ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 22:28

რუბრიკები / ინტერვიუ

ირმა ინაშვილი: ”საზოგადოება პატიმრების წამების ამსახველ ახალ კადრებს ეტაპობრივად ნახავს”

ირმა ინაშვილი
ირმა ინაშვილი
ტექსტის ზომა - +
მედიაკავშირ ”ობიექტივის” ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპატიმროებში წამების ამსახველი კადრების საათნახევრიანი მასალა მას ივნისის დასაწყისში, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის სახელით, უცნობმა მამაკაცმა მიაწოდა. ირმა ინაშვილს რადიო თავისუფლება ბრიუსელში დაუკავშირდა, სადაც ის შეხვედრებს მართავს ევროსტრუქტურის წარმომადგენლებთან, უფლებადამცველებსა და მედიაორგანიზაციებთან. გავრცელდება თუ არა პატიმართა წამების ამსახველი ახალი კადრები და რა რეაქცია ჰქონდათ ევროსტრუქტურის წარმომადგენლებს საპყრობილეებში გადაღებული კადრების ხილვისას? ირმა ინაშვილს ჩვენი კოლეგა, ნინო თარხნიშვილი, ესაუბრა.

ირმა ინაშვილი: ”საზოგადოება პატიმრების წამების ამსახველ ახალ კადრებს ეტაპობრივად ნახავს”
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მე საიდან გვწერთ: ბათუმი
18.10.2012 21:30
"გმირებიც" და "უცოდველი კრავებიც" მხილებულებთან ერთად უნდა დაიკითხონ!!!!

ავტორი: ანონიმი
29.09.2012 00:18
დიდი მადლობა ასეთი გულუხვობისთვის.

ავტორი: ანონიმი
24.09.2012 16:30
ძალიან კარგად შერჩეული იყო ამ კადრების გამოქვეყნების დრო. რომ არა ეს წინასაარჩევნო სრბოლა, ვიდეოების ხილსვის შემდეგ პატიმრების ახლობლები ციხესთან შეიკრიბებოდნენ, რამდენიმე აღშფოთებული აქციას გამართავდა, ხელისუფლება ძალიან წარმატებით "გახსნიდა შეთქმულებას" და "აღმოაჩენდა" იმას, ვინც პატიმრების წამება დაუკვეთა, აღიარებინებდა კიდეც დანაშაულს, რის შემდეგ ცხოვრება ისევ საამური გახდებოდა. ჩვენ ხომ არაერთხელ გავმხდარვართ ამგვარი სცენარის მოწმენი. აპელირება იმაზე, რომ ვიღაცას აწყობდა ამ ვიდეოების სწორედ ახლა გამოჩენა და ვინც მათ ამდენს ხანს მალავდ, მხოლოდ და მხოლოდ დანაშაულის ჩაფარცხვის, მისი მიჩქმალვის მცდელობაა. რამდენად წარმატებულია ეს მცდელობა, ეს ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ - ხალხმა

ავტორი: მომ-ცოცხ-ავი საიდან გვწერთ: სი-ცოცხ-ლიდან
24.09.2012 09:48
ავტორი: ლუკა შელია საიდან გვწერთ: სამარა
21.09.2012 23:14-ვთარგმნეთ და მივხვდით:რუსების მანევრები ხელს აძლევს ნაცმოძრაობას, რომელიც რუსული საფრთხით აშინებს ქართულ საზოგადოების ნაკლებადინფორმირებულ ნაწილს და არჩევნებზე მათ მიმხრობას გეგმავს...მანევრებით პუტინიც ხელს უწყობს ხელისუფლებაში ნაცების ყოფნას, რადგან დარწმუნებულია იმაში, რომ სანამ ისინი ხელისუფლებაში იქნებიან-აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლად არსებობაც" გარანტირებულია (არავითარი მოლაპარაკება მიშასთან, არავითარი მოლაპარაკება ლილიპუტინთან)-მხოლოდ გოიმებს სჯერავთ ოკუპაციის საშიშროებისა ოცნების სასარგებლოდ, მხოლოდ გოიმებს სჯერათ, რომ ბიძინა რუსი ოლიგარქია და "პუტინის კაცი", ხოლო ბენდუქიძე ქართველი ბიზნესმენი და "პატრიოტული მიზნებით" რუსული ფულით ქართულ ხელისუფლებაში მოსული!

ავტორი: Simon საიდან გვწერთ: Kutaisi
22.09.2012 12:17
http://presa.ge/new/index.php?m=politics&AID=19149

ციტატი: "გამორიცხული არ არის, რომ ბედუკაძეს კადრების გადაღება ნამდვილად შეუკვეთეს. აქ ყურადღება სხვა რამეზა გასამახვილებელი, როგორც ჩანს, „ქართულმა ოცნებამ“ დიდი ხანია იცოდა ამ ვიდეოების შესახებ და სპეციალურად ბლოკავდა მათ გამოქვეყნებას არჩევნების პერიოდამდე.

ივანიშვილისთვის, ამ კადრების გამომზეურება პოლიტიკურად ხელსაყრელი სწორედ არჩევნების წინაპერიოდში იქნებოდა. გამოდის, რომ კოალიცია გარკვეულ მანიპულირებას აკეთებდა პატიმრების თემით.

შეიძლება გაჩნდეს ვარაუდიც რომ მათ ამ ვიდეომასალის დაკვეთაშიც ჰქონდათ გარკვეული როლი, მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, მძიმე ბრალდებაა და სერიოზული მტკიცებულებებია საჭირო."

ავტორი: ლუკა შელია საიდან გვწერთ: სამარა
21.09.2012 23:14
ა, ბატონო!!!

http://echo.msk.ru/news/932824-echo.html
................................................................
Министерство иностранных дел Грузии выразило протест в связи с приземлением российского вертолета на территории страны.

21 сентября 2012 | 21:30

Это случилось сегодня днем. Как сообщали в Южной Осетии, вертолет МЧС России летел в республику с грузом гуманитарной помощи. По ошибке пилоты приземлились на грузинской территории на окраине Цхинвали. Однако, как только они поняли свою ошибку, то срочно взлетели и приземлились у одного из южноосетинских сёл.

В свою очередь, в грузинском МИДе, как передает Интерфакс, утверждают, что в последнее время близ административной границы республики происходит концентрация российских подразделений. Там также обращают внимание, что на юге России в эти дни проходят учения "Кавказ-2012" и всё это происходит в преддверии парламентских выборов в Грузии.

ვინაც ქარტულად კარგათ თარმნით რუსულისგან, ეგება თარგმნოთ. მადლობა.

ავტორი: ხუთკუნჭულა
21.09.2012 20:55
ესენი თავად აღიარებენ, რომ დანაშაული ჩაიდინეს, განგაში არ ატეხეს თვეების წინ და თან თავს გმირებად ასაღებენ...
ხალხი და პატიმრები კი არა, სკამები ადარდებთ და სკამების ოცნება უნდა ერქვათ

ავტორი: Merab საიდან გვწერთ: Trier
21.09.2012 13:39
ზულფიას !

