პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:44

ბლოგები / გიორგი მაისურაძე

დეკადანსი

x
ტექსტის ზომა - +
ტერმინ „დეკადანსს“ (ფრანგ. décadence), რომელიც „დაღმასვლად“, „დაცემად“ ითარგმნება, მრავალი მნიშვნელობა აქვს, რომელთაგანაც ყველაზე ხშირად ორი გვხვდება: პირველი მნიშვნელობა ამ სიტყვაში ჩადო ფრანგმა განმანათლებელმა შარლ მონტესკიემ, რომელიც რომის იმპერიის დაცემის მთავარ მიზეზად მიიჩნევდა გვიანრომაული საზოგადოების მორალურ გახრწნას, სოციალურ გულგრილობასა და მაღალი კულტურის გაქრობას. მდიდარი რომაელები ცხოვრების ერთადერთ საზრისს ხორციელ განცხრომასა და ფუფუნებაში ხედავდნენ. ხელოვნება მათთვის იყო სიმდიდრის აქსესუარი, (რომელსაც წვეულებების ფონი უნდა შეექმნა) და არა ყოფითი რეალობიდან გასვლის საშუალება, რამაც კულტურის გავულგარულება და სამომხმარებლო საშუალებად ქცევა გამოიწვია. ქონების უაზრო ფლანგვამ იმპერია შინაგანად მოშალა და უმძაფრეს სოციალურ კატასტროფებამდე მიიყვანა. ამ თვალსაზრისით, დეკადანსი მდიდარი უმცირესობის სოციალურ გულგრილობასა და უმრავლესობის ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე, მხოლოდ საკუთარი განცხრომისა და სიამოვნებისათვის ფულის ფლანგვას გულისხმობს.

მეორე მნიშვნელობა ესთეტიკური შინაარსისაა და ის უპირველეს ყოვლისა ფრანგ პოეტებს – თეოფილ გოტიეს, შარლ ბოდლერსა და პოლ ვერლენს უკავშირდება. დეკადენტობას ისინი ცხოვრების ბოჰემურ სტილს, თრობას, ზმანებას, თვითგანადგურებისაკენ მიმართულ „აღვირახსნილობას“ უწოდებდნენ, რაც ბიურგერული მორალისა და მეშჩანური ღირებულებების წინააღმდეგ შემოქმედებით ამბოხად აღიქმებოდა. ამგვარი დეკადენტობა გულისხმობს არა სიმდიდრესა და ფუფუნებას, არამედ ერთგვარ ტკივილიან ვნებას, რომელიც უჯანყდება გაბატონებულ საზოგადოებრივ მორალსა და მის ყოფით ფასეულობებს. დეკადენტი ხელოვანებისათვის სამყარო იმდენად ყალბი, თვალთმაქცი და უხამსია, რომ მას ყველანაირად უნდა ემიჯნებოდე, თუნდაც თვითგანადგურების ფასად.

ამგვარი პოზიცია მეტნაკლებად ყოველთვის იყო შემოქმედებითი სფეროსა და ხელოვანის სოციალური ან უფრო ასოციალური მდგომარეობის განმსაზღვრელი პრინციპი. შემოქმედი ადამიანი „სხვანაირია“, ანუ ის თავისი ცხოვრების სტილით განსხვავდება სხვა პროფესიის ადამიანებისაგან, „მისი ტვინი სხვაგვარადაა მოწყობილი“. მისთვის უცხოა, და აუტანელიც კი, ყოფითი სიხარულები და ბიურგერული უმრავლესობის პერსპექტივიდან, დეკადენტი ხელოვანი ვერსად ჰპოვებს შვებას და ცხოვრობს უბედური ცხოვრებით, რომელიც არცთუ იშვიათად, ტრაგიკულად მთავრდება. ბიურგერული თვალსაზრისით, ზოგადად ხელოვნება, ლიტერატურა, ფილოსოფია უკვე დეკადენტობაა, რომელიც არანაირ მატერიალურ თუ ყოფით სარგებელს არ იძლევა, ხოლო შემოქმედი ადამიანი უსაქმური და ასოციალური პარაზიტია, როგორიც, მაგალითად, სწორედ ამ მუხლით გასამართლებული პოეტი იოსებ ბროდსკი ან ჰაშიშის მოყვარული და სიფილისით დაავადებული შარლ ბოდლერი. თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ დეკადენტობა საკმაოდ ადვილად იქცა ყალბ და შინაარსისგან დაცლილ მიმბაძველობად, ხელოვანად თვითინსცენირების ზედაპირულ ფორმად, როდესაც შემოქმედებითი პრეტენზიების მქონე ადამიანებმა საკმარისად მიიჩნიეს გარეგნული ნიშნები, – ალკოჰოლი, ნარკოტიკები თუ ექსცენტრული ჩაცმულობა – რათა საკუთარი თავი ხელოვანად წარმოეჩინათ. ამან, საბოლოო ჯამში, ესთეტიკური დეკადანსის სრული ინფლაცია და გავულგარულებაც კი გამოიწვია.

