ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 07:02

პოლიტიკა / საქართველო

კოალიციის ახალგაზრდების აქცია – „იცნობდეთ ზონდერებს“

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ჯგუფმა გორში დაიწყო აქცია, სახელწოდებით  „იცნობდეთ ზონდერებს“. ახალგაზრდებმა იმ საჯარო მოხელეების ფოტოები დაბეჭდეს, რომლებიც მერეთის და კარალეთის დევნილთა დასახლებაში მომხდარ ინციდენტებში იღებდნენ მონაწილეობას.

აქციის მონაწილეები ამ ფოტოებს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში არიგებენ და მოსახლეობას ეუბნებიან, რომ ამ საჯარო მოხელეებმა მშვიდობიანი აქციები დაარბიეს და  ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებს. გორელებს პლაკატებზე გამოსახული ადამიანები ტელევიზორში ჰყავთ ნანახი.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ლექსო ვალიაური აცხადებს, რომ ამ აქციით მათ სურთ საზოგადოებამ გაიცნოს ის საჯარო მოხელეები, რომლებიც საფრთხეს ქმნიან გარშემომყოფებისთვის. 
აქციის მონაწილეთა პლაკატიაქციის მონაწილეთა პლაკატი
x
აქციის მონაწილეთა პლაკატი
აქციის მონაწილეთა პლაკატი

პლაკატის ცენტრში ყველაზე დიდი ადგილი ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის ფოტოს უკავია, სხვა საჯარო მოხელეების ფოტოები კი მას ისრებით უკავშირდება. ბადრი ბასიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, რომ მის მიმართ „ქართული ოცნება“ შავ პიარს აგორებს და პლაკატებზე გამოსახული ადამიანების ნაწილს საერთოდ არ იცნობს. 

კოალიციის ახალგაზრდული ჯგუფის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ გორის რაიონში ყველას გააცნობენ ეგრეთ წოდებული ზონდერების საქმეებს. 

პირველი ინციდენტი 26 ივნისს გორის რაიონის სოფელ მერეთში კოალიციის ლიდერის ბიძინა ივანიშვილის სტუმრობისას მოხდა. აქციის ჩატარებას ხელს რეგიონის სამაშველო სამსახურის უფროსი კახა ლომიძე და მისი თანამშრომლები უშლიდნენ. შელაპარაკება ჩხუბში გადაიზარდა, დაშავდა არაერთი ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები.
დაპირისპირება კარალეთშიდაპირისპირება კარალეთში
x
დაპირისპირება კარალეთში
დაპირისპირება კარალეთში

ყველაზე გახმაურებულ ინციდენტს კი ადგილი 12 ივლისს კარალეთის დევნილთა დასახლებაში ჰქონდა
, სადაც კოალიციის ლიდერებსა და ადგილობრივი მოსახლეობის მცირე ჯგუფს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ჩხუბის შემდეგ ხელისუფლების მომხრეებმა ოპოზიციის წარმომადგენლებს ქვები დაუშინეს. აქაც 15-მდე  ადამიანი დაშავდა,  სასტიკად გაუსწორდნენ იქ მყოფ ჟურნალისტებსაც. ამ ინციდენტში აქტიურობდნენ დასახლების მამასახლისები, ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.

ამ ორივე ინციდენტის შემდეგ სამართალდამცავებმა ერთგვარი პარიტეტი დაიცვეს და ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლები თანაბარი რაოდენობით დააკავეს. სასამართლომ მათ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ყველა მათგანმა წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: max საიდან გვწერთ: საქართველო
03.08.2012 21:44
ყვავმა ყვავს უთხრა: შე ყრანტალაო.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
02.08.2012 22:22
კარგი აზრია. ასეთი მეთოდებითაც შეიძლება მიზნის მიღწევა.

ქვების სროლას და ხელების გადაგრეხვა ხომ ყველას შეუძლია.

ყველაზე პოპულარული