კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 04:56

ბლოგები / ია ანთაძე

მიშას ნიშა

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს ვისარგებლებ ბლოგის უპირატესობით და პოლიტიკური სპექტრის ისეთ დაყოფას შემოგთავაზებთ, როგორიც ტერმინოლოგიურად მხოლოდ ბლოგშია შესაძლებელი. სამაგიეროდ, იმედი მაქვს, სურათი მკაფიო და ზუსტი გამოვა.

ეს სურათი ადასტურებს, რომ საქართველოს პოლიტიკის აწმყოც და უახლოესი მომავალიც მიხეილ სააკაშვილზეა აწყობილი: ან პირადად მის ყოფნაზე პოლიტიკაში, ან მის მემკვიდრედ ყოფნაზე, ან მისი მემკვიდრეობის სრულ თუ ნაწილობრივ უარყოფაზე.

პოლიტიკური სპექტრის ის ნაწილი, რომელიც შემოდგომაზე პარლამენტში მოხვედრას გეგმავს, სხვებისგან იმით გამოირჩევა, რომ საკუთარი ნიშა, საკუთარი შეთავაზება აქვს მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით.

როგორც არაპირდაპირ უკვე ვთქვი, ჩემი აზრით, საქართველოს პოლიტიკური სპექტრის არსებითი ნაწილი ოთხ ნიშაშია განთავსებული.

პირველი ნიშა უჭირავს ნაციონალურ მოძრაობას, რომელიც ამომრჩეველს 2004 წლიდან მომდინარე საშინაო და საგარეო კურსის გაგრძელებას სთავაზობს. თუმცა, მმართველ პარტიას აქვს ორი ქვენიშა, შეთავაზების ორგვარი რესურსი, საქართველოს უკეთესი მომავლისთვის: პირველი - „საკუთრივ მიშა“ და მეორე - „გაუმჯობესებული მიშა“. პირველი შეთავაზება აბსოლუტურად მკაფიოა პიროვნული კუთხით, მაგრამ დამაბნეველია საგარეო ორიენტაციის თვალსაზრისით; რადგან ახალი ვადით ქვეყნის პირველ პირად მიხეილ სააკაშვილის დარჩენა ვერაფრით თავსდება პროდასავლურ ვექტორზე. მეორე შეთავაზება ერთმნიშვნელოვნად გულისხმობს პროდასავლურ (პროამერიკულ) საგარეო ორიენტაციას, თუმცა, არ არის გამოკვეთილი პიროვნებების კუთხით. თავად ტერმინი „გაუმჯობესებული მიშა“ თბილისის მერს - გიგი უგულავას - ეკუთვნის. ამ ნიშაში შეიძლება აღმოჩნდეს ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი ლიდერი (ბოკერია, მერაბიშვილი, უგულავა...), რომელიც მოინდომებს და შეძლებს, რომ გახდეს პრემიერ-მინისტრი, ესე იგი (სახეცვლილი) პარტიის ახალი ლიდერი.

მეორე ნიშა ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას ეკუთვნის. ამ პარტიის - როგორც ნაციონალური მოძრაობის კონსტრუქციული ოპოზიციის - შეთავაზება ერთი ერთზე ემთხვევა „გაუმჯობესებულ მიშას“, პროდასავლური (პროამერიკული) ვექტორის შენარჩუნებით და სააკაშვილის მემკვიდრეობის ლეგიტიმაციით. შესაბამისად, გიორგი თარგამაძე ხდება არა მიხეილ სააკაშვილის, არამედ ნაციონალური მოძრაობის ნებისმიერი სხვა ლიდერის - ბოკერიას, მერაბიშვილის, უგულავას... - პირდაპირი პოლიტიკური კონკურენტი. „გაუმჯობესებული მიშა“ ერთადერთი ნიშაა, რომელშიც რეალური და ბუნებრივი  კონკურენცია არსებობს.

მესამე ნიშას იკავებს კოალიცია „ქართული ოცნება“ - მესიჯით „არამიშა“. ეს მესიჯი გულისხმობს არსებითად უარის თქმას სააკაშვილის მემკვიდრეობაზე, მაგრამ პროდასავლური (პროამერიკული) საგარეო ვექტორის შენარჩუნებას (იხ. ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი ბარაკ ობამასადმი, რომელიც იანვრის ბოლოს გამოქვეყნდა „ვაშინგტონ პოსტში“. „არამიშა“ ნიშნავს ქვეყნის გადაყვანას ახალ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ რელსებზე, ოღონდ, იმ პოზიტიურის შენარჩუნებას, რაც ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა რვა წლის განმავლობაში. სწორედ იმის გამო, რომ „არამიშა“ არ ნიშნავს სააკაშვილის მემკვიდრეობის 100%-ით უარყოფას, ვრცელდება ხმები იმის შესახებ, რომ, ნაციონალური მოძრაობის ხლეჩის შემთხვევაში, შესაძლოა, სააკაშვილის გარემოცვის გავლენიანი წევრები ივანიშვილის გარემოცვაში აღმოჩნდნენ. ეს ხმები, სულ მცირე, იმას ადასტურებს, რომ ხალხის წარმოდგენაში ივანიშვილს შეუძლია, თავის გუნდში მიიღოს მერაბიშვილიც, ბოკერიაც, ადეიშვილიც და დღევანდელი ხელისუფლების სხვა გავლენიანი პირებიც.

მეოთხე ნიშას იკავებენ ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა. ამ ნიშის მთავარი მესიჯია „ანტიმიშა“, რაც გულისხმობს ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობის სრულ უარყოფას როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკაში. იმ შემთხვევაში, თუ ნინო ბურჯანაძისა და კახა კუკავას პოლიტიკური პარტიები ერთ საარჩევნო სუბიექტს შექმნიან (ალბათ, ასეც მოხდება), მეოთხე ნიშაში კონკურენცია გამოირიცხება. თუ ერთ სუბიექტად გაერთიანება ვერ მოხერხდა, მაშინ მეოთხე ნიშაში ნინო ბურჯანაძე და კახა კუკავა ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. რაკი, ჩემი აზრით, ბურჯანაძე ამას არ დაუშვებს, მას ისღა რჩება, თავად გახდეს ახალი „ანტიმიშური“ კოალიციის ლიდერი.

სხვა ნიშას საპარლამენტო არჩევნებისთვის მე ვერ ვხედავ. შესაბამისად, საქართველოს ამომრჩეველს საშუალება ეძლევა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე თავისი პოლიტიკური გემოვნება შემდეგ შეთავაზებებს შეუსაბამოს:

1. თუ მისთვის ძვირფასია მიხეილ სააკაშვილი, როგორც ლიდერი - მიუხედავად მისი საგარეო ორიენტაციისა, რაც ადეკვატურად აისახება საშინაო პოლიტიკაზე - ირჩევს ნაციონალურ მოძრაობას.

2. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი და მიხეილ სააკაშვილის მემკვიდრეობა, ოღონდ, გაუმჯობესებული შინაარსით - ირჩევს სახეცვლილ  ნაციონალურ მოძრაობასა და ქრისტიან-დემოკრატიულ პარტიას შორის ერთ-ერთს.

3. თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური საგარეო ვექტორი, ოღონდ, არსებითად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი - ირჩევს კოალიცია „ქართულ ოცნებას“.

4. თუ მისთვის მიუღებელია პროდასავლური საგარეო ვექტორიც და მიხეილ სააკაშვილიც, ირჩევს ნინო ბურჯანაძესა და კახა კუკავას.

აქვე გავიხსენებ ჟურნალ „ტაბულის“ მთავარი რედაქტორის, თამარ ჩერგოლეიშვილის სტატიას „მოჯადოებული წრე“, სადაც სტატიის ავტორი ბიძინა ივანიშვილს სთავაზობს, დაიკავოს „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშა, რაც ნიშნავს, რომ ივანიშვილი კონკურენციაში უნდა შევიდეს სახეცვლილი ნაციონალური მოძრაობისა და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერებთან (და დატოვოს ნიშა, რომელიც ყოველგვარი ალტერნატივისა და კონკურენციის გარეშე უკავია).

ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ დოკუმენტურად რომ დავადასტურო, გთავაზობთ ორ ციტატას სტატიიდან: „ლოგიკური იქნებოდა, ახალ პოლიტიკურ ფიგურას ამომრჩევლისთვის სააკაშვილის მიერ დაწყებული გზის გაგრძელება და მის მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორება შეეთავაზებინა.“ აქვე, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით, ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ „ბრძოლა დღესვე!“-სტრატეგიას ელექტორატის მხოლოდ ერთი მეოთხედი ემხრობა, ხოლო ამომრჩეველთა დანარჩენი სეგმენტი „არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს“.

საყურადღებოა, რომ პირველ ციტატაში საუბარია არა მაინცდამაინც ოპოზიციურ ლიდერზე, არამედ, „ახალ პოლიტიკურ ფიგურაზე“, რაც „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში ადგილს ნაციონალურ მოძრაობასაც უტოვებს და ოპოზიციურ პარტიებსაც.

აქვე გავიხსენებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის სოსო გალუმაშვილის ინტერვიუს, სადაც ის ამბობს, რომ, ზოგიერთ სხვა პარტიასთან ერთად, ქრისტიან-დემოკრატებმა „ახალ პოლიტიკურ რეალობაში თავიანთი ნიშა ჯერ ვერ იპოვეს“. ჩემი აზრით, გიორგი თარგამაძეს აქვს მყარი ნიშა, მაგრამ, შესაძლოა, ციტატის ავტორი გულისხმობს, რომ „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში გიორგი თარგამაძე კონკურენციას ვერ გაუწევს ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს. ამ პროგნოზს არც ერთი გამოკვლევის შედეგი არც უარყოფს და არც ადასტურებს, რადგან გამოკვლევებში, ჯერჯერობით, კონკრეტული ლიდერების გვარების ნაცვლად, შავით თეთრზე წერია: „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი“.

ჩემი აზრით, დღეს ნაციონალურ მოძრაობას ორი დიდი პრობლემა აქვს. პირველი პრობლემა არის ლიდერი, რომელსაც ორი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგაც კი არ სურს პოლიტიკიდან წასვლა; მეორე პრობლემა არის რეფორმირებული კონსტიტუცია, რომელიც მთელ ძალაუფლებას ერთი პირის - პრემიერ-მინისტრის - ხელში აქცევს და სხვა მსურველებს ძალაუფლების ვერტიკალზე ღირსეულ ადგილს აღარ უტოვებს. ასე რომ, „საკუთრივ მიშას“ ნიშაში ზედმეტი სიხალვათეა, „გაუმჯობესებული მიშას“ ნიშაში კი მეტისმეტი სიმჭიდროვე და კონკურენციაა. ამიტომ, იმ ერთიან ნიშაში, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა იკავებს, შინაგანი წონასწორობა უკვე დარღვეულია.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში, ჩემი აზრით, პოლიტიკური  სივრცე უპრეცედენტოდ მკაფიოდ დაიყოფა და, „პატიოსანი მსაჯობის“ პირობებში, ასევე მკაფიოდ დადასტურდება, რა სურს საქართველოს მოსახლეობას - „საკუთრივ მიშა“, „გაუმჯობესებული მიშა“, „არამიშა“ თუ „ანტიმიშა“.

თუმცა, როგორც ვხედავთ, საქართველო, არსებითად, ჯერ კიდევ მიშას ნიშად რჩება და უახლოესი პერიოდის ამოცანაც, ალბათ, ეს არის - ამ გაპიროვნებული, შეზღუდული ნიშისგან თავის დაღწევა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2
ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
19.06.2012 21:40
ავტორი: GERMANE
18.06.2012 13:57

ძვირფასო GERMANE

მიუხედავად იმისა, რომ თავიდან BND-ს აგენტად მოგქონდათ თავი, ყოველთვის სერიოზული ეჭვი მქონდა, რომ იაფიანი საპნის მაღალკვალიფიციური გამყიდველი იყავით და კომივოიაჟერის ჩანთაში ჯეიმს ბონდის აქსესუარების ნაცვლად სურნელოვანი პროდუქცია გქონდათ ჩაწიკწიკებული!
მიხარია, რომ ჩემი მოსაზრება თავად დაადასტურეთ და გისურვებთ წარმატებებს თქვენი ეგზომ საჭირო ბიზნესის განვითარებაში! მე კი რამენაირად თქვენგან მოწოდებული საპნის გარეშე გავალ. არ ვარ დარწმუნებული, რომ მასში დუსტი არ იქნება გარეული.

მესაპნე ხარ, ბი-ჭოო? :))))

ავტორი: GERMANE
19.06.2012 16:59
ლიი, აი ამაზე:
"შედის ეშხში, უხარია. პირდაპირ, ბედნიერია კაცი. ეს განცდა ნამდვილად გადამდებია. ამას აქვს გარკვეული შარმი და შეიძლება ამით ზოგიერთი მსმენელის ხაფანგში გაბმა. სააკაშვილს ამითაც ჰყავს მხრდამჭერები, მაგრამ ისინი ბევრი ვერ იქნებიან. ბევრი კი ამაზე იცინის."

ჩემო ლიი, სამწუხაროდ არაა ასე კარგად საქმე:
იმას არაფერი უშავდა, თუკი ვინმეს გადაიბირებდა, ან მოხიბლავდა ან სულაც გააცინებდა სააკაშვილი თავისი შიზოფრენიული საუბრებით.

უდიდესი უმრავლესობა აი იქ მჯდომი ახალგაზრდებისა, სადაც სააკაშვილი "ეშმაკის ბორბალზე" და "შეყვარებულებზე", "წიგნის თუ სხვა რამის მოყვარულებზე" საუბრობდა - აი იქ მჯდომ ახალგაზრდობის უმრავლესობას შოკირებული სახე ჰქონდა.
მათ სახეზე ეწერათ ის გაუგებრობა, რომელსაც ჰქვია "სირცხვილის გრძნობა სხვის მაგივრად".
სააკაშვილის მსმენელებისთვის მიშას სიტყვების მოსმენა ტანჯვა, სინდისის და მორალის ქეჯნა იყო.
თუ იმ ვიდეოს ნახავთ, მიხვდებიტ, თუ რა ტანჯული სახით და დაძმარებული ღიმილისმაგვარი მიმიკით უცქერენ სააკაშვილს ახალგაზრდები.
სააკაშვილი მართლა შიზოფრენი არაა - უბრალოდ დამწყები შიზოფრენისათვის უკვე მობერებულია და "სტაჟიანი შიზოფრენისათვის" ზედმეტად რთული წინადადებებით საუბრობს.
სააკაშვილი არის პათოლოგიური ნარცისტი - ის ყველაზე ბოლოს და ყველაზე გვიან ხვდება სიტუაციის მიუღებლობას და სამარცხვინოებას. ის საერთოდ ვერ ხვდება იმას, რომ თავის ამგვარი ქება უბრალოდ სირცხვილია. მან იმ ზემოხსენებულ ფირში ეშმაკის ბორბალზე საუბრისას ძალიანაც კარგად დააფიქსირა, რომ სიტუაცია ემოციურად ისე არ იყო განტვირთული და სახუმარო, როგორიც მას ეგონა. ამას ის მართალია გვიან, მაგრამ მაინც მიხვდა. თუმცა, ეს მას საკუთარი თავის პრეზენტაციასთანაც არ დაუკავშირებია. ალბათ, მე ასე მგონია, მან ის ახალგაზრდები ცოტათი შეშინებულად, ცოტათი გონება- და იუმორჩაკეტილად ჩათვალა, რომლებსაც თავიანთი "სოფლელობით" ის ვერ წარმოუდგენიათ, რომ პრეზიდენტი ასე მომხიბვლელი, ასე სხარტი, ასე იუმორით სავსე, ასე ახალგაზრდა და ასე ჭკვიანი ყოფილიყო - აი ეს მგონია მე სააკაშვილის ლოგიკა ამგვარ სიტუაციებში.
მისი ეს შინაგანი ინფანტილიზმი და ნარციზმი არის სწორედ იმის მიზეზი, რომ სააკაშვილი მოულოდნელ, კატეგორიულ, ხშირად აშკარად წამგებიან და უფრო ხშირად აშკარად შოკისმომგვრელ ნაბიჯებს დგამს. ის ერთი წუთითაც კი არ არის გათვლადი რეალობასთან მიმართებაში, რადგან მისი რეალობა სულ სხვაა, ვიდრე ნამდვილი რეალობაა.
თუკი გვინდა გავიგოთ ან გავთვალოტ რა ამოძრავებს სააკასვილს - უნდა წარმოვიდგინოთ თავნება ბავშვი, რომელიც ყველასა და ყველაფრის სათამაშო ობიექტად გამოყენებას ცდილობს და ამასთანავე 45 წლის ასაკის ადამიანის შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია.
გერმანიაში ამას "ალტკლუგ" (ანუ ჭკვიან-ასაკოვან) ბავშვებს ეძახიან ირონიულად და ნეგატიურ მიმართებაში. ოღონდ საქმე ისაა რომ ეს "ალტკლუგები" ბავშვები არიან და საქართველოს პრეზიდენტი კი 50 წელსაა მიტანებული.

ავტორი: ანონიმი
19.06.2012 15:51
"თუ მისთვის ძვირფასია პროდასავლური სააგრეო ვექტორი, ოღონდ,არსებითად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილი-ირჩევს ქართულ უცნებას"--თქვენ თვითონ თუ გჯერათ იმის ქალბატონო ია, რომ ივანიშვილის საგარეო კურსი პროდასავლურია? მეხუთე კოლონაა!!!

ავტორი: GERMANE
18.06.2012 13:57
ძალიან საინტერესოა, რომ ამ ბლოგზე უფასო რეკლამის გაკეთება ასე ადვილია:

"ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
15.06.2012 15:28 "

მეც ახლა ერთი რეკლამა მაქვს:

"თბილისში, ჩუბინიშვილის 3 ნომერში იყიდება საპონი, ძალიან იაფად, განსაკუთრებით კარგია ყურებისა და თვალების არის დასაბანად".
ბატონო სოლომონ, აუცილებლად გამოგადგებათ და თქვენთვის ეგებ განსაკუთრებული ფასიც გავაჩალიჩოთ.

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
18.06.2012 11:09
ხალხოოოო სად დაიკარგნენ; ნათია, ტატა და მისნაირი თავგადაკრული შიშიკოისტები))))))??????????
ალბათ ქართველ ხალხს ადანაშულებენ; დაუნახაობა უმადურობაში))))))))!!!!!!!!!!!
ისე მართლა და მართლა შიშიკო აღმაშენებლის ესე დაუფასებლობა და დაცინვა იქნება)))))))))???????????????

ავტორი: ლიი საიდან გვწერთ: ლიი
18.06.2012 00:27
ია, ახლა მოგისმინეთ "კვირის აზრები"-ში. გასაოცარია, რამდენიმე წუთში მოახერხო დღევანდელი, უაღრესად რთული სიტუაციის ასეთი ღრმა და ზუსტი ანალიზი.

პირადად მე არავის შანსს არ ვაკნინებ. ვფიქრობ, აზრი არ აქვს თავი მოიტყუო და რომელიმე ლიდერი წინასწარ სრულად გამარჯვებული ჩათვალო.

თქვენ არაერთხელ და სამართლიანად ახსენეთ სააკაშვილის გაუწონასწორებელი ხასიათი. აღნიშნეთ, რომ ის შოკისმომგვრელ, არაპროგნოზირებად სვლებს აკეთებს... ასე იქცევა ის არა მხოლოდ ივანიშვილთან და ოპონენტებთან მიმართებაში. კრედიტებს, სესხსსაც არამიზნობრივად ხარჯავს. არავის არ ჰგონი, რომ ამაზე დასავლეთი თვალს დახუჭავს. სულ რომ არ არსებობდეს საქართველოში ოპოზიცია, მას მსესხებლები მოსთხოვენ პასუხს.

ამას გარდა, სულ უფრო აშკარა ხდება, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა სერიოზულ საფრთხეშია. ასეთ მდგომარეობაში ლიდერი არა მხოლოდ ქვეყნისთვის - საკუთარი გუნდისთვისაც კი ძალიან სახიფათო ხდება.

სააკაშვილს ჰყავს მხარდამჭერები. მის მონოლოგებთან დაკავშირებით ერთი პირადი შემთხვევა მახსენდება. მინდა გავიხსენო, რომ შემდეგ, მონაყოლი დაწყებულ თემას დავუკავშირო:
12-13 წლის ასაკში, როცა რუსულად ვსაუბრობდი, ოჯახის წევრბი თუ ჩემი რუსი მეგობრები მისწორებდნენ შეცდომებს. ცოტა უხერხულად ვგრძნობდი თავს, მაგრამ შეცდომებს ვასწორებდი. ერთხელაც, შედარებით უცხო საზოგადოებაში დავიწყე რუსულად საუბარი. დავინახე, რომ არავინ არაფერი შემისწორა. რაღა დაგიმალოთ და მომეწონა. შემდეგ იგივე გავიმეორე სხვაგან. არც იქ მითხრეს არაფერი. შემდეგ ისევ... ამასობაში დავრწმუნდი, რომ ჩემი რუსული უცხოსთან უზადო ხდებოდა. ჰოდა, მეც მთელი შემართებით ვსაობრობდი. რაც შეიძლება სწრაფად, ძალიან თავდაჯერებულად და ვტკბებოდი ამით. იმდენად აღტაცებული ვიყავი, რომ, შეიძლება, ბევრი სწორედ ამის გამო არ "მიშლიდა" ხელს. :)) ერთხელაც, ერთ "უცხო" საზოგადოებაში, ერთი ნაცნობიც გამოერია და საღამოს მომახსენა, რა "მარგალიტებიც" მცვიოდა დილით. :))) ძალიან-ძალიან შემრცხვა და ეს საქციელი აღარ გამიმეორებია.

რატომ გავიხსენე ეს? როცა სააკაშვილს ვუსმენ, ყოველთვის ეს შემთხვევა მახსენდება. ის საუბრობს დისტანციიდან, სხვები მას მხოლოდ უსმენენ და თავად იჯერებს, რასაც ამბობს. მას მართლა სჯერა, რომ ააშენებს ევროპის ევროპას, ლაზიკას, 35-ე სართულზე ეშმაკის ბორბალს, ნატო მას შეეხვეწება... :)))შედის ეშხში, უხარია. პირდაპირ, ბედნიერია კაცი. ეს განცდა ნამდვილად გადამდებია. ამას აქვს გარკვეული შარმი და შეიძლება ამით ზოგიერთი მსმენელის ხაფანგში გაბმა. სააკაშვილს ამითაც ჰყავს მხრდამჭერები, მაგრამ ისინი ბევრი ვერ იქნებიან. ბევრი კი ამაზე იცინის.

სიტყვა ძალიან გამიგრძელდა, მაგრამ კიდევ ერთ, ჩემი აზრით ერთ-ერთ გადამწყვეტ გარემოებას მინდა ყურადღება მივაქციოს, რაშიც ალბათ, ია, დამეთანხმებით. სააკაშვილს მომხრეები, ივანიშვილისაგან განსხვავებით არ ემატება.

საერთოდ, ენერგია შეიძლება ფსიქიური აშლილობის ფონზეც ძალიან გაძლიერდეს. ენერგიული სააკაშვილი ყოველთვის იყო, მაგრამ გაწონასწორებული რამდენად იყო პოლიტიკაში მოსვლამდე, არ ვიცით. ერთი კი ცხადია, რომ გაუწონასწორებელი ადამიანი, სამწუხაროდ, ყველგან, ყველაფერში და ყველასთვის ტვირთია.

ავტორი: ია ანთაძე
17.06.2012 14:59
დამდეგი კვირის ორშაბათს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი იქნება ჟურნალისტი ეკა ბერიძე. იგი ისაუბრებს თემაზე: „მეცხრე არხისა“ და "მაესტროს" თანაარსებობა საინფორმაციო სივცრეში. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, დღევანდელი დღის ჩათვლით გამოგზავნოთ შეკითხვები და მოსაზრებები ამ ორი ტელევიზიის შესახებ - ისინი პარტნიორ ტელევიზიებად მიგაჩნიათ თუ კონკურენტებად? როგორ ფიქრობთ, გააძლიერებენ თუ დაასუსტებენ ერთმანეთს? თქვენს შეკითხვებს ეკა ბერიძე „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორშაბათს, 18.30–დან.

ავტორი: მშიერი საიდან გვწერთ: მიშა მშია!!!
16.06.2012 18:01
ავტორი: მეოცნებე
15.06.2012 11:17

რომ გაძღები მშიერო,პარტონს არ უკბინო მერე,შენისთანა მშივრები ბევრი მინახავს,გაძღნენ და პატრონს დაუწყეს მერე კბენა,,,ჯერჯერობით ღმერთი გწყალობს ისევ მშიერი ხარ!!!
:::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::::.

დეზოქსირი-მეოცნებე! მიშა არა ვარ პატრონს რომ დავუწყო კბენა მით უმეტეს, როცა გამაძღობს! უკვე ხვდები, რომ მალე მე და ასი ათასობით ჩემნაირი აღარ ვიქნებით მშიერი?! იყნოსე უკვე საქართველოში ადამიანებს მუშაობის საშუალება რომ მოგვეცემა?!
ჩემ სოფელში ჩავედი და მიშამ მიწა გაყიდული დამახვედრა! არც უკითხავს ჩვენთვის არაფერი!!!! ეს არის შენი პარტონი!!! ნაცების ხელში მართლა გაგვიმართლა, რომ კიდევ ცოცხლები ვართ! ვინც თქვენგან გამწარებას ვერ გაუძლო და თავი გადაიწვა, ნავთი დაამადლეთ!!! ქანცი გაგვწყვიტა შენმა ხელისუფლებამ! საარსებო წყარო გადაგვიკეტა, ძალა გამოგვაცალა, რომ წინააღმდეგობა ვერავის ვეღარ გაგვეწია! ვინც ხმის ამოღება მაინც შეძლო, შენნაირების დახმარებით აბუჩად აიგდეს! ამიერიდან ამას უკვე ვეღარ შეძლებენ!!!

იმდენი ატყუა მიშამ ხალხი, იმდენი სიცრუით გაავსო ტომარა, რომ გადმოუყირავდა, გაუსკდა და ეხლა ყველასთვის ყველაფერი ნათელი გახდა!! მუცლით მეზღაპრეა შენი მიშა და მაგ ზღაპრებით უსკდება მუცელი!! უშეველე, უშეველე, თუ კიდევ გვიანი არაა!!!

ნეცებს გეგონათ სამუდამოდ გაგვაპარტახებდით, დაგვამონებდით და დაგვამუნჯებდით!! ააა, უკვე ალაპარაკდით ჩემნაირი მშიერი ხალხის გამოკვებაზე?! "რომ გაძღები..." აქამდე რატომ ვიყავით მშიერი?! რამ აგამჟავათ დეზოქსირებო, გამწარებული ხალხი სულს რომ მოვითქვამთ, მჩაგვრელს პასუხი არ მოვთხოვოთ?!ოცნებად ესღა დაგრჩენიათ! მეც მინახია ბევრი მშიერი და იმასაც ვხედავ, მიშას ხელში როგორ იქცევიან! დრო მახსოვს, სააკაშვილი რომ ამბობდა " ეს გალსტუკი ზურაბ ჟვანიამ მათხოვაო!" აქ მეტს არაფერს აღარ დავამატებ!!!!!!!!
მშიერი ხალხის პატრონზე ალაპარაკდი, დეზოქსირო-მეოცნებე?! ეტყობა შენ არ გშია, მაგრამ გეშინია!!!

ავტორი: სოლომონი საიდან გვწერთ: თერნალი
15.06.2012 15:28
ორი ახალი ბლოგი:

ღია წერილი აშშ სახელმწიფო მდივანს, ჰილარი როდჰემ კლინტონს
http://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/15

უნარ-ჩვევების გაკვეთილი მიშურ-ზეციურ საქართველოში
http://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/14

ავტორი: მეოცნებე
15.06.2012 11:17
გიპასუხებდი,მაგრამ ვისაც პასუხი გავეცი არცერთი არ დადეს აქ.... ამასაც ვირუსი შეჭამს ალბათ.....მესმის ჩემნაირები არ ჯდება თქვენი "დემოკრატიის" "მაღალ"სტანდარტებში,მალე მარსზე გამკაფავთ ალბათ.....

რომ გაძღები მშიერო,პარტონს არ უკბინო მერე,შენისთანა მშივრები ბევრი მინახავს,გაძღნენ და პატრონს დაუწყეს მერე კბენა,,,ჯერჯერობით ღმერთი გწყალობს ისევ მშიერი ხარ!!!

ავტორი: მშიერი საიდან გვწერთ: მიშა მშია!!!
14.06.2012 01:09
ჩემზე რა განერვიულებდა დეზოქსირიბონუკლეინმჟავა-მეოცნებე? შიმშილით ხომ არ მოვკვდი? ან მიშას პარლამენტის შენობა ხომ არ დამემხო თავზე? ან თბილსში გარემოს მიუხედავობის გამო წყალდიდობამ ხომ არ დამახრჩო? ან სახლები რომ ინგრევა თბილისში და ქვეყანაში ყველგან, ქარმა ხომ არ წამიღო სახლიანად? ან საერთოდ ხომ არ გამოგვაგდო მთავრობამ მეზობლები სახლიდან და ქუჩაში ხომ არ გაგვძვრა უპატრონოდ სული? თუ იმაზე უფრო ნერვიულობ, მიშამ მე და რამდენი ჩემნაირი ლაზიკის ასაშენებ ადგილზე, ჭაობში არ ჩაგვძირა დასაშრობად?
რაზე ოცნებობ დეზოქსირი...? შენ მიშას ფსიქიურ გადარჩენაზე იოცნებე, თორემ მალე წითელი ლენტის მაგივრად საკუთარ გალსტუკს მოიჭრის და ჭამას ხომ მაგას ვინ დაასწრებს!!! დეზოქსირი... შენ ის მჟავა ხარ, მიშა სიმართლის მოსასპობად რომ იყენებს! შენ გადაგასხი მიშას თავზე!

ავტორი: ანონიმი
13.06.2012 01:05
ბოდიში,აღარ შეგაწუხებთ...

ავტორი: makiaveli საიდან გვწერთ: Tbilisi
12.06.2012 16:30
არ მომწონს რიგი საკითხების მიმართ თქვენი დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევებში ძალიან უსამართლოდ იქცევით და ვფიქრობ რომ გულის სიღრმეში თანაუგრძნობთ ამ ხელისუფლებას, უბრალოდ გრანტების მისაღებად კრიტიკა გიწევთ. თქვენი ასეთი ვითომ ობიექტური დამოკიდებულება ხრწნის და ათავხედებს სხვა ჟურნალისტებს, ვისაც ჯერ კიდევ ობიექტურობის დედა და ჟურნალისტის სინდისს-ნამუსი ჰგონიხართ. მომიტევეთ, მაგრამ მეტი თავშეკავებით ვერ შევძელი გადმომეცა ჩემი განწობა, ვინაიდან თქვენც გმართებთ მეტი თავშეკავება რიგი საკითხების შეფასებისას. ჭკვიანი ქალი ბრძანდებით და დაფიქრდებით ალბათ.
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
12.06.2012 22:49
ნამდვილად ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ. საიდან დაასკვენით, რომ გულის სიღრმეში ამ ხელისუფლებას თანავუგრძნობ? ჩემთვის მართლა საინტერესოა.

ავტორი: ანონიმი
12.06.2012 11:15
დაგვეკარგე ხომ ქალბატონო ია.(((
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
12.06.2012 22:48
აქ ვარ, აქ. უბრალოდ, საქმეში ვარ ჩაფლული.

ავტორი: ანონიმი
11.06.2012 00:15
ჩემი შედევრი სადაა? ლექსი დამიკრგეთ(((((((
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
11.06.2012 00:32
ნამდვილად არაფერი წამიშლია. რაც დამხვდა, ყველაფერი გამოვაქვეყნე.

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
09.06.2012 21:50
ქალბატონო ია გამარჯობათ!!

ჩემი პოსტი სულიკოსავით დამეკარგა)))!!!
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
10.06.2012 21:21
უკაცრავად, ახლა გამოვაქვეყნე.

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
08.06.2012 13:42
მეოცნებეს ზედაზენიდან!!!

ნეიტრალური პასპორტები რა ჯანდაბად გვინდა?..... 37 მანეთათ მოსკოვში ფრენა ჯობდა... გადაფრინდებოდი ჩაის დასალევად და საღამოს სახლში იყავი....უფფფ კაი დრო იყო...რა ქვეყანა დააქციეს!!!!
====================================================
ვინ გითხრა რომ დააქციეს))???? ეგ შენისთანებისთვის დააქციეს; თორემ აგერ შიშიკო კიევში 37 ევროდ გვპირდება ფრენას))!! დილას გაფრინდება შიშიკისტი ჩაის დალევს, პელმენს შეჭამს,კაი უკრაინელ ნაშებთან იფარცქვალებს თანაც "რუსულენოვანებთან" და საღამოს
სახლში იქნება!!!!!!!!!!!!!
შენა იანუკოვიჩი უფრო დიდი დემოკრატია თუ პუტინი თუ ბელორუსების ბატკა თუ სერბეთის ახალი პრეზიდენტი))))????? შენა მაინდამაინც მერე უნდა დაუწყოთ გინება და წყევლა აფხაზეთს და სამაჩაბლოს რომ აღიარებენ)))???????
ასე რომ მაროკოში ფრენა მოგზაურობას თავი ანებე რუსების და სლავების ძველ დედაქალაქში კიევში გაფრინდი დარდი გაიქარვე))!!!! თანაც შიშიკოსაც ასიამოვნებ!!
===================================================
ისე ხო მართლა ამერიკის საელჩოში მიდი და უთხარი რომ მოსკოვი გძულს და გიყვარს ვაშინგტონი; მაინტერესებს რამდენ ხანში მოგცემენ ვიზა მოგზაურობის უფლებას))))!!!!!!!
ოეეეეეე როდემდე უნდა იყოთ ესეთი დაბოლილები)))???
რას გაწევინებთ შიშიკო ამისთანას))))???????????????

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
08.06.2012 06:37
მას მივმართავ, ვინც ამ მიწას ხალხი ასე დაუმშია,
ვის ხელშიაც სიმართლის მთქმელს მიწყივ უჭირს–აუგშია...
ვინც ქართველთა ერთად დგომას ურცხვად ხელი აუქშია,
ვისი დიდი საქმის კვალიც სოხუმ–ცხინვალ–ძაუგშია!
თურქმა მამიკომ არ გითხრა, რომ სულ არა გაქვს ნამუსი?
ქვეყანა ფეხზე გკიდია ათასგვარ მტერთა ნამუსრი!! ღორები ჯიპებში ჩასხი ზედ ფადიშაჰის სამოსით,
ახია, თქვენზე იხმარონ ბრძოლის მეთოდი კამოსი!!
მოშორდით, გადაარჩინეთ, ნაძარცვ–ნაყვლეფი, ნაგრამი,
თორემ რასაც თქვენ სჩადიხართ, დაგამძიმებენ ცხრა გრამით!

ავტორი: ია ანთაძე
08.06.2012 01:26
სოლომონ თერნალის ახალი ბლოგი.

http://solomonternaleli.wordpress.com/2012/06/08/

ავტორი: მეოცნებე საიდან გვწერთ: ზედაზენიდან
08.06.2012 01:10
ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
07.06.2012 14:19
მშიაზე ნუ ნერვიულობ, ჯამრთელობას გაუფრთხილდი))!!
მაგას ერთ ტომარა ფქვილს და ცოტა მეტსაც აგერ ბიძო
მისცემს და არც დააყვედრებს შიშიკოსავით!!!
---------------------------------------------------------------------
გაიხაროს მაგან,ვიცოდი არ დააყვედრიდა ერთ ტომარა ფქვილს,,,,თან ვაუჩერის აღებაც არ უნდა,დაწერ ქაღალდზე და ოცნებებიც სრულდება...(1000 ლარის ფარგლებში ოღონდო),,,1000 ლარი კალიგრაფია თუ გივარგა მაშინო...,ასე ამბობენ,არ ვიცი რამდენად მართალია....

ნეიტრალური პასპორტები რა ჯანდაბად გვინდა?..... 37 მანეთათ მოსკოვში ფრენა ჯობდა ...გადაფრინდებოდი ჩაის დასალევად და საღამოს სახლში იყავი....უფფფ კაი დრო იყო...რა ქვეყანა დააქციეს!!!!

ავტორი: ანონიმი
08.06.2012 00:58
სოლომონი სად დაგეკარგათ?

ავტორი: კონტროლის პალატა საიდან გვწერთ: კონტროლის პალატა
08.06.2012 00:52
ავტორი: მეოცნებე საიდან გვწერთ: ზედაზენიდან
06.06.2012 21:57

მიმართეთ მიშას!

ავტორი: ანონიმი
07.06.2012 18:35
მეოცნებეს ენაცვალოს დერვიში ბაბუა უკბილო ხუმრობებში...
თუ მიხოს "კორმუშკაში" არა გაქვს ცხვირი ჩაყოფილი და ჩვეულებრივი რიგითი ქართველი ხარ (თუნდაც ძალიან მდიდარი!) ჩვენი გაუბედურებული სამშობლოს პატრონმა, რა ნახე საღლიცინო? მაგას სჯობია შენ, ან შენმა პრეზიდენტმა ასეთ შეკითხვებს უპასუხოთ:
- - - -- ------ - ---------------------------------------------
რად ჰგავს მიხოს ხალხთან "ძმობა" , ძმობას გველისა და ზღარბის?
ოსს და აფხაზს რაღას ერჩის, როცა თვით ქართველიც გარბის?
------------------------------------------------------------
და ერთიც უნდა შეგეკითხოთ შენ და შენს მიხას,
(არა, ის არა, ვანომ ყინწი ვის მოუგრიხა!)
"უმცირესობებს" ასე ურცხვად რომ აპარპაშებთ,
უფალს მეორე ადამისთვის დააკლდა თიხა????

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
07.06.2012 14:19
მეოცნებეს ზედაზენიდან!!!!!

მეგობარო რათ გინდა დრვიშის ლექსების ქართულად
თარგმნა???? თანაც მაროკოში მოგზაურობის დაფინანსება???

აგერ ჰილარა დეიდამ აფხაზების და ოსების ნეიტრალური
პასპორტები სცნო შიშიკოს გამოშვებული ; თურმე საგულა
ოდ , სასწავლებლად, სატურისტოდ გაუხსნა გზა))!! ხოდა
შენ ვინ დაგიჭერს წადი თხოვე; ლექცებსაც (დერვიშის)
თუ "გალაკტიონის" უფასოდ გითარგმნიან შენ მშობლიურ
ინგლისურ ენაზე)))) !!!!!! რააა არ გრცხვენია რაღადროს
ქართული ენაა რა გოიმობააა))))!!!!!
შენა ზედაზენზეც ეტყობა ძალიან პოპულარულია თლიფ
ინა იგლისური არაა)))??????

მშიაზე ნუ ნერვიულობ, ჯამრთელობას გაუფრთხილდი))!!
მაგას ერთ ტომარა ფქვილს და ცოტა მეტსაც აგერ ბიძო
მისცემს და არც დააყვედრებს შიშიკოსავით!!!
აი შენისთანებს ოქტომბრის მერე ვინ რას მისცემს ის
შეინახეთ რესპუბლიკის ბანკში))!!!! დიდი პროცენტები
დაგერიცხებათ))))!!!!!!! ხო ბიძოს მაგიერ პინგვინი უნდა
მეხმარა)))!!!!! ცოტა გულზე მოგეშვება)))))!!!!!!

ავტორი: დეზოქსირიბონუკლეინმჟავა
07.06.2012 14:02
ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
06.06.2012 17:19

პოეზია მხატვრული სახეებით აზროვნების ერთერთი დარგია და ჩემი თუ არა გჯერა, შოთას მაინც დაუჯერე...ისე, მე ჩემი თავი საერთოდაც არ მიმაჩნია პოეტად..50

რას ამბობთ თქვენო უმუსულმანესობავ,ბატონო დერვიშო?......ბაბუ, თქვენ ორნი ხართ ქვეყანაზე,...შენ და შოთა....შოთა და შენ.!!!!
თექვსმეტ მარცვლიანი შაირების ოსტატნი...;)

და თუ კვლავ მასზე დავდებთ ფსონს და ჩავწერთ სიაში,
ჩვენი ხსენება განქარდება კავკასიაში"!!!
მერე ავდგებით და გიჩივლებთ მილიციაში!!!

ასე რომ თქვენსკენ ვარ ბატონო დერვიშო....ჩლიქებს გავუფრთხილდეთ მთავარია...იმ ჩლიქოსანის გასაგონად ვამბობ ძირითადათ :) ოცნებების ასრულებით отбросил копыта არ მოუვიდეს )))

წერეთ ბაბუ,არ დანებდეთ ცხოვრებას,ერის წყლული რომ გაჩნდეს წყლულად მაგაზე კარგი რა არის? ;)))



ავტორი: მეოცნებე საიდან გვწერთ: ზედაზენიდან
06.06.2012 21:57
ჩემი ოცნება მინდოდა დამეწერა,იქნებ ვინმე ღვთისნიერმა მეოცნებემ წაიკითხოს და შემისრულოს......

ბატონი მაღრიბელი დერვიშის ლექსების თარგმნა მინდოდა ქართულ ენაზე და იქნებ მაროკოში წასვლა დამიფინანსოთ....

და მეორე ერთი თომარა ფქვილი იქნება გადავცეთ მიშა მშიას,სადაა ნეტა?არ ჩანს კაი ხანია და ვნერვიულობ....

ავტორი: ლიი
06.06.2012 19:05
მიშა შეპირდა ბუშის პარტიას
ააშენებდა დემოკრატიას,
მიიღო ნდობა და სიმპათია,
ქვეყანამ - მიშას ავტოკრატია.

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
06.06.2012 17:19
ჰილარი დეიდა, რისთვის დაკარგე, ქალო, მა ეს დრო,
თუ ახმეტაშიც ვერ ჩაგვირთე ტელემაესტრო?
ხომ ხედავთ გიჟი არად აგდებს თქვენს თავდადებას,
ლაზიკას მორჩა, ზღვაზე იწყებს ხიდის გადებას!!
იქნება მართლა ბევრი რამე გაქვთ ფასეული...
ჩვენ აქ ვერა ვგრძნობთ, ყორანი გვყავს შემოსეული!
რომ დაბრუნდებით, მომიკითხეთ მისტერ ობამა,
უთხარით: "ბევრი გვაზარალა გიჟთან ძმობამა!
და თუ კვლავ მასზე დავდებთ ფსონს და ჩავწერთ სიაში,
ჩვენი ხსენება განქარდება კავკასიაში"!!!
––––– – – – – – – – ––– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
ძვირფასო ჯონ, მე მგონი მივხვდი რაშია საქმე...შენ გეგონა მე ვიფიქრე, რომ ჯონმა "დეზოქსორიბონუკლეიმმჟავის" ნიკით დაიწყო პოსტვა–მეთქი და ამ უკანასკნელის მიმართ ჩემს მიერ მსუბუქირონიაშერეული კრიტიკაც შენზე მიიღე...მე რომ ცალკე შენი თავი მომეკითხა და ცალკე დეზოქსინა, ყოველგვარი გაუგებრობა გამოირიცხებოდა...ხომ მართალია?ახლა,რაც შეეხება ჩემს ახალშეძენილ ძმისშვილიშვილს, "დეზოქსინას" (თუ არ გამიწყრება, ცოტა უნდა დავუმოკლო სახელი, თორემ მაგხელას რა დაწერს?) მაშ, თქვენ ამტკიცებთ ყმაწვილო, რომ "დესპოტი" და "დღეს ფოთი" ცუდად ერითმება ერთმანეთს და თქვენი აზრით, კომპოტი უკეთესი რითმა იქნებოდა, არა?ახლა თავადი გძელიძის უკვდავი ასულის, დარეჯანის სიტყვების პერიფრაზს მოვუხმობ და პირდაპირ გეტყვით: "მაშ შენ პირში გემო არა გქონია!" თუ არა და, რა საჭირო იყო ფოთში ჩასვლა, გასცდენოდა იმ ბრჭყვიალა სანაპიროს, შესულიყო ბათუმის ცენტრში და ათიდან ცხრა გამვლელი თუ არ დაუდასტურებდა ქალბატონ ჰილარის "ვასოს მაღალის" დესპოტობას, მერე დაგეწყო ქილიკი დერვიშის პოეზიაზე...რაც შეეხება ფლოქვებში ლურსმნების ჩარჭმას, დიახ, რასაც ბატონი ბიძინასა და "ქართული ოცნების" მიმართ სისაძაგლეს სჩადიან ნაცისტები, დოღში მონაწილე საუკეთესო მერანისათვის ფლოქვებში ლურსმნების შერჭმის ტოლფასია და, საერთოდაც, პოეზია მხატვრული სახეებით აზროვნების ერთერთი დარგია და ჩემი თუ არა გჯერა, შოთას მაინც დაუჯერე...ისე, მე ჩემი თავი საერთოდაც არ მიმაჩნია პოეტად..50–იან წლებში გალაკტიონის შესწავლა რომ დავიწყე, მივხვდი, რომ ჩემგან ნამდვილი პოეტი არ დადგებოდა და არ მინდოდა მათთვის განკუთვნილი ქაღალდი გამეუჭებინა... იქნება ახლა ვინმემა მკითხოს, ამ სიბერეში რაღა ეშმაკი გეცაო? რა და ქვეყანა მტკივა, ხალხის გაჭირვება მტკივა..იმიტომ მოვნახე თითქმის 65 წლის წინ გადაგდებული "ჩანგი" და ვცდილობ მტირალს ცრემლი ნაწილობრივ მაინც მოვწმინდო და გავაგებინო ხალხს, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლება...

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franviidan
06.06.2012 02:03
მაღრიბელ დერვიშს მაროკოდან!!!!!

შენ გენაცვალე ბიძია ბაბუა!!!!
მე რა უნდა მწყენოდა? თქვენგან რამის წყენას ბევრი რამის სწავლა მიჯობს!!!!
და არაა აუცილებელი მე და თქვენ ერთად დიდ ქვევრში ვიჯდეთ შავ დედალთან ერთად და გაქცევაზე ვფიქრობდეთ)))!!!!! ხოლო შემდეგ გაფრენაზე)))!!!!!!

ავტორი: დეზოქსირიბონუკლეინმჟავა
05.06.2012 22:57
ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
05.06.2012 11:11
ჰილარი დეიდა, ეს "შუქურა" გახდა დესპოტი..
თუ არა გჯერა, მობრძანდი და ნახე დღეს ფოთი!!
-------------------------------------------------------------------

არ ვარგა ბაბუ...მე გითხარი ჩლიქში, რომ ყაირი შეესო, ეგ ამვბავი მოგვიყევითქო,,,შენ კიდე ჰილარი დეიდაო....
მერედა რითმა არ უნდა ბაბუ მაგას?უთხარი-ფუტკარი, კიდე არაუშავს,დესპოტი-ფოთი ეს რაღა უბედურებაა?პოტი ხომ არ გინდოდა გეთქვა ბაბუ?დესპოტს კომპოტი მოუხდებოდა მაგალითად.შენ ადგილას ასე დავწერდი:

ჰილარი დეიდა ძალად "შუქურა" გახდა დესპოტი..
და თუ არ გჯერათ, მობრძანდით,ნახეთ,შესვით კომპოტი!!

ან თუ მანდამაინც ფოთის ნახვაა მთავარი ჰილარი დეიდასთვის ,ხრიკი ვიხმაროთ და პორტი ვანახოთ ფოთის,რა უშავს?დესპოტი- პორტი უკეტესი არაა?

მაგრამ ბაბუ იმისტანა კატასტროფა ლექსია,თვით დიდი ფსიკოანალიტიკოსი,ფილოლოგი და ლიტერატორი პინგვინა ივანიშვილიც კი ვერ გააკეთილშობილებს მაგას.... ;)

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
05.06.2012 12:58
ჯონ, გენაცვალოს დერვიში ბაბუა, რაღაც გაუგებრობასა აქვს ადგილი...ეს ალბათ, იმის ბრალია, რომ ერთი პოსტით ორი აზრი დავაფიქსირე, ისე რომ დამატებითი განმარტება არ მომიყოლებია... რაც შეეხება იმას, რომ ასაკთა შორის დიდი განსხვავების გამო, ჩემი უფროსი ძმის შვილიშვილი გიწოდეთ და, თუ ამან გაგაბრაზათ, დიდი ბოდიში მომიხსენებია...ეს პოსტი უფრო "დეზოქსორიბონუკლეინმჟავას" მიმართ გაკეთებული შენიშვნა იყო ტერმინების სწორად გამოყენების თაობაზე და არავისი წყენა არა მქონდა გამიზნული. სხვათა შორის, ეს შენიშვნა გაუთვალისწინებია, რაც მის კაიკაცობაზე მეტყველებს...ისე, ყველა ქართველს ვენაცვალე საქართველოშია, თუ მის ფარგლებს გარეთ, მიშისტია, თუ ანტიმიშისტი (მთავარი ისაა, რომ არცერთი მათგანი არ იყოს ნაკარნახევი მედროვეობით, რომელთაც კატეგორიულად ვერ ვიტან, მაგრამ სიძულვილით–ისინიც არა მძულან!) ვისაც რაიმე ურგია ბედკრული სამშობლოსათვის, ან მომავალში აპირებენ– არგონ რამე! თვით პრეზიდენტად წოდებული ნაცთა მიკროფიურერიც არა მძულს...შეცოდებით კი მეცოდება... რამხელა რესურსები გაანიავა! სწორი დაბალანსებული პოლიტიკის წყალობით, მას შეეძლო მართლა აეყვავბინა საქართველო და სამუდამოდ დაემკვიდრებინა ადგილი მისი ისტორიის უკვდავ ბინადართა შორის.. დღეს კი, თუ ჭკუას არ მოუხმობს, მუბარაქის ბედი შეიძლება სანატრელი გაუხდეს...არაა შესაცოდი?

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
05.06.2012 11:11
ჰილარი დეიდა, ჰილარი დეიდა, ჩვენ გიჟს უთხარი,
რომ აბეზარი ბზიკია და არა ფუტკარი..
ჰილარი დეიდა, ეს "შუქურა" გახდა დესპოტი..
თუ არა გჯერა, მობრძანდი და ნახე დღეს ფოთი!!
ჰილარი დეიდა, დაგაფიცებ ბილის საქსაფონს,
დროზე წაიყვათ, თორემ ქართველი ნახავს სხვა გზა–ფონს...

ავტორი: ლიი
05.06.2012 02:57
კიკუ-კოკას ვებგვერდი:
www.მაქსიმალურიკომფორტი.ge

ეს ისე, სახალისოდ. :))

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
05.06.2012 02:12
მაღრიბელ დერვიშს მაროკოდან!!!

სალამ ალეიქუმ ბაბუ))!!!!!
ვერ მიგიხვდი ხუმრობას, უნდა მაპატიო))!!!
არც არასდროს დამირქმევია სხვა სახელი და არც დავირქმევ! ფრანცუზიც მაკმაყოფილბს!!!!
ერთხელ იყო ადრე შემთხვევა, ჩემი კომპიდან მისამართი
და სახელი არ მოდიოდა და ანონიმი 1 ს ნიკით ვპოსტავდი! რა მექნა აბა))))!!!!!!!!!
ასე რომ ეგ პრეტენზიები ნე მოი ვადრეს დარაგოი))!!!!!

ავტორი: დეზოქსირიბონუკლეინმჟავა
05.06.2012 02:01
მალადეც ბაბუ,შენც კაი უგზოუკვლოდ განათლებული,მეოცნებე ბაბუ ჩანხარ ;)

ლექსად გვითხარი ხოლმე, კაი ლექსები გამოგდის)))),,,ჩლიქში ყაირი,ნაირ ნაირი და რამეები..)))))))

ავტორი: vazari საიდან გვწერთ: italia
04.06.2012 17:25
მოუთმენლად ველოდები პრეზიდენტის ახალ სახეს დაგანსაკუთრებით მისი პირველი ლედის გამოჩენას საერთაშორისო არენაზე. ეს უკვე იქნება საქართველოს ჭეშმარიტი უმრავლესობის ორგანული ანარეკლი! ნ.ბურჯანაძის ტერმინოლოგიით ,,არაორდინალური" ლედი გვეყოლება,რომ აღარაფერი ვთქვათ შთამომავლობაზე!

ავტორი: მაღრიბელი დერვიში საიდან გვწერთ: მაროკოდან
04.06.2012 12:57
ფრანცუზ ჯონის, ჩემი უროსი ძმის შვილიშვილს ენაცვალოს დერვიში ბაბუა!!! რაც შეეხება "დეზოქსორიბონუკლეინას", დაგერქვა ადენინა, გუანინა, ციტოზინა ან თიმინა... ან სულ უბრალოდ––ნაცუკა... ან თავად რას წვალობ, ან ჩვენ რას გვაწვალებ? "დეზოქსი" და არა "დეზოქსო" შე უგზოუკვლოდ განათლებულო შენა!!

ავტორი: დეზოქსორიბონუკლეინმჟავა
03.06.2012 23:16
კაი გაძლება მოგცათ ღმერთმა))))....ძველებიდან აკოპირებთ მაგ კომენტარებს თუ ახლიდან წერთ ყოველ ჯერზე ნეტავ?....

მიმინოშვილი კიკუა ჩემი აზრით?ბევრ კიკუებს ვნახავთ კიდე...იმისტანა ფული ტრიალებს,მაგ ფულად ფოთის პოლიცმაისტერიც კი გაიხდის....

სამართლიანად რომ ჩატარებულიყო სკოლის გამოცდები ბოლო 50 წლის მანძილზე სკოლას ბავშვების 10% ძლივს დაამთავრებდა...ნახეთ რა თემა !!!!

პინგვინას მაგარი გამოსვლა ქონდა მიტინგზე...დასავლეთი უნდა მაგას დასავლეთი...ჭორვილაში ვენახის ბოლოს კვახის ფოთოლწაფარებულს უნდა ჩეროში კოტრიალი....

ავტორი: ლიი
03.06.2012 17:13
სალამი ,ია,
ძალიან მიხარია, რომ გუშინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. კიცხში ასეთი სასიამოვნო შეხვედრა გქონიათ და გისურვებთ კიდევ მრავალ ასეთ შეხვედრას.

სანამ გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს ერთ შეკითხვას დავუსვამდი, ერთ შემთხვევას გავიხსენებ: ევროპის ერთ-ერთი უმაღლესი სასწავლებლის ენის მისაღებ გამოცდაზე დაიგვიანა გამომცდელმა. მას უნდა მოეტანა ჩვენთვის წასაკითხი ტექსტი - უნდა დაგვეწერა წაკითხული ტექსტის შინაარსი. დააგვიანა მთელი ერთი საათით. მოსულმა შეგვნიშნა გაღიზიანება. ჩვენ იმავე დღეს კიდევ ერთი გამოცდა გვქონდა და მართლა ყველა გავნერვიულდით. მან პირადად მოგვიხადა ბოდიში და შეგვპირდა, ტექსტს ჩვეულებრივზე უფრო ნელ ტემპში წაგვიკითხავდა. არ ვიცი, ვის რამდენად დაეხმარა ტექსტის ნელა წაკითხვა, მაგრამ, უეჭველია, რომ მისი ეს თავაზიანი ჟესტი იყო ძალიან სასიამოვნო და ამან ყველას ისევ შეგვიქმნა პოზიტიური საგამოცდო განწყობა.

სულ ერთი კვირის წინ მომხდარ უაღრესად არასასიამოვნო ფაქტს - მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას და ამის საფუძველზე, პროტესტის ნიშნად 60 თანამშრომლის სამსახურიდან წასვლას მოსახლეობაში დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. მათი უდიდესი ნაწილი ძალიან არის გაღიზიანებული. დღეს, თითეულ ოჯახში არის ამ თემაზე საუბარი, კამათი, დისკუსია და განსაკუთრებით განერვიულებული არიან აბიტურიენტთა ოჯახები მით უმეტეს, რომ ეს მოულოდნელი და, ყოველ შემთხვევაში, მათთვის არასასურველი ცვლილება მოხდა უშუალოდ საგამოცდო სეზონზე.
შეუძლებელია, ყველაფერ ამას აბიტურიენტთა განწყობაზე არ ემოქმედა. ბავშვები, ახლა უკვე, უფრო დიდი ფსიქოლიგიური წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

შეკითხვა: ამ ვნებათაღელვის ფონზე, თუ თვლის გამოცდების ეროვნული ცენტრი თავის ახლა გამოწვევა-ვალდებულებად პირადად მიმართოს აბიტურიენტებს და საერთოდ, თუ არის გამოცდების ეროვნული ცენტრი დაინტერესებული, უშუალოდ აბიტურიენტებისგან მოისმინოს, თუ რა სირთულეები შეექმნათ მათ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.
დამეთანხემბით, რომ მაია მიმნოშვილის საპასუხო საუბრის, 60 თანამშრომლის განცხადების, პოლიტიკოსებისა და მოსახელეობის უდიდესი ნაწილის რეაქციის შემდეგ, ეს შემთხვევა ბევრად სცილდება ერთი თანამშრომლის სამსახურიდან უბრალო მოხსნის ფაქტს, რის საფუძველზეც, პირველ რიგში, ბავშვებს შეექმნათ მათთვის ძალიან საპასუხისმგებლო დროს ფსიქოლოგიური დისკომფორტი, რაც, არ შეიძლება, გამოცდის შედეგებზე ნეგატიურად არ აღიბეჭდოს.
რა პასუხი გაქვთ ამასთან დაკავშირებით აბიტურიენტებისთვის?
პასუხი

ავტორი: ია ანთაძე
03.06.2012 20:06
ლიი, დიდი მადლობა ამ გზავნილისთვის და შეკითხვისთვის.

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
03.06.2012 14:25
მე მექნება ერთი შეკითხვა ხატია დეკანოიძესთან;

მაგ თუ მინისტრი შაშკინი, დაავალებს და ნუ იტყვის
რომ არ ან ვერ დაავალებს, რომ უატესტატო მოსწავლეებს
მიაღებინოს მონაწილეობა, ერთიან ეროვნულ გამოცდებში
ყალბი დაუმსახურებელი ატესტატებით, როგორ გაუწევს
წინააღმდეგობას!?????

თუ გამოაქვეყნებს და გახდის საჯაროს; იმ ექვსასი მოსწავლის სიას, რომლებმაც შაშკინის ბრძანების საფუ
ძველზე მიიღეს დაუმსახურებლად ატესტატები! ეს
როგორც მახსოვს არაქართველი მოსწავლეები იყვნენ!!!!
და დამატებით თუ გაასაჯაროებს და გამოაქვეყნებს
იმ თოთხმეტი ქართველი ნიჭიერი მოსწავლის სიას
ვინც ატესტატი ვერ აიღო და შაშკინის ბრძანებით მისცეს
სპეც ატესტატები!!!! რომლებიც გაემგზავრენ საზღვარგარ
ეთის უმაღლეს სასწავლებლებში სასწავლებლად!!!!!!!!!!!!

ავტორი: ია ანთაძე
03.06.2012 13:57
დამდეგი კვირის ორშაბათს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარი იქნება გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი ხატია დეკანოიძე. იგი ისაუბრებს თემაზე: „გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი გამოწვევები“. თითოეულ თქვენგანს შეუძლია, დღეს, დღის განმავლობაში, გამოგზავნოთ შეკითხვები და მოსაზრებები გამოცდების ეროვნული ცენტრის წარსულ და მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით; აგრეთვე, იმ ცვლილებებზე, რაც ცენტრში იგეგმება (ან არ იგეგმება - ჯერ ზუსტად არ ვიცი) მისაღებ გამოცდებთან დაკავშირებით. თქვენს შეკითხვებს ხატია დეკანოიძე „რადიო თავისუფლების“ პირდაპირ ეთერში უპასუხებს ორშაბათს, 18.30–დან.

ავტორი: ია ანთაძე
03.06.2012 12:21
გუშინ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფ. კიცხში გვქონდა შეხვედრა. ეს სოფელი ცენტრალური გზიდან საკმაოდ მოშორებით მდებარეობს და გზაც დანგრეულია - ძლივს მივაღწიეთ მსუბუქი მანქანით. 40 ადამიანი ესწრებოდა შეხვედრას და, მათ შორის, ორმა ცალ-ცალკე მითხრა, რომ "მიშას ნიშა" საინტერესო სტატია გამოვიდა. ნამდვილად გაოგნებული დავრჩი, რომ სოფ. კიცხში ჩემს ბლოგს კითხულობენ. სრულებით აღარ გამკვირვებია, როცა ეს სტატია ხარაგაულის შეხვედრაზეც მიხსენეს. დიდი მადლობა ყველას.

ავტორი: JONI საიდან გვწერთ: FRANCIIDAN
03.06.2012 00:07
დღეს დიდი დღეა დიდი!!!!!!!!!!!!!!!!

მუბარაქს და მის შინაგან საქმეთა მინისტრს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა!!! დემოსტრანტების დახოცვის ბრძანების გაცემა შესრულების გამო!!!!! დათხოვნილია შინაგან საქმეთა სამინისტროდან ოთხი ათასი პოლიციელი!!!! დაპატიმრებულია და სასამართლოს ელოდება ათასრვასზე მეტი პოლიციელი და შინაგანი ჯარების ოფიცერი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

შიშიკოისტებო ხომ არაფერი გეცნობათ)))))???????????? მუბარაქი იყო თუ იყო ამერიკანცუზების ძმაკაცი))))!!!!!!!!!! ხოდა ცოტა ჭკვიანად იყავით სუყველა))))!!!!!!!!!!!!!

ავტორი: დათო
02.06.2012 02:28
ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
01.06.2012 11:58
ჯიგარი ხარ, ჯონი!!
ტატა მენტალურადაც ატაშია და ნურაფერი გაგიკვირდება! :))))
ძმა ხარ!!

ავტორი: ვიქტორ პეკელისი საიდან გვწერთ: ჯუნგლებიდან:)
01.06.2012 20:22
ქალბატონო ია სრულიად ვიზიარებ თქვენს დაყოფას საპარლამენტო არჩევნებისთვის სრულიად უმნიშვნელო ორი კორექტივით ;

პირველი ნიშას მეორე ქვენიშადან პირველ გვარს საერთოდ ამოვაგდებდი , მესამე გვარს დროებით თაროზე შემოვდებდი:) და მხოლოდ შუათანას დავტოვებდი.

მეოთხე ნიშა რათქმა უნდა ფაქტია , რეალურად 5% -იან ბარიერსაც გადალახავენ, მაგრამ ასევე დარწმუნებული ვარ ნინო ბურჯანაძეს პარლამენტში ცხვირს არ შეაყოფინებენ და მათ გაერთიანებას 4% -მდე ძლივს დაუფიქსირებენ... საპარლამენტო დაყოფისთვის მეოთხე ნიშას მე გავაუქმებდი:)))

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
01.06.2012 11:58
ტაატააააააა!!!!!

ხოხ ხოხ!! პუტინის ძმა არის ბიძო! და შიშიკო კიდევ და არაა)))???? აფხაზეთი, სამაჩაბლო, კოდორ, ახალგორი ბიძომ გაუფორმა რუსებს და აღიარებინა არა)))!!!! რაც შეეხება სიწყნარეს დღეს ესეა საჭირო))!! და თუ შიშიკო და მისი მიმდევრები ჭკვიანად არ მოიქცევიან და გააყალბებენ არჩევნებს აი მერე ნახეთ ჭკვიანი გამო სვლები)))))!!!! რაც შეეხება ხიდს შიშიკოს პამპერს (ესე უძახიან თბილისში) ნუ ცუდ რამესაც უძახიან უბრალოდ აქ ვერ დავწერ ტეხავს))!!!!მარტო ეგ კი არა ქუთაისში ის გველების ბუდეც დაინგრევა რასაც შიშიკომ პარლამენტი დაარქვა; დარჩენილი საქართველოს ორად გასახეთქად!!!! არ ეყო ერთი ქვეყანა სამად გახეთქა, ეხლა უნდა გაახუთოს არაა?????!!!!!!!! რაც შეეეხება პროცენტებს აირაის და ენდეაის ხშირად უსმინე რაის 20 პროცენტი))))ბიძოს მხოლოდ 10 პროცენტი აქვს აბაა))))))))))!!!!!!!!! ხოდა ოქტომბრის შემდეგ ჩამოდი გერმანიიდან და წიკლაურს და ბოკერიას მიეხმარე ტრანსპარანტების წერაში "თავისუფლება შიშიკოს"" გლდანის ციხეებთან გამოგადგებათ))))))!!!!!!!!!!!!

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
31.05.2012 21:48
joni საიდან გვწერთ: franciidan

ჯონი
გარწმუნებთ ყველა არხს ვუყურე და ყველას , მათ შორის გერმანულის კომენტარებიც მოვისმინე 27-ში , მაგრამ არც გული გამისკდა და არც 7-ში გამისკდება(დაწყებული გაქვთ მომხრეების შეგროვება, რაო მოვლენ ვითომ მრავლად? ...))) ). ყველაფერმა დემოკრატიულ ჩარჩოებში ჩაიარა, რას უნდა ავეღელვებინე (რაოდენობას?...კარგით რა..)) ). მეტი ვერ გაქაჩა ივანიშვილმა?...)))
ოქტომბერსაც მასეთივე სიმშვიდით ვხვდები ჯერჯერობით . თქვენი ფულის დამრიგებელი ბიძინა , როგორც პოლიტიკოსი, საშიში არ არის, რადგან პოლიტიკაში ჯერ პირველ კლასელია..........სკოლის დამთავრებამდე, უმაღლეში ჩაბარებამდე და ა. შ დიიიდი დროა...)))
მისი "პროგრამა" (ხიდების ნგრევით დაწყებული..))) ) იმდენად უსუსურია,რომ არჩევნებში გამარჯვება არ უწერია. აი სექტემბრის დასაწყისში დაგეგმილი რუსული სამხედრო წვრთნები და ბიზინას სასოწარკვეთა (სხვათაშორის თვითონ კარგად იცის რომ ვერ მოიგებს) და მისი პროვოკაციები, შესაძლოა სანერვიულო საბაბად გამიხდეს, მაგრამ ოპტიმისტი ვარ....... მაგასაც გადავლახავთ.
პუტინის ძმა და მეგობარი ივანიშვილი თავისი ბოსივით ყველაფერზე წამსვლელია.(მაგის გარემოცვაზე რომ არაფერი ვილაპარაკოთ.)
ასე, რომ ჯონი,თუ ასე მშვიდობიანდ განაგრძობთ მსვლელობას და ძალადობას არ მიმართავთ, ხალხმა შეიძლება დაგიფასოთ და 20% მაინც მიიღოთ. (ბიძინასთვის ყველაზე რეალური ციფრია).

ავტორი: ლიკა საიდან გვწერთ: თბილისი
31.05.2012 20:49
"ჩერგოლეიშვილი განმარტავს, რომ „ბრძოლა დღესვე!“-სტრატეგიას ელექტორატის მხოლოდ ერთი მეოთხედი ემხრობა, ხოლო ამომრჩეველთა დანარჩენი სეგმენტი „არსებული კურსით მეტ-ნაკლებად კმაყოფილია და მხოლოდ გაუმჯობესებას ითხოვს“.

მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონი თამარი პრეზიდენტის დიდი ფანია, ვფიქრობ, სიტუაციის გაუმჯობესებას მაინც მისთვის ყველაზე ახლობელ ადამიანს უკავშირებს (ბოკერიას ვგულისხმობ, რასაკვირველია).
ისე, ეჭვი მაქვს, რომ მიშა ყველაფერს გააკეთებს სწორედ იქ დასარჩენად, სადაც არის ( მე შენ გეტყვი, კანონების შეცვლა და მორგება გაუჭირდება თუ რა),
აბა, პრემიერ–მინისტრად რა უნდა, იქ რაღაც მაინც ხომ უნდა გააკეთოს.

ავტორი: joni საიდან გვწერთ: franciidan
31.05.2012 13:07
ტაატაააა!!!!!!

27 ში მარტო რუსთავი 2 ს უყურებდი))))???????
თბილისი ავაშენეო; გაჰკივის შიშიკო, გამოჩნდა
როგორ ააშენა და როგორაა ხალხი კმაყოფილი!!!!!!
ხო 7 შიც დაგისკდებათ გულები ქუთაისში!!!!!!!!
ნუ ოქტომბერზე აღარ გეტყვით; ძალიან მეცოდება შიშიკო)))!!!!!!

ტატა ალბათ ხვდები " შიშიკოს" განზრახ ვწერ და შეცდომაში არ ჩამითვლი))))))))!!!!!!!!!!!!!!!!!!!

ავტორი: ანონიმი
31.05.2012 12:05
"როცა დავინახავ მაშინ შევაფასებ"
ტატა, რად გინდა ასეთი ჯიუტობები.... როცა დაინახავ, მაშინ დამთავრებულია ყველაფერი. უკვე შუშისაა და შინაარსგამოცლილი ეს ბაგრატი. მე თუ მკითხავთ, არც სალოცავად აღარ გამოდგება. საწყალი ხალხი... "სპეცმლოცველები" იქნებიან მანდ ნაგულისხმევი მხოლოდ.
კომენტარები: გვერდი გვერდების რაოდენობა 2

ყველაზე პოპულარული