შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 15:57

რუბრიკები / ინტერვიუ

შესაძლებელია თუ არა კატასტროფების რისკის მართვა საქართველოში

კახა ბახტაძეკახა ბახტაძე
x
კახა ბახტაძე
კახა ბახტაძე
ტექსტის ზომა - +
კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსლის ორგანიზებით, 19 აპრილს თბილისში გაიმართა  საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით  ”კატასტროფების რისკის მართვა - გამოწვევა განვითარებისათვის”, რომელშიც ქართველი და უცხოელი მეცნიერები და   გარემოსდამცველები მონაწილეობდნენ. მოეწყო  საქართველოს ბუნებრივი საფრთხეებისა და რისკების ატლასის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოში პირველად მომზადდა. როგორც ირკვევა, ბუნებრივი კატასტროფებით გამოწვეული შესაძლო წლიური ზარალი საქართველოში 146 მილიონი დოლარიდან 3.3 მილიარდ დოლარამდეა შეფასებული, სტიქიური მოვლენებისა და მათ მიერ გამოწვეული კატასტროფების რიცხვი კი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში იზრდება. ამ საკითხებზე რადიო თავისუფლება  კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო  ორგანიზაციების ქსლის (CENN) პროგრამების მენეჯერს, კახა ბახტაძეს ესაუბრა.

შესაძლებელია თუ არა კატასტროფების რისკის მართვა საქართველოში
Loading
12:00:00 / -:--:--


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
20.04.2012 19:16
უნდა არსებობდეს როგორც ქვეყნის ბედით და მომავლით დაინტერესებული ხელისუფლება ისე ამ ხელისუფლებისგან მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი და სოლიდარული განათლებული და თავისი და არა მარტო სხვისი ქვეყნის მოყვარული და დამფასებელი საზოგადოება. თუ ქვეყანა დგას ამ ორ ფეხზე არ იქნება ცუდად მისი საქმე. ასეა ნორმალურ ქვეყნებში. ცალფეხას საქმე ვერაა კარგად და უფეხო ქვეყანა მკვდარია და გასასვენებელი.

ყველაზე პოპულარული