სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:55

ოლიმპიადა 2012

ქართველი ძიუდოისტის ოლიმპიური "ოქრო"

ლაშა შავდათუაშვილისა (თეთრ კიმონოში) და მასაში ებინუმას ნახევარფინალური ორთაბრძოლალაშა შავდათუაშვილისა (თეთრ კიმონოში) და მასაში ებინუმას ნახევარფინალური ორთაბრძოლა
x
ლაშა შავდათუაშვილისა (თეთრ კიმონოში) და მასაში ებინუმას ნახევარფინალური ორთაბრძოლა
ლაშა შავდათუაშვილისა (თეთრ კიმონოში) და მასაში ებინუმას ნახევარფინალური ორთაბრძოლა

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ლონდონში მიმდინარე ზაფხულის 30-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციამ პირველი ოქროს მედალი მოიპოვა. 20 წლის გორელმა სპორტსმენმა ლაშა შავთადუაშვილმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული დაიმსახურა 66 კგ-მდე წონითი კატეგორიის ძიუდოისტთა ასპარეზობაში.

ლაშამ ბრწყინვალედ ჩაატარა მთელი ტურნირი და ფინალისკენ გზა ოთხი წმინდა გამარჯვებით გაიკაფა: ჯერ დაამარცხა ჩილელი ალეხანდრო სუნიგა, შემდეგ სძლია ფრანგ დავიდ ლაროსს, მეოთხედფინალში აჯობა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელს კოლინ ოუტსს, ხოლო ნახევარფინალში - იაპონელ მასაში ებინუმას.

ფინალურ ჭიდილში ლაშას მეტოქე იყო ევროპის სამგზის ჩემპიონი, 31 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი. დაძაბულ უშეღავათო ბრძოლაში ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტმა "იუკოდ" შეფასებული ილეთის შესრულება შეძლო და 
ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველოს 34-ე ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ძალიან ბედნიერი ვარ, ასე მგონია, სიზმარში ვარო - უთხრა ლაშა შავდათუაშვილმა რადიო თავისუფლებას, შემდეგ კი დასძინა: ბიჭებს, მე მგონი, დიდი სტიმული მივეცი, რომ ხვალიდან ორმაგი ენერგიით იჭიდაონო.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.07.2012 11:25
საოცარი ქვეყანაა ჩემი საქართველო, და კიდევ უფრო საოცარია ჩემი ხალხი

მხოლოდ ჩვენ საქართველოში შეიძლება ერთმა სოფელმა მსოფლიოს აჩუქოს უბადლო ქვის მტყორცნელები

და ამავე სოფელს შეუძლია გაზარდოს მსოფლიოს უნიჭიერესი და უძლიერესი ძიუდოისტი, რომელიც უკვე 20 წლის ასაკში უზადო, დახვეწილი და საკუთარი სტილით გამოირჩევა... არის მსოფლიოს, ევროპის და უკვე ოლიმპიური ჩემპიონი

ბიჭი რომელსაც თავისი ქვეყნის სახელი მსოფლიოს უძლიერეს ძიუდოისტთა შორის უძლიერესად წარმოუჩენია და აგრძელებს ბრწყინვალე ქართულ ტრადიციას მსოფლიო ასპარეზზე

ვულოცავ ამ უზადო ძიუდოისტს ძალიან ლამაზ და თავდაჯერებულ გამარჯვებას და ვუსურვებ კიდევ ბევრჯერ მოეპოვებინოს ოქრო

ავტორი: ვიქტორი საიდან გვწერთ: თბილისიდან
30.07.2012 07:28
ყოჩაღ! გილოცავ! გილოცავ! გილოცავ! გილოცავ! უიმედობის კედელი დაანგრიე, გუნდი გაამხნევე შენი გამარჯვებით- გაიხარე საქართველოს გახარებისათვის!

ყველაზე პოპულარული