ირანის მორიგი ნაბიჯი ბირთვული იარაღის მიმართულებით?
ცენტრიფუგები ნათანზის ბირთვულ რეაქტორშიx
ცენტრიფუგები ნათანზის ბირთვულ რეაქტორში
ირანი აცხადებს, რომ დაიწყო საკუთარი წარმოების პირველი ბირთვული საწვავის ღეროების ჩატვირთვა თეირანის მახლობლად მდებარე კვლევით რეაქტორში. ოთხშაბათს ინსტალაციის ცერემონიას პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჟადი უძღვებოდა. სახელმწიფო ტელევიზიის თანახმად, რომელმაც გააშუქა ცერემონია, პრეზიდენტმა 20 პროცენტით გამდიდრებული ურანი ჩატვირთა რეაქტორში. აჰმადინეჟადმა ამ მოვლენას „ირანელ მეცნიერთა მიღწევა“ უწოდა. როგორც მოსალოდნელია, ირანის ლიდერი ისაუბრებს ბირთვული პროგრამის სფეროში სხვა წარმატებებზეც, მათ შორის ურანის გასამდიდრებელი ახალი ცენტრიფუგების მშენებლობაზე. ირანი აცხადებს, რომ მისი ბირთვული პროგრამა სამშვიდობო დანიშნულებისაა და, სხვათა შორის, კიბოს მკურნალობისთვის არის გამიზნული. დასავლეთის ქვეყნებს კი მიაჩნიათ, რომ ისლამური რესპუბლიკა ბირთვული იარაღის შექმნას ცდილობს.
ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.
რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)