ორშაბათი, 20 მაისი, 2013 თბილისის დრო 11:45

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

ფარისევლური ქომაგობა

x
ტექსტის ზომა - +
სოფელ ცაიშში მომხდარი სამარცხვინო ინციდენტის შემდეგ პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სახლში ესტუმრა როზა წყაბელიას და პირადად მოისმინა ის პრობლემები, რაზეც ხელისუფლების ზედმეტად ლოიალური ქვეშევრდომების მიერ შეურაცხყოფილ ხანდაზმულ ქალს პრეზიდენტთან საჯარო შეხვედრაზე სურდა ლაპარაკი.

პიარტექნოლოგიური მიზანსცენა კიდევ უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ხელისუფლებამ 15 დღით ჩაასმევინა ციხეში ორი პირი,  რომლებიც „პრეზიდენტსა და გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგნენ“,  უფრო ზუსტად, ძალის გამოყენებით და მუჯლუგუნებით გაიყვანეს ხანდაზმული ქალი იმ ადგილიდან, სადაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები პრეზიდენტის შესახვედრად შესაფერის გარემოს ამზადებდნენ - შესაფერისი პუბლიკით, რომელიც პრეზიდენტს ტაშს დაუკრავდა, ხოტბას შეასხამდა და მომავალ არჩევნებში მხარდაჭერას აღუთქვამდა.

ცაიში რა, განა ასე არ ხდება საქართველოს სხვა კუთხეებში? გაიხსენეთ, რამდენჯერ გაქვთ „სამთავრობო“ ტელევიზიებით ნანახი ეს სცენა: „მოულოდნელად“ ჩასული პრეზიდენტის „მოულოდნელი“ შეხვედრა „მოულოდნელად“ ორგანიზებულ ხალხთან, რომელთა რიგებში აშკარად ჭარბობენ ადგილობრივი ორგანოების თანამშრომლები, მათი ოჯახის წევრები, საჯარო სკოლების მასწავლებლები და მოსწავლეები, სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი პოლიციელები და სახელმწიფო დაცვის სამსახურის მუშაკები, რომლებსაც, როგორც ამას წინათ მითხრეს, საქართველოში უკვე სახით ცნობენ.  

მაგრამ მიხეილ სააკაშვილისა და მისი პიარტექნოლოგების რუდუნებით ნაწრთობი იდილია ცაიშში დაირღვა.

თავისუფალმა ჟურნალისტებმა მოასწრეს და გადაიღეს როზა წყაბელიაზე განხორციელებული ძალადობა. ფირზე აღბეჭდეს პრობლემებით დამძიმებული მოხუცი ქალი, რომელსაც გზადაგზა ვიღაც სულელსაც უწოდებს, და რომელიც უხეში ძალის გამოყენებით, ჯიკავ-ჯიკავით და ხელების გრეხით გაჰყავს ორ ახალგაზრდა კაცს, რათა პრეზიდენტ სააკაშვილს „მოედანი გაუსუფთაონ“ მორიგი წარმატებული შეხვედრისათვის.

24 ივლისს ამ ინციდენტმა წალეკა სოციალური ქსელები! დამთრგუნველ, ნებისმიერი ღირსეული ადამიანისათვის შეურაცხმყოფელ კადრებს განუწყვეტლად ატრიალებდნენ დამოუკიდებელი ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „ტვ-9“, რომელთა სიგნალების მიღება საზღვარგარეთაც არის შესაძლებელი. და როდესაც ლამის მთელი ცისქვეშეთი შეიძრა ამ სამარცხვინო ინციდენტის გამო, როზა წყაბელიას ცემის ამბავმა საქართველოს პრეზიდენტის ყურამდეც მიაღწია და იგი ძალიან, ძალიან გაბრაზდა.

„როცა თქვენი ამბავი გავიგე, მაშინვე წამოვედი. მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და დავრჩები გაჭირვებულების დამცველად საქართველოში. ვინც ჩემსა და იმ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგება, რომლებსაც ჩემთან მოსვლა და თავისი გაჭირვების შესახებ საუბარი სურს, პასუხს ვაგებინებთ. ეს იქნება დიდი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც ჩემსა და გაჭირვებულს შორის ჩადგომა სურს. ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და იმ ადამიანს შორის ჩადგეს, რომელსაც უჭირს“, - განაცხადა წყაბელიასთან ბოდიშის სათქმელად მისულმა მიხეილ სააკაშვილმა.

პირადად მე საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ ცაიშში მისი ხელებდაგრძელებული ხელქვეითების საქციელზე მეტად გამაბრაზა! მაპატიეთ, მაგრამ რა არის ეს, თუ არა ფარისევლობა და სიყალბე იმ პოლიტიკოსისაგან, რომლის პრეზიდენტობის დროს სამართალდამცველებმა სასტიკი ძალის გამოყენებით მოკლეს სანდრო გირგვლიანი, ბუტა რობაქიძე,  ზურაბ ვაზაგაშვილი და ათობით სხვა ახალგაზრდა, რომელთა დედებსაც მიხეილ სააკაშვილისაგან დღემდე არ გაუგონიათ სინანულისა და სამძიმრის სიტყვები?

„სასამართლო გაოგნებულია იმ შეთანხმებული ქმედებებით, რომლითაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოები მოქმედებდნენ... რათა ამ საშინელი მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულება არ აღსრულებულიყო“, – ნათქვამია გირგვლიანის საქმეზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს 2011 წლის 26 აპრილის დასკვნაში.

სასამართლოს ამ დასკვნას რომ კითხულობ, იხსენებ, როგორ მივიდა სულ ახლახან ლამის სასოწარკვეთამდე მეგობრის გამოქომაგებისთვის თბილისის 53-ე საჯარო სკოლიდან გარიცხული და პრეზიდენტის მიერ „ხულიგნად“ მოხსენიებული 15 წლის ბიჭი, ძალიან ძნელია ფარისევლობის გარდა რაიმე უწოდო საქართველოს პრეზიდენტის სიტყვებს, რომ „ჩემი მთავრობა და მე ვართ ყველაზე მთავარი დამცველი გაჭირვებულების, ვართ და ვიქნებით და ვერავინ ჩემსა და გაჭირვებულებს შორის ვერ ჩადგება“.

Tags: მიხეილ სააკაშვილი, წინასაარჩვენო კამპანია, როზა წყაბელია



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
22.08.2012 04:20
https://www.youtube.com/watch?v=AgskEgUYKOg&feature=player_embedded
ასეთი გაჭირვებულებით სავსეა საქართველო. არიან თავიანთთვის, უნუგეშოდ.

ავტორი: mascavle საიდან გვწერთ: safrangetidan
19.08.2012 12:35
ყველა ტუტუცს:არ გათეთრდების ყორანი,რარიგ არ ხეხო ქვიშითა***

ავტორი: ლიი
10.08.2012 04:34
აგვისტოს ომზე ეს სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ:
www.solomonternaleli.wordpress.com/2012/08/

ავტორი: სოსელო
09.08.2012 00:04
კობა ბატონო „ტვ-9“ს დამოუკიდებელი ტელეკომპანიებად მოხსენიება ყველაზე დიდ ფარისევლობად და უსინდისობად მიმაჩნია დედამიწაზე!!!!....

