Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ალადაშვილი: ადრე თუ გვიან მოსალოდნელი იყო ასეთი მუქარა საქართველოს მიმართ


ირაკლი ალადაშვილი
ირაკლი ალადაშვილი

პარიზში განხორციელებული ტერაქტების ფონზე საქართველოში აქტუალური გახდა ისლამისტი ჯიჰადისტების მხრიდან მომავალ საფრთხეზე საუბარი. ამას ბიძგი მისცა მუქარის წერილმა, რომელიც სოციალური მედიის საშუალებით გაავრცელა ვინმე თამაზ ჭაღალიძემ, რომელიც საკუთარ თავს ექსტრემისტული დაჯგუფება „ისლამისტური სახელმწიფოს“ რიგებში მებრძოლს უწოდებს და სასტიკი სასჯელით ემუქრება ყველას, „ვინც ისლამისა და მუსლიმების წინააღმდეგ რაიმეს ჩაიდენს.“ ამ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება გეგმავს, გაამკაცროს სისხლის სამართლის სასჯელი საქართველოს იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უცხო ქვეყნებში, მათ შორის უკრაინაში, უკანონო შეიარაღებულ ფორმირებაში გაწევრიანდებიან. ამ საკითხებზე კობა ლიკლიკაძე ესაუბრება სამხედო ჟურნალ „არსენალის“ რედაქტორს ირაკლი ალადაშვილს.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG