შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:08

პოლიტიკა / საქართველო

ჰილარი კლინტონი ბათუმს ესტუმრა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი
ტექსტის ზომა - +
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ბათუმში ჩავიდა. ოფიციალური შეხვედრები ხვალ დილიდან დაიწყება.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება; ასევე გაიმართება ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიული ქარტიის ფარგლებში შექმნილი თავდაცვისა და უსაფრთხოების, დემოკრატიისა და მმართველობის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ვაჭრობის და ხალხთაშორისო და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფების შეხვედრები. სახელმწიფო მდივანი მონაწილეობას მიიღებს საქართველო-ამერიკის ქარტიის სხდომაში.

"საუბარი შეეხება საკითხთა ფართო სპექტრს... მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა პოლიტიკურ და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრთან დისკუსიას საქართველოში მიმდინარე პროცესებთან – არჩევნებთან დაკავშირებით", – განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძის განცხადებით, ჰილარი კლინტონის ვიზიტისას, საქართველო-ირანის ურთიერთობას განსაკუთრებული ყურადღება არ მიექცევა:

"საქართველოს ირანთან ურთიერთობა აქვს იმ სფეროში, რომელიც საერთაშორისო რეჟიმით დაშვებულია... ეს არის ჩვეულებრივი ყოველდღიური სამუშაო პროცესი და განსაკუთრებული კონსულტაციები და ფოკუსირება ამ თემაზე, როგორც ეს რამდენიმე დღის წინ მედიაში მოხდა, მიზანშეწონილი არაა... იმ სფეროებში, რომლებშიც საქართველო ირანთან კანონზომიერად თანამშრომლობს, ქართული მხარისთვის არავის უთხოვია, რომ თეირანთან დისტანცირება მოახდინოს."

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი "ქართული ოცნების" ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდება. დღეს გამართულ ბრიფინგზე "ქართული ოცნების" პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნებისა" და აშშ-ის სახელმწიფი მდივნის შეხვედრის ფორმატის თაობაზე დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი. მისივე თქმით, "ქართულმა ოცნებამ" ამერიკის საელჩოს გაუგზავნა წერილი, სადაც ბიძინა ივანიშვილისა და ჰილარი კლინტონის პირისპირ შეხვედრაზე იყო საუბარი:

"ფორმატისა და შემადგენლობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ არის ცნობილი და დღის ბოლოს გაკეთდება დამატებითი განცხადება."

როგორც სააგენტო "ინტერპრესნიუსს" საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში განუცხადეს, სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი საქართველოში ვიზიტის დროს ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდება, თუმცა ცალკეულ ლიდერებთან პირისპირ შეხვედრა დაგეგმილი არ არის.

როგორც ცნობილია, სახელმწიფო მდივანი საქართველოში სომხეთიდან ჩავა, შემდეგ გაემგზავრება აზერბაიჯანში, საიდანაც სახელმწიფო მინისტრი თურქეთს ეწვევა და გლობალურ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებზე დაგეგმილ მინისტერიალს დაესწრება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
04.06.2012 21:38
საქართველოში ნიკოლოზ მეორეც ყოფილა,სტალინიც,ხრუშჩოვიც,ფიდელ კასტროც,ბრეჟნევიც,ანდრეი სახაროვიც,მამა ბუშიც, მათი გავლის შემდეგ საქართველოსაგან სულ უფრო და უფრო ნაკლები რამ რჩებოდა. მაგრამ საქართველოს თემურ ლენგის მერეც მოუხერხებია ილიას და დავით სარაჯიშვილის აღზრდა. მთავარია რომ ეს მერეც შესძლოს და ვინც გინდა იაროს. იცოცხლეთ.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
04.06.2012 17:15
ჩემი აზრით ქალბატონი კლინტონი პირველ რიგში დემოკრატიული ინსტიტუტების გაუმჯობესებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას.

აშშ ადმისტრაციას ყველაზე მეტად ეს აინტერესებს

სხვა "გლობალური" საკითხებში აზრი ჩვენ ხელისუფლებას დიდი ხანია არც მოეთხოვება.თუმცა მხოლოდ ზედაპირულად მაინც შეეხებიან.

მაგრამ ტრადიციულად ჩვენი ხელისუფლება და მისი პრესა ამ მეორადი საკითხების გარჩევას "დააკვდება" (როგორც ყოველთვის).

ყველაზე პოპულარული