დემოკრატიის ქურქში ბევრი არაკაცია გახვეული...
ვინ დაიწყო ომი ის მაინც აუხსენით იმ მთავარ არასკაცს!!!...ხალხს ნუ აბრაზებს,თორემ მოუწევს ბროწეულის ოყნები და აბი გლუკოზა!!!!!!

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
03.08.2012 09:35
ავტორი: ანონიმი
31.07.2012 19:29

'ძააააააააან დიდი დის-ლაიკ ბატონ კობას!
სრული იდიოტიზმი რაზეც აქ საუბრობთ"-ჩვენ მოგვეწონა, შენი დისლაიქი შენივე პრობლემაა! რაც შეეხება "იდიოტიზმს", ძალიან გთხოვთ თქვენი გონებრივი მდგომარეობის შესახებ შეტყობინებას ამ ფორმით ნუ გვიგზავნით-ისედაც გეტყობათ!

ავტორი: ლიი
01.08.2012 03:56
ბატონო კობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ ბლოგისთვის.

არის სევდა, რომელიც მუდამ თან დაგაქვს განურჩევლად წარმატებების, სოციალური სტატუსისა თუ სიხარულისა, რომელიც საკუთარ ცხოვრებაში გაქვს და რისთვისაც ძალიან მადლიერი ხარ.

ამ ვიდეოთი ნანახი სამუდამოდ შეუერთდება იმ სევდას.
ხვალ ისევ გათენდება, ისევ იზრუნებ ყოველდღიურ საზრუნავზე, გაგიტაცებს საქმე, გაგართობს, რაღაც გაგიხარდება, რაღაც გეწყინება... მერე ისევ იგრძნობ სიხარულს... ყველაფერი იქნება. შეიძლება, ძალიან ბედნიერადაც იგრძნო თავი, მაგრამ, როგორადაც არ უნდა იყო და სადაც არ უნდა იყო, ამ ქალბატონის გადარეული თვალები, გულამომჯდარი საუბარი, ის საშინელება, რაზეც ის საუბრობს და მთელი ის საზარელი სანახაობა მუდამ შენთან იქნება. ისეთი გრძნობა დაგეუფლება, თითქოს, შენ მიათრევდე ამ ქალბატონს... ზუსტად არ იცი რა დააშავე, მაგრამ დანაშაულის გრძნობა ძალიან გაწვალებს და ამის ფონზე ცხოვრების ყველანაირი სიკეთე უფერულდება. ყველაფერი აზრს კარგავს ამ ყოვლისმომცველ ჯოჯოხეთში.

მერე რა ხდება? მერე, როგორც ზრდასრულმა ადამიანმა, უნდა შეძლო და გადალახო თავი, რომ, სულ ცოტა, არავინ შეაწუხო. უნდა გაიხსენო, რომ ვიღაცას შენი იმედი აქვს, ვიღაცას შენი არსებობა უხარია, ვიღაცას შენ დანახვაზე ეღიმება... აქედან ჯობია დაიწყო. მერე გაიხსენებ, რომ მარტო არ ხარ, ვინც ამით შეწუხდა, რომ არსებობენ ადამიანები, რომელთა გამოც იტყოდი, რომ ამათ გამო ღირს სიცოცხლე. :)

ავტორი: ანონიმი
31.07.2012 19:29
ძააააააააან დიდი დის-ლაიკ ბატონ კობას!
სრული იდიოტიზმი რაზეც აქ საუბრობთ

ავტორი: ანონიმი
31.07.2012 16:49
ხულიგანი ძველი ბიჭები და ეს მართლა გმირი ქალი შესადარებლი არ არიან!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.07.2012 10:05
მოკლედ, ასეა, თუ ვამბობთ რომ ლიბერალური პრინციპებით ვმოქმედებთ მაშინ მყიდველს ვერ ეტყვი რუსი ხარ და წადიო, ტენდერი და აუქციონი ობიექტურად უნდა ტარდებოდეს და საუკეთესო პირობების მქონე კომპანია იმარჯვებდეს- ეს რაც წესია (!) მაგრამ ჩვენში წესი არ სრულდება საერთოდ

ნუ სარგებელს რაც შეეხება, მე საქართველოს სარგებელი უფრო მადარდებს ვიდრე რუსეთის, არ ვიცი, ეს ჩემი აზრია, ქართველებიც ძალიან დიდ კაპიტალს აგროვებენ რუსეთში, მათ შორის ივანიშვილი - რუსეთში გამდიდრებული ბიზნესმენია, ხოლო როცა რუსეთმა დაგვაყვედრა იქ ნაშოვნი ფული და გამოგვიყარა ქართველები ქვეყნიდან- ამას რა რეაქცია მოყვეა ყველას გვახსოვს. ანუ ბიზნესს ზღვარს ვერ დაუწესებ.

შუაგულში შემოჭრას რაც შეეხება არ ვიცი რას გულისხმობ, მაგრამ მაგათ მიზეზის პოვნა ჩვენ საბომბად არასოდეს გასჭირვებიათ და არც აწი გაუჭირდებათ, ასე რომ ჩემი აზრით ეგ არ არის მიზეზი რუსეთის ინვესტიციების შეზღუდვის

თუმცა გეთანხმები, გაცილებით უკეთესი იქნებოდა დასავლეთ ევროპული, იაპონური, ამერიკული ინვესტიციები გვქონოდა ქვეყანაში ვიდრე რუსული, მაგრამ სანამ ნათელაშვილი იმას კიოდა თელასი გაგვიყიდესო (თითქოს იქ გვეძინა მაშინ როცა მოგვესურვებოდა) ხალხმა და პოლიტიკოსებმა ის კი არ იკითხეს ვის მიყიდესო, გადადექის ძახილით მიაშურეს რუსთაველს

ავტორი: ასეა საიდან გვწერთ: მიშოვგრადი
30.07.2012 07:45
ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.07.2012 14:14
ასეამოკლედ საკუთრებას რაც შეეხება არ ვიცი, ალბათ იმას გულისხმობ რომ მთელი რიგი მსხვილი სახელმწიფო ობიექტები საქართველოში უკვე სახელმწიფოს აღარ ეკუთვნის, ანუ პრივატიზებულია
ამას თუ გულისხმობ გეტყვი რომ ნიუ იორკის პორტების სრული უმრავლესობა ამერიკის არც სახელმწიფოს ეკუთვნის და არც "ხალხს",-მეზობლად არის რომელიმე მისი მყიდველი? გეოპოლიტიკური სიტუაცია ჩვენთან სხვაა-საზღვართან გყავს, უფო მეტიც-შუაგულშია შემოჭრილი...იტყვის ვანია: საფრთხე ექმნება ჩვენი კომპანიების ქონებას საქართველოშიო და მეყოლე ვარდივით....ჩვენი ქონებიდან მიღებული შემოსავლებით, რუსი რატომ უნდა გაძლიერდეს? ვერ გავიგე-ოკუპანტია და მოგების მიღების საშუალება რატომ უნდა მივცეთ? მაშინ ოკუპანტი აღარაა1

ავტორი: nika საიდან გვწერთ: Tbilisi
30.07.2012 04:29
დამოუკიდებელი ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „ტვ-9“ ????????? ჰაჰაჰაჰა! კაი ხუმრობა იყო!

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
30.07.2012 04:18
პოლიტიკური არჩევნის მოწოდებებისგან თავს შორს ვიჭერ იმიტომ რომ არ მინდა ცემი კომენატრები ამა თუ იმ ძალის პიარ კამპანიად ვაქციო, თუმცა დასავლეთისკენ სიარული სჯობს ისევ რუსული ყინულის ქვეშ მოქცევას

საქმეც იმაშია რომ მტავრობა უნდა ვმართოთ და მთავრობამ უნდა გვმართოს... ეს ორმხრივი პროცესია და ამ პროცესის მქონე ქვეყნებს ყავთ საზოგადოება და არა ჩვენ

და მართალი ხარ, სანამ ქვეყანას არ ეყოლება კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანები (უმრავლესობა) მანამდე ჩვენი საშველი არ იქნება და სხვისი მოწოდებული მუქთა თუმნიანები გვერჩივნება ჩვენით ნაშოვნს

მაგრამ არის ერთი მაგრამ, ბევრჯერ გავიმეორე (უკვე მაყვედრიან კიდეც ერთ აზრზე დგახარ სხვებს არ უსმენო :)), ქვეყანაში განათლება არ ფასდება !!! საკმაოდ ხშირი შეხება მაქვს ისეთ ადამიანებთან ვინც ისწავლა, ისწავლა და ეხლა საზღვარგარეთ გარბის იმიტომ რომ შინ ვერ გაიხარა

სამწუხარო მაგრამ რეალური პრეცენდენტია - სუფთა გურჯული

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: ბათუმი
29.07.2012 20:15
ტუტუცო (ბოდიში ასე რომ მოგმართავთ, მაგრამ სხვა არაფერი ვიცი თქვენს შესახებ:)),
ზუსტად მაგაზე ვსაუბრობ მე, რომ ზუსტად მაშინ წახდა ქართველი ადამიანი, როცა ფუნქცია დაკარგა და მაძღარმა და გაქსუებულმა მხოლოდ თავის ოჯახზე და თავის კეთილდღეობაზე დაიწყო ფიქრი, ეს კი ზუსტად იმ დიდმა მეზობელმა "გაგვიჩალიჩა" რომელზეც ვსაუბრობთ. ეჭვი გეპარებათ რომ მეზობელს იგივე სურვილი აქვს, იგივე უნდა, რომ ისევ გაზულუქდე და ისევ მხოლოდ საკუთარ თავზე იზრუნო და მსოფლიო პოლიტიკის უმცირესი ნაწილიც კი არ დარჩე, ამიტომაც იბრძვის ასე გამწარებული და გაავებული...ბორჯომს კი არა შეიძლება შენი ქვებიც კი იყიდოს, ოღონდ მის მიზანს მიაღწიოს...

რაც შეეხება ყურების ახევას, აბსოლუტურად გეთანხმები, ეს ასე იყო, თუმცა ახლა უარესი სიტუაციაა, არც ყურებს ახევს არავინ და არც არავინ "აბოზებს" და დამნაშავე რჩება ალიყურისა და კანონის მიღმა...

ფეხარევით სიარულზეც გეთანხმები...

რუსეთთან დაბრუნება რამდენიმე ათეული წლით რომ დაგვწევს უკან ამაში ხომ გეთანხმები და გეთანხმები...

რაც შეეხება იმის შეგნებას, რომ ეს მათი სახლია, ამას სახელმწიფოებრივი მენტალიტეტის ჩამოყალიბება ჭირდება და არა მიტინგიბზე სირბილი და "ვი-ღა-ცა ვი-ღა-ცა"-ს შეძახილები...

ინტელექუალური ქონება გლობალიზაციის დონეს ვერაფრით ვერ შეაჩერებს...თუმცა რა თქმა უნდა შეგინარჩუნებს საკუთარ იდენტობას მეტ-ნაკლებად...

საგარეო კურსი და პოპულიზმი ცოტა არ იყოს არ ეწყობა ერთმანეთს, კურსი ან უნდა გქონდეს ან არ უნდა გქონდეს...პოპულიზმით კურსი არ იცვლება, ასე რომ ამაში ვერ დაგეთანხმებით...ნამდვილად კეთდება ბევრი რამ იმისათვის, რომ მივაღწიოთ იმას, რაც დაგეგმილი გვაქვს ქართველ ხალხს და ძალიან, ძალიან გული მწყდება იმ ხალხზე, ვინც მხოლოდ იმიტომ უჭერს მხარს ჩრდილოეთიდან მოგზავნილ პოლიტიკოსებს, რომ ცოტა უფრო უკეთესი ცხოვრება გვქონდეს და მეტი ვაჭამოთ ჩვენ შვილებს...

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
29.07.2012 14:14
ასეა

მოკლედ საკუთრებას რაც შეეხება არ ვიცი, ალბათ იმას გულისხმობ რომ მთელი რიგი მსხვილი სახელმწიფო ობიექტები საქართველოში უკვე სახელმწიფოს აღარ ეკუთვნის, ანუ პრივატიზებულია

ამას თუ გულისხმობ გეტყვი რომ ნიუ იორკის პორტების სრული უმრავლესობა ამერიკის არც სახელმწიფოს ეკუთვნის და არც "ხალხს", კიდევ უფრო მეტიც- როკფელერ ცენტრის (რაც ამერიკის სიდიადის და ეკონომიკური ძლიერების სიმბოლოდ ითვლება) დიდი ნაწილი იაპონური და სხვა ბიზნეს გიგანტების ხელში, არენდით არის გაცემული და ამერიკა ამით მხოლოდ სარგებელს იღებს, არავის მოუკიდებია ზურგზე არც ერთი ცათამბრჯენი

არავინ ამ ობიექტებს არ აჭრის არც ამერიკას და არც საქართველოს, და არსად არ მიაქვს ზურგით, გასხვისებული დინამოს სტადიონი გარემონტდა, მაგრამ შინ არავის წაუღია, ნუ ხშირად მიწევს მანდ გავლა და ვხედავ რომ იქ დგას სადაც იდგა

სხვა საკითხია რა პირობებით საღდება ესა თუ ის ობიექტი(!), ამის მაგალითია საავადმყოფოების პრივატიზება- სადაც პირობებში ჩადებულია ამ ობიექტების სავადმყოფოებად გამოყენება ამა თუ იმ დროით - მერე რა იქნება არავინ იცის, ასევე ტყეების გასხვისება, როგორი პირობებია დაწესებული მათ გამოყენებაზე არავინ იცის

ანუ პრობლემა ის კი არ არის რომ რაღაც სხვისდება, პრობლემა არის ის თუ როგორი პირობებით სხვისდება, და ამას ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ იმიტომ რომ ეს ჩვენი სახლია(!)