ეს, როგორც თქვენ ამბობთ, ტექტონური ძვრებით გამოწვეული აზრთა შეხლა-შემოხლა შეიძლებოდა არ ყოფილიყო ცუდი საზოგადოებისთვის, მაგრამ მაინდამაინც არჩევნების წინ ამ მასალის გამოქვეყნებით გაფუჭდა საქმე, ანუ მოვლენათა განვითარება, გვინდა, თუ არ გვინდა, წარიმართება წინაასაარჩევნო ცხოვრების ფორმატში, და საზოგადოება დიდად ვერ ისარგებლებს ამ სკანდალურ ამბავზე საფუძვლიანი დისკუსიებით. მხედველობაში მაქვს ის, რომ ვერ შედგება საზოგადოებრივი, სამოქალაქო ცნობიერების განვითარებისთვის ასე საჭირო (თემატური) დისკუსიები. არჩევნები "შეიწირავს" მართლა ამ დიდ თემებს, და დარჩება მხოლოდ შოკი და გაბრაზება, ანუ მოცემულ პირობებში საზოგადოებას გაუჭირდება სიღრმისეული დასკვნების გამოტანა. სხვათაშორის, ამიტომაცაა საეჭვო გამომქვეყნებელთა მიერ არჩევნების წინა დღეებზე ამ მასალის გამომზეურების თაიმინგი. ეს დროითი დამთხვევა აღძრავს ეჭვს მათი ოპოზიციური ანგაჟირებულობის შესახებ, აგერ, ამდენი ხანი ედოთ-თურმე თაროებზე ეს მასალები, და მაინდამაინც ახლა არჩევნების წინ გამოაქვეყნეს, როცა ყველაზე დიდია საშიშროება ამ ამბის სხვა თემით, სხვა პლასტით გადაფარვისა როგორც მთავრობის მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც, თუმცა მაინც დიდი საქმე გაკეთდა. მთავარია, რომ რაღაცნაირად გამოქვეყნდა ეს მასალა. თავის დროზე გირგვლიანის საქმეზე რომ უფრო ეფხიზლა ქართულ საზოგადოებას მთლიანად, და მეტად ეაქტიურა, ბევრ რამეზე არ დაეხუჭა თვალი, იქნებ არც მიეღო ასეთი სადისტური ფორმები ყოველივეს.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
21.09.2012 12:00
ე.ი. ირმა ინაშვილიც ჩადენილი დანაშაულის მონაწილეა.

მან დამალა ფაქტები, რომელიც უნდა გადაეცა შესაბამის სამსახურებითვის. არა აქვს მნიშვნელობა შშს ამს კადრებს რას უზამდა.

ჩმეთვის პირადა ამ ინფორმაციის შმედეგ ქართული ოპოზიცია ისეთივე დანაშაულის მონაწილეა, როგორც ქართული მართმადიდებლური ეკლესია, რომელიც ისევე საჭიროესბ რეფორმებს, როგორც სასჯელაღსრულების ინსტიტუტი.

ავტორი: nini საიდან გვწერთ: safrangeTi
21.09.2012 11:28
მადლობა ირმა ასეთი თავდადებისთვის. წარმომიდგენია ეს კადრები მოსვენებას არ მოგცემდათ ისევე როგორც მთელ საქართველოს. გთხოვთ ბოლომდე მიიყვანოთ ეს საქმე, მართლაც დიდ რამეს აკეთებთ. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ და მოთმინება მოგცეთ ამ საქმის დაბოლოებისთვის.

ავტორი: ზულფია
21.09.2012 11:21
აბა, თქვენ იცით, მეორე, მესამე და ა.შ. ნაწილები ახლა მომდევნო არჩევნებამდე შეინახეთ, ქალბატონო ირმა, ქართულ სახელმწიფო, ქვეყნის საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზრი უდიდეს ტექტონიკურ ძვრებს რომ განიცდის, ეს არაფერი. მთავარია, თქვენ და ფოფხაძემ გამოიზოგოთ ეს მასალა, ვინძლო, შეინარჩუნოთ პოპულარულობა მედია-სივრცეში. მგირები ხართ, გმირები! ქართველი ასანჟები ხართ! როგორც გითხარით მომდევნო პუბლიკაცია მოავალ არჩევნებს დაამთხვიეთ, აბა, ჰე!

ავტორი: davit საიდან გვწერთ: tbilisi
20.09.2012 22:05
მიდი ირმა გამოაქვეყნე რა,შენ მთელი საქართველო გელოდება,შენ ახლა სატანა კუდით გყავს დაჭერილი,არ შეშინდე ირმა,მიდი ირმა,შენ ახლა იმ მხეცურად და სადისტურად დახოცილი ადამიანების სულებიც შეგყურებენ!!!გთხოვთ ირმა ძალიან გთხოვთ.

ყველაზე პოპულარული