Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიუ-იორკში პირველი ქართული სწრაფი კვების ობიექტი გაიხსნა


კაფე "თონე" ნიუ-იორკში
კაფე "თონე" ნიუ-იორკში

"თონეს" სწრაფი მომსახურების კაფე პრესტიჟულ ადგილას, "იუნიონ სქვეარზე" მდებარეობს. ქართული ეროვნული სამზარეულო ამერიკაში დღითიდღე პოპულარული ხდება.

ქართული კაფე, "თონე" ბრუკლინში უკვე რამდენიმე წელია ქართველი იმიგრანტების, რუსების და უკვე ამერიკელების საყვარელი ადგილია. თუმცა, მისი ანალოგი, ოღონდ სწრაფი კვების ობიექტი, რომელიც მანჰეტენზე, პრესტიჟულ და მუდმივად ხალხმრავალ ადგილას, "იუნიონ სქვეართან" გაიხსნა ამერიკაში ქართული რესტორნების ბიზნესის ისტორიაში პირველია. ახლა უკვე გათვლა ამერიკელ მომხამარებელზე კეთდება. "თონეს" ერთ-ერთი დამფუძნებელი ნიკოლოზ ჩხეიძე აპირებს კონკურენცია გაუწიოს ნიუ-იორკის მექსიკურ, ჩინურ და იტალიურ სწრაფი კვების ბიზნესს.

ნიკოლოზ ჩხეიძე: ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ათამდე ავალთ ორი წლის განმავლობაში, ნიუ-იორკში, მანჰეტენზე 10 ობიექტს გავხსნით, ასევე ლონგ-აილენდის კუნძულზეც. დღესდღეობით, ქართული სამზარეულო საკმაოდ პოპულარულია, მოთხოვნილება გაიზარდა ქართულ საკვებზე. ჩვენი ქართული კერძები, სპეციალური დანამატები რასაც ვხმარობთ ჩვენს სამზარეულოში, სრულიად უცხოა ამერიკელი მომხმარებლისთვის.

კაფე "თონე" ნიუ-იორკში
კაფე "თონე" ნიუ-იორკში

ბევრმა ამერიკელმა საქართველოს არსებობის შესახებ სწორედ ქართული სამზარეულოთი შეიტყო. ამერიკელი პედაგოგი ვალი ქართული ხაჭაპურით და ჩაქაფულით აღფრთოვანებულია.

ვალი: ძალიან გემრიელია ყველაფერი, რამდენიმე დღის წინ ხბოს ჩაქაფული და ხაჭაპური მივირთვი. ყველაფერი უგემრიელესია. საქართველოზე მანამდე არაფერი ვიცოდი.

ოქსანა, უკრაინელი გამყიდველი, ამბობს, რომ ძალიან სასიამოვნოა, როდესაც მასთან მიდის ამერიკელი მომხმარებელი და ამბობს, რომ მეზობელმა საკვები "თონეში" შეიძინა და შემდეგ მას ურჩია. ქართულ პურს დიდი მოხოვნილება აქვს, ასევე ლობიანს, ფხალეულს, სვანურ კუბდარს.

"ვაშინგტონ პოსტმა" ქართულ სამზარეულოს რამდენიმე სტატია უკვე მიუძღვნა. ამ გავლენიანი გაზეთის ინტერნეტ-ვერსიის რეცეპტების ნაწილში გასულ თვეს აჭარული ხაჭაპურის დამზადების რეცეპტიც დაიბეჭდა. უფრო ადრე, 2014 წლის აგვისტოს თვეში ჟურნალისტმა მორა ჯადკისმა სრული სტატია მიუძღვნა საქართველოში ხაჭაპურის დამზადების სხვადასხვა ტრადიციებსა და წესს. "ვაშინგტონ პოსტის" გარდა ქართულ სამზარეულოზე სხვა ამერიკული გამოცემებიც წერენ. მათ ქართული ტრადიციული კერძების შესახებ უკეთესად ბოლო 2 წელია რაც შეიტყვეს. ამ პერიოდში, მანჰეტენზე თითქმის ერთდროულად გაიხსნა ქართული რესტორანი"ოდა", " პეპელა". " Old Tbilisi Garden". ნიკა ჩხეიძე თვლის, რომ ბიზნესის ამ სფეროში ნიუ- იორკში ქართველბს შორის კონკურენციის ხსენება უადგილოა:

ნიკა ჩხეიძე: ჩვენ არ მივიჩნევთ არავის კონკურენტებად, მეგობრები ვართ პირველ რიგში, რაც არ უნდა ბევრი რესტორანი გაიხსნას მანჰეტენზე, არ ნიშნავს იმას რომ კონკურენცია იზრდება. პირიქით, იმდენად დიდია მანჰეტენი, 300-400 ქართულ რესტორანს "აიტანს", ჩვენი გათვლით ასე არის. პირიქით, რაც უფრო მეტი ამერიკელი გაიგებს ქართული სამზარეულოს გემოს და მოეწონება, მით უფრო გაიზრდება ჩვენი პერსპექტივა.

ქართული სწრაფი კვების ობიექტში შეკვეთები ონლაინ, ტელეფონით და ადგილზე მიტანით ხდება.

ამერიკელებისთვის რთული მხოლოდ ქართული საკვების სწორედ წარმოთმქაა. მენიუშია ფხალეული, ხაჭაპური, კუბდარი, ჩახოხბილი, ჩაბოსტნილი, ჩიხირთმა და შოთის პური, რომლის პატარა ვარიანტს აქ შოთიკო ქვია.

XS
SM
MD
LG