ოთხშაბათი, 22 მაისი, 2013 თბილისის დრო 03:53

ბლოგები / კობა ლიკლიკაძე

დატრენინგებულთა ანდერმაინინგი

x
ტექსტის ზომა - +
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის, კოკა სეფერთელაძის 5-წუთიან სატელევიზიო „ტანჯვას“ პირველად რომ ვუსმინე, ბევრი ვიცინე; მეორედ - გავბრაზდი; მესამედ - კი სიბრალულით აღვივსე.

რატომღაც დარწმუნებული ვარ, რომ ზემოხსენებული ინტერვიუს მოსმენის შემდეგ ასეთივე ამბივალენტური განწყობა დაეუფლებოდა ყველა ადამიანს, გარდა დღევანდელი საქართველოს პოლიტიკური რეჟიმის შეურიგებელი კრიტიკოსებისა, რომლებიც დარწმუნებულნი არიან, რომ კოკა სეფერთელაძე „პოლიტიკური ზომბია“ და მისი გამოსწორება ისევე შეუძლებელია, როგორც ჯერ „მოქკავშირის“, მერე კი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ინკუბატორში გამოჩეკილი ავანგარდისა, რომლის წარმომადგენლებსაც პარტიის ინტერსების გულისთვის შეუძლიათ უკადრებელი იკადრონ.

აშკარად უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს იმისათვის, რომ, ჩემი აზრით, SOS-სიგნალი რამდენჯერმე გამოუშვას კატასტროფის წინაშე მდგარი განათლების სამინისტროს კედლებიდან.

არადა, ვინც კოკა სეფერთელაძეზე ამ დღეებში დაუღალავად შაყირობთ, გთხოვთ, გულისყურით დააკვირდეთ ამ ახალგაზრდა კაცის გამომეტყველებას! ნახეთ როგორი სასოწარკვეთაა აღბეჭდილი მის სახეზე, როგორ განიცდის, როდესაც აშკარად უხერხულ მდგომარეობაში იგდებს თავს იმისათვის, რომ, ჩემი აზრით, SOS-სიგნალი რამდენჯერმე გამოუშვას კატასტროფის წინაშე მდგარი განათლების სამინისტროს კედლებიდან.

„ჩვენი მიზანია პედაგოგებისთვის კვალიფიკაციის ამაღლება, ამ ადამიანებზე ზრუნვა. სწორედ ამიტომ ჩვენ შევქმენით მასწავლებელთა სახლი, სადაც 24 საათის განმავლობაში თითოეულ პედაგოგს ჩვენ ვატრეინინგებთ იმისათვის, რათა მათ შეძლონ სასერტიფიკაციო გამოცდების ჩაბარება. ჩვენი ამოცანა არის მათი კვალიფიკაციის ამაღლება და გამოცდაზე მათი წარმატება არის ნამდვილად ჩვენი ამოცანა და არა ვინმეს ჩაჭრა“...

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დავით პაიჭაძის მიერ ჩაწერილ ხუთწუთიან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კოკა სეფერთელაძემ ეს ეზოტერული, დაშიფრული ფრაზა სამჯერ გაიმეორა და მეოთხედ მის განმეორებას თავადვე არჩია მიკროფონის მოხსნა და ტელეკამერის წინ საჯარო „ანდერმაინინგი“ (ეს კიდევ ერთი სახელმწიფო მოხელის ლექსიკონიდანაა).



დიახ, სწორედ ამ „თვითანდერმაინინგში“ მე ვხედავ კოკა სეფერთელაძის თავდადებას!

მან, ფაქტობრივად, ფარდა ახადა საქართველოს განათლების სამინისტროში ფეხმოკიდებულ საკაცობრიო მასშტაბის დანაშაულს, რაც ადამიანის შრომითი უფლებების შებღალვაში გამოიხატება!

გული მეუბნება, რომ მალე „მასწავლებელთა სახლები“ საქართველოში წარმოების რიტმს მოუმატებენ და, შესაძლოა, მასწავლებელთა 24-საათიანი „დატრენინგების“ პროგრამა დღე-ღამეში 48 საათამდე გაიზარდოს!

