ბათუმში გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია
ბათუმში აქციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
x
ბათუმში აქციის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა
ბათუმში დღეს გაიმართა ოპოზიციური კოალიციის, „ქართული ოცნების“ აქცია. ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით მიმართა აქციაზე მისულ ხალხს:
"...საბჭოური აზროვნება დღემდე ცოცხალია და საზოგადოების განვითარებასაც სწორედ ეს აბრკოლებს. დიახ, სწორედ ტყუილი, თვალთმაქცობა და ფარისევლობა იყო საბჭოეთის ნამდვილი, რეალური იდეოლოგია, რომელიც ადამიანებს აიძულებდა, ერთი ეფიქრათ, მეორე ელაპარაკათ და მესამე ეკეთებინათ.
ნაციონალური ხელისუფლება გაჭრილი ვაშლივით ჰგავს თავის საბჭოთა წინამორბედს, უფრო ზუსტად, წინაპარს.
დააკვირდით სააკაშვილს, დააკვირდით სააკაშვილის ხელისუფლებას და უზუსტეს მსგავსებას იპოვით საბჭოთა ხელისუფლებასთან.
სააკაშვილი გააფთრებით გაჰკივის ყველგან, მეტი საქმე არ მაქვს, ეს ქვეყანა ვინმე სხვას გადავაბარო და დავანგრევინოო.
მე არ ვიცი არც ერთი სხვა ქვეყნის ხელისუფლება, რომელიც ასე დაუფარავად გაბედავდა იმის საჯაროდ გაცხადებას, რომ არსად არ აპირებს წასვლას, არ აპირებს თავისი ნებით ხელისუფლების ხალხისთვის გადაბარებას. მე არ ვიცი ამის საჯაროდ მთქმელი არც ერთი ხელისუფლება, საბჭოთა ხელისუფლების გარდა.
თავისი წინაპარივით ამ ხელისუფლების იდეოლოგიაც ტყუილზეა აგებული, ხოლო საბჭოური მექრთამეობა ელიტარული კორუფციით არის ჩანაცვლებული..."
ბათუმში აქციის დასრულების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. კოალიციის ლიდერის განცხადებით, "ქართული ოცნების" მორიგი აქცია რუსთავში 18 აგვისტოს გაიმართება.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)