Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასკოლო მზაობის საპილოტე პროგრამა სტარტს იღებს


ლია გიგაური
ლია გიგაური

2016-2017 წლიდან სტარტს იღებს სასკოლო მზაობის საპილოტე პროგრამა, რაც ხუთიდან ექვს წლამდე ასაკის ბავშვების სკოლისთვის მომზადების ერთწლიან ციკლს გულისხმობს. ადრეული და სკოლამდელი განათლების შესახებ კანონის დამტკიცებამდე სასკოლო მზაობის პროგრამა სავალდებულო არ არის, ამიტომ მომდევნო სასწავლო წლიდან მშობლებს საშუალება ეძლევათ თავად გადაწყვიტონ ჩართონ თუ არა შვილები საპილოტე პროგრამაში. სად იქნება შესაძლებელი სასკოლო მზაობის პროგრამის სერვისის მიღება? როდიდან დაიწყება სასწავლო პროცესი? როგორ დარეგისტრირდებიან და რას ისწავლიან ბავშვები? ამ და სხვა კითხვებს უპასუხებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური. ინტერვიუ მასთან ნინო თარხნიშვილმა ჩაწერა.

გადმოწერა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG