Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი: რუსეთი კვლავ აგრძელებს ოკუპაციას და მცოცავ ანექსიას


„რუსეთმა ე.წ. ინტეგრაციის შესახებ შეთანხმებები გააფორმა ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან, კვლავ ხდება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია, მცოცავი ანექსია, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადამიანებს წართმეული აქვთ ძირითადი უფლებები“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოსვლის დროს. ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა მზადყოფნას, შემდგომშიც გაგრძელდეს აღებული კურსი რუსეთის ფედერაციასთან პასუხისმგებლური და კონსტრუქტიული თანამშროლობის დამყარებისაკენ. თუმცა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ხარჯზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა იდეით „აბრეშუმის გზის“ საერთაშორისო ფორუმის დაფუძნების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG