კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:41

პოლიტიკა / საქართველო

რასმუსენი: ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ ალიანსის მოახლოებულ სამიტზე, რომელსაც ჩიკაგო უმასპინძლებს, ნატო „ძალიან მკაფიოდ“ აღიარებს საქართველოს პროგრესს. ამ საკითხს რასმუსენი შეეხო დღეს, ბრიუსელში რადიო თავისუფლების კორესპონდენტთან საუბრისას. „ჩიკაგოს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად ვაღიარებთ პროგრესს, რომელსაც საქართველო აღწევს ბოლო წლებში. ჩვენ ამას ვაღიარებთ სამიტის დეკლარაციაში. ჩვენ საქართველოს წვლილს ვაღიარებთ ძალიან მკაფიოდ. ჩიკაგოში  საქართველო მონაწილეობას მიიღებს სამ ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაში“, განაცხადა რასმუსენმა, რომლის განმარტებითაც, ერთ-ერთი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს წარმომადგენელი, კერძოდ საგარეო უწყების ხელმძღვანელი დაესწრება, იქნება ნატოში გაწევრიანების ასპირანტი ქვეყნების წარმომადგენელთა შეხვედრა.

მუქარა, რომ განალაგებს ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართულ შეტევით იარაღს, რუსეთის ასეთი მუქარები და განცხადებები არ შეესაბამება ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ...
ამავე ინტერვიუში ნატოს გენერალურმა მდივანმა „მოლაპარაკების ტაქტიკა“ უწოდა მოსკოვის განცხადებას, რომ „ჩიხშია შესული“ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება ევროპაში ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის განთავსებაზე და რომ რუსეთმა, შესაძლოა, საპასუხო ზომის სახით, რაკეტები განათავსოს კალინინგრადში, რომელიც ნატოს წევრ სახელმწიფოებს ესაზღვრება. რუსეთი აცხადებს, რომ ნატოს ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მის ეროვნულ ინტერესებს.

„რამდენიმე წლის წინ ჩვენ გვქონდა ნატო-რუსეთის სამიტი ლისაბონში და გადავწყვიტეთ განგვევითარებინა ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობა ნატოსა და რუსეთს შორის. მუქარა, რომ განალაგებს ნატოს ტერიტორიის წინააღმდეგ მიმართულ შეტევით იარაღს, რუსეთის ასეთი მუქარები და განცხადებები არ შეესაბამება ჭეშმარიტად სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას. ასე რომ, რომ მე ძალიან ვწუხვარ ასეთი რიტორიკის გამო,“ თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, ნატოს ჩიკაგოს სამიტზე, ალიანსი მიიღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ როგორი იქნება ალიანსის მისიის კონტურები 2014 წლის შემდეგ, როდესაც ავღანეთს საერთაშორისო ძალების სამხედრო ქვედანაყოფები დატოვებენ.  ნატოს გენერალურმა მდივანმა თავი აარიდა საუბარს დეტალებზე, თუ რომელი ქვეყნები აპირებენ გაიღონ ფინანსური დახმარება ავღანეთის უსაფრთხოების ძალების მომზადებაში 2014 წლის შემდეგ. „ჩვენი წინასწარი გათვლებით, მთლიანი ღირებულება ბრძოლისუნარიანი ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გრძელვადიანი უზრუნველყოფისათვის საჭიროა 4 მილიარდი დოლარი, რაც ნატოსა და ISAF-ის პარტნიორებმა სამართლიანად უნდა გაინაწილონ“, დასძინა ნატოს გენერალურმა მდივანმა რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

ნატოს სამიტი ჩიკაგოში 20-21 მაისს გაიმართება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მიჩიგან ავენიუდან საიდან გვწერთ: Сhicago
12.05.2012 22:37
ერთეულები,მათ შორის მადიარიც, თუნდაც მოსკოვში სწავლისას გადაბირებული "კანტორის" მიერ,ვერ დაამუხრუჭებენ საქართველოს OTAN-ში გაწევრიანებას.ჩვენები-საგარეო საქმეთა უწყებიდან ჭაკობენ ვერ აწვებიან არგუმენტირებით, NATO-ს და შეერთებული შტატების გამაძლიერებელი,სტრატეგიული ფაკტორია,დღევანდელი ასფირანტი ქვეყნების სწრაფი მიღება,2014 წლის შემეგ,დღევანდელზე სუსად ვიქნებით ალიანსში შესასვლელად,ისააფის დასრულება დაგვასუსტებს რუსეთიც იფხრიწება,რომ არ შეგვიშვას,ამერიკელებიც ორჭოფობენ,ჩვენი არგუმენტები უფრო ობიექტურად ძლიერია მათი შიშის გასაქარწყალებლად,რუსეთი სიტყვიერი დემარშების გარდა ჩვენი სჭრაფი გაჭევრიანების შემშლელი საქმით ვერ არის.თუ ჭკუით მივაწექით 2-3 წელიწადში დაცვითი ქოლგა გვექნება-OTAN-ის და ევროკავშირის სახით.მათ დინებას ბიუროკრატიულს ნელს ნუ მივყვებით,დავაჩქაროთ.რაც შეგვიძლია

ავტორი: ანონიმი
11.05.2012 21:11
ამ პიროვნებას შეიძლება არც ჰქონდეს კავშირი ამ თემასთან მაგრამ მის შემგზავნებს ნამდვილად აქვთ ბატონო კობა ალბათ არასტალინო. გასარკვევია არის თუ არა ვინმე მაგისთანა იქ სადაც თითქოს და წესით არ უნდა იყოს

ავტორი: ანონიმი
11.05.2012 19:24
უნგრელი ჩეკისტი შანდორ ლაბორჩი, მოსკოვის კგბს სკოლა რომ დაამთავრა 1980-ან წლებში, ნატოს დაზვერვის კომიტეტის უფროსი აღარაა თუ რაშია საქმე?
პასუხი

ავტორი: koba
11.05.2012 19:45
გენერალი შანდორ ლაბორჩი, როტაციის წესით მხოლოდ 2008-2009 წლებში ხელმძღვანელობდა ნატოს საგარეო დაზვერვის კომიტეტს. მაგრამ რა კავშირი აქვს მის პიროვნებას ამ თემასთან?

ყველაზე პოპულარული