Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხიდაშელი: აფხაზეთში რკინიგზის აღდგენაზე მოლაპარაკება არ მიმდინარეობს


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის თქმით, აფხაზეთში რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობასთან არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს. მანამდე რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დიმიტრი ბულგაკოვმა დაადასტურა, რომ რუსი სამხედროები აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის მოსაწესრიგებლად მუშაობენ. რუსი მაღალჩინოსნის თანახმად, რუსეთის სარკინიგზო ჯარები ივლისში აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის მიზნით გაიგზავნა. როგორც ბულგაკოვმა განაცხადა, აღნიშნული მონაკვეთი 1992-1993 წლების ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ აღარ ფუნქციონირებდა. ადგილზე გაწმენდილ რკინიგზას ჩვენ ქართველი და აფხაზი ხალხის ერთობლივი თანაცხოვრებისთვის გამოვიყენებთ, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებს განუცხადა კრწანისის სასწავლო ცენტრში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG