”ჩვენ უნდა მოვახდინოთ სპორტის დეოკუპაცია პოლიტიკისაგან”, აცხადებს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპორტის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი ირაკლი დოლაბერიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში. როგორია სპორტის სამინისტროს ახალი გუნდის სტრატეგია, სპორტის განვითარების თვალსაზრისით; მოახლოებული არჩევნები სპორტულ ფედერაციებში; აღდგება თუ არა სპორტის აკადემია - სწორედ ამ და სხვა საკითხებზე ესაუბრა ირაკლი დოლაბერიძეს ჩვენი კოლეგა ნინო თარხნიშვილი.
-
ნინო თარხნიშვილი
რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2009 წლიდან. მუშაობს ჯანდაცვის, ადამიანის უფლებების, განათლების, უმცირესობებისა და სხვა სოციალურ საკითხებზე.