ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:13

პოლიტიკა / საქართველო

გორში გაიმართა "ქართული ოცნების" აქცია

"ქართული ოცნების" აქცია გორში  "ქართული ოცნების" აქცია გორში
x
"ქართული ოცნების" აქცია გორში
"ქართული ოცნების" აქცია გორში
ტექსტის ზომა - +
კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი პირობას დებს, რომ, ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში აღადგენს ერგნეთის ბაზრობას. ამის შესახებ მან გორში გამართულ აქციაზე განაცხადა.

„ბაზრობის წყალობით, წლების წინ ქართველებმა და ოსებმა შეძლეს ურთიერთობების აღდგენა და ეს ურთიერთობა ბუნებრივ კალაპოტს უბრუნდებოდა. ამ ადგილზე... საერთო ბიზნესშიც ჩაებნენ და საქმესაც ერთად უძღვებოდნენ. მაშინ ქართველებმა და ოსებმა აღმოაჩინეს, რომ თურმე ერთმანეთი ძალიან სჭირდებოდათ“, - განაცხადა ივანიშვილმა.

კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ქართულ-ოსური ურთიერთობის მოგვარების პირობად მიიჩნევს პატიებას, მონანიებასა და ბრალის აღიარებას.

„ჩვენ აუცილებლად დავიწყებთ დიალოგს ჩვენ ოს ძბემთან“, – განაცხადა მან გორში ჩატარებულ აქციაზე გამოსვლისას. ივანიშვილის თქმით, ის და მისი გუნდის წევრები სამძიმარს ეტყვიან ოს დედებს, დაეხმარებიან მათ უგზო-უკვლოდ დაკარგული შვილების მოძებნაში, ჩაატარებენ სამართლიან გამოძიებას. გამოვასწორებთ, რისი გამოსწორებაც კიდევ შესაძლებელიაო, დასძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების საკითხსაც შეეხო:

„მე არ მიმაჩნია, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ჩვენ არ გადავსულვართ რუსეთის ტერიტორიაზე, მაგრამ ვერსად გავექცევით იმას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ქართული სოფლების დაბომბვის საპასუხოდ წამოიწყო სამხედრო მოქმედებები ისე, რომ ვერ გათვალა შესაძლო შედეგები. ეს არ შეიძლება, ვინმეს ახარებდეს. ხელისუფლების მოქმედებები იმ ტრაგიკულ დღეებში ვერ უძლებდა ვერანაირ კრიტიკას.“

მისი თქმით, აუცილებელია რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება, თუმცა, ალტერნატივა არა აქვს საქართველოს სტრატეგიულ არჩევანს - დასავლური ორიენტაციას, ინტეგრაციას ევროკავშირსა და ნატოში.

ცნობების თანახმად, გორში აქციაზე შეიკრიბა 15 000-მდე ადამიანი. როგორც იუწყებიან, შეკრებამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
16.07.2012 12:59
გაუმარჯოს თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს გოგა ხაინდრავას და ანტიგოგახაინდრავას ანუ სცილას და ქარიბდას შორის თუ არის მანც რაიმე ალტერნატივა?

ავტორი: დავით სოსლანი
16.07.2012 00:02
კოსტა ხეთაგუროვი ამბობდა რომ რომ მისი გაოსებული ყაბარდოელი წინაპრები გაააზნაურეს საქართველოს მეფეებმა საქართველოსთვის გაწეული დიდი სამსახურისთვის და ისინიც ძალიან ამაყობდნენ ამით და თვალის ჩინივით უფრთხილდებოდნენ სიგელებს. გრიგოლ ორბელიანის ძვირფასი მოწმობით თამარის დროშის გამშლელებს შორის ოსიც იყო. ხოდა ქართველი დანიელ ჭონქაძეც ოსებს ოსურ ენასაც ასწავლიდა. ხოდა თუ ბოლშევიკების მიერ გამოტვინებულმა ქართველებმა და ოსებმა მარტო ერგნეთის ბაზარზე გაიცნეს ერთმანეთი ამ უცნაურმა ოცნებამაც იქნებ გამოუტვინებელი ქართველები და ოსები იპოვოს რა... მე მყავდა კარის მეზობელი ძალიან ახლო მეგობარი ვაჟკაცი ოსი ბიჭები რომელთაც ვერანაირი ქართველებისგან ვერ ვანსხვავებდი. ძალიან მენატრებიან. ერთი თბილისში ავტოავარიაში დაიღუპა,მეორე საბედნიეროდ ცოცხალი უნდა იყოს.ერთის სული გაანათლოს ღმერთმა და მეორეს გაუმარჯოს. სხვებიც იქნებიან.

ავტორი: keti საიდან გვწერთ: gori
15.07.2012 22:55
მიშა ხომ ხედავ შენი აღარავის ეშინია,და ახლა ხმამაღლა გეუბნებით ჩვენ გორელებიც იმას რისიც ასე ძალიან გეშინია შენ: გაუმარჯოს თავისუფალ-დემოკრატიულ არჩევნებს !!!

ყველაზე პოპულარული