XX საუკუნის 30-იან წლებში ესთეტიკურ დეკადანსს თითქმის ერთდროულად გამოუცხადეს ომი ნაცისტურმა გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა: ნაცისტებისათვის ეს იყო სიმახინჯისა და გადაგვარების (Entartung) სინონიმი, საბჭოთა იდეოლოგებისათვის კი დეკადანსს, რომლის ერთ-ერთ უმთავრეს გამოვლინებადაც ფორმალიზმი მიიჩნეოდა, „ბურჟუაზიული გადმონაშთისა“ და „პარაზიტობის“ კვალიფიკაცია ენიჭებოდა. მის საპირისპიროდ სოციალისტური რეალიზმი, როგორც ჭეშმარიტი ხელოვნება, უნდა ყოფილიყო ფართო მასებისათვის ხელმისაწვდომი, საბჭოთა ადამიანებად მათი აღზრდის, ანუ ინდოქტრინაციის საშუალება. მოკლედ რომ შევაჯამოთ, ნაციზმისა და სოცრეალიზმისთვის კულტურის ნებისმიერი გამოვლინება, რომელიც არ გვასწავლის, გმირულ და მებრძოლ სულს არ გვიღვივებს და ოფიციალური იდეოლოგიის სამსახურში არ დგას, დეკადანსი და გადაგვარებულობაა, რომელსაც არსებობის უფლება არ უნდა ჰქონდეს. თუკი ესთეტიკური დეკადანსისათვის ხელოვნება თავისუფალია და ის არც დირექტივებს და არც სამომხმარებლო საზოგადოებისათვის სასარგებლო პრინციპებს არ ექვემდებარება, ტოტალიტარულმა რეჟიმებმა შემოქმედებას სწორედ ამგვარი თავისუფლება წაართვეს და საკუთარი იდეოლოგიის ინსტრუმენტად აქციეს.

ესთეტიკური დეკადანსის განდევნით კი საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სოციალური იერარქიის სათავეები ისევ პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა დეკადანსმა დაიკავა. ბრეჟნევის ხანის საბჭოთა კავშირი მონტესკიეს მიერ რომაულ დეკადანსად წოდებული საზოგადოებრივი დაღმასვლისა და დაცემის კლასიკურ მაგალითად იქცა, როდესაც (განსაკუთრებით ავღანეთში ინტერვენციის დროს) საბჭოთა სამხედრო მრეწველობა საიდუმლოდ ვაჭრობდა მუჯაჰედინებთან იარაღითა და ოპიუმით. კორუფციამ და მომხვეჭელობამ, საბოლოო ჯამში, სრულ სოციალურ და ეკონომიკურ კატასტროფამდე მიიყვანა პირველი სოციალისტური სახელმწიფო და მას სიცოცხლე მოუსწრაფა.

პოსტსაბჭოთა საზოგადოებებმა საბჭოთა სისტემისგან სოციალური გულგრილობა მემკვიდრეობით მიიღეს და ახალ საბაზრო პირობებში კორუმპირებული საბჭოთა მოხელეების დეკადენტობა ლეგალურ და, ფაქტობრივად, ერთადერთ საზოგადოებრივ იდეალად იქცა. 90-იან წლებში, მოსახლეობის უკიდურესი გაღატაკების ფონზე საქართველოში საეჭვო გზებით გამდიდრებულთა კასტასთან ერთად, ახალი ქართული ბურჟუაზიის იდეოლოგიური სიმბოლოებიც გამოჩნდა სხვადასხვა სახის „ელიტ-კლუბებისა“ და „ბიზნეს-ცენტრების“ სახით, სადაც შეკრებილი თუ მოხვედრილი ქართული საზოგადოების „ნაღები“ ძირითადად ტელეკამერის წინ იდგა და იმ დროს დეფიციტურ საჭმელს მიიერთმევდა, საკუთარი ტანსაცმლის მარკებსა და საზღვარგარეთ მოგზაურობაზე საუბრობდა.

90-იანი წლების ქართული ბიურგერული დეკადანსი იმდენად კარიკატურულ სახეს ატარებდა, რომ მას თავად მისი მონაწილენიც დასცინოდნენ. მახსენდება ერთი გალა-ღონისძიება, როდესაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე გასატარებლად ქართული ტელე- და კინოვარსკვლავები ლიმუზინით მოჰყავდათ. ერთადერთი ლიმუზინი ფილარმონიას წრეს არტყამდა და კინო „ამირანთან“ ჩერდებოდა, სადაც ფილარმონიის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე მას „გასატარებელი“ ვარსკვლავები ელოდნენ.

ასეთი დეკადენტური თამაშები შევარდნაძის ეპოქას ჩაბარდა. ნამდვილი და საყოველთაო დეკადანსი კი საქართველოში სააკაშვილის მმართველობისას დადგა და ის საზოგადოების სტრუქტურის განმსაზღვრელ ფორმად იქცა. თანამედროვე ქართული დეკადანსი ორ ინსტიტუტზე დგას: პრეზიდენტისა და პატრიარქისა. სხვა დანარჩენი სახელმწიფო თუ კერძო, ან საზოგადოებრივი ინსტიტუტები ამ ორის დაპატარავებული ასლებია. პრეზიდენტის აღმშენებლობით-მომპირკეთებლური საქმიანობა, უფუნქციო და მხოლოდ დეკორაციული დანიშნულების ნაგებობები, რომლებზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან უზარმაზარი თანხები იხარჯება, უკვე მოჩვენებითი კეთილდღეობის შექმნასაც კი აღარ ემსახურება, და თანდათან სულ უფრო ემსგავსება ერთი ადამიანის ბავშვობისდროინდელი თამაშებისა თუ აუსრულებელი სურვილების განხორციელებას. მფლანგველური და დეკადენტურია პარლამენტის ქუთაისში გადატანა თუ გავითვალისწინებთ, რომ პარლამენტის ახალ, მრავალმილიონლარიან შენობას დაემატება თბილისსა და ქუთაისს შორის დეპუტატებისა და მათი აპარატის მოძრაობის, ქუთაისში მათი უზრუნველყოფის ხარჯები.

ამ დეკადენტურ შეჯიბრში პრეზიდენტის მთავარი კონკურენტი არის არა ოპოზიცია, არამედ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელმაც, განსხვავებით სააკაშვილის „პროფანული“, მიწიერი მიზნებით სახელმწიფო ხაზინის ფლანგვისგან, დეკადენტობა ღვთაებრივ ხარისხში აიყვანა. თუ საქართველოს მოსახლეობის თუნდაც ერთი, თანაც არც ისე მცირე ნაწილისათვის სააკაშვილის შადრევნები, მოპირკეთებული ფასადები, შემინული შენობები, ძვირადღირებული, მაგრამ უფუნქციო ნაგებობები გამაღიზიანებელი და დასაცინია, აბსოლუტური უმრავლესობისათვის თავისთავად ცხადია და არანაირ პროტესტს არ იწვევს სამღვდელოების მომხვეჭელობა და დაუოკებელი ლტოლვა სიმდიდრისა და ფუფუნებისაკენ; იშვიათი გამონაკლისების გარდა, პრობლემურად სულაც არ აღიქმება არც ქართული საკრალური არქიტექტურისათვის სრულიად უცხო მოოქროვილი გუმბათები, არც 50-კილოგრამიანი ოქროს ხატი, არც ძვირადღირებული საეკლესიო სამკაული და არც პატრიარქის სრულიად დეკადენტური მოგზაურობები თავისი მრავალრიცხოვანი ამალით ევროპის უძვირეს სასტუმროებში. პირიქით, მიმდინარე წლის მაისში პატრიარქის გამგზავრებას პარიზში, 200-ზე მეტ თანმხლებ პირთან ერთად, მათს ცხოვრებას მსოფლიოს ერთ-ერთი უძვირესი ქალაქის ხუთვარსკვლავიან სასტუმროში, მათ ბანკეტებს ძვირსა და ფეშენებელურ რესტორნებში საქველმოქმედო აქციის სტატუსიც კი ენიჭება, რაც თავისი არსით ისეთივე ცინიზმია, როგორიც თავის დროზე საფრანგეთის დედოფლის – მარია-ანტუანეტასადმი მიწერილი სიტყვები, რომ თუ ხალხს პური არა აქვს, მაშინ თავი ნამცხვრებით უნდა გამოიკვებოს. თანამედროვე ქართული დეკადანსის სახე სწორედ ისაა, რომ ხალხი, რომელიც პურისა და ელემენტარული მოთხოვნილების პროდუქტების ნაკლებობას განიცდის, საკომპენსაციოდ პრეზიდენტის, პატრიარქისა და სხვა „დამსახურებული ადამიანების“ დეკადენტურ განცხრომას უცქერს და თუ ის ცოდვილ მიწაზე გაჭირვებულია, სამღვდელოება, შემოწირულობების სანაცვლოდ, ცხონებას საიქიოში ჰპირდება.

როდესაც კარლ მარქსმა რელიგია ოპიუმს შეადარა, ეს შედარება არ ყოფილა მარქსისათვის ჩვეული ენამოსწრებულობა, არამედ ამ მეტაფორით მან რელიგიის სოციალური არსის კრიტიკული გააზრება სცადა. მარქსი წერდა: „რელიგია გადუხჭირებულთა კვნესაა, უგულო სამყაროს საგულეა, ისევე, როგორც არასულიერების სული. იგი ხალხის ოპიუმია. რელიგიის, როგორც ხალხის მოჩვენებითი ბედნიერების მოცილება ნიშნავს მისთვის ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნას. მოთხოვნა იმისა, რომ ხალხმა უარი თქვას საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილუზიებზე, არის თავად ისეთ მდგომარეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, რომელიც საკუთარი თავის მოტყუების საჭიროებას გვიქმნის. ამდენად რელიგიის კრიტიკა თავის ჩანასახშივე არის კრიტიკა იმ უდაბურებისა, რომლის სიწმინდის შარავანდედიც რელიგიაა.“

თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გარელიგიურება არაა სოციალურ-ეკონომიკური სასოწარკვეთილების შედეგი. 90-იანი წლებიდან მოყოლებული, პირველი „ქრისტიანები“, რომლებმაც საქართველოში ეკლესიების მშენებლობისა და გულუხვი შეწირულობების ტრადიცია დაამკვიდრეს, სწორედ მდიდარი ან ახლადგამდიდრებული ქართველები იყვნენ, რომლებსაც, გარდა საეჭვო გზებით დაგროვილი ქონების ხარჯვის პრობლემისა, გულის სიღრმეში, შესაძლოა, საკუთარი გამდიდრების არასისუფთავეც აწუხებდათ. ეკლესიისათვის ქონების განაწილება კი, რაღა თქმა უნდა, ყველა შავი საქმის გათეთრების იდეალური საშუალებაა. ამასთანავე, მათი სახელები ოქროს ასოებით არის უკვდავყოფილი ეკლესიების კედლებზე და, ჰორაციუსისა და პუშკინის მსგავსად, მათაც შეუძლიათ თქვან: „ძეგლი დავიდგი, პირამიდებზე უფრო მაღალი...“

საქართველოში სოციალური მგრძნობელობისა და კრიტიკის არარსებობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ისიც მგონია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ბაძავს და აიდეალებს მათთვის სანიმუშო პოლიტიკური ლიდერებისა და „მოძღვარი“ სამღვდელოების დეკადენტობას. მდიდარი და პრივილეგიებიანი უმცირესობის ფუფუნება მათში პროტესტს კი არ იწვევს, არამედ მხოლოდ დეკადენტობის მადას აღვივებს. ცხოვრების იდეალები, რომლის ნიმუშებსაც იძლევიან პოლიტიკოსები, ეკლესია თუ ნეოლიბერალური წარმატებულობის კულტი, თავისი არსით, ანტისოციალური და კულტურის მიმართ მტრულიცაა. ძვირადღირებული ფსევდოკულტურა, რომლის ერთადერთი კრიტერიუმიც საბუღალტრო ანგარიშია (ანუ, რამდენი ფული დაიხარჯა პრეზიდენტის ახირებებსა თუ პატრიარქის მუსიკალურ გასტროლებზე?), სწორედ იმ კულტურის განადგურებისკენაა მიმართული, რომელიც საკუთარი შემოქმედებითი თავისუფლების მისაღწევად აუჯანყდა ბიურგერულსა და მომხვეჭელურ ყალბ ღირებულებებსა და „მორალს“ და დეკადენტურ გაუმაძღრობას თვითნგრევისაკენ მიმართული დეკადანსი დაუპირისპირა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    
ავტორი: miseenabyme საიდან გვწერთ: planeta venera
04.06.2012 18:14
ხოდა სამწუხაროდ, ბატონებო, ეს თვითნგრევისაკენ მიმართული დეკადანსი ვლინდება სადო-მაზოხიზმში. რემბოს რომ მობეზრდა ქარის წისქვილებთან ბრძოლა, თავი დაანება მაღალ კულტურას და მსოფლიომ იზარალა ამით დიდად. მე დიდი იმედი მაქვს, რომ მავანი და მავანი დაფიქრდება და შემოგდებულ, იდიოტურ აპოკალიფსურ წინასწარმეტყველებას ფრთებს არ შეასხამს, ქართულ კულტურას აქსესუარად არ აქცევს და ამით კულტურულ ომს არ წააგებს!
ბედნიერ ვენერობას გისურვებთ! რაც არ უნდა იყოს სიყვარულის პლანეტაა. იქნებ ცოტა გულები გაგვითბეს და თუნდაც ერთ დღეს ჩვენზე გაჭირვებულები და ჩვენგან განსხვავებულები შევამჩნიოთ!