სხვა საკითხია ის რომ წამოიწყებ ბიზნესს და მეორე დღეს ნიღბიანი ბიჭები გადაგაფორმებინებენ ყველაფერს ვინმე პარლმანეტარის ან მინისტრის სახელზე- ამას თუ გულისხმობ აქ უპირობოთ გეთანხმები, ასეთი რამ მარტო რუანდაში, სომალიში და ესოდენ წარმატებულ ქვეყნებში ხდება

და რომ არ გვეკითხებიან მაშინ ჩვენ უნდა მოვკითხოთ, არა გადადექის ძახილით- არამედ კონკრეტული კითხვებითა და პროცესებით

მაგრამ ამას ვერ ვიზავთ თუ ყველაზე დიდი საკუთრება - ინტელექტუალური საკუთრება არ გავიმრავლეთ - ეს კი არც ისე პოპულარული პროცესია ჩვენში, არ ფასდება და იმიტომ

ადვილი სამანიპულაციოა დღეს ჩვენი ხალხი, ემოციებზე და მიშა მოვდივართ-ზე ხარობენ

სამწუხაროა

ავტორი: ასეა საიდან გვწერთ: მიშოვგრადი
29.07.2012 07:36
ვტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 03:017) ხალხს სჭირდება იმის შეგნება რომ ეს ქვეყანა მათი სახლია, და საკუთარ სახლში ყველა თვითონ იქმნის საცხოვრებელ პირობებს-ამას შეგნება არ შველის. ქვეყანა, სადაც არაფერს გეკითხებიან და საკუთრება არ გაქვს -შენი ვერ იქნება!

ავტორი: ანონიმი
29.07.2012 00:38
ბატონო კობა არც ადვოკატი ვარ და არც პროკურორი,ერთი გაოგნებულ-დაინვალიდებული კაცი ვარ მაგრამ უნდა გითხრათ რომ არაა ეს ერთი პრეზიდენტის ან ადამიანთა ერთი ჯგუფის ამბავი. უკვე ბერდიაევი ამბობდა:" რაც ხდება დღეს არც ჰუმანიზმის კრიზისია (მით უმეტეს არაა პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისი) ეს მეორეხარისხოვანი თემაა. ესაა ადამიანის კრიზისი. ისმის კითხვა ერქმევა თუ არა ადამიანი იმ არსებას რომელსაც ეკუთვნის მომავალი. ჩვენ ვართ კულტურის და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში დეჰუმანიზაციის პროცესის მოწმენი და პირველ რიგში ხდება მორალური ცხოვრების დეჰუმანიზაცია. ადამიანი აღარაა არც უმაღლესი და არც უმდაბლესი ღირებულება." ეს ბერდიაევმა დაწერა სტალინიზაციამდე ნაშრომში " ადამიანის ბედი თანამედროვე სამყაროში". ის სამყარო არ შეუცვლია არც გორბაჩოვის და შევარდნაძის გაჩენას ამქვეყნად. ხოდა ვიდრე საზოგადოებად წოდებული ქართველთა ჯგუფი არ აღიარებს რომ დემოკრატიზაციის საბაბით რუსთაველზე დღისით მზისით უიარაღო და უდანაშაულო,უმწეო ქართველი არქეოლოგების ხოცვა და მათი ბავშვების დაობლება დანაშაულია ადამიანობის წინაშე და ვიდრე არ მოითხოვს ამის ჩამდენთა და მფარველთა ჰააგაში გასამართლებას მანამდე მოგიწევთ გაუთავებელი მოთქმა გოდება თქვენს მიერვე არჩეული თუ საბჭოთა-პოსტსაბჭოთა სამხედრო-ჩეკისტური მანქანის მიერ დანიშნული "ელიტის" უსაქციელობის გამო. იცოცხლეთ და გაიგმარჯოთ. დიდი
მადლობა ბერდიაევს რომლის მოკვლაც ბოლშევიკებმაც კი ვერ გაბედეს და "უბრალოდ" გააპანღურეს სამშობლოდან.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
28.07.2012 03:01
კახა- საინტერესოა შენი კომენტარი ოღონდ:

1) ლიტრიანებით გალეშვა ქართველებმა მას შემდეგ დაიწყეს რაც უნუგეშოდ დაპყრობილები აღმოვჩნდით რუსეთის მიერ, ანუ ის რასაც ადრე ქართველი საქმედ აკეთებდა ეხლა უკვე რუსეთის ხელში სურვილად - სადღეგრძელოდ იქცა

2) ღვინის ერთ ერთი უძველესი კულტურის მქონე ქვყანაში სირცხვილად ითვლებოდა ფეხარევით სიარული თრობისგან

3) სანამ ვინმე სხვისკენ თითს გაიშვერდა "აგე იმან ქნაო"- მანამდე თვითონ აახევდა ყურებს ქალის დამჩაგვრელს და მაფუჭებელს

4) ინტელექტუალური ქონება პირდაპირ პროპორციულია გლობალიზაციის პროცესში საკუთარი იდენტობის არ დაკარგვისა

5) საგარეო პოლიტიკის მიმართულება კარგი აქვს ამ ხელისუფლებას, მაგრამ ამ გზაზე სვლისთვის პოპულიზმის გარდა არაფერი კეთდება, ამიტომ რჩება ეჭვი რომ ეს გეზი კი არა - ხელისუფლებაში ყოფნის გახანგრძლივებისთვის აწყობთ

6) რუსეთის გავლენის ქვეშ დაბრუნება ბორჯომს და ღვინოს კი გაგვასაღებინებს მაგრამ უკან დავგწევს მინიმუმ რამდენიმე ატეული წლით (ეს ჩემი პირადი აზრია)

7) ხალხს სჭირდება იმის შეგნება რომ ეს ქვეყანა მათი სახლია, და საკუთარ სახლში ყველა თვითონ იქმნის საცხოვრებელ პირობებს

ავტორი: კახა საიდან გვწერთ: ბათუმი
28.07.2012 02:08
ჩვენი, ქართველი ხალხის ყველაზე დიდი უბედურება არ არის მთავრობა (რომელსაც მე ვთვლი რომ სწორი საგარეო კურსი აქვს), ჩვენი უბედურება არის ჩვენი მენტალიტეტი, რომელიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და საბჭოთა პერიოდმა კი საერთოდ გადააგვარა...
ხალხისთვის, ვისთვისაც გმირობის ტოლფასია 2 ლიტრიანი ყანწის ან სხვაგვარი სასმისის დაცლა, ვისთვისაც ძალიან შორსაა სახელმწიფოებრივი აზროვნება და სამართალდმაცველ სტრუქტურებთან თანამშრომლობას "ბოზობას" ვუწოდებთ და ვმალავთ იმ ადამიანის ვინაობას ვინც შენს თვალწინ შეურაცხყოფა მიაყენა ახალგაზრდა ქალს, ხალხს, რომლებსაც არ ადარდებს სად წავა მისი სამშობლო - ისევ რუსეთის მუხლებში მოადენს ზღართანს თუ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, ხალხს, რომლებისთვისაც მთავარი ის არის, რომ ხელფასის ნახევარი რესტორანში, ლუდხანაში ან კიდევ საროსკიპოში დახარჯოს და მერე მისი დუხჭირი ცხოვრება მთავრობას გადააბრალოს და ბრტყელი, მაგრამ ომახიანი სიტყვებით ამცნოს ამის შესახებ სრულიად საქართველოს...ხალხი, რომლისთვისაც არაფერს წარმოადგენს სამშობლოს სიყვარული, გარდა ზემოთ ნახსენები 2 ლიტრიანი ყანწის დაცლის საბაბისა...ამ ხალხს, მაპატიეთ ქართველებო, მაგრამ მართლა ჩაგვგდებს ხელში ბიძინა და მერე ღირსები ვიქნებით აბსოლუტურად ყველაფრისა...თუმცა ალბათ რესტორნის ფული უფრო გაგვიჩნდება და მეტი რაღა გვინდა ქართველებს, საბჭოთა დროსაც ხომ ასე იყო ზუსტად, ბორშჩის და ქალებისათვის 37 მანეთად ხომ დავფრინავდით რუსეთში?!
ზუსტად მაშინ მიდიოდა ჩვენი საქმე უკუღმა და ზუსტად მაშინ ხდებოდა ჩვენი დეგრადაცია...დღეს რაც ხდება ამას გლობალიზაციას ეძახიან და ამას ვერცერთი სახელმწიფო ვერ გაექცევა, ეს თავისთავად ხდება...

