ვარ მაგრამ ჩემს ოცნებას ყურში გეტყვით: მინდა რომ ისტორიას ჩაბარდეს ლენინის და ძერჟინსკის მიერ შექმნილი რეჟიმი მთელი თავისი დღევანდელი კუდებითაც. მერე დარწმუნებული ვარ რომ ბაზალეთის ტბის ძირას აკვანი როა იქიდან ერთი ვინმე ამოვა.

ავტორი: ანონიმი
27.05.2012 16:55
26 მაისი გააუფასურეს,9 აპრილი გააუფასურეს, ცნებების ქართული და ოცნება გაუფასურება ისევ აქტიურ ფაზაში შედის. მალე შეიძლება წმინდა გიორგის ძეგლი აიღონ და სერგო ორჯონიკიძის ძეგლი დადგან.

ყველაზე პოპულარული