კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 20:25

რუბრიკები / რეგიონული მაცნე

ქუთაისში ხარაზოვის ბაღის რეკონსტრუქცია იგეგმება

ქუთაისიქუთაისი
x
ქუთაისი
ქუთაისი

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
ქუთაისში  ბულვარის  შემდეგ სიდიდით მეორე ბაღი ქალაქის ერთ-ერთ ძველ უბანში,  საფიჩხიის ცენტრშია გაშენებული. ბაღის სამ მხარეს მოსახლეობა მჭიდროდაა დასახლებული. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხარაზოვის ბაღი მათთვის და მათი ოჯხებისთვის  დასვენების საუკეთესო ადგილია, თუმცა მისი მოვლა მხოლოდ მოსახლეობის ძალებით შეუძლებელია. ბაღში  განთავსებულია ნიღბების თეატრის შენობა, რომელიც რამდენიმე წელია ავარიულ მდგომარეობაშია და  იქ თეატრი ვეღარ ფუნქციონირებს.  მოსახლეობა ამბობს, რომ შენობა სხვადასხვა მიზეზის გამო მათ საფრთხეს უქმნის და აუცილებელია მისი დანგრევა.

რადიო თავისუფლების რესპონდენტების თქმით, მოქალაქეები ხარაზოვის ბაღს და მის მიმდებარე ტერიტორიას საკუთარი ძალებით უვლიან, ასუფთავებენ და ახალ ნარგავებსაც აშენებენ,   მაგრამ მრავალწლიან ხეებს სპეციალისტების მეთვალყურეობა და განსაკუთრებული მოვლა-პატრონობა სჭირდება.
როგორც რადიო თავისუფლებას მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განუმარტეს, ქალაქის ბიუჯეტში შეტანილი ცვლილების მიხედვით, მიმდინარე წელს ქალაქის ბაღებისა და სკვერების კეთილმოწყობისთვის 800 ათასი ლარია გამოყოფილი. კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის განმარტებით, უკვე დამუშავებულია ხარაზოვის ბაღის  რეკონსტრუქციისა და განაშენიანების პროექტი და ივნისის თვის ბოლოს შემსრულებელი ფირმის გამოსავლენად ტენდერი გამოცხადდება. ლევან ჭანჭალეიშვილის ინფორმაციით, ეკოლოგებმა და დენდროლოგებმა უკვე შეისწავლეს ხარაზოვის  ბაღის ფლორა და ფაუნა და მისი განახლება სპეციალისტების კონსულტაციების შესაბამისად მოხდება.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს, ხარაზოვის ბაღის გარდა, ქალაქის მასშტაბით კიდევ რამდენიმე სკვერის კეთილმოწყობა იგეგმება, ქალაქის ქუჩებში კი, ხეების გადაბელვის პარალელურად, ახალი  200 ძირი ფართოფოთლოვანი ხის  ნერგი  დაირგვება, რაც  ქალაქის მიკროკლიმატსა და ეკოლოგიურ გარემოს გააუმჯობესებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
26.06.2012 23:07
ხეები კარა იგი გააშენეთ კიდო ახა ქუთაისში. იმ ხეებს მერე მოვლა რო უნდააა, ვინ მოუვლის. ჩვენებური ქარების შემხედვარეს მერე მაგის უნდა შეგვეშინოს კიდო, არიქა ახლა ან ხე არ მოტყდეს, ან ი ხე არ დემეცეს თავშიო ? ნუ იზამთ დეიდიკო, მაგას ! ქუთაისში ქოუშვით დიდიდიდიდიდდდდდდიიიი ბუჩქები, არ დეგვეცემა ქე მაინც თავში და არ გაგვსრისავს და დაგვაპალაჩინებს ასფაალტზე.

ავტორი: ანონიმი
26.06.2012 23:00
ღმერთმა გაგახაროთ! აბა, მიხედეთ ქუთაისს!

ყველაზე პოპულარული