Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: ლევან გერაძე


ლევან გერაძე ოკუპაციასა და ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:37:08 0:00

27 მაისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ლევან გერაძე, "მრავალარხიანი დიპლომატიის ინსტიტუტ - საქართველოს" ხელმძღვანელი. მან ილაპარაკა ოკუპაციის ფონზე და 19 მაისს ხურჩაში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შემდეგ ადეკვატური, თანმიმდევრული და კომპლექსური პოლიტიკის მნიშვნელობაზე.

ლევან გერაძე თვლის, რომ საქართველომ ყველა საერთაშორისო ფორუმი უნდა გამოიყენოს ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციისთვის და უნდა წარმართოს "პროაქტიური, მაგრამ არაისტერიული" საგარეო პოლიტიკა. ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალის შეხვედრების განახლებას ლევან გერაძე იმედით უყურებს და ფიქრობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი ფორმატი, არამედ ის, თუ რა დგას მის უკან, რისთვის არიან მზად მხარეები. "დილის საუბრების" სტუმარი თვლის, რომ, თუ თანამშრომლობის უზრუნველყოფა შეუძლებელია, კომუნიკაცია მაინც უნდა აღდგეს საერთაშორისო ჩართულობით.

ლევან გერაძე "დილის საუბრებში"
please wait

No media source currently available

0:00 0:48:37 0:00
გადმოწერა

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG