პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:03

საზოგადოება / ადამიანის უფლებები

შეწყვეტილი აქცია - ჰომოფობიის წინააღმდეგ

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
17 მაისს, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში ფილარმონიასთან დაწყებული მშვიდობიანი აქცია-მსვლელობა რუსთაველის გამზირზე შეტაკებითა და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა. აქციის მონაწილეეები ლგბტ ჯგუფის წევრების მიმართ სიძულვილს აპროტესტებდნენ და შესაბამისი შინაარსის პლაკატებითა და ფერადი დროშებით თავისუფლების მოედნამდე მსვლელობას გეგმავდნენ, მაგრამ რუსთაველზე "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და  "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა და მათმა თანამოაზრე  სასულიერო და საერო პირებმა  ცოცხალი ჯაჭვით გზა გადაუკეტეს და აქციის გაგრძელების საშუალება აღარ მისცეს.

”არ უნდა გადავიდეთ ტრანსპორტის სავალ ნაწილზე. თუ შეძახილები იქნება და ლანძღვა-გინება, არ გამოვეხმაუროთ. თუ აგრესია წამოვა, პატრულს დავურეკოთ, მშვიდად ჩავიდეთ თავისუფლების მოედნამდე” -
ამ ინსტრუქციების შემდეგ ფილარმონიასთან შეკრებილი ჰომოფობიის წინააღმდეგ მიმართული სამშვიდობო აქცია-მსვლელობის მონაწილეებმა ხელში ფერადი დროშები და ჰომოფობიის საწინააღმდეგო პლაკატები დაიჭირეს და გეზი რუსთაველისაკენ აიღეს. ნათია გვიანიშვილი, მიხეილ ხალიბეგაშვილი და მათი მეგობრები ჰომოფობიას აპროტესტებდნენ.

ტერმინი "ჰომოფობია" ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში განმარტებულია როგორც „ლესბოსელების, გეების, ბისექსუალებისა და ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ წინასწარ განწყობაზე დაფუძნებული ირაციონალური შიში და სიძულვილი, რომელიც მსგავსია რასიზმის, ქსენოფობიის, ანტისემიტიზმისა და სექსიზმის". ჰომოფობიის აღნიშნული განმარტება და ამ მოვლენის რასიზმთან, ქსენოფობიასთან, ანტისემიტიზმსა და სექსიზმთან გათანაბრება ნათლად მიგვანიშნებს, თუ რაოდენ აუცილებელია ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლა და მისი აღმოფხვრა.
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

”იმ ადამიანებისთვის, ვინც მიიჩნევს, რომ დემოკრატიული ქვეყანა თანასწორობის პრინციპებზე უნდა იყოს აგებული და ყველა მოქალაქე თანასწორია, ამ დღის აღნიშვნა მნიშვნელოვანი უნდა იყოს, რადგან ლგბტ თემი დღეს, თუნდაც საქართველოში, ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული და გარიყულია.”

”მეც შემხებია ჰომოფობია, როგორც ლგბტ თემის წევრს, და დისკრიმინაციაც მიგრძვნია. ეს გამოიხატება ჩვენ მიმართ აგრესიულ ქცევასა და საუბარში, იმაში, რომ ვერ ხერხდება საზოგადოებასთან ინტეგრაცია. პრობლემაა სამსახურის შოვნა... არადა, სიძულვილის დრო არ არის - ცხოვრება ისედაც ხანმოკლეა, რომ სიძულვილს მასში ამდენი ადგილი დავუთმოთ.“

”როცა არჩევანის წინაშე ვდგავარ - სიყვარულსა და სიძულვილს შორის რომელი ავირჩიო, ცხადია, სიყვარულს ვირჩევ. როცა ჰომოფობი ვარ, ეს დისკომფორტს მარტო იმ ადამიანს კი არ უქმნის, რომლის მიმართაც ამ სიძულვილს გამოვხატავ, არამედ მეც უფრო დაბოღმილი ვხდები და შებოჭილად ვგრძნობ თავს.”

‘მე გეი ვარ’ და მსგავსი პლაკატები პატარა ბავშვებს რომ დააჭერინეთ, ეგ, თქვენი აზრით, სწორია? ....
პირველად მსვლელობა მის მონაწილეებთან  მისულმა ქალმა გააპროტესტა. ის აქციის მონაწილეებს დაშლას სთხოვდა და გარყვნილების პროპაგანდაში ადანაშაულებდა:
”თქვენი ადგილი სხვაგან არის, სხვაგან დაამტკიცეთ ეგ თქვენი სიყვარული...”

მალე სასულიერო პირებიც გამოჩნდნენ. "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისა" და  "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა აქცია ჯერ კოსტავას ქუჩაზე შეაჩერეს:

” ‘მე გეი ვარ’ და მსგავსი პლაკატები პატარა ბავშვებს რომ დააჭერინეთ, ეგ, თქვენი აზრით, სწორია? არასწორი სექსუალური ცხოვრებისაკენ რომ უბიძგებთ ადამიანებს, მაგის ქადაგება დანაშაულია. აბა, ერთი მშობლებს შეეკითხეთ, რას გეტყვიან...”

მალე რუსთაველის გამზირზე სასულიერო პირებმა იმატეს, მათ ერთმანეთს ხელი ჩასჭიდეს, გვერდით თანამოაზრეები - მათ შორის, ქუჩაში გამვლელებიც - ამოიყენეს და აქციის მონაწილეებს გავლის საშუალება აღარ მისცეს. დაპირისპირებაც, პირობითად ”სიყვარულის სახელით”, ამ დროს დაიწყო.

”მამაოს კურთხევით, მშვიდად და წყნარად იყავით”...
”ძირს ლგბტ! ძირს გეები!”’
”შენთვის იბრძოდა აღმაშენებელი? სარკეში ჩაიხედეთ”...
” ჩვენ თქვენი მართლმადიდებელი ძმები ვართ”...
”რასაც თქვენ აკეთებთ, ცოდვაა. სახლში რაც გინდათ, ქენით”...

სიტყვიერი შელაპარაკება მალე ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეები პრაქტიკულად სასულიერო პირების და მათთან მყოფი ადამიანების ალყაში აღმოჩნდნენ. სალამძღავ სიტყვებს მათი მისამართით არც უბრალო გამვლელები იშურებდნენ. ლგბტ ჯგუფის წევრები და მათი მეგობრები კი დახმარებისათვის პოლიციაში რეკავდნენ. პატრული დაგვიანებით, მაგრამ მაინც მოვიდა და ჯერ აქციის ერთი მონაწილე დააკავა, მას შემდეგ კი, რაც მეორემ გზის გადაკეტვა სცადა, კიდევ  ორი მონაწილე წაიყვანა პატრულის მანქანით.

როგორც იქცევა ხოლმე ჩვენი მოსახლეობის ექსტრემისტული ნაწილი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებს, დღესაც ისე მოიქცა - აგრესიულად ...
დაახლოებით ერთ საათში სამივე დაკავებული გამოუშვეს, თუმცა ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის ხელმძღვანელმა  ეკა აღდგომელაშვილმა პოლიციის მუშაობა არაეფექტურად შეაფასა, ხალხის რეაქცია კი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

”როგორც იქცევა ხოლმე ჩვენი მოსახლეობის ექსტრემისტული ნაწილი, ვინც თავს მორწმუნეებს უწოდებს, დღესაც ისე მოიქცა - აგრესიულად.  ეს მოულოდნელი არც ყოფილა, მაგრამ პოლიცია ხომ ქვეყანაში იმისთვის არსებობს, რომ ასეთი ფაქტები აღკვეთოს და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს?!”

აქციის ორგანიზატორებმა მასში  მონაწილეთა უსაფრთხოებისათვის აქცია შეწყვიტეს.  თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ, ლგბტ უფლებების დამცველი ორგანიზაციის, ”იდენტობის” სახელით, საქართველოს მთავარი პროკურორის  სახელზე განცხადება შევიდა, რომლითაც აქციის მონაწილეებმა რუსთაველზე მომხდარი ფაქტის გამოძიება მოითხოვეს.

მანამდე კი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს  საქართველოს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა და თქვა, რომ ”საქართველოში პოლიტიკოსებისთვის, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უმნიშვნელოვანესი უნდა გახდეს ტოლერანტობის კულტურის ხელშეწყობა, მათ შორის ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსგენდერი და ინტერსექსუალი ადამიანების უფლებებითა და მათ წინაშე არსებული პრობლემებით დაინტერესება. მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ჩვენი სახელმწიფოსა და საზოგადოების დემოკრატიული და ლიბერალური განვითარება. ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვახერხოთ ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც თავისუფალი იქნება ნებისმიერი სახის სიძულვილისგან და სადაც ყველა თანასწორი იქნება, განურჩევლად სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობისა.”


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ლერი კუტუზოვი
24.05.2012 01:03
ერთი ეს ნახეთ: http://www.tagesschau.de/ausland/aserbaidschanhomosexualitaet100.html

ინფორმაცია აზერბაიჯანზეა, მაგრამ მერე საქართველოზე არის ერთი-ორი სიტყვა, საქართველოო, აზერბაიჯანზე ტოლერანტულიაო, გავიფხრიწე სიცილისგან. ალაბათ, გერმანელები იმას გულისხმობენ, რომ საქართველოში ცემა-ტყეპით მაინც მთავრდება გეი-მანისფესტაცია, აზერბაიჯანში აქამდე ვერ მიდის საქმე. მანიფესტაციის მოსურნეებს ორგანიზების პროცესში აკავებენ. :D :((((((((((((((((((((((((
------------------------------------------------------
ამონარიდი:

Nachbarland Georgien ist toleranter
Kaum besser ist die Lage in den christlichen Nachbarländern Armenien und Georgien. Doch immerhin setzen sich in Georgien Organisationen für die Rechte sexueller Minderheiten ein. Erst vergangene Woche gab es dort zwei Demonstrationen gegen Homophobie. Das ist in Aserbaidschan bislang kaum denkbar.

Es liegt einerseits daran, dass die Regierung generell politischen Forderungen nach mehr Freiheiten unterbindet. Und "die Gesellschaft ist noch nicht bereit für eine Gay Parade", gesteht Rzajew. Die Menschen wüssten nicht einmal, was eine Regenbogenfahne symbolisiert. Insofern hat der Eurovision Song Contest in Baku etwas Gutes: Die Regierung muss über Toleranz gegenüber Homosexuellen kommunizieren, auch wenn sie die konkreten Worte meidet.

ავტორი: ლელა გამიფრინდია საიდან გვწერთ: უფლებადამცველი ფილოსოფოსი
24.05.2012 00:55
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuectidan
21.05.2012 19:11

- ტინგიცებს და ერთობა საქართველო.
--------------------------------------------------------------------------
არა, საქართველო კი არ ტინგიცებს, არამედ ქართული სახელმწიფოს მოქალაქეები ნელ-ნელა საკუთარი ღირსების ხელშეუხებლობაზე იწყებენ ზრუნვას.

"ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია", გახსოვთ ეს ფრაზა? აბა, სად წერია, თუ მეტყვით?

დიახ, ადამიანის ღირსება ხელშეუხებელია, ამ ადამიანთა შორის მოიაზრება არამარტო სადღეგრძელოების მსმელი კაცების, ანდა მღვდელ-მონაზვნების ღირსება, არამედ ღირსება ჩვეულებრივი დედებისა, ბებიებისა, ბაბუებისა, ბავშვებისა, და თთთთქვენ წარმოიდგინეთ, ჰომოსექსუალი და ბისექსუალი ქალებისა და კაცებისა.

ასე რომ, მომავალ წელიწადს ნუ დაელოდებით, კარგებო, იაქტიურეთ, თქვენს უფლებებს მხოლოდ თქვენ თუ დაიცავთ.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuectidan
21.05.2012 19:11
ტინგიცებს და ერთობა საქართველო

ავტორი: ანონიმი
20.05.2012 14:58
რა ლამაზები ხართ, და რა ამაყები! არაუშავს გაისად უფრო ჭრელი, სანახაობრივი და მხიარული გამოვა ეს ყველაფერი. მიყვარხართ!

არ დავანებოთ ქვეყანა ამ ყურუმბულებს.

ავტორი: gaugebrobashi myopi საიდან გვწერთ: gaugebrobidan
20.05.2012 03:03
მართლა ვერ გამიგია ერთი რამ: ჯორჯ ორველი ამბობდა თუ მცირე წესების შესრულებას ვერ ვისწავლით ვერასოდეს სევასრულებთ და დავიცავთ დიდ კანონებსო

ეს რატო არ ესმით საქართველოში, რატომ არ ესმით რომ ზრდა იწყება ნოლიდან და აღწევს რაღაც კონკრეტულ პიკს, ან უსასრულობას

რატომ ვიწყებთ საქართველოს "განმანათლებლური და ტოლერანტული" მოძრაობების წარმართვას პირდაპირ პიკიდან, რატომ ნელა არ ვასწავლით ჩვენს ერს თუ რა არის ტოლერანტობა და მერე მოვთხოვოთ გეების და ლესბოსელებისადმი ურძჩი დამოკიდებულების გაჩენა

ეს აქცია აპრიორი განწირული იყო იმ სცენარისადმი როგორითაც ის დასრულდა, რა ეგონათ ამ ახალგაზრდა ადამიანებს რომ ერთი გამოსვლით ადგებოდნენ ეს რელიგიურ ექსტაზში მყოფი ქართველები და ხელ-გადახვეულები დაიწყებდნენ ქართველ და არა-ქართველ ჰომოსექსუალებთან სიარულს?

რატომ ჯერ საფუძველს არ ვუყრით თანამედროვე აზროვნების განვითარებას საქართველოში, და რატომ ზედ არ ვაშენებთ იმას რასაც სწორი სოციალური პოლიტიკა ქვია

ეს აქცია თავიდანვე განწირული იყო ამ სცენარისთვის, ვიღაცეებმა გვირგვინი დაიდგეს, ვიღაცეებმა მრევლი მიუქსიეს, ვიღაცეებმა მუშტები იქნიეს, ვიღაცეებმა იგინეს და სხვათა კიდევ იცინეს

რა მივიღეთ საბოლოო ჯამში: არაფერი, მორიგი უგემოვნო გართობა პატარა ბავშვებისა, რომელთაც ჰგონიათ რომ ადამიანები პირდაპირ 10-15- 22 წლისანი იბადებიან, და რომ ამ ასაკამდე და აზროვნებამდე მისვლა არაა საჭირო

მიდით შვილებო კიდევ მოაწყვეთ ესეთი დაუგეგმავი აქციები ა კიდევ გააფუჭეთ კარგი იდეები ჩანასახშივე

გზის ერთ მხარესაც უგემოვნებას და არაპროფესიონალიზმს ვხედავ და გზის მეორე მხარესაც. ისინი უბრალოდ ერთმანეთს ქვებს ესვრიან და ლანძღავენ

უბედურება იმაშია რომ ორივე მხარეს ფუნდამენტალურად სწამს თავისი და მოსმენას არც ერთი მხარე არ აპირებს

არაფერი არ გამოვა

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 12:48
წვეროსანო ვურდალიკებო,

თქვენი საქადაგო ადგილი ეკლესიაა, და არა ქუჩა.

თქვენი საწმყსო ეკლესიაშია, და არა ქუჩაში.

ავტორი: ანონიმი
19.05.2012 11:53
http://www.spiegel.de/video/bekenntnis-zur-homo-ehe-obamas-riskantes-coming-out-video-1195359.html

ავტორი: აგნესა
18.05.2012 23:35
ამ რადიოს სხვა საქმე არ აქვს? რატომ იცავთ ჰომოსექსუალების და არა სხვა უმცირესობების? მოდაშია ახლა და იმიტომ ხო?

ავტორი: ანონიმი
18.05.2012 22:24
შიში სადმე აკრძალულია? მანახეთ დემოკრატიული ქვეყანა სადაც აკრძალულია შიში! გძულდეთ ისინი ვისაც შიდსის გამავრცელებელი ჰომოსექსუალიზმის როგორც მოვლენის (და არა ჰომოსექსუალების) ეშინიაო და ხელის გულზე ატარეთ ჰომოსექსუალებიო! ესაა დემოკრატია? მაგისთანა რამე ვეზუვის მიერ დამარხულ გათახსირებულ პომპეის არ უნახია! გამოაცხადეთ ჰომოსექსუალიზმით შეშინებულები გიჟებად,დაამწყვდიეთ საგიჟეთებში და იბუქნაონ მაგათ 365 დღე წელიწადში. გექნებათ სამაგალითო დემოკრატია! პერესტროიკის მამა ანდროპოვს გაახარებთ ძალიან...

ავტორი: ერთი ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალ საიდან გვწერთ: ისევ იქიდან
18.05.2012 22:19
(ნაწილი 2)

7. გარდა ამ ბუნებრივად ჰომოსექსუალებისა, არის კიდევ (და ალბათ უფრო მეტი) ისეთი კატეგორია (ძირითადად გოიმები), რომელსაც ასეთი ცხოვრების სტილი გონია ყველაზე მაგარი "სვეტობა", თავისი ფეშონ–ვიკებით და დოლჩე–გაბანებით და ცნობიერად ირჩევს ამ გზასა დ ამპლუას... რატომღაც ჩვენთან, სწორედ ასეთი ტიპების აქტიური პროპაგანდა მიმდინარეობს ლამის ყველაგან, განსაკუთრებით ტელევიზიით, ძირითადად გაუგებარი ზოგჯერ გასაგები დაფინანსებით, გამუდმებით ხელოვნურად იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს გეიები ატარებენ ყველაზე მაგარ დროს და ყველაზე ბედნიერები და წარმატებულები არიან... პროპაგანდა კი არა და პირდაპირი წახალისება მიმდინარეობს, ლამის ბრენდიგის სტრატეგიად გადაიქცა, ოღონდ თან პირდაპირ არ ამბობენ, როგორც ამ დემონსტრაციის მონაწილეები. მაგრამ სულ გეჩხირებიან, გეპრანჭებიან, და თან წინასწარ იცი რომ ისეთი ტიპია ყველაფერზე ხელს მოაწერს...
სწორედ ამის წინააღმდეგ უნდა იქნეს მიმართული ძალისხმევა - ეკლესიისაც, და საზოგადოებისას. ადამიანი ტელევიზიაში და საერთოდ საზოგადოების თვალთახედვაში უნდა მოხვდეს იმის გამო, რომ რაღაც ფასეული შექმნა, წვლილი შეიტანა და სარგებელი მოუტანა საზოგადოებას, ქვეყანას, მოყვასს, კაცობრიობას, გემოვნებას, კულტურას, და ა.შ და არა იმიტომ რომ ფრთებიანი კეტები ჩაიცვა ჩულქებძე და ბანანს დაელაპარა ვნებით, პირდაპირი მინიშნებით თუ როგორი დიდი სიხარულით და გაიქანებდა პირში ყველაფერს რასაც მსგავსი ფორმა აქვს...

დავაი ეხლა, დამესიეთ და გამლანძღეთ – ოღონდ პიდარასტობას ნუ დამაბრალებთ, ვინაიდან აბსოლუტურად "სტრეიტ" ვარ, ოჯახიც მყავს კარგი და მოსიყვარულე, ბავშვებიც, ძმაკაცებიც და ქალებიც მაგრად მევასება, ტრადიციებსაც პატივს ვცემ და ღმერთიც მწამს, მაგრამ ეგ არ მიშლის ხელს იმაში რომ ღირსეული ადამიანების დაფასება და პატივისცემა შემეძლოს, იმის და მიუხედავად ჰომოსექსუალური ორიენტაციაა აქვთ თუ ჰეტეროსექსუალური...

ავტორი: mamu
18.05.2012 17:53
ყველა ვინც ამათზე ხელს წევს ლაჩარია

ავტორი: budguzonia საიდან გვწერთ: budguzoniidan
18.05.2012 17:38
არადა ობამამ ეგ იმიტომ თქვა რომ მიშას მიბაძა :)))

ავტორი: ანონიმი
18.05.2012 13:35
ობამამ ხომ ხედავთ რა თქვა ამ დღეებში? აბა ჰე, აბა სააკაშვილი!!!

ავტორი: კარაპეტა საიდან გვწერთ: მიშკეკ
18.05.2012 11:59
ავტორი: შალვა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
18.05.2012 02:47
გრანტები მარტო მაგათ არ უნდათ. ჰომოსექსუალისთვის სამსახურის შოვნა ბევრად უფრო რთულია.
სახლში რომ უჩნდებათ საზოგადოებისგან პრობლემები, მაგან გამოიყვანა ეს ხალხი.
ქუჩა სულ დათმობილია. რაღაც, ერთი წუთით გავიდა გოგო საგზაო ქუჩაზე მეგობრის გამო. ეს იყო და ეს.

ავტორი: ერთი ჩვეულებრივი ჰეტეროსექსუალ საიდან გვწერთ: გლობალიზაციიდან
18.05.2012 11:22
მოგესალმებით ყველას! რამდენიმე მოსაზრება მინდა გამოვთქვა:
1. ითვლება, რომ მოსახლეობის 3%–დან 5%–მდე არის ბუნებრივად – ფიზიოლოგიურად ჰომოსექსუალური ორიენტაციის და აქ არჩევანი არაფერ შუაშია. ამ შემთხვევაში არჩევანი არის მხოლოდ ის რომ ადამიანმა ცნობიერად უარი თქვას ასეთ ცხოვრების სტილზე და სულიერებითა და ნებისყოფით მუდმივად ებრძოლოს თავის მოთხოვნილებებს... ეს ყველას კი არა და ზაიან ცოტა ვინმეს თუ შეუძლია...
2. ჰომოსექსუალიზმი და გარყვნილება რატომღაც ჩვენთან გაიგვებულია, არა და ამ ორ რამეს შორის ნამდვლად ძალიან დიდი განსხვავებაა – მე პირადად შემხვედრია როგორც უაღრესად გარყვნილი და ყოვლად აუტანელი ჰომოსექსუალები, ასევე უაღრესად ზნეობრივი, ყველანაირად დადებითი, გულისხმიერი, კეთილგაწყობილი, განათლებული, პაიოსანი, ერთგული და კეთილმოსუნე ჰომოსექსუალური ორიენტაციია ადამიანები, რომელბიც ცხოვრობენ მონოგამურ ურთიერთობებში და არიან საზოგადოების ყველანაირად ფასეული წარმომადგენლები. ამავე დროს, შემხვედრია ასევე ძალიან ბევრი ჰეტეროსექსუალები, რომლების თავიანთი გარყვნილებით, ბოროტებით, შურით, ბოღმით და ა.შ, საზოგადოებისთვის უაღრესად მავნე არიან. მე პირადად ვერ ვხედავ განსხვავებას, ამორალურ, გარყვმილ და უზნეო ჰომოსექსუალებსა და ჰეტეროსექსუალებს შორის – ორივე საშიშია და არც ერთ მათგანს არ გავაკარებ ჩემს შვილებს. ამავე დროს, ღირსეული და ზნებრივი ადამიანი – ჰომო– თუ ჰეტერო–სექსუალური ორიენტაციის ამ თვალსაზრისით არანაირ საშიშროებას ერთნაირად არ წარმოადგენს.
3. ჰომოსექსუალიზმი საქართველოში ყოველთვის არსებობდა და თავის ადგილი ჰქონდა, ხოლო მისი შიში და მიუღებლობა, და ამ ადამიანებისადმი აგრესია დამკვიდრდა საბჭოური რეალობისა და კანონმდებლობის და ქურდული მორალის დამკვიდრებისა და გაძლიერების შედეგად.
4. როცა 20 გეი ადამინაი ქუჩაში გამოვდა და სახე–შეღებლი ჩავლას მოინდომებს, ბევრად უფრო უპრიანი და უმტკივნეულო იქნება თუ ამაში ხელს არავინ შეუშლის – ჩაივლიან და დამთავრდება, იმ დროს როდესაც როცა ხის ჯვრებით შეირაღებული აგრესიული ბრბო დახვდება და მათზე იძალადებს, ამაზე ლაპარაკი და დისკუსია გაგრძელდება და სწორედ ეგ უფრო იქნება პროპაგანდა, ვიდრე ის რომ იმათმა აიღეს და ჩაიარეს.
5. რაც შეეხება მოწოდებას "გაფერადდი" – მე მაგას არ აღვითქვამ მოწოდებათ რომ ყველანი გეები გავხდეთ, არამედ მოწოდებათ რომ ვიყოთ ტოლერანტული და აგრესიის გარეშე მივიღოთ ის ფაქტი, რომ ჰომოსექსუალები არსებობენ და ჩვენი თანამოქალაქეები არიან, რომელთაც ისევე შეუძლიათ მთელ საზოგადოებას სარგებელი მოუტანონ სხვადასხვა სფეროში, როგორც ჩვეულებრვი კარგი, დადებით, ზნეობრი ჰეტეროსექსუალებს.
6. რაც შეეხება მათ შორის ქორწინებას, რაც ბევრგან უკვე დაკანონდა და დევრგან ეხლაც დიდი დისკუსიის საგანია, ჯერ ერთ ეგ პირველ რიგში დაკავშირებლია გარკვეულ უფლებებთან და კერძდ კი ისეთ რამეებთან როგორიც არის, საერთო ქონების და მემკვიდრების საკითხი, საგადასახადო და სხვა შეღავათები, როგორიც არის დაზღვევა, პენსია, და ა.შ მეორე კიდე, თუ ორ ზრდასრულ ადამიანს სურვილი აქვს მონოგამურ ურთიერთობაში იცხოვროს და ყველა ის პასუხისმგებლობა და ვალდებულება აიღოს მეორეს მიმართ, რომელიც ქორწინების ნაწილი კი არა ქორწინების არსია, ჩემი აზრით, ეს მხოლოდ მისასალმებელია და ამაში დასაძრახი არაფერია.
(ნაწილი 1)

ავტორი: კურიერი საიდან გვწერთ: საქართველოდან
18.05.2012 11:21
ერთი რამ არ მესმის და იქნებ გამაგებინოთ. იქნებ მეც რამე ფობია მაქვს. რატომ გაქვთ სურვილი ქუჩაში იყვიროთ ვისთან წევხართ და როგორ გიყვართ ან როგორ ერთობით.გიყვარდეთ, გქონდეთ სექსი, სიყვარული როგორიც გინდათ, ვისთან ან რასთანაც გინდათ, მაგრამ ამას ხმამაღლა ნუღარ იყვირებთ. როცა აგრესიას აგრესიით უოაზუხებ შენც ისეთი ხარ. მე პირადად ქალი ვარ და მამაკაცი მიყვარს. ამას ქუჩაში არ გავყვირი და არავის ვახვევ თავს ჩემს პირად ცხოვრებას. ის, რომ საქართველოში უჭირთ მსგავსი თემების ადეკვატურად მიღება არ გაგიკვირდეთ. ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. თუკი სექსუალური უმცირესობა არ შეაქე ან არ თქვი მეც ასეთი ვარ ნიშნავს, რომ ჰომოპობი ხარ. თუ ჩემნაირი არ ხარ ჩემი მტერი ხარ. ასე გესმით ეს. საკმაოდ საინტერესო და აქტიური თემაა "ნატუროფობია" აგრესია ორმხრივია და ესაა პრობლემა. ვიყოთ ერთად და გვიყვარდეს, როგორც გვინდა. სიყვარული ხომ ბუნებრივი პროცესია და ამაზე ყვირილი არ არის სასურველი.

ავტორი: საიდან გვწერთ: თB
18.05.2012 08:32
სოლიდარობას უცხადებ ლგბტ მოძრაობას!
მიუხედავად ამისა დარწმუნებული ვარ, რომ არცერთი პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში, და მითუმეტეს სექსუალური უმცირესობების პრობლემა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად, განყენებულად ვერ გადაწყდება. ეს მემგონია ყველას შეგნებული უნდა გვექნეს.
ჰაარმონიული საზოგადოება არ გულისხმობს ტოლერანტობას მხოლოდ სექსუალური უმცირესობების მიმართ...
საქართველოს თითოეული მოქალაქე დაჩაგრულია, ჩვენი მთავრობის მიერ გატარებული არაადეკვატური რეფორმების გამო.
მიუხედავად ჩემი თანაგრძნობისა ლგბტ საზოგადოების მიმართ, დარწმუნებული ვარ, რომ ეს აქცია სააკაშვილის ამერიკული ვოიაჟის ფარგლებში დაიგეგმა, რათა კიდევ ერთხელ მომხდარიყო ქართული საზოგადოების დისკრედიტაცია და ამის ფონზე მოხდება მიშას, როგორც ქართული საზოგადოების დაუღალავი რეფორმატორის წინ წამოწევა... ობამას წინაშე ქულების დაწერის სუნი აუვიდა ამ აქციას.
არადა კარგად ვიცით ყველამ თუ როგორ აკონტროლებს ჩვენი უშიშროება მართლმადიდებელ მშობელთა კავშირსა და სხვა ეგეთ ორგანიზაციებს, და რისთვის იყენებენ მათ ჩვენი ხელისუფლების ლიბერალი იდეოლოგები...
ვერავის უფლებები ჩვენს საზოგადოებაში ვერ იქნება დაცული ასე თუ გაგრძელდა. ან ჩვენი, ყველას უფლებები უნდა დავიცვათ, ან და იქნება მუდმივი კონფლიქტები საზოგადოებაში.
საზოგადოებაში ინდივიდების ჰარმონიული თანაცხოვრება ლიბერალური რეფორმებით არ მიიღწევა. სოციალიზმმა გახადა ევროპა ბევრად უფრო ტოლერანტული და ჩამოუყალიბა ჰარმონიული საზოგადოება.
მინდა კიდევ ერთხელ გამოუცხადო მხარდაჭერა ლგბტ საზოგადოებას. გაკვირვებუი ვარ მათი ვაჟკაცკაცობითა და გამბედაობით და ვეპატიჟები უახლოეს დემონსტრაციაზე, რომელიც მიეძღვნება შრომის კოდექსში შესატან ცვლილებებს.

ავტორი: ანონიმი
18.05.2012 03:23
ავტორი: ზულფია ჩადორიანი საიდან გვწერთ: თბილეირანი
18.05.2012 02:08
ჰაჰაჰაჰ! ფეხებს ვაბაკუნებ! თქვას!

ავტორი: შალვა საიდან გვწერთ: ზუგდიდი
18.05.2012 02:47
სახში რაც უნდა ის აკეთონ თუ ორიენტაციაზეა საუბარი მაშინ ტრაიციული ურთიერთობის მონაწილეებს დაგვითმონ ქუჩა/ მაგრამ ამათ გრანტები უნდათ და ამიტომ აქტიურობენ

ავტორი: კარაპეტა საიდან გვწერთ: მიშკეკი
18.05.2012 02:41
ავტორი: ზულფია ჩადორიანი საიდან გვწერთ: თბილეირანი

ჩაგეთვალა!!! :))))

ავტორი: ზულფია ჩადორიანი საიდან გვწერთ: თბილეირანი
18.05.2012 02:08
საქმე მანამდე არ გამოსწორდება, სანამ თავად ბატონი სააკაშვილი არ იტყვის დაახლოებით ისეთივე ფრაზას, როგორიც არაქართველებზე თქვა, - ვისაც ოსები არ მოგწონთ, მათთვის ოსი ვარ, ვისაც აფხაზები არ მოგწონთ, მათთვის აფხაზიო, და ა.შ..

გამოვიდეს ბატონო, და ახლა გეიობას თუ არ დაიბრალებს, ლესბოსელი ვარო ის მაინც თქვას, რაა არ შეიძლება? პრეზიდენტია, ბევრი რამ პროცესი შეუძლია მოიყვანოს მოძრაობაში. ესეც ხომ ქსენოფობიასთან ბრძოლად ჩაეთვლებოდა?

ავტორი: ანონიმი
17.05.2012 22:38
არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციად წოდებული ოხრობა არის კაცის მიერ ქალის სიძულვილის და ქალის მიერ კაცის სიძულვილის ფორმა. ხოდა ჰომოფობია არის ამ ოხრობის შიში. ამ ოხრობისგან თავდაცვის ფორმა. ისედაც მსოფლიოში დღეში უანგარიშოდ ქმრები დ საყვარლები ხოცავენ და აინვალიდებენ ქალებს. კაცები აჩენენ ვერ გაიგებ შვილებს თუ შვილიშვილებს. სიამოვნების მოყვარული მაგრამ დედობაზე უარის მთქმელი ქალები ხოცავენ ან ნაგვის ყუთში ყრიან შემთხვევით გაჩენილ ან უნებლიედ ჩასახულ შვილებს. ეხლა თბილისის ცენტრშიც მოინდომეს სეირნობა ამ უტიფრებმა. იყავით თქვენთვის და შეგვეშვით რა. როგორც ნაპოლეონმა უთხრა ებრაელებს ისე უნდა უთხრან. სახლში კისერი გიტეხიათ და ქუჩაში და საჯარო ადგილებში თვალში ნუ გვეჩხირებით. ნაპოლეონიც ევროპული გამოცდილების ნაწილია სხვათა შორის და ებრაელები მას დღესაც მადლობას უხდიან.

ავტორი: თავის"პატრონი" საიდან გვწერთ: ნიუ იორკი
17.05.2012 22:24
ეკლესიისა და მისი ფანატიკოსი მიმდევრების პოპულარობის შემცირება აუცილებელი გარანტია, რომ მეტ ტოლერანტობას ველოდოთ საზოგადოებისაგან. როგორი საწყენია, რომ ქართველი ახალგაზრდა ადამიანების უდიდესი ნაწილი, ასე "ჩაკეტილი" და ჰომოფობია, რომ აღარაფერი ვთქვათ უფროსი თაობის წარმომადგენლებზე. პოლიცია ისევე არაკანონიერია საქართველოში, როგორც ბევრი სხვა დანარჩენი ინსტიტუცია და ლოგიკურიც კი იყო ამ მოვლენების ასე სამწუხარო ფინალამდე განვითარება. უბრალოდ, ძალიან აუცილებლად მიმაჩნია, რომ ასეთი დისკრიმინაციის კარგად ამსახველი ფაქტები მხოლოდ ლოკალურ დონეზე არ უნდა გაშუქდეს და საეთაშორისო გამოხმაურება უნდა უნდა მოჰყვეს ამას, რაც მედიების საშუალებით უნდა გავრცელდეს. პრეზიდენტი სააკაშვილის "ფანტანების" გახსნებს რომ უთმობს ქართული მედია უდიდეს ყურადღებას, ასეთ პრობლემატიკაზე მეტი დისკუსია უფრო საჭიროა საზოგადოებისათვის, ქვეყნისათვის. ასეთი "დემოკრატიის" მშენებლობით აპირებს საქართველო შეერთებულ შტატებთან თუ ევროპასთან მეგობრობას?
მე მხარს ვუჭერ ამ დარბეულ აქციას.

ყველაზე პოპულარული