ხუთშაბათი, 23 მაისი, 2013 თბილისის დრო 05:35

პოლიტიკა

ხიზრი ალდამოვმა რამზან კადიროვის წინაშე მოინანია

ხიზრი ალდამოვიხიზრი ალდამოვი
x
ხიზრი ალდამოვი
ხიზრი ალდამოვი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა სწრაფად გაავრცელეს ინფორმაცია საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი ხელმძღვანელის ხიზრი ალდამოვის ჩეჩნეთში დაბრუნებისა და პრომოსკოვური ადმინისტრაციის თავკაც რამზან კადიროვის წინაშე უცნაური მონანიების შესახებ.

ხიზრი ალდამოვი, საქართველოში ჩეჩენთა სათვისტომოს ყოფილი თავკაცი და ერთ დროს ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის წარმომადგენელი, რამზან კადიროვმა მიიღო როგორც „უძღები შვილი“ და სიხარული გამოთქვა იმის გამო, რომ „მან შეიგნო საკუთარი შეცდომები და სწორ გზაზე დადგა.“ ჩეჩნეთის პრომოსკოვური ხელისუფლების ლიდერის ამ „დიდსულოვან“ შეფასებას წინ უძღოდა რამდენიმე აუცილებელი პროცედურა: თავად ხიზრი ალდამოვის მონანიება „წლების უაზროდ გაფლანგვის“ გამო, აღფრთოვანება ჩეჩნეთში მიმდინარე აღმშენებლობით და ერთგულების აღთქმა, რაც ჩეჩნეთის ტელევიზიითა და რუსეთის საინფორმაციო საშუალებების გზით ოპერატიულად გავრცელდა.

„მე მჭირდება თქვენი დახმარება. გთხოვ, რომ მაპატიო. მე შენს დაძახილზე ყველგან გამოვალ. მე შენი ერთგული ადამიანი ვიქნები.“

ასეთი სიტყვებით მიმართა 13 ივნისს ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერს საქართველოდან წასულმა ხიზრი ალდამოვმა, რომელმაც, როგორც იუწყებიან, პირობა დადო, რომ საქართველოში მანამდე არ დაბრუნდება, სანამ “ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იქნება.“ 

ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისი განცხადებიდან. ის წერს, რომ საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი ...

ჩანს, მხოლოდ წარსულის მონანიება და საქართველოს ლიდერის უარყოფა არ არის საკმარისი საბუთი რამზან კადიროვისათვის ყოფილი მტრის შესანდობად და, შესაბამისად, ხიზრი ალდამოვი იძულებული იყო დაეგმო იჩქერიის  ყოფილი პრეზიდენტები - ჯოხარ დუდაევი და ასლან მასხადოვი, რომლებსაც, მათივე ყოფილი თანამებრძოლისა და წარმომადგენლის თქმით, საკუთარი ხალხისათვის „მცირედი სარგებლობაც“ არ მოუტანიათ.

საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ წიკლაურმა ალდამოვის რუსეთში დაბრუნებას და მის მონანიებას „რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი პროპაგანდისტული აქცია“ უწოდა:

„ჩემი ყურადღება მიიპყრო ერთმა მნიშვნელოვანმა ნაწილმა მისი განცხადებიდან. ის წერს, რომ საქართველოში დაბრუნდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი აღარ იქნება მიხეილ სააკაშვილი. ვფიქრობ, რომ ეს არის პროპაგანდისტული აქცია რუსეთის ხელისუფლების და ის მიზნად ისახავს საქართველოსათვის სახელის შელახვასაც, ისევე როგორც ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის დემორალიზაციას.“


შეიძლება ეს ადამიანი აიძულონ, რომ გააკეთოს განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც მითიურ ბაზებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს განცხადება ჩადგება იმ განცხადებების რიგში, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ...
აღსანიშნავია, რომ ხიზრი ალდამოვამდე რუსეთში გაიქცნენ და საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით  მოსკოვში თავშესაფარი პოვეს სამხრეთ ოსეთის „დროებითი ადმინისტრაციის“ მაღალი რანგის პირებმა - შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯემალ ქარქუსოვმა და ამავე ადმინისტრაციის უფროსმა მრჩეველმა ვლადიმერ სანაკოევმა. ეს უკანასკნელი მოძრაობა “სამხრეთ ოსეთის ხალხი - მშვიდობისათვის” სპიკერი იყო და პირადად ხელმძღვანელობდა თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას, სახელწოდებით „კოკოითი ფანდარასტ“, ანუ „გზა მშვიდობისა, კოკოითო“. თუმცა უფრო ადრე, ვიდრე ედუარდ კოკოითი დაემშვიდობებოდა ოს ხალხს, საქართველოს თავად ვლადიმერ სანაკოევი დაემშვიდობა. მერე საქართველოს მამხილებელი საბუთებით მოსკოვში გაიქცნენ ჯემალ და იანეკ ქარქუსოვები, სულ ბოლოს კი საქართველოდან გაუჩინარდა მათი მესამე ძმა, ურუზმაგ ქარქუსოვიც, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. ნუგზარ წიკლაური არ მიიჩნევს ტრაგედიად ამ ყაიდის ხალხის საქართველოდან გაქცევას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა რუსეთის სპეცსამსახურებმა ხიზრი ალდამოვი საქართველოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული ომისთვის გამოიყენონ:

„შეიძლება ეს ადამიანი აიძულონ, რომ გააკეთოს განცხადებები საქართველოს ტერიტორიაზე რაღაც მითიურ ბაზებთან დაკავშირებით. მაგრამ ეს განცხადება ჩადგება იმ განცხადებების რიგში, რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია და რომლებსაც უსაფუძვლობის გამო მსოფლიოში არავინ არ აქცევს ყურადღებას.“ 

წიკლაურის თქმით, რუსეთის დესტრუქციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო აგრძელებს ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებთან დაახლოების სტრატეგიაზე მუშაობას, რაც, ქართველი პარლამენტარის თქმით, „დაფუძნებულია არა იმაზე, რომ ვინმეს ტერიტორიული მთლიანობის რღვევაზე ვიფიქროთ, არამედ იმაზე, რომ კავკასიის ხალხებს აქვთ უფლება, განაგრძონ და განამტკიცონ ასწლოვანი კულტურული კავშირები“.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ჟამის და ერესტროიკული ჭირის აღმწერელი
16.06.2012 01:10
პორტუგალელ ბატონ მერაბს შევახსენებ რომ საქართველოში იყვნენ და სამწუხაროდ ჯერ არ გადაშენებულან საბჭოთა თუ ანტისაბჭოთა ზარბაზნებით თბილისის და მთელი საქართველოს დემოკრატიზაციის მსურველი ქართველებიც: ხოდა ყველა ქართველმა ვერ გაასწრო მათ პორტუგალიაში და ზოგი მათგანი ალბათ ნანობს თუ ცოცხალია.

ავტორი: ჟამის და პერესტროიკული ჭირის აღმწერელი
15.06.2012 21:22
გორბაჩოვის გამოჩენის მერე მსოფლიო მოდაშია კრემლის სამხედრო-ჩეკისტური მანქანის მიერ დახოცილთა ან "თვითმკვლელობამდე მიყვანილთა" (რაიც სხვათა შორის რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსითაც უნდა ისჯებოდეს) ხელმეორე და გაუთავებელი წიხლვა. ამ მოდის კანონმდებლებს შორის შევარდნაძეცაა და მასაც მოეკითხება ეხლა თუ არა მერე.

Мне больно осознавать, что я таким бездарным образом потратил все эти годы. Ведь Дудаев, Масхадов, Басаев и их приспешники, которым я верил и преданно служил, не принесли своему народу даже толики пользы. Они сеяли одни беды и несчастья. Я глубоко раскаиваюсь. Искренне прошу прощения у вас, Рамзан Ахматович, и у всего чеченского народа!»

ავტორი: ჟაბა-ვსადნიკ იასელიანი საიდან გვწერთ: "კაცია-ადამიანი?!"-დან
15.06.2012 11:55
ბ-ნ ნუგზარ წიკლაურის "ამ ყაიდის ხალხი" არის ძალიან კარგად ნაპოვნი გამონათქვამი. შესაძლოა ხიზრი ალდამოვი აგენტი იყო, აგენტი იყო, ალბათ, სანაკოევიც და სხვა დანარჩენი ძმანი მათნიც, რომელთა ჩანერგვასაც რუსული სპეციალური სამსახურები ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებში სამომავლოდ ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულების უკეთ სამართავად. როგორც ჩანს, რაღაც გამოუვიდათ ამ სამსახურებს, რაღაც - არა, და მისიაც დაასრულებინეს კავკასიურ "ჩითილებს". ერთსაც არ გამოვრიცხავ, ალდამოვი დაბერდა და სამშობლო-ქვეყანა მოენატრა. იმ ჩვენი ოსი ძმების გაქცევა-გამოქცევას და ისევ რუსეთს გაქუსვლას კი ნამდვილად სხვა ახსნას ვერ ვუპოვი.

ავტორი: merabi საიდან გვწერთ: portugalia
15.06.2012 01:17
საქართველოში ბევრ არაქართველს უნდა ცხოვრება მაგრამ არ უნდა ქართველების ქეთილ/ დღეობა, ეს ხომ ყველამ კარგად ვიცით ამიტომ ფრთხილად უნდა ვიყოთ ყველა არაქართველის მიმართ. გაფრინდაშვილი წერს აჭარის მიმართ რომ ბათუმში ცუდათ არის საქმეო /თურქებით არის გავსილიო/ ეგ თუ მართალია ძალიან ცუდია.

ავტორი: ანონიმი
14.06.2012 23:22
ჩეჩენს ან მოჩეჩნოს აქვს რამოდენიმე შანსი: გაქცევა და გადაკარკვა, იარაღის აღება იჩქერიის მომხრეების ჩასახოცად ( აბა თვითონ ჩეკისტები და რუსები მაჰმადიანდებიან და ისლამიზმთან ბრძოლას არაფერი გავს), ტყვიისთვის შუბლის შეშვერა. კიდევ მას ეტყვიან რომ თუ არ გინდა რომ შენი ტაიპი(ჯიში და ჯილაგი) გავჟუჟოთ მოინანიე და მოდი ჩვენთანო. ხოდა ასეა. ამ კაცს შეცდომებიც და სერიოზულიც მოსვლია,მაგრამ რამდენადაც მახსოვს ქართულად რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ზოგ თანამშრომელზე უკეთესად ლაპარაკობს. ხოდა ამიტომ მომწონს და მეცოდება ეგ კაცი.

ყველაზე პოპულარული