ავტორი: მიშა
04.06.2012 18:04
"თუმცა აქვე მინდა ვთქვა, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს მოსახლეობის მასობრივი გარელიგიურება არაა სოციალურ-ეკონომიკური სასოწარკვეთილების შედეგი."

ვეთანხმები თქვენ აზრს. პირადად მეც ამ აზრზე ვიყავი ყოველთვის. ამისათვის კი უამრავი მაგალითების მოყვანა შეიძლება ქართული დღევანდელობიდან.

რაც შეეხება მარქსის მოსაზრებებს, მარქსი, რელიგიას ჩანს თავისებური ასპექტებით ხედავდა.

ჩემი აზრით რელიგიის და ოპიუმის მაგალითი გარკვეული გარეგნული ფორმებით ნამდვილად გავს, სინამდვილეში ორი საკმაოდ განსხვავებული მოვლენაა მითუმეტეს სხვადასხვა კულტურულ გარემოში/რეალობებში.

ოპიუმი და საერთოდ მძიმე ნარკოტიკული საშუალებები ადამიანს აკარგინებს რეალობის აღქმის უნარს ამ სიტყვის აბსოლუტური მნიშვნელობით. ის ფსიქიკასთან ერთად ჯანმრთელობას ურყევს მას და შორს წასული პროცესები უმეტეს შემთხვევაში ადამიანის ნაადრევი სიკვდილით მთავრდება.

ფანატიკური, ან ზედაპირული რწმენის შემთხვევაში საქმე სხვანაირადა. ფიზიკურად და გონებრივადაც სრულიად ჯანმრთელი ადამიანი ამა თუ იმ "მიზეზების" გამო ხდება "ეკლესიურობაზე" დამოკიდებული.

რა "მიზეზებია" ეს? რა უარყოფითი გვერდითი მოვლენები აქვს მას? რით განსხვავდება ოპიუმისგან და რით ემსგავსება ოპიუმს?

ამპარტავნობა არის, ვნება რომელიც ნებისმიერ ადამიანს მეტ-ნაკლები ინტენსივობით ახასიათებს.

საქართველოში ეკლესია დღეს სწორედ ამპარტავნული ვნებების, (ხშირად ამპარტავნული "ლომკების") დასაკმაყოფილებლად უფასოდ, ან იაფად გასცემს "ოპიუმს" .

არის მოსაზრებები: "რას გიშლის თავისთვის ლოცულობს", "პირჯვარს იწერს" და ა.შ.

სინამდვილეში თუ ასეთი მლოცველის, ან მლოცველების გარემოცვაში მოხვდებით, ძალიან ადვილად აღმოაჩენთ, რომ "ეკლსიურობას" ადამიანები შესანიშნავად იყენებენ ამპარტავნული ვნებების დასაკმაყოფილებლად და უსათუოდ გაგრძნობინებენ:

"მე ასე ვაკეთებ, ამიტომ ერთი თავით შენზე მაღლა ვდგევარ!"

ვინც უფრო მაგრად ლოცულობს, ის უფრო მაღლა დგას ვინც პატრიარქს პირადად იცნობს ის უფრო მაღლა, ვინც ეკლესიას აშენებს ის უფრო მაღლა და ა.შ.

სწორედ ამიტომ დღევანდელი "ეკლესიურობა" არის უფასოდ და იაფად შესაძენი "ოპიუმი", რათა ადამიანმა დაიკმაყოფილოს ამპარტავნული (ასევე მერკანტილური) ვნებები საკუთარი სოციალური სტატუსის ხაზგასამელად, ან მის გასუმჯობესებლად.

ესეთი სტატუსები სხვადასხვა შინაარსის და ზომა-წონისაა. ვიღაცა ვიღაცას პირჯვრის გადაწერისა და ხატების კოცნის სიმრავლეში ეჯიბრება, სხვები ეკლესიების მშენებლობების რაოდენობებში ეჯიბრებიან.

ასე შოულობენ ადამიანები ეკლესიაში დაუმსახურებელ დამსხურებებს, სხვების ზოგჯერ ერის წინაშეც.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდამ
04.06.2012 17:30
ჩვენ, რომ არ ვიყოთ, ღმერთიც არ იარსებებდა და ვინ ვართ ჩვენ, რომ ჩვენთვის ღმერთი არსებობდეს.:(

ავტორი: ანონიმი
04.06.2012 14:30
ზოგის აზრით დეკადანსი კი არა დემოკრატიული პროგრესია სვერდლოვსკის ობკომის ყოფილი მდივანი ელცინის თანამშრომლობა ხაბაროვსკის მხარის მაფიოზ ბოს პოდატევთან (მეტსახელი პუდელი) რომელიც იქცა რუსეთის პრეზიდენტი ელცინის მრჩევლად და რუსეთში ადამიანის უფლებათა დამცველად. ამ პოდატევმა ძარცვის და არასრულწლოვანი გოგონების დაქალების მდიდარი გამოცდილების შეძენისა და 18 წლის მანძილზე ციხეში ჯდომის შემდეგ ხელი მიჰყო ევრაზიის დემოკრატიულ მოწყობას. მოაწყო და ეხლა მგონი აფხაზი და ოსი კაზაკების ატამანია.არაა გამორიცხული რომ ვიღაცას სურდეს მისი დიდუბის პანთეონში დაკრძალვა. ამ ფონზე რა თქმა უნდა მთავარია ქრისტიანობის ნარჩენების სულ ტალახში ჩაზილვა. რაშიაც აქტიურობს ოდესღაც ჩემი საყვარელი რადიო თავისუფლების ქართული რედაქციაც! რას ვიზამთ,კლინტონი თავის კაბინეტში მონიკა ლევინსკისთან თომარის შემდეგ ეტყობა ამ პუდელთანაც შარაფობდა. მთავარია პუდელის და მისი კოლეგების მიერ აგებული ეკლესიების დანგრევა. მაგრამ თქვენი ჭირიმე ბომბი არ ააცილოთ და სვეტიცხოველი არ შემოგენგრათ გეთაყვა. ამერიკელ ტურისტებს მოსწონთ და ცოდოები არიან. ამერიკაში ყველა კი არაა კლინტონი.

ავტორი: misha საიდან გვწერთ: havlabridan
04.06.2012 12:11
ბატონო გიორგი !!!!!!!!!!!!!!!!!!!!

არაა მე მგონი ლამაზი სხვის ჯიბეებში ფულის თვლა))!!!! ეგრე რომ დავითვალოთ, ბიძინას რომ სასახლე აქვს აშენებული და იქ რომ ხან ბანკეტებს აწყობს ხანაც უამრავ სტუმარს იღებს რამდენ გაჭირვებულს გაემართებოდა ხელი)))????? რა არის ფულის ქონა საქართველოში დანაშაულია??????????????????????? და თანაც ისე თუ არ დახარჯე როგორც თქვენნაირებს უნდათ??????????????

ერთია დაუწერელი კანონია; ხანდახან დიდი სიკეთის კეთება, დიდი ბოროტების კეთების ტოლფასია!!!!!!!!!!!!!!!!!

მაგალითისთვის ეპიზოდი დათა თუთაშხიას ცხოვრებიდან; ბუდარა და ბუდარიხას სიკეთის კეთება))!!

მეორე მაგალითი; ყაჩაღებიდან დათას მიერ ხალხის გამოხსნა, და მერე იმ ხალხის ნახირივით მივარდნა წართმეულ საქონელზე და სხვისი ქონების დაპატრონების სურვილი))!!! და ფინალი რაჟა სარჩიმელიას სიტყვები; ვისაა დათა ბატონო რომ ესარჩლები ვის???? შენი სიკვდილი თუ იქნება მაგენის ხელით იქნებაო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: tana საიდან გვწერთ: tbilisi
04.06.2012 11:33
საქმე იმაშია რომ ქართველებს დღეს ფეხებზე კიდიათ სხვა ადამიანის ბედ-იღბალი, ამ დღეებში გავრცელდა ინფორმაცია იმაზედ რომ მეტროს შესასვლელთან იპოვეს მოხუცი ქალბატონი, რომელიც მათხოვრობისას გარდაიცვალა შუაგულ თბილისში

და არანაირი რეზონანსი ამ ამბავს არ მოჰყოლია, მე ხომ არ მშია და სხვა რას იზამს რაში მაინტერესებს- აი ჩვენი დღევანდელი ფიქრის რაობა

მხცოვანი ქაბატონის ტრაგედია-ტრაგედიადვე დარჩა რამდენიმე ადამიანსთვის- ყურს არ იბერტყავს სხვა არავინ ამაზე

სრული დისოციაციაა დღეს ჩვენს "ფულიანებსა" და "უფულოებს" შორის, უკვდავებსა და მოკვდავებს შორის

ზემოდანაც არ უყურებენ "მოკვდავებს" თავიანთი ძვირადღირებული მანქანებიდან "უკვდავები" და არავის სხვისი ბედი არ ადარდებს

და ესეთი სოციუმი დიდხანს ვერ იცოცხლებს, დიდხანს ვერ იდგება იმ დაგრეხილ მახინჯ ფეხებზე რომლებსაც ამჯერად ეყრდნობა

