სამშაბათი, 21 მაისი, 2013 თბილისის დრო 13:52

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ქუთაისს პოლიტიკურად უჩვეულოდ ცხელი ზაფხული ელის?!

პარლამენტის შენობა ქუთაისშიპარლამენტის შენობა ქუთაისში
x
პარლამენტის შენობა ქუთაისში
პარლამენტის შენობა ქუთაისში

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საპარლამენტო ქალაქად დამეორე პოლიტიკურ ცენტრად გამოცხადების შემდეგ ქუთაისის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მსგავსად, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესი საგრძნობლად გაიზარდა. ტელეკომპანია „იმედმა“  პარლამენტის ახალი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე, რვასართულიანი კორპუსის თავზე, ახალი სტუდია დაამონტაჟა. საკუთარი ბიურო გახსნა ტელეკომპანია „მეცხრე არხმა“, ორი ჯგუფის შემადგენლობით. ასევე ორი ჯგუფი მუშაობს საინფორმაციო სააგენტოსათვის „ინფო-9“. ელექტრონულ სივრცეში გაჩნდა რამდენიმე ადგილობრივი ინტერნეტგამოცემა. ადგილობრივი „ახალი გაზეთის“ ბაზაზე შეიქმნა საინფორმაციო სააგენტო „ნიუპრესჯი“, რომელიც უკვე მესამე თვეა ფუნქციონირებს.

როგორც ინტერნეტგამოცემის  რედაქტორი თეა ზიბზიბაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აღნიშნავს, „ნიუპრესჯი“  მულტიმედიის  კომპონენტების გამოყენებით ალტერნატიულ ინფორმაციას აწვდის საზოგადოებას. მისივე თქმით, ინტერნეტგამოცემის მიმართ მომხმარებელთა  დაინტერესების ზრდის პარალელურად გაიზარდა სააგენტოს ჟურნალისტებზე პირდაპირი თუ არაპირდაპირი ზეწოლა.

წინასაარჩევნო პერიოდის  გრძელვადიან მონიტორინგს ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციები: „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ქუთაისის ოფისები.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აკვირდებოდნენ 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ქუთაისში გამართულ აქციას. დამკვირვებელთა თქმით,  10 ივნისს არ დარღვეულა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში  არსებული ნორმები. „სამართლიანი არჩევნების“ ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლები ასევე ჩართულები არიან ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროცესებში და „კარდაკარის“ ფარგლებში  მიმდინარე პროცესების  მონიტორინგს ახორციელებენ. როგორც ორგანიზაციის რეგიონალური კოორდინატორი თეონა გოგიშვილი ამბობს, მონიტორინგის შედეგების შეჯამების შემდეგ, სავარაუდოდ, აგვისტოს დასაწყისისთვის გახდება  ცნობილი საზოგადოებისთვის ის შეფასებები, რომლებსაც ორგანიზაციის წარმომადგენლები დადებენ. 

წინასაარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული და საბიუჯეტო  რესურსის გამოყენება, პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და კონტროლის პალატაში დაბარებულთა დაკითხვების მონიტორინგი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგის ანგარიშშია ასახული. ასოციაციის ქუთაისის ოფისის იურისტი ნინო თვალთვაძე ანგარიშში დაფიქსირებულ ფაქტებზე საუბრობს:

როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ წინასაარჩევნო პერიოდი  ქუთაისისთვის  პოლიტიკურად  უჩვეულოდ ცხელი იქნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარები
     
ამ ფორუმში კომენტარი არ არის. დაწერეთ პირველი კომენტარი

ყველაზე პოპულარული