ავტორი: lali lekishvili საიდან გვწერთ: tbilisi
28.07.2012 01:47
უგრმესი მადლობა,მიკა ალეკსიდზის

ავტორი: ვარლამიე
27.07.2012 20:32
ავტორი: ლევან ღვინჯილია საიდან გვწერთ: თბილისი
26.07.2012 00:38

"... მწარედ მოსთქვამს დედოფლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო..."

ბატონო ლევან, "მოსთქვამს" კი არა, "მოთქვამს".

ავტორი: თეა
27.07.2012 20:18
რა კარგი სტატიაა... "გიხაროდენ სიტყვა ხელოვანთა უსიტყვობისა მამხილებელო"....

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
27.07.2012 18:49
წერა-კითხვის გამავრცელებელ ორგანიზაციაზე მეტად, დღეს ცოდნის ფასის გამავრცელებელი ორგანიზაცია გვჭირდება, რაც თავის თავად ცოდნის დაფასება და შესაბამისი ღირებულების მიცემაა

მაგრამ აბა სად არის საქართველოში დაფასებული ცოდნა? ან რომელი განათლებული და თავის საქმის პროფესიონალი ცხოვრობს შესაბამის პირობებში?

ასე რომ მოზარდებიც არ ეტანებიან ისედაც საზარელ წიგნებს, შრომაში დაფასებას ვერ ხედავენ...

სამაგიეროდ თუ პარტიული გახდები, თითოეულ ნაცემ მოწინააღმდეგე პარტიულზე, ან პირდაპირ ეთერში გალანძღულ პოლიტიკოსზე - ან ბიზნესების წილებში ჩაგსვავენ, ან მინისტრი გახდები, ანდა შენ ბიზნესს წამოიწყებ სხვების აშენებულ საფუძველზე (ესე არ ჯობია საკუთარი ფულის ინვესტირებას? მიხვალ, "აახევ" და გააგრძელებ)

ან კიდევ მოვა ვინმე ჩრდილოეთიდან და მილიონს გაჩუქებს, მერე წახვალ და შავ, დიდ, პრიალა ჯიპს იყიდი და შუქნიშნებზეც არ გააჩერებ (ეს სპონტანური მილიონი შეიძლება გულის შეტევით დამთავრდეს, სიხარულმა ასე იცის ხანდახან- ასე რომ აქაც ფრთხილად!!!)

ასე რომ რა სწავლა რის სწავლა, დადგა ყველა პარტ-ბილეთის რიგში

ავტორი: ciciNO საიდან გვწერთ: GERMA.net.i
27.07.2012 15:51
სტატია - სწორი, ფაქტი - არ-გასაკვირი, და ეს ხალხი რომ მაინც ვერ მოდის აზრზე და პირდაღებული მიშტერებია ამ იდიოტების უნიჭო სანახაობებს, ამათ რა მოიყვანს აზრზე. "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება" გვჭირდება ს ა ს წ რ ა ფ ო დ!!!!! SOS!!!!!!

ავტორი: ანონიმი
26.07.2012 19:57
საქართველოში შექმნილი კიდევ ერთი ორგანიზაცია - "თბილისის ჰელსინკის ჯგუფი" - პოლიტპატიმართა ინტერესების დაცვას ისახავს მიზნად, - ამის შესახებ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მედიას 26 ივლისს აცნობეს. საინფორმაციო სააგენტო"ინტერპრესნიუსის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ცნობილი გახდა, რომ "თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, ქეთი ბექაური უხელმძღვანელებს. ჯგუფის წევრები იქნებიან უფლებადამცველები და იურისტები, მაგალითად: ნათია კორკოტაძე, ლალი აფციაური, ნანა კაკაბაძე და გელა
თბილისელებს ვინც გააგებინა ჰელსინკის ჯგუფების მნიშვნელობა და შინაარსი იმას რაც უქნეს როგორ აფასებენ ნეტავი ეს ჩიტუნები. ამისთანა კომედიებს ჯობია საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებათა დამცევლი მოძრაობის შემქმნელი და ამიტომ საბჭოთა კავშირიდან გაძევებული ვალერი ძალიძის დაფასება ვიდრე //თუ// ის ცოცხალია.მაგრამ ამისთვის სრულფასოვანი ადამიანებია საჭირო. დაიცვან პატიმართა უფლებები ისტორიული სახელების და ღვაწლის მიუთვისებლად.

ნიკოლაიშვილი. ამჟამად "თბილისის ჰელსინკის ჯგუფს" პოლიტიკური პატიმრის სტატუსი 118 პირისთვის აქვს მინიჭებული. ხელისუფლებამ სხვადასხვა დროს არაერთხელ უარყო პოლიტპატიმრების არსებობა საქართველოში.

ავტორი: სალომე საიდან გვწერთ: paris68
26.07.2012 19:56
ვიდრე ასეთ ინციდენტებს უპასუხოდ დავტოვებთ, გულგრილად შევხედავთ უსამართლობას და ღვთის წყალობად მივიჩნევთ ხელისუფალთა თვალთმაქცობას, ჩვენი პრეზიდენტები ორველის ნაპოლეონები იქნებიან სხვადასხვა სახელებით.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.07.2012 19:41
სანამ ჩვენ აქ იმას ვარკვევთ თუ რომელ კომენტარში რა იგულისხმა ამა თუ იმ ფსევდონიმმა, გაზეთი ტაბულა უკვე მეორე სტატიას აქვეყნებს (ნუ რაც მე ვნახე მე2-ეა) ედუარდ შევარდზნაძის დიალოგს ჟურნალისტთან

არც მეტი არც ნაკლები ედიკა ამბობს ხალხი ისევ ისეთი დამშეულია ეხლა როგორც ჩემ დროს იყოო

ანუ ჯერ ედიკა ფიქრობდა და ფიქრობს ქართველებზე როგორც "დამშეულ" ხალხზე და ნუ ეხლა ესენი რომ საერთოდ ფიქრის ღირსადაც არ თვლიან ხალხს მაგაზე ბევრს აღარ მოვყვები

საქმე უბრალოდ იმაშია როდემდე აპირებს ქართველი ხალხი ასე თავდახრილი ჯდომას ტელევიზორებთან და ლოდინს თუ როდის გადმოუგდებენ ლუკმას ტელევიზორშივე ყალბად მეტყველი გალსუტკიანი ბიჭები (ეს ამჟამად თორემ ედიკას დროს იცოცხლე მოხუცებულთა თავშესაფარი იყო პარლამენტი)

როდის უნდა ვაგრძნობინოთ ხელისუფლე-ბებს- და სხვა მავან პოლიტიკოსებს რომ დამშეული საცოდავი მასა, ხმების მოპოვების მასა კი არა, ნამდვილი საზოგადოებაა საქართველოს მოსახლეობა

დასცინის ჩვენი წარსულიც, აწმყოც და მომავალიც ჩვენსავე ხალხს

მშივრები, გაუნათლებლები, პლებეები, რელიგიურ ფანატიზმში ჩაძირულები და ბოლოს მაისურაძის მიხედვით - ერთობ ფილოსოფიურ ცოდნას მოკლებული - ხალხი ვართ

შინ დასცინიან საკუთარ ხალს და სხვაზე რაღა უნდა ვთქვათ

მარტო გადადექი გადაექის ძახილს, რესტორნებში ღვინით ახურებულზე საქართველოს სადღეგრძელოების ძახილს, ქუჩაში ნაგვის ყრას, მეზობლის ღობიდან ჩხირის მოპარვას, ვენაში გაჩხერვას, საკუთარი დედის გინებას და კიდევ მილიონ საშინელ საქციელს - რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ქართველობასთან - მგონი ჯობს საქმის კეთება მოვთხოვოთ ხელისუფლებას და საკუთარ თავს

თორემ დავრჩებით <დამშეულების მასა-დ> როგორც ვართ დღეს

პატივისცემით

თქვენი ტუტუცი

ავტორი: დამკვირვებელი საიდან გვწერთ: სადამკვირებლოდან
26.07.2012 15:55
ავტორი: ვანო
26.07.2012 11:17-"არაუშავს ამას უყურეთ და დაწყნარდებით ბატონო კობა"...ამას ჰქვია დემაგოგია-შენ იმის შეფასების მაგივრად, რაც იმ გაჭირვებულ ქალს უქნეს მიშაფანებმა და დოქსოპულოებმა-ვიღაც დეგენერატის გამოსვლის ნახვა შესთავაზე კობას, თანაც ირონიით- "დასამშვიდებლად"-სინდის ნამუსიც კაი საქონელია! ამის მერე წყენასაც გამოხატავ... თავხედობასაც ხომ გააჩნია...

ავტორი: ბუდუ
26.07.2012 15:13
კარგი სტატიაა. ისე ბ-ნ კობასაც მაგრა ამოსვლია ეს სასტავი ყელში :)
პასუხი

ავტორი: koba
26.07.2012 15:33
გმადლობ კომენტარისათვის. "სასტავზე" რა მოგახსენოთ, მაგრამ ფარისევლობა ყოველთვის მაღიზიანებს:)

ავტორი: ana
26.07.2012 14:43
რამდენჯერაა სიტყვა "გაჭირვება" ნახსენები პრეზიდენტის ამ განცხადებაში: "მე ყოველთვის ვიყავი, ვარ და დავრჩები გაჭირვებულების დამცველად საქართველოში. ვინც ჩემსა და იმ გაჭირვებულ ადამიანებს შორის ჩადგება, რომლებსაც ჩემთან მოსვლა და თავისი გაჭირვების შესახებ საუბარი სურს, პასუხს ვაგებინებთ. ეს იქნება დიდი გაკვეთილი იმისთვის, ვისაც ჩემსა და გაჭირვებულს შორის ჩადგომა სურს. ვერასდროს ვერავინ უნდა გაბედოს, რომ ჩემსა და იმ ადამიანს შორის ჩადგეს, რომელსაც უჭირს." :))))) ეტყობა ძალიან უჭირს...

ავტორი: ვანო
26.07.2012 13:23
ავტორი: დამკვირვებელი საიდან გვწერთ: სადამკვირებლოდან
26.07.2012 12:28

თქვენნაირი დემაგოგები და ბრიყვები ყველა ეპოქაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მარადჟამს იცხოვრებენ...სჭირდება კონტრასტი პალიტრას ფერებს...
------------------------------------------------------------------
უკაცრავად და ყოჩაღად ხომ ხართ?ორი სიტყვა დავწერე და სად დაინახე ჩემი და ჩემნაირების დემაგოგობა?))))

ეუფ ასწრებთ ამათ აი..............

ავტორი: ვანო
26.07.2012 13:15
ავტორი: დამკვირვებელი საიდან გვწერთ: სადამკვირებლოდან
26.07.2012 12:28
მსგავსი სიუჟეტები ასეულობითაა მიშაფანებზე..............
ერთი მაგათიც და შენ დააბოლოვე,,,,,,,,,,,,,

მაგრამ ასეთი შედევრი ჯერ არ მინახავს,თან რომ არ აპროტესტებს არავინ...))))))))))))))))))))))ცხრა წლის მერე დავთვალოთ, რამდენ ასეთ მარგალიტს დააგროვებთ))))))))

ავტორი: ცდუნებასვერგავუძელი საიდან გვწერთ: საწერეთლოდან
26.07.2012 12:40
„ჩემი მთავრობა და მე ვართ ყველაზე მთავარი დამცველი გაჭირვებულების, ვართ და ვიქნებით და ვერავინ ჩემსა და გაჭირვებულებს შორის ვერ ჩადგება“. აი მეორე ფარისეველი–http://www.radiotavisupleba.ge/content/mikheil-machavariani/24639377.html

ავტორი: დამკვირვებელი საიდან გვწერთ: სადამკვირებლოდან
26.07.2012 12:28
ავტორი: ვანო
26.07.2012 11:17-მსგავსი სიუჟეტები ასეულობითაა მიშაფანებზე-ეს, შენი ლინკით,ერთადაერთია. გაიხსენეთ მიშას ვიზიტი სვანეთში და სვანი (სავარაუდოდ პედეგოგის-სხვა გამართულადაც ძლივს ლაპარაკობს)-ყელმოღერებული გამოთქმით წარმოთქმული სიტყვები:".....ძველი ებრაელები ერთმანეთს ასე ემშვიდობებოდნენ-იერუსალიმში შეხვედრამდეეეეეეეეეეეე! ჩვენც ასევე უნდა დავემშვიდობოთ-შეხვედრამდეეეეეეეეეეეეეეე აფხაზეთშიიიიიიიიიიიიიიიიი" ეს უთხრა კაცს, რომლის "გულმოდგინებით" წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი დაპირება- მეორე საპრეზიდენტო ვადაში აფხაზეთის დაბრუნება-"შეგვისრულა"-მისი სრული ჩაბარებითა და დაბრუნების ისეთივე ვადის პერსპექტივით, როგორითაც ებრაელები დაბრუნდნენ-რასაც დამატებით მსოფლიო ომი და ებრაელთა გენოციდი დასჭირდა, საუკუნეებიან ვადაზე რომ არაფერი ვთქვათ.... თქვენნაირი დემაგოგები და ბრიყვები ყველა ეპოქაში ცხოვრობდნენ, ცხოვრობენ და მარადჟამს იცხოვრებენ...სჭირდება კონტრასტი პალიტრას ფერებს...

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
26.07.2012 11:43
ხედავთ რა კარგია, როცა ხელისუფლებას ძლიერი ოპონენტი ჰყავს - უმალ ცდილობს უკეთესი გამოჩნდეს. უკვე რეაგირებენ მათთვის საძულველი ტელეარხების სიუჯეტებზე. აგერ საუბნო პოლიციის უფროსიც მოხსნეს. აგერ სხვა საუბნო პოლიციის უფროსი დაფიქრდება - რა ჯობია მიშას თუ კანონის დაცვა. ახლა იმასაც მივაჩვიოთ, რომ ანგარიში ჩაგვაბარონ, როგორ და სად ხარჯავენ ჩვენს - ანუ გადასახადის გადამხდელის - ფულებს. თორემ ამათ ჰგონიათ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტი მათი "ობშიაგია" და ჩვენ არ უნდა გვკითხონ, ან რაში დაიხარჯოს, ან დაში დაიხარჯა. გადასახადის გადამხდელს, რომელიც მილიონობით ლარს იხდის ბიუჯეტში, ან შუნდაც რამდენიმე ათასს, რომელიმე ამერიკელმა ან ევროპელმა ჩინოვნიკმა რომ უთხრა, სენი რა საქმეა, ეს ფული რაში უნდა დავხარჯოთო, იმ დრესვე სამუდამოდ დაემშვიდობება თანამდებობასაც და ყოველგვარ კარიერულ პერსპექტივებს. ესაა ევროპული დემოკრატიის საფუძველი - როცა ჯერ ფეოდალები, ხოლო მოგვიანებით ე.წ. თავსუფალი მოქალაქეები, ანუ ბუჯუაზიის წინაპრები, შეიკრიბენ და მოსთხოვეს მეფეს ანგარიში., როგორ ხარჯავდა მათ მიერ მიცემულ ფულს. მერე დაუწესე რეგლამენტი - რანაირად და რამდენი უნდა ხარჯოს. მერე ჩამოჯალიბდა "მაგნა კარტა", მერე პსარლამენტი, მერეე კონსტიტუცია... ასე ნელ ნელა მიგაჩვევთ დემოკრატიას... მარტო ნაციონალებს და სხვა მმართველებს კი არა, ბიზნესმენებსაც. სულ მალე ბანკირები, მაგთი და ჯეოსელიც მოვლენ აზრზე და მოსთხოვენ ანგარიშის ჩაბარებას..
ამიტომაა კარგი, რომ კანონიერად, არჩევნებით დაკარგონ ხელისუფლება - შემდგომი ეტაპისთვის უფრო გაკეთილშობილდებიან. საერთოდაც, ესაა დემოკრატია... დღეს ხარ, ხვალ სხვა შეგცვლის... უნდა შეეგუოთ, მიშისტებო. ამის ალტერნატივაა სადრე თუ გვია, დღეს თუ არა ხვალ ამბოხება და ყელების გამოჭრა... აშშ-თი სპეკულაცია არ გიშველით, იმიტომ რომ თქვენი იდიოტობით (და არა მარტო თქვენი - აშშ-ს იდიოტობითაც...) საკუთარი სახელიც გაიტეხეთ და აშშ-საც გაუტეხეთ.

ავტორი: ვანო
26.07.2012 11:17
პირადად მე საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ ცაიშში მისი ხელებდაგრძელებული ხელქვეითების საქციელზე მეტად გამაბრაზა!

არაუშავს ამას უყურეთ და დაწყნარდებით ბატონო კობა...

http://www.youtube.com/watch?v=cPgyUkR4Pfg&feature=BFa&list=ULcPgyUkR4Pfg

ესენი მოსპობენ ფარისევლობას პოლიტიკაში )))))))
პასუხი

ავტორი: კობა
26.07.2012 15:58
ვანომ დაწერა: "არაუშავს ამას უყურეთ და დაწყნარდებით ბატონო კობა... http://www.youtube.com/watch?v=cPgyUkR4Pfg&feature=BFa&list=ULcPgyUkR4Pfg
-----

ვანო დიდი მადლობა, ვნახე ეს ვიდეო. და თქვენ ფიქრობთ, რომ ივანიშვილის ქება ანდა "რუსთავი 2"-ის კიჩი თანაზომადია იმ ფარისევლობასთან, რასაც ცაიშში ჰქონდა ადგილი? ჩემდა თავად მე სხვა ინფორმაციის წაკითხვას გირჩევდით, რომელთან შედარებით სოფელ ცაიშის ინცინდენტო ბაშვის ტიტინადაც კი გამოიყურება.


"გურია ნიუსი" ამ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ჩვენ ქვემოთ ხელის მომწერნი წერილობით ვადასტურებთ 2012 წლის 16 ივნისს ჩვენი მეზობლების სერიოჟა და ცინარა აბულაძის ოჯახის დარბევის ფაქტს. ვადასტურებთ რომ მართლა მოუვარდნენ გადაცმული პოლიციელები პატრულის მანქანებით,რომელთა რაოდენობა აღემატებოდა 10-15 პირს.მათ მითითებებს აძლევდა ზუგდიდიდს პოლიციის სამმმართველოს უფროსის მოადგილე ლექსო თოდუა. ის მანამდე მუშაობდა ანაკლისს პოლიციის განყოფილებაში. პირადად ლექსო თოდუამ სცემა ცინარა აბულაძე ჯოხით, შემდეგ ის შეათრიეს სახლში და გვესმოდა მათი განწირული კივილის ხმა. შევეცადეთ მივშველებოდით მაგრამ უფლება არ მოგვცეს და გვიბრძანეს დაშლა. პრეზიდენტის ესკორტის გავლის შემდეგ, პოლიციამაც დატოვა აბულაძე სერიოჟას ოჯახი და ჩვენც საშველად შევედით. ვნახეთ დასისხლიანებული ცინარა აბულაძე და მისი შვილიშვილი, შოკში ჩავარდნილი ელენე აბულაძე. ამ ფაქტის სისწორეს ვადასტურებთ ხელმოწერით და იმედი გვაქვს, მიხედავთ შვილდაკარგულ მოხუცებს."


ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
26.07.2012 09:57
ძალიან მინდა ვიხილო NATI-ს ლონდონიდან და tata-ს გერმანიიდან და მისნაირი პოზიციის მქონე სხვა მატრაკვეცების კომენტარი კობას ამ სტატიასთან დაკავშირებით.... ლათინებს ჰქონდათ შესანიშნავი გამოთქმა, რომელიც ზუსტად ასახავს პრეზიდენტის ქმედებასა და პოზიციას :"KROKODILI LAKRIMA!"

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
26.07.2012 08:59
ერთ-ერთი ყველაზე სანიშნო რაც აქ წავიკითხე არის ის რომ მიშა იგებს ამ სამარცხვინო ამბავს მას შემდეგ რაც შეიძრა ცის-ქვეშეთი ქნ. წყაბელიას გაძევების ამბის გამო

ეს არის ჩვენი ხელისუფლების და ხალხის ურთიერთობის მაჩვენებელი... თუ რამხელა კედელი ამოაშენა მთავრობამ ამ უბედური ადამიანების "არ დასანახად"

ავტორი: ucnobi საიდან გვწერთ: saqartvelodan
26.07.2012 07:56
იცით რა მაინტერესებს ნუთუ ეს ადამიანი ვერ ხვდება რომ მის წინ ძალით მიყვანილი ხალხი დგას. ასეთი რამე არსად არ ხდება. თუ მოულოდნელად ჩადის ასე გამოწყობილი ხალხი როგორ ხვდება.

