ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:43

რუბრიკები / ინტერაქტიული დიალოგი

კახა ბექაური: "გვაქვს სტრატეგია, რომ "თრიალეთის" მსგავსად, რეგიონული ტელევიზიები გავაძლიეროთ"

x
ტექსტის ზომა - +
ავტორი ია ანთაძე
დღეს „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ გენერალური დირექტორი კახა ბექაური. იგი საუბრობს თემაზე: „ინფორმაციის გაცვლის ახალი სისტემა თბილისსა და რეგიონებს შორის“. ორშაბათობით სტუმრისთვის შეკითხვის დასმის საშუალება აქვს ყველას, ვინც თავის შეკითხვას ტექსტური შეტყობინებით წინასწარ გამოგზავნის ნომერზე 15 - 10, ან მოგვწერს რადიოს ვებსაიტზე: www.radiotavisupleba.ge

კახა ბექაური: "გვაქვს სტრატეგია, რომ "თრიალეთის" მსგავსად, რეგიონული ტელევიზიები გავაძლიეროთ"
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: საბა წიწიკაშვილი საიდან გვწერთ: გორი, ჟურნალისტი.
22.05.2012 07:33
აზრი აქვს თუ არა ,,თრიალეთის" 10%-ის შესყიდვას თანაც 1 მლნ ლარად და რატომ არ ქვეყნდება ხელშეკრულება? რა გარანტიაა იმისა, რომ მისი მფლობელი ნანეტაშვილი კვლავ ხელისუფლებაში არ წავა (2004 წელს ვიცე-გუბერნატორი; 2004-2006 - პარლამენტარი ნაციონალური სიით, 2006-2008 წლებში ოპოზიციაშია, 2008-2010 წწ ისევ ვიცე - გუბერნატორი; 2010 წლიდან კი ოპოზიციაში), ხოლო ,,თრიალეთის" 90% ხელისუფლებას არ მოემსახურება? გმადლობთ.

ავტორი: ია ანთაძე
22.05.2012 01:12
ბატონო კახა, მინდა, კიდევ ერთხელ გითხრათ მადლობა მობრძანებისთვის და უაღრესად საყურადღებო ინტერვიუსთვის. ვაქვეყნებ შეკითხვებს და გთხოვთ, თუ საშუალება გექნებათ, თუნდაც, ზოგიერთ მათგანზე გვიპასუხოთ კვირის ბოლომდე. დიდი მადლობა წინასწარ.


1. მაინტერესებს, როგორ არის შესაძლებელი „მეცხრე არხის“ გადაცემების ნახვა რეგიონებში მათთვის, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება?

2. ნაციონალური მოძრაობისთვის ძალაუფლების შენრჩუნების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია მონოპოლია ინფორმაციაზე საქართველოს რეგიონებში. რამ უნდა აიძულოს ხელისუფლება, რომ დათმოს ეს მონოპოლია?

3. ბატონო კახა, ძალიან გულწრფელად მინდა გკითხოთ: „მეცხრე არხის“ ღამის საინფორმაციო პროგრამას ინტერნეტით ათასზე ნაკლები მაყურებელი ჰყავს. ასე აპირებთ გაგრძელებას?

4. გურჯაანში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ „მეცხრე არხის“ ჟურნალისტები ერთგვარი ვიდეოპატრულის ფუნქციას შეასრულებენ. ბატონი კახა თუ ეთანხმება ამ შეფასებას და თავად როგორ განმარტავს ძიძიგურის განცხადებას?

5. ბატონო კახა, თუ თეფშების დადგმა სხვადასხვა მიზეზით ვერ შეძლო რეგიონებში მაცხოვრებელმა ხალხმა, ხომ არ ფიქრობთ, რომ გაუმართლებლად ძვირი დაჯდება „მეცხრე არხის“ ფუნქციონირება?

6. კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები არ ერიდებიან იმის დემონსტრირებას, რომ ტელეკომპანია „მეცხრე არხი“ დაახლოებულია მათთან. მიგაჩნიათ თუ არა, რომ ასეთი დამოკიდებულება ამცირებს „მეცხრე არხის“ მიმართ ნდობას?

7. ერთი შეკითხვა მაქვს: ძალიან ცოტა დრო ხომ არ არის დარჩენილი არჩევნებამდე იმისთვის, რომ ადამიანები ახალი ტელევიზიის ყურებას შეაჩვიოთ? „რუსთავი ორს“ და „იმედს“ ამისთვის წლები დასჭირდა.

8. ბატონო კახა, მოსახლეობის რამდენ პროცენტს აქვს „თეფშები“ რეგიონებში?

9. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ წავიკითხე, რომ „მეცხრე არხს“ რეგიონებში 40-მდე ოფისი ექნება. თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რეგიონებიდან ბევრი ინფორმაცია წამოვა თბილისში. მაგრამ თავად რეგიონების მოსახლეობის ინფორმირებას როგორ აპირებთ?

10. რეგიონებში „მეცხრე არხი“ დამოუკიდებელი ჟურნალისტების გადაბირებას ცდილობდა და არა - ხელისუფლების მიერ გაკონტროლებული ჟურნალისტების. რატომ?

11. ტელეკომპანია „მეცხრე არხისთვის“ ჟურნალისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები არჩევდნენ. თუკი პარტია და ტელევიზია გამიჯნულია, რატომ ერეოდნენ ჟურნალისტების შერჩევაში კოალიციის წარმომადგენლები - ყოველ შემთხვევაში, რეგიონებში?


ყველაზე პოპულარული