ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 16:05

კვირის შეკითხვა

რა აზრის ბრძანდებით ეკლესიის როლის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში?

ტექსტის ზომა - +
რა აზრის ხართ საქართველოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ეკლესიის როლის შესახებ?


მიიღეთ მონაწილეობა რადიო თავისუფლების ფორუმში და კომენტარებში დაწერეთ თქვენი მოსაზრება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ანონიმი
01.12.2011 20:04
გააჩნია ვისი ეკლესიაა. თუ ერეკლესია კი, თუ იმ კლდესია რომელსაც ერეკლე შუბლით შეასკდა არა.

ავტორი: ილიკო საიდან გვწერთ: თბილისი
01.12.2011 15:59
ვფიქრობ, 21- საუკუნის საქართველოში, ისევე როგორც წინა 1700 წლის მანძილზე, ეკლესიის როლი განუზომლად დიდი იქნება. მგონი, ჯერ-ჯერობით, ჩვენი დედაეკლესია მეტ-ნაკლებად კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რომელიც კანონითაც მკაცრად არის გაწერილი.

ჩვენი ეკლესია, პირველ რიგში, მოქალაქეების სულიერი ცხოვრების სფეროს ემსახურება, ამიტომ მიმაჩნია, მისი როლი და ფუნქცია მომავალი თაობების აღზრდის საქმეში კიდევ უნდა გაიზარდოს.

ასევე: დიდი როლი აკისრია ქართველობის სულიერი ერთობის, მისი ერთსულოვნების საქმეში. მიმაჩნია, რომ ეკლესია არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, მთლიანად რეგიონში ერთგვარი მშვიდობის გარანტიცაა, რაც უნდა შენარჩუნებულ იქნას. და კიდევ - საქართველოს ტერიტორიული საკითხის მოგვარების საქმეში მისი როლი მომავალში განუზომლად გაიზრდება.

ავტორი: გივი
25.11.2011 23:55
პოლიტიკოსები ეწინააღმდეგებიან ადამიანის თავისუფალ განვითარებას,აზროვნებას,განსხვავებული იდეების არსებობას,ეკლესიაც ასევე.ასე რომ ძნელია იმის თქმა ვინ დაეხმარება ადამიანს,ბავშვს,ახალგაზრდას, ჩაუღრმავდეს საკუთარ თავს, სადაც განისვენებს ჭეშმარიტება,თუ გასწავლიან გასწავლიან ზედაპირულ ფასადურს,თუ არა და საერთოდ არ გასწავლიან (პრინციპში თვითონაც არავინ არ იცის ღა უნდა გასწავლოს იმაზე მეტი რასაც პოლიტიკა კარნახობს)

ავტორი: XY საიდან გვწერთ: tbilisi
25.11.2011 02:00
ეკლესიის როლს მკვეთრად უარყოფითად ვაფასებ. ეკლესია სავსეა სრულიად შავბნელი წარსული და აზროვნების ადამიანებით, რომლეთაც არაფერი აქვთ საერთო რელიგიასთან ან ქრისტიანობასთან. ეკლესია ქცეულია ხალხის დაბრიყვების და ფულის საჭრელ მანქანად, სადაც ერთმანეთს ებრძვიან კლანები გავლენის სფეროების, ფულის და ძალაუფლების მოსაპოვებლად. ეკლესიის ასეთი ძალაუფლება უკიდურესად სახიფათოა საქართველოსათვის.
ამასთან ბოლო ხანებში გამოიკვეთა ეკლესიის პრორუსული კურსი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის მთავრობის და მოსახლეობის დიდი ნაწილის არჩევანთან, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმას ვერავინ ბედავს.
ამის გარდა, ეკლესია ყოველგვარი კრიტიკის მიღმაა და სრულიად შეუძლებელია მასზე კითხვების დასმა და პასუხების მიღება.
არაფერს ვამბობ სრულიად ქსენოფობიურ და ფაშისტურ ქადაგებებზე, რომლითაც სავსეა ინტერნეტი და საკვირაო ქადაგებები.
თუკი სახელმწიფომ ვერ შეძლო ეკლესიის კონტროლის ქვეშ მოყვანა, ძალიან ცუდად წაუვა მასაც და ჩვენს კოჭლ დემოკრატიასაც საქმე.

ავტორი: Beka საიდან გვწერთ: Tbilisi
24.11.2011 00:36
სამწუხაროდ, რუსეთის მე-5 კოლონაა საქართველოს ეკლესიის მსახურთა დიდი უმრავლესობა.

ავტორი: NATIA
18.11.2011 12:51
ლოცვა, დალოცვა და ისევ ლოცვა ! - დანარჩენზე არ უნდა შევაწუხოთ უფლის კაცები .
დიდება ღმერთს !

ავტორი: ანა საიდან გვწერთ: თბილისი
17.11.2011 00:59
ისტორიულად როლი დადებითია,დღევანდელ დღეს კი ამ თემაზე საჭიროა მეტი დისკუსიები,სასურველია, რიგი ჟურნალისტები მეტი კორექტულობით საუბრობდნენ ამ თემაზე, ვგულისხმობ სოც.ქსელებში ზოგჯერ ირონიულ, ცინიკურ დამოკიდებულებებს ეკლესიის მიმართ, კრიტიკა მისაღებია,ოღონდ გონივრული,ეთიკური,ჟურნალისტი რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს, საჭიროა მიანიშნონ კოლეგებმა.

ავტორი: ანონიმი
16.11.2011 21:38
გეი პარადის და ქუჩა-ქუჩა ტიტველა ქალების თრევის და ფოტოსესიების მოწყობის მპყვარულებს, საშუალო სკოლების წინ გაზონებზე თუ სხვაგან ბავშებისთვის კამა სუტრას ,მასწავლებლებს, თუშ-ფშავ-ხევსურების თუ იმერლების სახლებში შეცვენილი დემონსტრატიულად მოპროშტნავე ბოდიში ვაჟკაცებს და ქვეყნის მომრიგებლად თავის დამძალებელ ქურდებსა და ავაზაკებს თუ შეახსენებს ათ მცნებას კარგი იქნება საზოგადოებისთვის,ერისთვის,კაცობრიობისთვის და თვით ამ ცოდვილებისთვის.