ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 02:47

პოლიტიკა / საქართველო

მუშტი-კრივი გორის სოფლებში

მერეთში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეებიმერეთში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები
x
მერეთში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები
მერეთში მომხდარი დაპირისპირების მონაწილეები

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გორის რაიონში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო იძაბება. საქმეში უკვე ბახუსი და მუშტი ჩაერთო. აგრესიულად განწყობილი ადამიანები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების  სოფლებში შეხვედრების ჩაშლას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ. აგრესიას ჟურნალისტების მიმართაც გამოხატავენ. სოფელ ახალდაბაში ერთმა პიროვნებამ სააგენტო „ინფო 9“-ის ოპერატორს თორნიკე თიბილაშვილს ჯერ გადაღების შეწყვეტა მოსთხოვა და შემდეგ მუშტი პირდაპირ სახეში ჩაარტყა. ამავე სოფელში ჩხუბი ოპოზიციისა და ხელისუფლების მომხრეებს შორისაც გაიმართა. 

„ინფო 9“-ის ოპერატორს თვალი აქვს დაზიანებული, დამტვრეულია ვიდეოკამერაც. თიბილაშვილმა სამედიცინო ექსპერტიზა უკვე ჩაიტარა და რეაგირებისთვის სახალხო დამცველს მიმართა. პიროვნება, რომელმაც მას დაარტყა, ვიდეომასალაზე დაფიქსირებულია, თუმცა ჟურნალისტებმა მისი ამოცნობა ჯერჯერობით ვერ მოახერხეს. თიბილაშვილის თქმით, მას იმ დროს გაუსწორდნენ, როცა ხალხში დაწყებულ ჩხუბს იღებდა. 

სოფელ ვარიანში კოალიციის ლიდერებთან შეხვედრისას ადგილობრივი რწმუნებულის აპარატის თანამშრომლები და სკოლის პედაგოგები აქტიურობდნენ. განსაკუთრებით გამოირჩეოდა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი იზა კოკაური, რომელიც კოალიციის ლიდერებს მოღალატეობასა და რუსული დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებდა. ინტერნეტგამოცემა qartli.ge-ის რედაქტორმა საბა წიწიკაშვილმა შეკრებილ პედაგოგებში ის პირები ამოიცნო, რომლებიც, მისი თქმით, წინა არჩევნებზე ადგილობრივი საარჩევნო უბნის კომისიის წევრები იყვნენ და არჩევნებს აყალბებდნენ. ამ მასწავლებლებმა ჟურნალისტის მიმართ აგრესია გამოხატეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ეს ყველაფერი qartli.ge-ის ვიდეოკამერამ დააფიქსირა.

კოალიციის წარმომადგენელი ნინელი ჭანკვეტაძე აცხადებს, რომ მათ ნასვამი ადამიანები დასდევენ და მუდმივად ემუქრებიან.

არანაკლებ დაძაბული გამოდგა შეხვედრები შინდისსა და ნიქოზში. შინდისში ადგილობრივი რწმუნებულის აპარატის თანამშრომელი ირმა პაპუნაშვილი აქტიურობდა და ოპოზიციის ლიდერებს მოღალატეებს უწოდებდა, მას და კახი კალაძეს შორის კი შელაპარაკება მოხდა.

სოფელ ნიქოზში სოფლის რწმუნებულმა შეხვედრის ჩასაშლელად მთელი სანათესაო და საახლობლო გამოიყვანა, რომლებიც შეძახილებით მოუწოდებდნენ კოალიციის წარმომადგენლებს, რომ სოფელი დაეტოვებინათ. შეურაცხყოფას აყენებდნენ აქციაზე მისულ სასულიერო პირებსაც.  

ნიქოზის რწმუნებული ილია მინდიაშვილი აცხადებს, რომ მოსახლეობის აგრესიას ბიძინა ივანიშვილის რუსეთისადმი დამოკიდებულება იწვევს და მისი მომხრეების მოსმენა სოფელში არავის უნდა. 

კოალიციის წარმომადგენელმა კახი კალაძემ მერეთის ინციდენტი გაიხსენა და ხელისუფლება ვითარების ხელოვნურ დაძაბვაში დაადანაშაულა. 

კოალიციის ლიდერები სოფელ-სოფელ შეხვედრებს აგრძელებენ და ეს შეხვედრები 15 ივლისამდე გაგრძელდება. კვირას გორში „ქართული ოცნების“ აქციის ჩატარებაა დაგეგმილი. გორის რაიონის სოფლებში კი ვითარება ყოველდღიურად იძაბება. კოალიციის ლიდერები აღნიშნავენ, რომ ხელისუფლების მომხრეები შეხვედრების ჩაშლას ყველა სოფელში ცდილობენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ინანა საიდან გვწერთ: უთაისი
14.07.2012 07:48
I Am Georgian-ს და "ძმათა მისთა"-ხომ ვერ ჩამომითვლი შენი ჰალსტუხისჭამია პრეზიდენთის საბრძოლო გმირობებს ოკუპანტების წინააღმდეგ რომ ჩაიდინა?......ან იქნებ შენთვის და შენისთანებისთვის შეშინებული და შარდგაპარული პრეზიდენთის მიწაზე ფორთხიალი საბრძოლო გმირობასთან ასოცირდება, ხოლო ჰალსტუხის ჭამა საომარ დიეტასთან... ამ ნაცხროვამ ხალხს არამარტო ტერიტორიები დააკარგვინა, განსჯის უნარი და სინდისიც ზედ მიაყოლებინა... ღირსება ხომ დიდი ხანია დელიკატესად უქცია... მართლაცდა გრცხვენოდეთ....

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: GB
11.07.2012 11:38
ხალხი ძალაა,ხალხს ვერ მოატყვილებ.თეთრს და შავს მკაფიოდ არჩევდენ,არჩევენ და გაარჩევენ ყოველთვის, ერთმანეთისაგან.კახა! გეცა, არც შენ <გაგიკრია> დროულად ხმალზე ხელი, ქართულ მიწა-წყალს,რომ გვართმევდა დროებით,<დააავიბრუნებთ>ვერანა მტერი. და ხმაც არ ამოგეღება სხვის დასანაშაულებლად,ობიექტურად.ვიცით,რომ ბიზნესი არ წაგივიდა ისე, და ვიღაც-ვიღაცეები <ბრმად გიყენებენ>თავიანთი ძალაუფლებაში ასვლისათვის.რუსეთი ყველა საშუალებას,ყველანაირი ხერხით,ვანიას, შუბლძარღვგაწყვეტილი ქართველთა შვილების გამოყენებით, ცდილობს, კვლავ დაგვაჩოქოს,შეგვაწყვეტინოს მაჩაბლის სიმღერა.კახა! გეცა,იცი ეს სიმღერა?მაშინ მოტრიალდი საქართველოს ნაკრებისკენ, ალლად მხურვალედ, გამარჯვებისკენ <დაუკარი>, და ,ქართველები, აგყვებიან,ბევრ ბრძოლაში ნაჯაფი ,ძველი ელდანაცემი იარაღით ხელში. ეხლა კი ვანისშვილისავით,მტრის მიერ გადმოგდებულ, დიდ ფულთან დაკავშირებული, სიტყვების ბრახ-ბრუხი გამოგდის

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
11.07.2012 00:52
რასაც "ძვირფასი" ხელისუპლება აკეთებს რა თქმა უნდა ყოვლად ამაზრზენი ფაქტია ცემა ტყეპით და ზეწოლით რომ მხოლოდ აგრესიას იმსახურებს თუ ვერ ხვდებიან მათი პრობლემაა სააკაშვილი და მისი ხროვა დიდი ხანია არა ადექვატური არის რაც შეეხება მის მომხრეებს მინდა ვუთხრა არსად დაგეკარგოთ ცივი ნიავი არ მიაკაროთ

ავტორი: OKO საიდან გვწერთ: aqedan
10.07.2012 17:15
კოტე, შენ თუ ივანიშვილის გვერდით ჭანკვეტაძის ან სუბარის მეტს ვარავის ხედავ, მაშინ შეიძლება არჩევნებზე, ხმის მიცემის დროს, შენი საყვარელი 5 ნომერიც ვერ შეამჩნიო და რამე სხვა შემოხაზო. :)

ავტორი: ანდაზისტი საიდან გვწერთ: ანდა-ლუზიიდან
10.07.2012 17:06
როცა არგუმენტები არ გაქვს მაშინ ძალაზე უნდა გადახვიდე, მაგრამ უნდა გახსოვდეს: "რასაც დასთეს- იმასვე მოიმკი!"

ავტორი: კოტე
10.07.2012 15:47
ასე სოფელ-სოფელ თუ იწანწალებს ბერეტიან-ჩეფჩიკიანი ნინელი და გაბრუჟული სოზარი,დიდი წარმატებები არჩევნებში გარანტირებული აქვს ბორიას:))))

ყველაზე პოპულარული