ოთხშაბათი, 29 ივლისი, 2015 თბილისის დრო 21:51

პოლიტიკა / მსოფლიო

ირანის საკითხზე საერთაშორისო მოლაპარაკება ოპტიმიზმის გარეშე

საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
x
საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.
საიდ ჯალალი, ირანის წარმომადგენელი და კეტრინ ეშტონი, ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი.

მულტიმედია

აუდიო
ექვსი ბირთვული სახელმწიფოს - აშშ-ის, რუსეთის, ბრიტანეთის, ჩინეთის, საფრანგეთისა და გერმანიის - წარმომადგენლები ყაზახეთის უდიდეს ქალაქ ალმა-ათაში შეიკრიბნენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე სამსჯელოდ. იმის გამო, რომ მოლაპარაკება ირანის საკითხზე უკვე 10 წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, ანალიტიკოსები არც ამ შეხვედრიდან ელიან რაიმე გარღვევას.

ბირთვული ექვსეულის წარმომადგენლები ალმა-ათაში მთელი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ირანის ბირთვულ პროგრამაზე, რომლის მიმართაც მხარეთა პოზიციებს შორის ამავე ფორმატის მოსკოვის ივნისის უშედეგო შეხვედრაზე დიდი ნაპრალი გამოჩნდა. თუმცა მოლაპარაკებაში ჩართული საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის თანაშემწე მაიკლ მანი ვარაუდობს, რომ ალმა-ათის შეხვედრა წინგადადგმული ნაბიჯი იქნება და ბიძგს მისცემს თეირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ არსებული 10-წლიანი ჩიხური ვითარებიდან საბოლოო გამოსავლის მოძებნას:

„ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კეთრინ ეშტონი, E3+3-ის (ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, რუსეთის, ჩინეთის და აშშ-ის) წარმომადგენლებთან ერთად, მოწოდებულია, დიპლომატიის გზით გადაიჭრას ირანის ბირთვული პრობლემა. ირანს უნდა ესმოდეს, რომ მოლაპარაკებებში კონკრეტული და არსებითი პროგრესის მიღწევა გადაუდებლად საჭიროა, ხოლო ალმა-ათის შეხვედრა რეალურ შესაძლებლობას იძლევა იმისათვის, რომ სერიოზულ მოლაპარაკებებში მონაწილეობით კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგას ნდობის მოსაპოვებლად, რამაც შესაძლოა გვაპოვნინოს გზა გრძელვადიან, ყოვლისმომცველ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების  დასაწყებად.“
ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთავაზება, ჩვენი ახალი წინადადება არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას შეესატყვისება, არამედ ის ასევე უპასუხებს თავად ირანის იდეებსაც...

გავრცელებული ინფორმაციით, მსოფლიოს ზესახელმწიფოები აპირებენ შესთავაზონ ირანს ზოგიერთი სანქციის შემსუბუქება, სახელდობრ, ირანის ოქროთი და ძვირფასი მეტალებით ვაჭრობასა და ასევე ზოგიერთი სახის საეთაშორისო საბანკო ოპერაციებზე. მაიკლ მანს, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეთრინ ეშტონის თანაშემწეს, არ დაუზუსტებია დეტალები ამ შეთავაზებისა, თუმცა მიანიშნა, რომ იგი ირანს გარკვეული „მოქნილობის გამოჩენის“ შესაძლებლობას მისცემს:

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ახალი შეთავაზება, ჩვენი ახალი წინადადება არა მხოლოდ ირანის ბირთვული პროგრამის გამო საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას შეესატყვისება, არამედ ის ასევე უპასუხებს თავად ირანის იდეებსაც.“

ამ შეთავაზებების პასუხად, ბირთვული სახელმწიფოები მოელიან, რომ ირანი უარს იტყვის ურანის გამდიდრების პროცესზე, რაც შესაძლოა ატომური ბომბის შექმნით დასრულდეს.

ირანი არ აპირებს ურანის გამდიდრების პროგრამის შეწყვეტას და უარყოფს ბრალდებებს, თითქოს იგი ატომური იარაღის შექმნას ესწრაფოდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავის მხრივ ირანის დელეგაციის წევრს, მაჰმუდ მოჰამედსაც აქვს მომზადებული წინადადებები, რომლებსაც იგი ალმა-ათის მოლაპარაკებების მონაწილე ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესთავაზებს.


ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

სხვა მასალები

აუდიო გიგლა აგულაშვილი: ჩართულობის გარდა, მკაცრი ადმინისტრირებაც გვჭირდება

რა ასწავლა თბილისში ივნისის შუა რიცხვების დამანგრეველმა წყალდიდობამ ხელისუფლებას? რა ვითარებაშია მოსალოდნელი ბუნებრივი კატასტროფების პრევენცია ქვეყანაში?
გაგრძელება

აუდიო ვინ უნდა გამოიძიოს პოლიციელთა შესაძლო დანაშაული

პოლიციის განყოფილებებში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების სათანადო გამოძიებისკენ მოუწოდებს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ და ადვოკატთა ასოციაცია ხელისუფლებას.
გაგრძელება

აუდიო დისკრიმინაცია - რეაგირების გარეშე

უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ საქართველოში არის დისკრიმინაციის პრობლემა, რასაც ერთი წლის წინ მიღებულმა კანონმა ჯერჯერობით ვერაფერი უშველა.
გაგრძელება

აუდიო ელექტრონული ფესტივალისთვის სამზადისი

ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა და დევნილთა განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს, სადაც 30 ივლისიდან, 7 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონული მუსიკის ფესტივალი „Gem fest“ უნდა გაიმართოს.
გაგრძელება

თქვენი პუბლიკაციები

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

ყველაზე პოპულარული