Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გია გვილავა


გია გვილავა ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:33:32 0:00

15 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო გია გვილავა, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" პროექტის ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც 14 ივნისს გამოქვეყნდა და ეხება საქმეს "მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ".

გია გვილავამ განსაკუთრებით აღნიშნა ევროსასამართლოს მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევის დადგენა. მისი განმარტებით, აქ გადამწყვეტი ფაქტორი იყო 2013 წლის დეკემბერში ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ამბავი. ევროსასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა ეს ფაქტი იმის გამო, რომ მასზე არ წარიმართა ეფექტიანი გამოძიება. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მთავრობამ სასამართლოს არ წარუდგინა "ამ ინციდენტის სერიოზული ახსნა გარდა იმისა, რომ მოკლედ მიუთითა ძალიან ბუნდოვან შიდა გამოძიებაზე, რომელიც სასჯელაღსრულების სამინისტრომ წარმართა და რომლის უმცირესი ნაწილიც კი არ გაუზიარა სასამართლოს". გია გვილავა თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დროულად არ გამოიძია ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტი და დღევანდელი განცხადებები გამოძიების განზრახვაზე არასერიოზულია.

გია გვილავა "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:49:16 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG