პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:28

პოლიტიკა / მსოფლიო

ვენაში ირანსა და გაეროს ატომურ უწყებას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს

ბუშერის ბირთვული სადგურიბუშერის ბირთვული სადგური
x
ბუშერის ბირთვული სადგური
ბუშერის ბირთვული სადგური

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ირანმა და გაეროს ატომურმა უწყებამ ვენაში დაიწყეს მოლაპარაკება, რომლის თემაცაა ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პროგრამა. მოლაპარაკება ორ დღეს გასტანს. ერთმანეთის წინაშე არიან  ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოში ირანის წარმომადგენელი ალი აშღარ სოლათანიე და სააგენტოს მთავარი ექსპერტი ჰერმან ნაკაიერტსი.

უკანასკნელად ასეთი მოლაპარაკება თებერვალში გაიმართა ირანში, თუმცა მას რაიმე სახის გარღვევა არ მოჰყოლია. გაეროს უწყება იძიებს ეჭვებს, რომ თეირანი შესაძლოა ბირთვულ იარაღზე მუშაობდეს. თეირანი ამას უარყოფს.
მოლაპარაკებისას გაერო შეეცდება ირანი დაიყოლიოს სააგენტოს ინსპექტორები დაუშვას პარჩინის სამხედრო კომპლექსში. გავრცელებული შეშფოთებით, შესაძლოა სწორედ ამ ობიექტზე მიმდინარეობდეს მუშაობა ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

ეს ეჭვები გამოითქვა გაეროს ბირთვული უწყების მიერ ნოემბერში გავრცელებულ ანგარიშში.

უწყების თავმჯდომარის, იუკია ამანოს თქმით, ამ ობიექტზე დაშვების მიღწევა მისი ორგანიზაციისთვის „პრიორიტეტული“ საკითხია  მიმდინარე მოლაპარაკებებზე.

ირანი ამ ბრალდებებს შეთითხნილს უწოდებს. ამ დრომდე გაეროს ბირთვულ უწყებას თეირანი უარს ეუბნებოდა დაეშვა პარჩინის ბაზაზე.

თეირანი გამუდმებით უარყოფს ბრალდებას, რომ ის ჩუმად ბირთვულ იარაღზე მუშაობს. ასეთი ეჭვი აქვთ დასავლეთის ქვეყნებს.  ეს შეშფოთება განსაკუთრებით აშშ-სა და მის მოკავშირე ისრაელში შეიმჩნევა.

23 მაისს ბაღდადი უმასპინძლებს მნიშვნელოვან შეხვედრას: ირანი თავის ბირთვულ პროგრამას განიხილავს მსოფლიოს ექვს წამყვან სახელმწიფოსთან - ბრიტანეთთან, ჩინეთთან, საფრანგეთთან, რუსეთთან, აშშ-სა და გერმანიასთან.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)

ყველაზე პოპულარული