ავტორი: მაია
26.07.2012 04:33
მთავარი ისაა, რომ მეფე-პრეზიდენტი ხას უსვამს ხიდჩატეხილობას არსებობას ჩემსა (მმართველი) და თქვენს(ქვეშევრდომები ანუ ჩვენ) შორის. დემოკრატიულ სახელმწიფოში მოქალაქეს "მეფესთან" მისვლა არ უნდა სჭირდებოდეს სოციალური დახმარების მისაღებად. გამიდის , რომ ვინც პრეზიდენტის კარამდე ვერ მიაღწევს დარჩება პროფტექნიკუმისა და კომპიუტერის გარეშე.

ავტორი: პინგვინოლოგი
26.07.2012 04:02
როგორო როგორო??? ))))-------დამოუკიდებელი ტელეკომპანიები „მაესტრო“ და „ტვ-9“, რომელთა სიგნალების მიღება საზღვარგარეთაც არის შესაძლებელიო?.)))

ამაზე დიდი ფარისევლობა კაი ხანია არ მსმენია...)))))))))

ერთი, ბი-ბი-სია დამოუკიდებელი და მეორე ტვ-9,რომელთა სიგნალების მიღება საზღვარგარეთაც ყოფილა შესაძლებელი.)))

უფფფ))))) ეს ორი გიგანტი და დამოუკიდებლობის ეტალონი მსოფლიო მედია სივრცეში...))))

მეორე წუთში, საქმეს თუ დაჭირდა იტყვით,საქართველოში არ არსებობს დამოუკიდებელი და თავისუფალი მედიაო.))))

კავკასიის სიგნალების მიღება არაა შესაძლებელი საზღვარგარეთ? )))))

კი მიკვირდა რას დაათრევს ეს ოლიგარქი ყველგან, მარტო „ტვ-9“ის ჟურნალისტებსთქო,თურმე დამოუკიდებელი არ ყოფილან?)))))))))))))
პასუხი

ავტორი: koba
26.07.2012 12:47
პინგვინოლოგი: "ერთი, ბი-ბი-სია დამოუკიდებელი და მეორე ტვ-9,რომელთა სიგნალების მიღება საზღვარგარეთაც ყოფილა შესაძლებელი.)))
კი მიკვირდა რას დაათრევს ეს ოლიგარქი ყველგან, მარტო „ტვ-9“ის ჟურნალისტებსთქო,თურმე დამოუკიდებელი არ ყოფილან?)))))))))))))

-----------------------------------------
გმადლობთ გამოხმაურებისათვის. სიმართლე გითხრათ, თავადაც ძალიან გამიჭირდა შესაფერისი მსაზღველი სიტყვის შერჩევა. ენაზე მედგა "ოპოზიციური". მაგრამ რაკი ამ ორ არხს ჯერჯერობით სხვებზე გამოკვეთილად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა აქვთ, "დამოუკიდებელს" მივანიჭე უპირატესობა. მკითხველმა განსაჯოს, ძალიან შევცდი თუ არა:)

ავტორი: ლიი
26.07.2012 02:14
Respect, ბატონო კობა, Respect!!
მე დასამატებელი არაფერი მაქვს. სათქმელს უკეთესად ვერ ვიტყოდი.
სისხლი გამეყინა ამ კადრების ნახვისას. სამშობლოს მონატრებულები ძალიან მძიმედ განვიცდით ამ ხელისუფლების ყოველდღიურ უსამართლობებს. დღეს კი, ამ საშინელებისაგან სრულიად ვთრთოდი - დაწყებული ქალბატონის გათრევით, დამთავრებული პრეზიდენტის "სიყვარულის ახსნებით".
ამ ბლოგის კითხვისას ცოტა სული მოვითქვი.
ღმერთმა დაგლოცოთ!

ავტორი: erekle საიდან გვწერთ: Washington DC
26.07.2012 02:00
"პირადად მე საქართველოს პრეზიდენტის ამ განცხადებამ ცაიშში მისი ხელებდაგრძელებული ხელქვეითების საქციელზე მეტად გამაბრაზა!"

სულ ასე არ იქცევა ეს კაცი? ეს ფარისევლობა კი არა, უფრო ცინიზმია საკუთარი ხალხის მიმართ, იმ ხალხისა რომელიც მან დაყო ჩარეცხილებად და რეფორმატორებად.

ავტორი: სემუელ ჯონსონი საიდან გვწერთ: ჩიზიკიდან
26.07.2012 01:18
სტატია მშვენიერია და ფრიად აქტუალურ საკითხს ეხება!
ძალიან მომეწონა ავტორის/ჟურნალისტის ქართულიც: კარგა ხანია, არავის დაუწერია ან უთქვამს "სამოქალაქო სამოსი" ან "სამოქალაქო ტანსაცმელი". ყველა –– ჟურნალისტიც, ჭურნალისტიც, ექსპერტიც, დიქტორიც –– მხოლოდ "სამოქალაქო ფორმას" იყენებს, არადა ფორმა არ შეიძლება იყოს სამოქალაქო! ფორმა შეიძლება ჰქონდეთ სამხედროებს, მფრინავებს, რკინიგზელებს, მოსწავლეებს და ა.შ.

ავტორი: მახონი საიდან გვწერთ: თბილისიდან
26.07.2012 01:07
ყოველღვარ ფარისევლობას აქვს საზღვარი ... მიხოსას არა !!!
შევეშვათ ზნეობრივ მხარეს, იურიდიულად მივუდგეთ, საცოდავი ქალი სარდაფში ჩაუკეტიათ რას მიქვიან 15 დღიანი ადმინისტრაციული????? ადამიანის გატაცება იძულებით ტყვეობაზეა საუბარო!!!! 12 წლიდან იწყება მაგათი სასჯელი..... აბა კამერაში არ მოხვედრილიყო საბრალო ქალი შეილება ეხლაც სარდაფში ყოფილიყო!!!

ავტორი: ლევან ღვინჯილია საიდან გვწერთ: თბილისი
26.07.2012 00:38
მიხეილ ჭიაურელის ფილმის – "გიორგი სააკაძის" ერთი ეპიზოდი გამახსენდა, სერგო ზაქარიაძის შადიმანი რომ დასტირის მის მიერვე მოწამლულ დედოფალ თეკლეს: მწარედ მოსთქვამს დედოფლის მოულოდნელი გარდაცვალების გამო და ამ დროს კამერა აფიქსირებს კუბოზე მხიარულად ათამაშებულ მისსავე თითებს –აი, თვალთმაქცობის კლასიკური ნიმუში, რასაც არაფრით ჩამოუვარდება როზა წყაბელიასთან სტუმრად მისული მიხეილ სააკაშვილის საბოდიშო რევერანსი. სხვა დროს ჩვენ მიხეილი ატირებულიც გვინახავს, ატირებული შადიმანის ცრემლებით, ზოგმა რომ გლიცერინის წვეთებად მიიჩნია. მადლობა ღმერთს, რომ თითო–ოროლა პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ჟურნალისტი ჯერაც გვყოლია. უდავოდ მათ რიგს მივაკუთვნებ კობა ლიკლიკაძესაც და არამხოლოდ ამ სტატიის გამო, არამედ მთელი მისი პრინციპული და ობიექტური პოზიციის გათვალისწინებით. მადლობა მას!

ყველაზე პოპულარული