კვირა, 26 მაისი, 2013 თბილისის დრო 12:32

პოლიტიკა / საქართველო

გორში „ქართული ოცნების“ აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა

„ქართული ოცნების“ აქცია გორში„ქართული ოცნების“ აქცია გორში
x
„ქართული ოცნების“ აქცია გორში
„ქართული ოცნების“ აქცია გორში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
გორში კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგი ზუსტად დანიშნულ დროს დაიწყო. მანამდე აქციას ქარელის, კასპისა და ხაშურის კოლონები შეუერთდნენ. აქციაზე დაახლოებით 15 ათასი ადამიანი იმყოფებოდა. აქციაზე მისული რიგითი გორელები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ცვლილებები აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ადამიანის შრომა სათანადოდ დაფასდეს. 

კოალიციის ლიდერები, რომლებიც სცენის მიღმა იმყოფებოდნენ, მედიის წარმომადგენლებს კომენტარებს აძლევდნენ, ყველა მათგანი რამდენიმე დღის წინ კარალეთში მომხდარ ინციდენტს იხსენებდა. ზვიად ძიძიგურის აზრით, მერეთისა და კარალეთის ამბებმა უკუშედეგი გამოიღო  და იმაზე მეტი ადამიანი მოვიდა ვიდრე მოელოდნენ. 

გუბაზ სანიკიძე კი აცხადებს, რომ ქუჩაში ხალხი უსამართლობას გამოჰყავს, ამიტომ რაც მეტი „კარალეთი“ იქნება, მით უფრო გაიზრდება მათი მომხრეების რაოდენობა.

კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ჯერ  სცენის უკან თავშეყრილ ადამიანებს შეხვდა, აქვე იმყოფებოდნენ, რუის-ურბნისის ეპარქიიდან ჩამოსული სასულიერო პირები. სიტყვით გამოსვლისას კი ივანიშვილმა კოალიციის საარჩევნო პროგრამის ძირითად პრიორიტეტებსა და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნება" ერთხელ და სამუდამოდ დაამთავრებს დაპირისპირებას და ქვეყანა აღარ იქნება დაყოფილი ხელისუფლების „უტეხ მომხრეებად" და „შეუპოვარ მოწინააღმდეგეებად".

ბიძინა ივანიშვილი საქართველოს ხელისუფლებაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებსაც შეეხო, მისი აზრით, შეშინებულ სააკაშვილს კიდევ უფრო მკაცრი ხელი სჭირდება ძალაუფლების შესანარჩუნებლად.

„მას არჩევნებისთვის სჭირდება ზონდერბრიგადები, რომელთა მართვითაც ახალაია არის განთქმული", - აღნიშნა ივანიშვილმა. მან დღეს პოლიციელებსაც მიმართა და უკანონო ბრძანებების შეუსრულებლობისკენ მოუწოდა. კოალიციის ლიდერი  ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, კანონის ფარგლებში, ერგნეთის ბაზრობის აღდგენის პირობას დებს. მისი აზრით ერგნეთის ბაზრობა იყო ის ადგილი, სადაც ქართველებისა და ოსების დაახლოება ხდებოდა.

„მიგვაჩნია, რომ ამ ბაზრობის აღდგენით გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის ნდობის აღდგენაც დაიწყება და ურთიერთობებიც დალაგდება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საკითხს. რუსეთის მიმართ ჩვენი პოზიცია იქნება კორექტული, მაგრამ პრინციპული, განსხვავებით ამ ხელისუფლებისგან, რომელიც უპრინციპოა და არაკორექტული. ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საერთო ენას აფხაზებთან და ოსებთან", - აღნიშნა ივანიშვილმა.  მისთვის მიუღებელია ნაციონალური მოძრაობის მიერ წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაციის შეთავაზება, რადგან მისი აზრით, პირველ რიგში მმართველი პარტია ახდენს ხალხის დაპირისპირებას.

აქციის ბოლოს ივანიშვილმა რეგიონის მუნიციპალიტეტების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. გორში კოალიციას ისტორიკოსი და კონფლიქტოლოგი სოსო ვახტანგაშვილი წარმოადგენს, რომელიც წლების წინ აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსურ მოლაპარაკებებში, შერეული საკონტროლო კომისიის ფარგლებში. ხაშურში ქართული ოცნების სახელით კენჭს ცნობილი ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი იყრის, ქარელში – ცნობილი სპორტსმენი ლერი ხაბელოვი, ხოლო კასპში – ყოფილი ფინანსთა მინისტრი დავით ონოფრიშვილი. 

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სოსო ვახტანგაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის ახლა მთავარია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით გაგრძელდეს მუშაობა და კონფლიქტის ზონის სოფლებში ვითარების დაძაბვა არ მოხდეს. 

გორში დღევანდელი აქცია ინციდენტების გარეშე დასრულდა, საპატრულო პოლიცია კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიას მთელი დღის განმავლობაში აკონტროლებდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ზურაბ საბულუა საიდან გვწერთ: თბილისი
19.07.2012 20:25
მართალია არ ღირს, მაგრამ ბინძურას "კრემლის ოცნებაზე" კიდევ დავამატებდი ნახევარზე მეტი ნაყიდი ხალხია, დანარჩენი რუსეთს, რომ მისტირის დღემდე სულით-ხორცამდე მოღალატე ( ქაქუცა რომ ხოცავდა ისეთები) 2008-ში რომ გაიძახოდნენ "პუტინის დედაც რატომ თბილისიც არ აიღოო", ისეთნი. მზად არიან როგორც 91-ში მტერს შეეკვრენ, შემადგენლობაც ხომ თითქმის იგივეა, მაგრამ ვფიქრობ პირველსავე წამორტყმაზე ვირთხებივით დაიფანტებიან.... რა უბედურებაა ხელისუფლება ვაი "ოპოზიცია" უი... თუმცა მე პირადად თავიდანვე მეტს არც ველოდი არცერთისგან. თუ გადავხედავთ დასავლეთში "განსწავლული" სხვადასხვა სახემწიფო ლიდერების სიას და ბიოგრაფიას, მათი დიდი უმრავლესობა რატომღაც, ან პოლ პოტივით სისხლიანი მანიაკი ხდება ანდა ბენაზირ ბხუტოსავით კორუმპირებული დემაგოგი. ვფიქრობ, ამას აქვს თავისი ახსნა უფრო სწორედ მიზეზები. ჩემი აზრით იმ სოციუმში სადაც ადამიანურ ღირებულებათა შკალაში პირველ ადგილზე ფულია და დაგროვილი მილიონებით თუ მილიარდებით იზომება ძირითადათ პიროვნება, ეს ყმაწვილები მოხვედრილნი ასეთ გარემოში უმეტეს შემთხვევაში განიცდიან თავისებურ "მეტამორფოზას". უჩნდებათ დაუოკებელი სურვილი მიაღწიონ იმავეს და მოიპოვონ დიდი სიმდიდრე და მათი კარიერის მთავარ დანიშნულებად ეს მიაჩნიათ. მოკლედ ღირებულებათა აღრევა ტვინებში და ჩვენი მსგავსი ქვეყნების სახით, "ნოყიერი" ნიადაგი, მათ ამ ოცნებას ადვილად აქცევს რეალობად . არსად ასე ადვილად არ მდიდრდება ჩინოვნიკი და არსად პროფესიად და შემოსავლის წყაროდ არ ქცეულა ოპოზიცია....

ავტორი: ზურაბ საიდან გვწერთ: თბილისი
18.07.2012 14:27
აზრი არა აქვს "ქართული ოცნების" მხარდამჭერებთან ლაპარაკს. რუსეთი უნდათ, მორჩა და გათავდა...თუ აკვირდებით "მაესტროს" და მეცხრე არხის საიმფორმაციო პროგრამებს, კრემლი ფრთიან ანგელოზათ გამოყავთ ყველაფერში (განსაკუთრებით ახლა, სირიის საკითხთან დაკავშირებით) მოკლედ აღარ იციან რა მოიმიზეზონ, ხან ვაშლის და მანდარინის გატანაზე რუსულ ბაზარზე მიედ- მოედებიან, ხან ღვინის და ხამ ჩახოხბილის:), რომ როგორმე რაღაცით გაამართლონ თავიანთი "ფარული ვნება" რუსეთოს მიმართ:). თითქოს ძალიან შესტკივათ გული ქართველ გლეხზე და ზოგადად საქართველოზე....

ავტორი: petre-gizo zhvania საიდან გვწერთ: amerika NYC
16.07.2012 22:29
რა თქმა უნდა დემოკრატიის პრინციპების დაცვის გამო აქვთ რევანსშისტებს ამდენი უფლებები,ვგულისხმობ ბორიას პარტიას. ისტორიას თუ გადავხედავთ,ზუსტად ასე დარბოდნენ ბოლსშევიკები და ერთი პატარა კრების საფუძველზე გამოიტანეს დადგენილება. დასახმარებლად მე-11 არმია მოვიდა.

ავტორი: jurxa
16.07.2012 21:06
ეს ინფორმაციაა, თუ ოცნების აქტივისტის დაწერილი პროპაგანდისტული წერილი? რადიო თავისუფლებაა თუ მაესტრო?? მქუხარე აპლოდისმეტები ვერ ჩაწერა ბარემ? რა უბედურებაა, არ გრცხვენიათ, რედაქტორი არ კითხულობს?

ავტორი: ანონიმი
16.07.2012 00:33
ძალიან ვნერვიულობდი ქართლის გამო. გენაცვალე!!! ეგრე!!! მიშა, ეგ შენი მერეთში და კარალეთში გატყორცნილი მოჭოდავეები ბუმერანგივით დაგიბრუნდებიან! შენივე ზონდერების გეშინოდეს, მიშა!! შე, შემარცხვენელო!

ყველაზე პოპულარული