8-საათიანი სამუშაო დღე კაცობრიობის უდიდესი მონაპოვარია, რასაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ბარიკადებზე, ბრძოლის ველსა და სატუსაღოებში. საქართველოში კი, თურმე, ქართველ პედაგოგებს, 24 საათი იქამდე „ატრენინგებენ და ატრენინგებენ“ „მასწავლებელთა სახლებში“, სანამ სასერტიფიკატო გამოცდებს წარმატებით ჩააბარებენ და იგრძნობენ, რომ ასეთი „აღკვეთა“ მათსავე ბედნიერებას ემსახურება!

საინტერესოა, რა ლოზუნგი აქვთ „მასწავლებელთა სახლებს“ საქართველოში? – „ტრენინგი ათავისუფლებს“, თუ „მხოლოდ სერტიფიკატს შეუძლია მოგანიჭოს სრული სიმშვიდე“?

განათლების მინისტრის მოადგილის ამ მოულოდნელი აღიარების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში ეს „მასწავლებელთა სახლია“, თუ გულაგის არქიპელაგი სასწრაფოდ უნდა დაიშალოს, სამინისტროს ხელმძღვანელობა კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში უნდა მიეცეს ადამიანების ფუნდამენტური უფლებების შელახვის გამო!

თუმცა, საქართველოში, შესაძლოა, საპირისპირო სურათიც ვიხილოთ!

ვინაიდან საქართველოს ხელისუფლება მიღწეულზე არასოდეს ჩერდება, გული მეუბნება, რომ მალე „მასწავლებელთა სახლები“ საქართველოში წარმოების რიტმს მოუმატებენ და, შესაძლოა, მასწავლებელთა 24-საათიანი „დატრენინგების“ პროგრამა დღე-ღამეში 48 საათამდე გაიზარდოს!

ასეთი ვარაუდის უფლებას იძლევა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის პოსტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის აკადემიის ყოფილი უფროსის, თავისი მიღწევებით „ძალიან ამაყი“ და უშრეტი ენერგიის ხატია დეკანოიძის დანიშვნა, რომელიც, განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინის თქმით, „ახალ ეტაპზე გადაიყვანს განათლების რეფორმას“.

Tags: განათლება, განათლების სამინისტრო, კოკა სეფერთელაძე, მასწავლებელთა სახლი, "დატრენინგება"



ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: irina
10.06.2012 12:08
კობა, დაგეთანხმებოდი ეს კაცი ცნობილი რომ არ იყოს საზოგადოებისთვის. მე ვფიქრობ, უბრალოდ ის 1 არხის ჟურნალისტის დაჟინებამ გაამწარა და ისე მოექცა როგორც ბატონი თავგასულ ყმას.

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
04.06.2012 23:27
ქართული ენას მავნებლები შეესია: თრეინინგი, ადერმაინინგი, პარტისიპანტი, დაალაიქე, შოპინგი.....ბოლშევიკური მემკვიდრეობის ღირსეული გაგრძელბაა: ხარაში, კაროჩე, დავაი, ცეპლენია, ხადავოი

პირდაპირ მასწავლებლებისთვის გამოჭრილი პსევდო ინტელექტუალური სიტყვებით შექმნილი ცენტრის დირექტორი....

იზვინაიუს თუ ვინმეს გეწყნათ. (მეგონა უცხოეთში გადმოხვეწილს ქართული მავიწყდება, პირიქით) ფუი.

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.06.2012 09:05
ავტორი: ანონიმი
01.06.2012 00:19
გერდას, - ვერა! მერე სხვისი რამე უკვირთ! იკვებებიან მხოლოდ ქართული ნაგვით და ახშობენ ყველა სივრცეს.
ისე, ეგ შეკითხვა რედაქციას ეკუთვნის. რა მოახროვა ეს უინტერესო ბლოგები, საოცარია პირდაპირ!-შენც დაძაბე ფილტვები და თუ არ მოგწონს ეს ვებგვერდი სხვა წაიკითხე-მაგალითად ტაბულა ჯი, ნოდიას, წიკლაურის, ოჩიაურის, თავხელიძის და სხვა ოდიოზების კომენტარები და სრულყოფილად შეიგრძნობ ნეტარებას...მაგრამ არა! შენ გსურს რადიო თავისუფლებამ სიმართლეზე თვალები შენნაირად დახუჭოს და ზემოთჩამოთვლილი და მათი მსგავსი ქართული ნაგავი აპიაროს!-ვერ მოგართვი, ან როგორც მავანი იტყოდა "ნურას უკაცრავად"...