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
04.06.2012 09:27
მახსოვს ერთხელ სამებაში წირვის-შემდეგ ეზოში სერინობისას შემხვდა მოხუცი ქალი, რომელიც ლამის სისხლიანი ცრემლებით ტიროდა და მევედრებოდა დახმარებას

თან მომიყვა რომ არც ართი შვილი ცოცხალი არ ყავს, და რომ მისი გოგო დაიღუპა ავტოავარიაში მეუღლესთან ერთად, და რომ მის 3 წლის შვილიშვილს ეხლა ეს ქალბატონი ზრდიდა

76 წლის ქალი, რომლესაც არვინ და არაფერი არ ეხმარება, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ებრძვის შიმშილს, და როდესაც ერთ ერთ მამაოს სთხოვა დახმარება- ღრიალით გამოაგდეს ეკლესიიდან რა ამოგვჭამე ტვინი შენს გარდა კიდე რამდენს ყავს მშიერი ოჯახიო

ეს არც გამკვირვებია- გამიკვირდა მრევლის რეაქცია- არც ერთ ადამიანს არ გასჩენია სოლიდარობა ამ ქალბატონისადმი, ყველამ სიძულვილით გადმოავლო თვალი და თავის მაპურებელ მამაოს მსაგვსად ჩაისისინეს - მართლა რა, არ შეგვჭამაო??!!

ავტორი: ლაშა
04.06.2012 07:35
პრო–სოციალურია – სპეციალიზაცია, თავისუფალი ბაზარი, უმრავლესობის "მართვის" არაძალადობრივი სისტემა და ამ ნიადაგზე აღმოცენებული სოციალური თანამშრომლობა. სწორედ ასეთ თავისუფალ გარემოში "ევოლუცირებული" მორალია სტაბილური და დინამიური, არა სტატიკური.

პიროვნული თავისუფლება მიუღწევადია ეკონომიკური თავისუფლების გარეშე. თავისუფალი ბაზარი როგორც კომუნიკაციის, ასევე სოციალური თანამშრომლობის საუკეთესო მექანიზმია. არა იმიტომ, რომ ვიღაცას მისი სწამს, არამედ იმიტომ რომ მდგრადი ინსტიტუტია, რომელიც ეფუძნება სპეციალიზაციას, თანამშრომლობის ბუნებრივ მიზეზს.

ავტორი: misha საიდან გვწერთ: havlabridan
04.06.2012 02:46
რაღაც რაღაცეებში დავეთანხმებოდი ავტორს))!!
მაგრამ უბრალოდ უცოდინარობაა თუ განზრახ აზრის
დამახინჯება, ვიღაც ვიღაცეების შეცდომაში შეყვანა არ
ვიცი!!

მაგალითად; პატრიარქის ვოიაჟი პარიზში ბიძინა ივანიშვი
ლის დაფინანსებული იყო!!!! ამაზე განცხადება არაერთხელ გაკეთდა!!

ბურჭულაძემ და ბიძინამ გააკეთეს განცხადება; და ბურჭუ
ლაძე მადლობებს უხდიდა ბიძინას დაფინანსებისთვის!!!
აი ბაქრაძეს იქ რა უნდოდა არ ვიცი)))!!
პასუხი

ავტორი: გიორგი მაისურაძე
04.06.2012 02:49
არა მხოლოდ ივანიშვილის, - ნახეთ ვიდეოდანართი. თანაც ამას არანაირი პრინციპული მნიშვნელობა არა აქვს. საქმე ეხება ფლანგვას, თანაც ქველმოქმედების სახელით. კონცერტის შემოსავლით ერთ ოჯახს ბინა უყიდეს. ახლა დავთვალოთ რამდენი ბინა მოვიდოდა ორას თუ სამასკაციანი დელეგაციის პარიზში გასეირნებას, ხულვარსკვლავიან სასტუმროებში ცხოვრებას, ბანკეტებს, დარბაზის ქირაობას, შემსრულებლების ჰონორარებს და ა.შ.

ავტორი: ნუციკო საიდან გვწერთ: თბილისი
04.06.2012 02:36
მართალიაა, მართაალიი!!!

ავტორი: kalistrate საიდან გვწერთ: saharidan
04.06.2012 02:31
სტატია მშვენიერია! ბოდლერისტის კომენტარზე –– გოგენის "რაღაც" კუნძულზე გადასახლების შესახებ –– დავეცი :)

ავტორი: eka საიდან გვწერთ: tbilisi
04.06.2012 01:33

ხომ არ ფიქრობთ რომ პოსტმოდერნისა მოსდევს დეკადანსი, როგორც მისი კიტჩი ( მახინჯი ანარეკლი)?

ავტორი: ვინმე მე საიდან გვწერთ: გლდანიდან
04.06.2012 01:26
როცა ცხოვრების ყველა სფერო , იქნება ეს საერო თუ სასულიერო ერთი დიდი კიჩია და საზოგადოების უმრავლესობისთვის ეს დისკომფორტს არ ქმნის, ეს ყველაფერი ვფიქრობ, კულტურის დეკადანსზე მეტად ფსევდოკულტურაზე მეტყველებს...ძალიან კარგი სტატიაა,ბევრ რამეზე დამაფიქრებელი.

ავტორი: ავერინცევისტი
04.06.2012 00:59
ახალგამდიდრებული ხალხის მიერ ეკლესიების მშენებლობის რელიგიურობასთან გაიგივება არაა სწორი. წმინდა პეტრეს ტაძრის ასაშენებლად ფულის შესაგროვებლად ინდულგენციების გაყიდვამ და უმძიმესი გადასახადების დაწესებამ ამ შედევრის აშენება ხალხს დაუჯინა საეკლესიო განხეთქილების და მეტწილად ვითომრელიგიური ომების ფასად (კათოლიკეების მიერ დაქირავებული პროტესტანტები ჟლეტდნენ პროტესტანტების მიერ დაქირავებულ კათოლიკეებს და პირიქით და ამას ერქვა კათოლიკეების და პროტესტანტების ომი. ამან უბიძგა სხვათა შორის ველურ ათეიზმს და გეი პარადების მოწყობის მოდას. რელიგიური ვანდეელები კი მაგათ დედიან ბუდიანა ისე გაჟლიტეს რომ ისტორიკოსებს ვერ გაურკვევიათ დღემდე გენოციდი იყო ეგ, ეთნოციდი თუ პოპულიციდი. ასე რომ ნუ ატყუებთ ხალხს. გუარამის და სტეფანოზის მიერ მცხეთის ჯვრის მშენებლობა ერთია და საბჭოთა ზარბაზნით დანგრეული თბილისის შუა გულში რომ დგას რაღაც ვებერთელა ახალი ნაგებობა- მისი მშენებლობა სხვა! ყველაზე ღრმად რელიგიურმა და ორმოში ჩამძვრალმა შიო მღვიმელმა კი იცოდა რომ სულის ჭურჭელი ანუ ნამდვილი ტაძარი ადამიანის სხეულია და მისი მშენებლობა და შერემონტება სხვა წესებით ხდება. ნუ გადაეკიდეთ რელიგიას თქვე ფანატიკოსო და ექსტრემისტო ურჯულო! თქვენ დაგამსგავსეს საკუთარი მშობლების თავზე დამფსმელ კომკავშირლებს რომლებზეც სერგეი ავერინცევი წერდა რომ უფროსი ამხანაგი ბოლშენიკები მათ სიკვდილის შიშით ავალებდნენ სამრეკლოებზე ასვლას და სალოცავად მისულ მშობლების თავზე დაფსმას. ეს უბედური კომკავშირლებიც აფსავდნენ თავზე საკუთარ მშობლებს,ვერ ბედავდნენ ნაჩალნიკებისთვის წინააღმდეგობის გაწევას და უარის თქმას. აი ასე ხართ თქვენც!

ავტორი: ბოდლერისტი
04.06.2012 00:12
ესთეთიკური შინაარსის დეკადანსმა რომ დედამისის უსაქციელობით და მამინაცვლის კრიჟანგობით და ა.შ. გაგიჟებულ საწყალ ბოდლერს პარიზის ელიტარული ჰაშიშინების (ნარკომანების) კლუბისკენ რომ უბიძგა ( ამ კლუბიდან ის კარის რახუნით გაიქცა მალე და დაწერა ნარკომანიის მაკრიტიკებელი ესეები) და რომ ასეთმა ცხოვრებამ სატანასთვის ლიტანიები აწერინა ეგეც საინტერესოა . რუსულადაცაა თარგმნილი ეგ ლიტანიები სხვათა შორის. შეიძლება თქვენ ეს მოგწონდეთ,გემოვნებაზე არ ვდავობ,მაგრამ სწორედაც რომ ეტევა დეკადანსის საზოგადოების ამორალიზმის ნაყოფად წარმოდგენის ფარგლებში. ეს თვითონ ბოდლერსაც კარგად ესმოდა. გოგენი საერთოდ გადაიკარგა ასეთი ცივილიზებული საზოგადოებიდან და სიფილისით სიკვდილი არჩია რაღაც კუნძულზე მანდ არხეინად ცხოვრებას. როგორც ყველა ცოდვილი იყო ეს კაიკაციც. ბევრი ცოდვილი ცუდი კაციცააა ამასთან ერთად.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
 წინა    

ყველაზე პოპულარული