შაბათი, 25 მაისი, 2013 თბილისის დრო 23:13

მულტიმედია / TV

კაცური კულტურა

ტექსტის ზომა - +
ამბობენ, რომ არა მხოლოდ ურთიერთობებს, არამედ არქიტექტურასა და ოთახების დიზაინსაც კი მძაფრად ეტყობა პატრიარქალური კულტურის ნიშნები. მასკულინური დომინანტური როლი, ბუნებრივია, ყოფის ნებისმიერ ასპექტში აისახა. ფემინისტები, და არა მარტო ისინი, ამას უფრო და უფრო აკრიტიკებენ. მაგრამ იმისთვის, რომ კრიტიკა კრიტიკად არ დარჩეს, მათი აზრით, კონკრეტული გზების ძებნაა საჭირო. ამ გზებზე ლიტერატორი მაგდა კალანდაძე გვესაუბრება. 

Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

საბჭოთა პერიოდის ურთიერთობა, ქალის და მამაკაცის როლი და ფუნქციები, ლეგენდები და რეალობა იმ დროიდან. შემდეგ, ბუნებრივია, ოთხმოცდათიანების საქართველოს უმძიმესი და ამ მხრივ მეტად რთული გამოცდილება და დღევანდელობა - ჩვენთან და მსოფლიოში.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
09.07.2012 22:33
საბჭოთა პერიოდის ურთიერთობებს შორის იყო ლენინისტების მიერ რევოლუციის პირველ წლებში დაწყებული მოძრაობა "ძირს სირცხვილი" როდესაც სხვადასხვა სქესისა და ასაკის დატიტვლებული ბოლშევიკები ამ ლოზუნგით დარბოდნენ პეტროგრადში და დიდ ქალაქებში. ამას დაემატა კოლონტაის თეორია სექსზე როგორც ჭიქა წყალზე. მისი კონცეფციით ადამიანს უნდა ჰქონოდა როცა მოუნდებოდა და სადაც მოუნდებოდა(მაგალითად რევოლუციური მთავრობის სხდომებზე) სექსაობა-სიყვარულობანას უფლება. თავი დავანებოთ იმას რომ დიდ ბელადს სიფილისი შეყარა. ამ კონცეფციის რეალიზაციამ (მოწინავე შეგნებული ბოლშევიკები დაერივნენ შეუგნებელ ქალებს) გააჩინა ულიტერატურულესი ენით რომ ვთქვათ უკანონო ბავშვთა წარმოუდგენელი რაოდენობა. მარტოხელა დედებმა შექვითინეს სტალინს გვიშველეო. ბელადი ნომერი ორი მიხვდა რომ მისი საბჭოეთის ბიუჯეტს ამ ქალთა თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში ვერ უშველიდა ამერიკელების დახმარებაც და კოტრაწა! (ამის დოკუმენტალური მოწმობები არსებობს და ბევრი გამოქვეყნებულია) ხოდა დაარტყა ერთი მუშტი. ყველაფერი შეწყდა, უკონტროლო გამრავლებაც და ჩივილ-ქვითინიც. ეხლა პროგრესია, სხვა მეთოდებია. არიგებენ პრეზერვატივებს და კონტრაცეპტივებს, ქმნიან სტრესულ სიტუაციებს. ამისთვის მოკლეს ყველაფერი ამის დამრიგებელი ინდირა განდი. მაგრამ ყველა ფიცხი ინდოელებივით ხო არ არიან. იმათ ჯერ მახატმა განდი მოკლეს და მერე ინდირა განდი დააყოლეს. ყველგან ასე არაა ჯერ-ჯერობით. პერესტროიკამ ყველაფერი გაადვილა. ეხლა შეგიძლიათ ქალბატონების ხვრელების და ვაჟბატონების პალოების ნახვა კრემლისტანის დიდი ქალაქების მთავარ ქუჩებზე დამდგარ გიგანტურ ეკრანებზეც. ამას მოყვა სექსუალურ უმცირესობათა, ტრანსსექსუალთა, ასექსუალთა და ანტისექსუალთა რაოდენობის დიდად შთამბეჭდავი ზრდა. ბიძია ჯოს საქმე უფრო ცივილიზებული ხერხებით გრძელდება და ლამის გაწყვიტონ სოსოს საყვარელი დიდი რუსი ხალხიც. ხოდა ცოტა ხანში იქნება სამარისებური სიჩუმე, აქა იქ ჩინურად და ინგლისურად ილაპარაკებენ და ყველაფერი ძალიან ოკ იქნება!

ავტორი: მარინა საიდან გვწერთ: პოლონეთი
09.07.2012 00:53
ამ ბავშვმა ასეთ საკითხებზე რა უნდა თქვას საინტერესო. წიგნის ენი, დაზეპირებულ ფრაზებს იმეორებს.ოღონდაც საბჭოთა პერიოდი აგინონ და ნებისმიერ სისულელეს გზა ხსნილი აქვს. მარაზმია.

ავტორი: პრომეთე საიდან გვწერთ: კავკასიონის ქედი
08.07.2012 14:28
ბოლომდე ვუყურე, გავუძელი. „ლაითად“ შოკირებული ვარ. გოგი, რა კრიტერიუმით შეარჩიეთ ეს სტუმარი?

ავტორი: თორნიკე საიდან გვწერთ: გერმანია
08.07.2012 13:00
ყველაზე სუსტი გადაცემა „წითელ ზონაში“ . სტუმარი არაკომპეტენტური.

ავტორი: მოდერატორი
06.07.2012 16:04
ანონიმი 1-ის საყურადღებოდ: თქვენ, როგორც ჩანს, ჩვენი ფორუმის წესებს ვერა და ვერ გაეცანით. შეგიძლიათ თავი აღარ შეიწუხოთ კომენტარების წერით, არ ვაქვეყნებთ არც თქვენს ბოლო კომენტარს და არც მომდევნოებს.

ავტორი: em საიდან გვწერთ: zveli taoba
05.07.2012 14:06
სამწუხაროდ გადაცემა პარასკევს ვერ ვნახე, აგერ უკვე 3 დღეა ვწვალობ და არ იხსნება ბოლომდე რომ ვუყურო, რაიმე რჩევას ხომ არ მომცემდით?

ავტორი: ანონიმი
05.07.2012 11:28
თქვენი მესიჯი იასნია ტო. თუ ადრე მოხუცებს და ქალებს ქდგილს უთმობდნენ ეხლა ისინი წყალში უნდა გადაყარონ. ადრე ეკლესია ბარბაროს ბანდიტებს ეუბნებოდა რომ თუ გინდათ რომ დედა არ გეტიროთ დადეთ ფიცი რომ არ იყაჩაღებთ,რომ დაიცავთ უიარაღო კლირიკებს,ქალებს,ბავშვებს,ქვრივ-ობლებს და გლეხებს და იქნებით ერთმანეთის,ქვეყნის და ღმერთის ერთგულებიო. ესეთი იყო მასკულინისტური თანაც რელიგიური დომინანტური ოხრობის მესიჯი. გადარიეს პატიოსანი ბარბაროსები და აწერინეს მათ გრაალის რომანების მსგავსი მაკულატურა. მერე საბედნიეროდ მოხდა ჯერ ბოლშევიკური და მერე პოსტბოლშევიკური პერესტროიკა. ძუკნა კოლონტაიმ ლენინი სიფილისით დააჯილდოვა ელცინმა რუსეთი პუტინით და როგორც ამბობენ შევარდნაძის თხოვნით რეზო თაბუკაშვილმა და სერგო ზაქარიაძემ ახალგაზრდა მაგრამ უდიდესი იმედების მომცემი ბარბაროსი ჯაბა საქართველოშიც გადაასახლეს რუსეთის დილეგებიდან. მერე იყო საბჭოთა ქურდების ყრილობა თბილისში,ჯაბას სიტყვა რომ საქართველოში მაინც პირველობა მინდაო. გახდა და მთელ მსოფლიოს ასწავლა რომ დემოკრატია ლობიოს ჭამა არააო ხოდა ვინც კადაფის ხელებს უკოცნიდა იმათ ჯაბას გაკვეთილის მერე კადაფი მიწაში ჩაბომბეს! ასეთია ცხოვრება. ეხლა ისევ მოვიდა უნიფხვო სანკიულოტების დრო. ხოდა ერთმა რუსმა ქალწულმა და არტ გრუპა ვოინას აქტივისტკამ ერთ სუპერკარკეტში ნიფხავი გაიძრო და გაყინული ქათამი იქ შეიტენა სადაც ოხერი მასკულისტური პატრიარქალური უკულტურობის დროს არ იტენიდნენ ხოლმე. პროგრესია! ეს მთელმა მსოფლიომ ნახა და ეხლა იმ ქალწულს ნობელის პრემიას და სახაროვის მენდალს აძლევენ. ხოდა ასე. ყველაფერი გასაგებია. დანარჩენი მერე. თუ გადაურჩით ანუნაკების რისხვას მოგვიყევით მერე რა მოხდება.

ავტორი: დაჩი საიდან გვწერთ: საფრანგეთიდან
05.07.2012 04:42
მაგარი აბდაუბდაა და რა ჭკვიანი სახეები აქვთ

ავტორი: nino საიდან გვწერთ: თბილისი
04.07.2012 18:50
პირველი შემთხვევაა, როცა გაძლებაზე ვიყავი გადაცემის ნახვის დროს :(:(:(

ავტორი: Dezdemona საიდან გვწერთ: Moskovi
04.07.2012 15:26
ბუტე , ბუტე ,გაგებუტე???ნეკი ნეკისაო ...

ავტორი: ლიბერტარიანელი სირინოზი საიდან გვწერთ: ხელისუფლებისა და ბიზნესის სპალნიდან
01.07.2012 13:58
ადვილია ქალბატონ რუსუდან კერვალიშვილივით, ქალთა "უფლებებზე"(???), სახელმწიფოს (და თან "ცენტრ პოინტის") აღმშენებლობაზე ნარნარი ხმით საუბარი, როცა პრინცესასავით ცუდი ამბების გეშინია და ტელევიზორს არ უყურებ.

ცხადია, ზოგიერთებისთვის მედიის ცუდ ამბებს, ბიზნესის და ხელისუფელბის (ან ჯიბისუფლების) ერექცია-ორგაზმების საამური კვნესის გაფაციცებით ყურის გდება ჯობია.

თუმცა, ისიც ცხადი უნდა იყოს, რომ პროფესიონალიზმით სახელგანთქმულ ანალიტიკური დეპარტამენტის ბოსის ცოლს, ურჩევნია ჰომოფობიაზე, ან ქართველების მოუმწიფებლობაზე ისაუბროს, მაგალითად ბატონ ნოდიასთან და კრინტი არ დაძრას საკუთარი ოჯახის პატრიარქის მონათესავე და ქვეუწყებებში კარგად მომწიფებულ სადიზმსა თუ სადომაზოხიზმზე.

ქალბატონ კვესიტაძეს ასევე შეეძლო, ცუდი ამბებით შეშინებული ქალბატონი კერვალიშვილი, ერთხელ მაინც მიეწვია და ეჩვენებინა, რომ ხოფერიას შოუებში ღლაბუცზე საშიში, სულაც არ იქნებოადა კვესიტაძის შოუში ღლაბუცი.

ჯერჯერობით ეს ვერ ხერხდება.
ალბათ, ბიზნესის და ხელისუფლების დაუკმაყოფილებელ პერვერსიულ გრძნობებზე საჯარო საუბარის რცხევნიათ.
ამას ურჩევნიათ მოუმწიფებელი ქვეყნის აღმშენებლობაზე და ქალთა "უფლებებზე" საუბარი.

ამბობენ მალე პიტალო ფალოცენტრიზმის პრობლემატიკას მიეძღვნება 1-ლი არხის საინფორმაციო და ანალიტიკური
გადაცემების მთელი ციკლი/ციკლებიო.

ავტორი: eteri საიდან გვწერთ: amerikidan
01.07.2012 04:59
მაგდა კარგი გოგონა ჩანს, მაგრამ ძალიან ახალგაზრდაა ამ თემებზე საუბრისათვის.მისმა საუბარმა ჩემი თავი გამახსენა.ქართულ ტრადიციულ ოჯახი ძალადობაზე არ არის აგებული.ამერიკაში ვხედავ ოჯახებს ,სადაც ქალებია უფროსები. აქ კაცები მუშაობენ და ქალები დაკავებული არიან მხოლოდ დროსტარებით და სექსით. გააჩენენ ბავშვს და უცხოს აზრდევინებენ.ეს აღმზრდელები ხშირად იცვლებიან, რაც ბავშვებისთვის დიდი სტრესია. ეს სტრესები აისახება ბავშვთა ფსიქიკაზე და მოსახლეობის უმეტესი ნაწილი ანტიდეპრესიულ მედიკამენტებზე ზის. ქალისა და კაცის ბუნება სხვადასხვაა და აჯობებს არ ვებრძოლოთ და არ ვიაროთ ბუნების წინააღმდეგ. როცა შენთვის ძვირფას ადამიანებზე ზრუნავ ეს მორჩილება არაა. ღმერთმა გამოგაცდევინოს და მოგცეს შვილი. მაშინ ნახავ, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდი სიამოვნება მისთვის ძუძუს მიცემაა. ქალმა შეიძლება აირჩიოს მეორე გზაც, თუმცა სიცოცხლის ბოლოსკენ სინანულიც ბევრი მომისმენია ასეთი თავისუფალი არჩევანის გამოც. მთელი ეს მსჯელობა ძალიან ბავშვური გამოგივიდათ. ასეთ თემებზე უნდა ისაუბროს ადამიანმა, რომელსაც დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს.

ავტორი: ანონიმი
30.06.2012 20:43
არა,ვიდრე არა ქნამთ სადმე დედამიწაზე მატრიარქალური კულტურის ზონას მანამდე არ იქნება არც თქვენი და არც სხვისი საშველი. ხო იყო სადღაც კავკასიაში ამორძალების ქვეყანა? ხოდა ის აღადგინეთ და ნუ გაახურეთ! საქართველო არის ქვეყანა სადაც იყო მედეას,შუშანიკის,თამარის,ქეთევანის,ოლღა გურამიშვილის და იზა ორჯონიკიძის ნაირი ქალების არსებობისთვის მეტ ნაკლებად კარგი პირობებიც. ხოდა ასეთად დატოვეთ რა,გაანებეთ თავი! ცალკე ამორძალებს, ცალკე სხვადასხვა უმცირესობებს და მათ შორის გაეროს სამშვიდობო ლეგიონები. გეტოების სისტემა გენიალური მოგონებაა. განსაკუთრებით ამ ნამეტანი მკვლელ პერიოდში.

ავტორი: თამარი საიდან გვწერთ: თბილისი
30.06.2012 19:14
დედობრივი ინსტიქტი მითი რანაირადაა, ეგება განმიმარტოთ :)


სხვა საკითხებში, ძირითადად გეთანხმებით :)

ავტორი: maria legari საიდან გვწერთ: palatidan
30.06.2012 18:13
პირველ რიგში მინდა დავაფიქსირო ჩემი დამოკიდებულობა გვახარიას მომართ _ ძალიან მომწონს და ვეთანხმები.

ხშირად დვეუბნებიან რომ ქალს არ ვგავართ, კაცურად ვაზროვნებ და ასე შემდეგ... ისინი (კაცები) უბრალოდ ვერ ხვდებიან რომ ქალი თუ თავისუფალი და დამოუკიდებელია არ ნიშნავს რომ ის ქალს არ გავს. თავისუფალი ქალი მათთვის პირველ რიგში ისეთად ასოცირდება, რომელიც მზადაა კაცს გული გადაუშალოს და .... თავისუფლება იმგვარი გაგებით კი როცა ქალი ძლიერ სქესს აგრძნობინებს რომ ისაა უპირატესი კაცების მხრიდან აგრესიის წყარო ხდება და კრიტიკის საგანი.
"კაცურად აზროვნებ" ამ ტერმინის მიღმა ისენი გაგრძნობინებენ რომ შენ "სულელი" არ ხარ და არ გახასიათებს ქალური სენტიმენტები.

ქლების აუხსნელი აქტივობაც პრეზიდენტისა თუ ბელადის მხარდასაჭერად მე ასე ავხსენი - ქალი ვერ ხვდება რომ ის დამოუკიდებელია და მუდმივად ეძებს "ძლიერ" ხელს. რომ დაემონოს და განადიდო. თავი გაწიროს. მისი ამგვარი წარმოგგენები შექმნილი ჩარჩოების ბრალია.

ქრისტისნული რელიგია ძალიან ცუდად მოქმედებს ქალების როლზე... დისკრიმინაცია მიუღებელია. გენდერული თანასწორობა უპირველესია ყველა რელიგიაზე. ამასთან მითი ქალთა და კაცთა უთანასწორობის შესახებ ადამიანის მოგონილია და უფალს არ უთქვამს.

ავტორი: nino
30.06.2012 17:12
სტუმარი ჩაწყობილია? :)

ავტორი: ნინა საიდან გვწერთ: თბილისი
30.06.2012 08:42
ამ გოგონას გამოსვლა _ "ოღონდ მჯეროდეს მე ჩემი ბოდვა".
ბოდიში, მაგრამ ამ უსუსური და პრიმიტიულ "მსჯელობას" ამდენი დრო რატომ დაუთმეთ? "პულტი არ გაქვს?" - არ იმუშავა. მაქვს, რასაკვიველია, მაგრამ მაინტერესებდა, სანამ გაგრძელდებოდა ეს სიბრიყვე. სად ცხოვრობს ეს ლიტერატორი? რა ადამიანებთან? თუმცა, მისმა ნათქვამმა "წეხან" ისე მომჭრა ყური, რომ...

ავტორი: ALEXA საიდან გვწერთ: NY
30.06.2012 03:19
დიდი ხანია ამ გადაცემას ვუყურებ, მაგრამ არასოდეს არ გამჩენია კომენტარის დაწერის სურვილი .
თუმცა დღეს ვერ მოვითმინე; მიზეზი გადაცემის სტუმარი მაგდა კალანდაძეა.. მადლობა მინდა მოვუხადო გადაცემაში მონაწილეობისთვის, ძალიან საინტერესო ადამიანი.. დიდი ხანია ამ ასაკის, ასეთი უბრალო და სწორი აზროვნების პიროვნება არ შემხვედრია , მითუმეტეს მხედველობაში თუ მივიღებთ დღევანდელ საქართველოში ბევრ სწორხაზოვან (ან შეიძლება ვთქვათ ზედაპირულ) ფემინისტურ ან თუნდაც მასკულინურ "წუწუნს".
პირდაპირ ანათებს ეს ადამიანი როგორც გარეგნულად ისე შინაგანად. ეხლა მთლად ფლირტში ნუ ჩამომავრთმევთ თუმცა შეუძლებელია გავექცე ამ ცდუნებას : ))))))))
მადლობა გოგი რომ გაგვაცანი ეს უნიკალური გოგონა

ფილმს რაც შეეხება: ჩარულატა და მაჰანაგარ, ჩემთვის ეს ორი საუკეთესო ფილმია რეის სემოქმედებაში ... მაჰანაგარ დიდ ეკრანზე რომ მენახა იმდენი ვირბინე (რომ არ დამგვიანებოდა) ახლაც მახსოვს დარბაზში მჯდომი გაკვირვებული მაყურებლების თვალები ჩემს ქოშინზე... :D
ისე ჩარულატა უფრო შეესაბამებოდა მგონი გადაცემის დისკუსიას : )))
მაგდას წარმატებები :)))))))

ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
30.06.2012 02:49
კარგია რომ ერთ ვიდეოში მოთავსდა გადაცემა... ეხლა წამოვწვები და ისე ვუყურებ და სამჯერ აღარ მომიწევს ადგომა შემდეგი ვიდეოს ჩასართავად. ტიტრები რომ აღარ არის ესეც უმშვენიერესი ამბავი. და სხვა მხრივ ეს გადაცემა რომ არ არსებობდეს თავს უფრო მარტოსულად ვიგრძნობდი ვიდრე (მაპატიეთ გულწრფელობისთვის ) ახლა ვგრძნობ.

ავტორი: Ana საიდან გვწერთ: Tbilisi
30.06.2012 00:50
შეიძლება ამ გადაცემის სტუმრის ასაკი გავიგოთ? წინასწარ დიდი მადლობა

ყველაზე პოპულარული