ავტორი: გურო საიდან გვწერთ: რუსთავიდან
03.06.2012 09:47
იშვიათია ასეთი ჰუმანური სტატიები. სეფერთელაძე ნამდვილად არაა ის ურჩხული, რომელიც განათლების წყაროს უდგას სათავეში და მოსწავლეებს ნორმალურად განვითარების საშუალებას არ აძლევს, სეფერთელაძე არც ისეთი ბოროტია, მიმინოშვილის გათავისუფლება რომ გახარებოდა, მაგრამ არც იმდენად პრინციპულია, რომ თავისი აზრი დააფიქსიროს საჯაროდ (თუ აქვს საერთოდ აზრები). და კიდევ, სეფერთელაძე არც იმდენად გამჭრიახია, რომ მიხვდეს, განათლების მინისტრის მოადგილედ არაფერი ესაქმება, მისი მაქსიმუმი რომელიმე საჯარო სკოლის სასწავლონაწილობაა.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
03.06.2012 08:51
გერდა
ძალიან საინტერესოა განათლების სისტემა, იმიტომ რომ ეგ სისტემა ზრდის ჩვენს "მომავალს" რომელიც აქამდე ვერ გაზარდა, და აწი მითუმეტეს ვერ გაზრდის

ბოდიში- მხოლოდ ბადრაგებს და პოლიციელებს გაზრდის იმიტომ რომ უკვე ერთი პოლიციონერი შეუშვეს დიდ თანამდებობაზე

ხოდა რადგან ჩვენში განათლების ნაკვალევიც კი არ იპოვნება- დააკვირდი 28-27 წლის ყმაწვილკაცობა-ქალობას და ქვემო ასაკს- რამდენ განათლებულ პიროვნებას ჰპოვებ მითხარი მერე (პროცენტულობას დააკვირდი განსაკუთრებით)ამიტომ ჩვენი ქვეყნის მომავალიც ძალიან მაწუხებს და არ მეიმედება

ჩვენში განათლება მხოლოდ გათხოვების საშუალებაა (ვიცი ვაჭარბებ) და დიდი ფასი არ ადევს.

ესე ქვეყანა არ აშენდება

ავტორი: ლევან ბრეგაძე საიდან გვწერთ: გლდანიდან
02.06.2012 10:36
ჟურნალისტური შედევრია!

ავტორი: მაკა საიდან გვწერთ: თბილისი
02.06.2012 10:35
ზუსტად იგივე ემოცია დამეუფლა ამ ვიდეოს მოსმენისას, რაც ბლოგის ავტორს. რა ეშველება ყველაფერ ამას, სანამ სამუშაო ადგილების უმრავლესობა სახელმწიფო სექტორშია და არა კერძო ბიზნესში, ჩვენი თანამემამულეები ასეთ მდგომარეობაში იქნებიან. შესთავაზეთ ასეთ ადამიანებს ალტერნატიული სამუშაო ადგილი თუნდაც ოდნავ დაბალი ანაზღაურებით და დარწმუნებული ვარ გათავისუფლებას არჩევენ.

ავტორი: კვიჟი საიდან გვწერთ: თბილისი
02.06.2012 07:36
მნიშვნელოვან საკითხზეა გამახვილებული ყურადღება, რომელიც მე ძალიან მაწუხებს. მაწუხებს ის რომ საქართველოში არ არის განსაზღვრული სამუშაო გრაფიკი, ადამიანებს წარმოდგენაც კი არ აქვთ თუ რამდენხანს უნდა იმუშაონ დღის განმავლობაში, "სამსახურში ვერ დაამთავრეე?? სახლში გააგრძელე" და მთელი ღამე მუშაობს ადამიანი ოღონდ "კაი ტიპი" იყოს, ვიღაცაზე მეტი ხომ გააკეთა. პასუხი ვის უნდა მოვთხოვოთ ჩვენ ადამიანები ვარღვევთ ჩვენივე უფლებებეს, ჩვენი ვალია მოვითხოვოთ ჯანსაღი კონკურენციის პირობები, რომელიც ადამიანს არ აიძულებს თვითგვემას მიჰყოს ხელი. დრო არის ის რაც უნდა გამოიყენო მაგრამ გვავიწყდება რომ ადამიანებს დროის გარდაა გვაქვს უფლებები, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია.

ავტორი: ხათუნა საიდან გვწერთ: თბილისი
01.06.2012 23:06
ბრავო კობა, შენი მოქნილი სარკაზმი და კლდიაშვილისეული სევდანარევი იუმორი, მართლაც, ქების ღირსია. ვეთანხმები შენს მოსაზრებებს და მიხარია, რომ ჯერჯერობით 24 –საათიან რეჟიმში "დატრენინგებული" პედაგოგი კი არა, ისევ უნივერსიტეტის ძველი გვარდიის "პროდუქტი" ვარ :D

ავტორი: cico საიდან გვწერთ: Germa.net.i
01.06.2012 22:44
ხატია დეკანოიძეოოოო?!?!?! ვერაა მთლად კარგად ჩვენი საქმე, მგონია :(

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 18:52
მაღალი მაგნიტუდის აფთერშოკები მოყვა ამ ამბავს. :)

ავტორი: მარიამ ცაცანაშვილი საიდან გვწერთ: თბილისი
01.06.2012 15:24
კობა, გეთანხმები რომ განათლების და მეცნიერების სისტემის უსაფრთხოება არ არსებობს (მანდატურებს არ ვგულისხმობ, მიმიხვდი ალბათ :)). ისინი ვინც ამას უნდა აკეთებდნენ თვითონ წარმოადგენენ საფრთხეს კლასიკური განათლებისათვის.
პირველად ვნახე ეს ბლოკი და მინდა წარმატებები გისურვოთ

ავტორი: Koba საიდან გვწერთ: Tbilisi
01.06.2012 15:04
გაიხარე! სამწუხაროდ ასეთია ჩვენებური დემოკრატიის სპეციფიკა!!!


ავტორი: აიშახ სორდია საიდან გვწერთ: ზუგდიდი
01.06.2012 13:53
კობა ბატონო! ერთერთი გამორჩეული ჟურნალისტი და პიროვნება ბრძანდებით. ასე მგონია,მე. საინტერესოდ და ნათლად წერთ. მიხარია, რომ ქვეყანა მარტო თქვენი ოპონენტების ამარა არაა დარჩენილი და თქვენი მომხრეები და ნიჭის დამფასებლებიც ბევრნი ვართ. ინბეცილებს რა დალევს.... გულითადი სალამი!

ავტორი: თეა
01.06.2012 13:48
კობა, ნუ რა იუმორია! :))) ძალიან ბევრი ვიცინეთ და ვიხალისეთ მე და ჩემმა თანამშრომლებმა! დიდი მადლობა!!!

ავტორი: gotcha საიდან გვწერთ: zemelidan
01.06.2012 09:15
რა ვიცი, ბატონო კობა, სამჯერ მეც მოვუსმინე სეფერთელაძის ტანჯვას და ვერანაირი სინდისის ქენჯნა მასში ვერ ამოვიკითხე. ბლოგი კი ძალიან კარგია

ავტორი: ანონიმი
01.06.2012 00:19
გერდას, - ვერა! მერე სხვისი რამე უკვირთ! იკვებებიან მხოლოდ ქართული ნაგვით და ახშობენ ყველა სივრცეს.

ისე, ეგ შეკითხვა რედაქციას ეკუთვნის. რა მოახროვა ეს უინტერესო ბლოგები, საოცარია პირდაპირ!
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
01.06.2012 16:12
რედაქცია გიპასუხებთ, რომ ჩვენი ბლოგები უინტერესო ნამდვილად არ გვგონია. მით უმეტეს, უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული. რაც შეეხება "ქართული ნაგვისა" და "ყველა სივრცის დახშობის" შესახებ თქვენს მოსაზრებას, გირჩევთ გადახედეთ.

ავტორი: Juansher საიდან გვწერთ: Faravnidan
31.05.2012 22:40
Mმართალია გერდა, რადიო თავისუფლება უფრო მონუმენტურ თემებს უნდა აშუქებდეს, როგორიცაა ლაზიკის მშენებლობა, ოპერა ქეთო და კოტე, ვანოს შოუ, მანანა მანჯგალაძის ბრიფინგები და ლალი მოროშკინას ბედი ტირანულ სახელმწიფოში

ავტორი: გერდა
31.05.2012 20:22
კობამაც ამაზე და წერა და ზაალმაც . ახლა მაისურაძე და გვახარია დარჩა. არიქა ახლა ამ თემას შეუტიეთ ერთიანი ფრონტით. ეკლესიიდან განათლებაზე გადმოინაცვლეთ ყველამ ერთად. სხვა თემებს ვერ პოულობთ თქვენ დალოცვილებო?

ყველაზე პოპულარული