ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 04:33

ეკონომიკა / საქართველო

ლაზიკა კონსტიტუციაში

ტექსტის ზომა - +
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომლის მიხედვითაც შავი ზღვის პირას მშენებარე ქალაქის სტატუსი და უფლებამოსილება ორგანული კანონით განისაზღვრება. რა უძღოდა წინ კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მიღებას?

ლაზიკის აშენებამდე საჭირო გახდა მომავალი ქალაქისათვის განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება, რისთვისაც დაახლოებით ერთი თვის წინ მომზადდა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილება და შეიქმნა  საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვის კომისია. დღეს კი, 12 ივნისს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე, საქართველოს პარლამენტმა ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების განხილვა დაიწყო.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების მისაღებად მაღალი კვორუმი, ანუ, სულ ცოტა, ასი დეპუტატის ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამ აჩვენა, რომ  ლაზიკის სტატუსის კონსტიტუციით განსაზღვრას 107-მა პარლამენტარმა დაუჭირა მხარი, თუმცა მანამდე ცვლილებით დეპუტუტების წინაშე იუსტიციის მინისტრის მოადგილე დიმიტრი ძაგნიძე წარდგა:

ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით ...
„წარმოდგენილი კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის მესამე მუხლს ემატება მეხუთე პუნქტი, რომლის თანახმადაც ქალაქ ლაზიკას სტატუსი და უფლებამოსილებანი განისაზღვრება ორგანული კანონით.“

ორგანული კანონით ლაზიკის სტატუსის განსაზღვრის თაობაზე რადიო თავისუფლებამ კომენტარი სთხოვა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს პავლე კუბლაშვილს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შეიძლება იყოს განსხვავებული მიდგომა საგადასახადო კუთხით, თვითმმართველობის კუთხით, სხვადასხვა კერძო სამართლებრივი ურთიერთობის კუთხით. ეს ნიშნავს იმას, რომ ლაზიკა,  რომელიც გეოგრაფიული კუთხით შეიძლება იყოს მიმზიდველი ინვესტორებისთვის, უნდა გავხადოთ კიდევ უფრო მიმზიდველი იმით, რომ იქნება დამატებითი წამახალისებელი ნორმები, რაც საშუალებას მისცემს ბიზნესს, რომ მარტივად შექმნას ახალი საწარმოები და მარტივად დაასაქმოს უფრო მეტი ჩვენი თანამოქალაქე“, უთხრა პავლე კუბლაშვილმა რადიო თავისუფლებას.
თუმცა ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს ლაზიკის მშენებლობისა და კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის გამო ბევრი აკრიტიკებს. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის თქმით, ხდება უცნაური რამ: იწყება ქალაქის მშენებლობა ყოველგვარი გეგმისა და მიზნის გარეშე:

„გეკითხებით, იცით კი რაზე ლაპარაკობთ? რა იქნება ლაზიკა, იცით? იმიტომ რომ ჩვენ განხილვის დროს ვერაფერი გავიგეთ!“

საკონსიტიტუციო ცვლილებას ასევე არ დაუჭირა მხარი კიდევ ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ფრაქცია „ერთობა სამართლიანობის“ წევრმა, ჯონდი ბაღათურიამ, რომლის თქმითაც, მიუხედავად იმისა, რომ მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, მთავრობის წევრები ვერ იძლევიან ინფორმაციას იმაზე,  თუ რა თანხა იხარჯება მიმდინარე წლის ბიუჯეტიდან და რა თანხა უნდა დაიხარჯოს მომავალი წლის ბიუჯეტიდან. და კიდევ:

ეს უნდა იყოს მაღალი დონის თვითმმართველი ქალაქი  და უნდა სარგებლობდეს შესაბამისი თვითმმართველობით, იმ უფლებით, რომ დაადგინოს წესები კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, ანუ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი წესები, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში იყენებენ ...

„მშიერ ქვეყანაში, სადაც ხალხი ნაგავში იქექება, მილიარდების ხარჯვა ბუნდოვანი პერსპექტივების პროექტების დაფინანსებაში არამიზანშეწონილი და, ჩემი აზრით, უსინდისო საქციელია. მეორეც: ჩვენ მიგვაჩნია, რომ რაღაც ავტონომიური წარმონაქმნების შექმნა ასევე გაუმართლებელია!“

პასუხად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ძაგნიძემ განაცხადა, რომ ცვლილება არ ითვალისწინებს ლაზიკისათვის ავტონომიის სტატუსის მინიჭებას, ხოლო ის, თუ რა კონტურებს მიიღებს ქალაქის უფლებამოსილებანი და სტატუსი, მინისტრის მოადგილის თქმით, დეპუტატების განსასაზღვრია:

„ეს უნდა იყოს მაღალი დონის თვითმმართველი ქალაქი  და უნდა სარგებლობდეს შესაბამისი თვითმმართველობით, იმ უფლებით, რომ დაადგინოს წესები კერძოსამართლებრივ ურთიერთობაში, ანუ ეს უნდა იყოს მაქსიმალურად მიმზიდველი წესები, რომელსაც საერთაშორისო სავაჭრო პრაქტიკაში იყენებენ. მაგალითად, დუბაი, რომელიც წარმატებული პროექტი გამოვიდა. დუბაი იქცა ერთ-ერთ მთავარ საფინანსო ცენტრად.“

ლაზიკის მშენებლობის დაწყებას ოპონენტები გარემოსათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობის გამოც აკრიტიკებენ. საქმე ისაა, რომ ლაზიკა კოლხეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენდება, რის გამოც პარლამენტმა ცვლილება შეიტანა კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ კანონში. დეპუტატ დიმიტრი ლორთქიფანიძის თქმით, საკითხი ეხება კოლხეთის ეროვნული პარკისა და იმ ტერიტორიის გამიჯვნას, სადაც დასაშვები იქნება ეკონომიკური საქმიანობის განხორციელება:

„800 ჰექტარი ამოვრიცხეთ ფოთი-ყულევის მონაკვეთზე. 3 ათასი ჰექტარი, რაზეც გვაქვს საუბარი, ამტკიცებთ, რომ არ შედის დაცულ ტერიტორიებში, რეალურად კი ეს არის კოლხეთის დაბლობის დაცული ტერიტორიის ნაწილი, რომლის ფართობი მთლიანად არის 43 ათასი ჰექტარი.“

ტერიტორია სადაც ლაზიკა უნდა აშენდესტერიტორია სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს
x
ტერიტორია სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს
ტერიტორია სადაც ლაზიკა უნდა აშენდეს
არადა, ლაზიკის მშენებლობისას ჭაობის დაშრობის იდეა თვით საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის, რაც დიდად აშფოთებთ გარემოსდამცველებს. მათ შორისაა „მწვანე ალტერნატივის“ ბიომრავალფეროვნების პროგრამის კოორდინატორი ირაკლი მაჭარაშვილი.

„ჭაობი არის ისეთივე მნიშვნელოვანი ეკოსისტემა, როგორიცაა ტყე, ზღვა და ა.შ. ძალიან არაცივილიზებულია, როცა სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირები ამბობენ, ახლა დავაშრობთ ჭაობს და რაღაცას ავაშენებთო. ფაქტობრივად, ეს იგივეა, რომ თქვა, გავჩეხავ ტყეს და მის ადგილზე რაღაცას ავაშენებ“, უთხრა ირაკლი მაჭარაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ამგვარი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრეზიდენტი სააკაშვილი  დარწმუნებულია, რომ ნახევარმილიონიანი ქალაქი შავი ზღვის პირას - ყულევსა და ანაკლიას შორის - ათ წელიწადში აშენდება. მიხეილ სააკაშვილი ასევე დარმწუნებულია იმაში, რომ ლაზიკის პორტი, გეოგრაფიული მდებარეობისა და სპეციალური საგადასახადო რეჟიმის წყალობით, შუა აზიიდან წამოსული ტვირთების გასატარებლად ყველაზე მიმზიდველი პუნქტი იქნება.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: ოოოოო..... საიდან გვწერთ: ბათუმი
18.06.2012 06:05
პრეზიდენტი სააკასჰვილი დარწმუნებულია ასევე, რომ ფოთში და ქობულეთში თავისუფალი ეკონომიკური ზონა გააკეთა, ასევე დარწმუნებულია, რომ ანაკლია ,,ქალაქია" რომელშიც 4 შენობაა. ბატონი პრეზიდენტი სააკაშვილი ასევე დარწმუნებულია, რომ ის აღმაშენებელს ბევრად ჯობია.....
2 ხაზის გაყნოსვის შემდეგ ამ ყველაფერში ის ,,ურყევი'' და ,,დარწმუნებულია''

