სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:40

საზოგადოება / მსოფლიო

მეცნიერები ამბობენ, რომ ახლად აღმოჩენილი ნაწილაკი შესაძლოა ჰიგსის ბოზონი იყოს

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
„ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის“ (CERN-ის) მეცნიერები აცხადებენ, რომ აღმოაჩინეს ახალი სუბატომური ნაწილაკი, რომელიც შესაძლოა ჰიგსის ბოზონის სახელით ცნობილი ნაწილაკი იყოს. საქმე ეხება უმნიშვნელოვანეს ელემენტს იმის გასაგებად, თუ როგორ შეიქმნა სამყარო.

ჰიგსის ბოზონი, რომელსაც „ღმერთის ნაწილაკის“ სახელითაც იცნობენ, მეცნიერებს იმის ახსნაში ეხმარება, თუ როგორ შეერთდნენ ნაწილაკები ვარსკვლავების, პლანეტების და, ბოლოს, სიცოცხლის შესაქმნელად 13.7 მილიარდი წლის წინ მომხდარი დიდი აფეთქების დროს.

აღმოჩენის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანმა ჯო ინკანდელამ ოთხშაბათს ჟენევაში გამართულ სამეცნიერო შეკრებაზე გამოაცხადა:

„ამგვარი ექსპერიმენტებით ვცდილობდით ამ ერთ-ერთი უიშვიათესი ნაწილაკის აღმოჩენას. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, ჩვენი შედეგი ჯერ ძალიან, ძალიან ადრეულ ეტაპზეა, მაგრამ ვთვლით, რომ ის საკმაოდ მყარია და ძლიერი. სხვა შემთხვევაში მის წარდგენას არ მოვაწყობდით.“
დღეს ისტორიული მნიშვნელობის ეტაპს მივაღწიეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის, მაგრამ ეს საეტაპო მოვლენაა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიამაყოთ და გახარებულები ვიყოთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია...

იდუმალი ქვეატომური ნაწილაკი, რომელსაც სამყაროს ძირითად “სამშენებლო მასალად” მიიჩნევენ და „ღმერთის ნაწილაკსაც“ უწოდებენ, ჯერჯერობით კვლავ თეორიულად რჩება. ის ბრიტანელი მეცნიერის, პიტერ ჰიგსის სახელს ატარებს. 1964 წელს სწორედ მან განაცხადა პირველად მისი შესაძლო არსებობის შესახებ. როგორც ვარაუდობენ, ეს ნაწილაკი სამყაროში მასის გადამტანი შუამავალია.

ამ ნაწილაკის არსებობის დადასტურებას ცდილობს ფიზიკის ე.წ. სტანდარტული მოდელი, რომელიც სამყაროს ძირითად საშენ მასალას აღწერს. ამ მოდელით ნავარაუდევი დანარჩენი 11 ნაწილაკი აღმოჩენილია, ჰიგსის აღმოჩენით კი საკუთრივ მოდელის არსებობა დადასტურდებოდა. ჰიგსის ბოზონის არსებობის გამორიცხვა ან მის ნაცვლად სხვა რაიმეს აღმოჩენა მეცნიერებს იძულებულს გახდის ხელახლა გაიაზრონ ის, თუ როგორია სამყაროს აღნაგობა.

ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის მიერ წარსულში გავრცელებული ინფორმაციით, ჰიგსის ბოზონის გარეშე “სამყარო სულ სხვანაირი იქნებოდა… იმ სახით, რა სახითაც ვიცნობთ, არ იარსებებდა მატერია, ქიმია, ბიოლოგია, ადამიანები.”

მეცნიერები ახლაც ამბობენ, რომ ჯერ ადრეა იმის ზუსტად თქმა, არის თუ არა აღმოჩენილი ნაწილაკი ჰიგსის ბოზონი, თუმცა, მათი თქმით, ეს ბოლო აღმოჩენა ყველაზე მნიშვნელოვანი და ძლიერია, რაც კი ყოფილა  „ღმერთის ნაწილაკის“ ძიების პროცესში, რომელიც უკვე ათწლეულებს ითვლის.
როლფ-დიტერ ჰოიერიროლფ-დიტერ ჰოიერი
x
როლფ-დიტერ ჰოიერი
როლფ-დიტერ ჰოიერი

„დღეს ისტორიული მნიშვნელობის ეტაპს მივაღწიეთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ ძალიან ბევრი სამუშაო გველის, მაგრამ ეს საეტაპო მოვლენაა. ვფიქრობ, შეგვიძლია ვიამაყოთ და გახარებულები ვიყოთ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია. ვთვლი, რომ ამას სამომავლოდ გლობალური მნიშვნელობა აქვს. ეს დროულად მოხდა და მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ძალიან, ძალიან ოპტიმისტურ განწყობაზე ვიყოთ“, - ამბობს ორგანიზაციის გენერალური დირექტორი როლფ-დიტერ ჰოიერი.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
06.07.2012 23:57
კარგია თუ ეს ბოზონი დაამშვიდებს ამერიკაში ბიზონების გაწყვეტით დადარდიანებულ ინდიელებს.ო დიდო მანიტუ,უშველე ამ გადარეულ კაცობრიობას.

ავტორი: ფიზიკოსი საიდან გვწერთ: იტალიიდან
06.07.2012 15:36
კი მაგრამ, ასეთ თემაზე როდესაც რეპორტაჟს ამზადებთ არ ჯობია ქართველ მეცნიერსაც მისცეთ კომენტარის საშუალება? ელ ნაწილაკების ფიზიკაში მაინც გვყავს ძალიან კვალიფიციური ხალხი. ათქმევინეთ ვინმე პროფესიონალს საშენ მასალაზე 1-2 აბზაცი და ტექსტში ფაქტობრივი შეცდომის გაპარვა გამოირიცხება.

ყველაზე პოპულარული