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutuceti
15.06.2012 15:50
ბორჟღალოსანო, ჩემო კარგო, იცი რომ სამყაროში არსებობს ისეთი რაღაცეები რასაც ბუნება და ეკოსისტემა და მწვანე ზოლი ქვია? არა არ იცი

და უფრო უარესი ისაა რომ შენ და შენნაირები არც ისმენთ სხვის ნათქვამს, არა!!! როგორ შეიძლება ქართველს ვინმემ რამე ასწავლოს, არა მან ხო ყველაფერი იცის

ასევეა ჩვენი მთავრობაც- ყველაფერი იცის მაგ ხალხმა, ასწავლი რამეს? არა!!! რაღად უნდათ ისედაც ყველაფერი იციან

ის რაც შენთვის ჩურჩუტია- შენზე უფრო ჭკვიანებისთვის სერიოზული და დასაფიქრებელი თემაა, და თუ შენ და შენნაირმა ჭკვიანებმა რამე არ იცით - ეგ იმას არ ნიშნავს რომ ეგ რამე არ ხდება ან არ არსებობს

მაგრამ ქართველს რას ასწავლი, ის ხომ იმ ვიწრო თვალსაწიერს ვერ სცდება რომელსაც მხოლოდ სუფრებზე და კაიბიჭობაში ასწავლიან

არაუშავს, აწმყო თუ არ გვწყალობს- აწ ბატონო უკვე ვიცით რომ ამოდენა გაუნათლებლობის და სიბნელის პირობებში მომავალიც სხვისია

დავისვენეთ???? გავიგეთ რომ მორჩა ჩვენი საქმე, დამთავრდა

ავტორი: მიშა
13.06.2012 21:07
ავტორი: ბორჯღალოსანი საიდან გვწერთ: თბილისი
13.06.2012 13:28

ლიბერტარიანულ-ექსპერტული პოეზია:))

ავტორი: ბორჯღალოსანი საიდან გვწერთ: თბილისი
13.06.2012 13:28
რას ბჟუტურებს ირკლი მაჭარაშვილი, აუდიოდ -თავისუფლებაზე,ვისი დაკვეთით? თუ მართლა შეუგნებლად?რა ხამსაო? მთელი შავი ზღვისაო,ჩვენთან არისო და მერე გაგვიქრება ბევრი თევზიო,რა ჭაობებიო? რა ჩიტების გადაფრენ-გადმოფრენაო?რა ფინანსირება შევაჩერეო? რუსების ძველ აგრესილ, სხვების მიმართ, გლობალურ აზრებს ანვითარებს სიტყვებით,საქმით კი ახალი იორკი,ისტამბული, ვითომ წმინდა ქალაქი ნევაზე,ყირიმის და რუსეთის ქალაქები და უამრავი ქალაქი მსოფლიოში, ისეთ ჭაობებზე და გადაფრენ-გადმოფრენის ადგილებზეა აშენებულ-აყვავებული,რომ არც ერთ ბუნების გლობალურად მოყვარულ დამცველს, არც დასიზმრებია. ჰაერივით გვჭირდებიან ჭკვიანი ქართველები,გენაცვალეთ ჭკუაში, ქართველო ჯვაროსნებო-ბრიტანეთიდან.დიდი მანძილიდან,მშვილდ- ისრით ,ვაშლის გულში მოხვედრილი ნათქვამია:შორიდან ავ-კარგის, ზედმიწევნით ობიექტურად დანახვის შესახებ

ავტორი: I Am Georgian საიდან გვწერთ: Euroрe
13.06.2012 11:33
ყურძენი, დიდი გარჯის შედეგად,რომ არ დაიკრიფოს, არ დაამაჭრონ,და ოფლნარევი ყოველწამიერი შრომით არ დააღვინონ, ადამიანის მიერ გამოუყენებლად, დაჩამიჩდება და შეახმება დედა ბუნებას,სადაც არ უნდა იზრდებოდეს ველურად, იელოუნსტოუნის ძლერად დაცულ ნაციონალურ ბუნების საცავში, თუ სერენგეტის, მისაღებად დაცულ ხელშეუხებელ ზონებში. საქართველოს მტრების დაკვეთით "ღაღადებენ, სხვისთვის მარგებელ ჭეშმარიტებას", ვანიასშვილები, მაჭარაშვილები და კუკავები.ჯავის შემოგარენის რელიქტური ფიჭვის და რიწის ტბის რელიქტური სამშიტის, საქართველოს მიწები, მეზობელი რუსეთის ძალისმიერი დაჟინებით,დავტოვეთ ასწლეულობით, დაუსახლებელი, აუთვისებელი, არიქა! ეკო სისტემას დავარღვევთო, გაგვიხადეს თუ არა? საქართველოს სიმდიდრე სადავოდ,იმავე რუსმა მტაცებელმა "მზრუნველმა" მეზობლებმა,ქართული მიწების ხელშეუხებლობის "მამამთავრებმა".აბა ყოფილიყო აშენებული დიდი ქართული ქალაქები, ჯავა ან თამარაშენი, რიწა ან ლესელიძე, უფრო, გაუჭირდებოდათ თუ არა? წართმევა და ნგრევა ძირფესვიანად,დიდი ქართული დასახლებებისა, ქართულ მიწა-წყალზე. ათმაგად გაუჭირდებოდათ.ამ ყველაფერზე, რამოდენიმე წლის წინ დავწერე და მივაწერე,მთქმელს-გამგონი ესაჭიროება-, და არა ძლაუფლებაში, <ბინძური,არაადამიანური და ნებისმიერი ქვეყნისათვის გამანადგურებელი ხერხებით> მოსვლის მსურველები, სიხარბის სიყვარულით დაყრუვებული,ენაჭარტალა,უგნურები," კაჭკაჭების და ხოხბების"მაგვარი,ვითომ სამშობლოს სიყვარულით, "მოაზროვნე" ადამიანები.

ავტორი: Elisabeth საიდან გვწერთ: GB
13.06.2012 00:04
იმდენი იქაქანეთ ერთმანეთის შურისძიებით და ძალაუფლებაში მოსვლის სულითხორცამდე გაჟღენთილმა "ვაი ჭკუისაგან"არეულმა ქართველებმა და იმდენად დასჭამეთ ურთიერთ ქილიკით,ყველა რაღაცის მკეთებელი და ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე იმდენად ზნედაცემულად და შეუჩერებლად ჩივით ურთიერთზე,მსოფლიოს ამა ქვეყნის ძლიერებთან და დღევანდლამდე საქართველოს კეთილისმ მსურველებთან, რომ ჩვენი ქვეყნის მეგობრებმა გადაწყვიტეს,ერთმანეთის ქმედებებს აძაგებთ და ჩვენ რა ვალდებულები ვართ,დაგეხმაროთ.მაკეინმა და კერიმ სენატში შეიტანეს წინადადებები რუსეთისათვის ჯეკსონ-ვენიკის ბარიერის საჩქაროდ მოხსნის შესახებ,ჯერ სადა ხართ,ვაი რეფორტიორებო და ხელისუფლებაში მოსვლის, ,"ურთიერთ ჭამით და მხოლოდ ყბედობით",მსურველებო.მალე ყველა მხარში მდგომი შემოგვეცლება

ავტორი: პეტრე მდედრაძე საიდან გვწერთ: მდედროგრადი
12.06.2012 21:48
მანდ ბალოტაა, ბალოტაო, რომ გაიძახიან, რა იცით, ეგება ჩვენთანაც ააშენონ სანქტ-ლენინგრადი..

ავტორი: ანონიმი
12.06.2012 21:41

ქალბატონი ოლესია ვართანიანის თქმით ორი ავტონომიით გაღარიბებული საქართველო ერთი ავტონომიით გამდიდრდებაო. ალბათ ხუმრობს. თქვენ რას იტყვით?

азика станет автономной единицей, аналога которой пока не существует на постсоветском пространстве.