ოთხშაბათი, 19 ივნისი, 2013 თბილისის დრო 05:52

საზოგადოება / განათლება

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები სამსახურს ტოვებენ

გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენციაგამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია
x
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია
გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრომლების პრესკონფერენცია

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
29 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მა თანამშრომელმა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ისინი გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებენ და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის თანამდებობიდან გადაყენების საკითხს აყენებენ. 60 თანამშრომლის მიერ სამსახურის დატოვების თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ცენტრის თანამშრომლებს შეხვდა და მათ მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა. მაია მიმინოშვილის სამსახურიდან გათავისუფლების სხვადასხვა ვერსიის პარალელურად კი, ეროვნული გამოცდების ცენტრის ყოფილ ხელმძღვანელს კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ესაუბრა.

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა ცენტრის შენობიდან ჭიშკრამდე გზა ერთად გაიარა. 12 საათისთვის დაგეგმილი პრესკონფერენცია სწორედ გამოცდების ეროვნული ცენტრის ჭიშკართან გაიმართა. ერთგვერდიანი განცხადება ჟურნალისტებს ცენტრის თანამშრომელმა გააცნო. მუხედავად იმისა, რომ ისინი კვლავაც ცენტრის ოფიციალურ თანამშრომლებად ითვლებიან, საკუთარი თანამდებობის დასახელებისას სიტყვა ყოფილს თითოეული მათგანი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს:

- მაია გაბუნია, ცენტრის ყოფილი თანამშრომელი
- გიორგი მაჭავარიანი, ქართული ენისა და ლიტერატურის ჯგუფის ყოფილი ხელმძღვანელი
- ია კუტალაძე, გამოცდების ეროვნული ცენტრის კვლევის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი

ვითვალისწინებ რა იმას, რომ მაია მიმინოშვილი ყოველთვის გუნდურად, ჩვენთან ერთად განიხილავდა ყველა საკითხს, არ არის ცნობილი, ისეთი რა უთანხმოება არსებობდა, რომ ამ შუა გამოცდებში მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ...

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60-მდე თანამშრომელმა განცხადება სამსახურიდან წასვლის შესახებ მას შემდეგ დაწერა, რაც 28 მაისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დაკავებული თანამდებობიდან განათლების სამინისტროს პოლიტიკისა და მისი პირადი პოზიციის შეუთავსებლობის გამო გაათავისუფლეს. გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლების ნაწილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დიმიტრი შაშკინს განმარტების მოსასმენად 28 მაისსვე შეხვდა, თუმცა, როგორც რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოცდების ეროვნული ცენტრის სამაგისტრო გამოცდების ჯგუფის კონსულტანტი ნინო გორდელაძე ამბობს, შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა. მისი თქმით, ცენტრის თანამშრომლებმა დიმიტრი შაშკინისგან დასაბუთებული მიზეზი მაია მიმინოშვილის გათავისუფლების თაობაზე ვერ მოისმინეს:

”დიმიტრი შაშკინმა აღნიშნა, რომ არსებობდა პიროვნული შეუთავსებლობა ცენტრის დირექტორსა და მას შორის. ვითვალისწინებ რა იმას, რომ მაია მიმინოშვილი ყოველთვის გუნდურად, ჩვენთან ერთად განიხილავდა ყველა საკითხს, არ არის ცნობილი, ისეთი რა უთანხმოება არსებობდა, რომ ამ შუა გამოცდებში მინისტრმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო.”
Loading
12:00:00 / -:--:--
ჩამოტვირთეთ

გამოცდების ეროვნული ცენტრის 60 თანამშრომლის მიერ სამსახურის დატოვების თაობაზე გაკეთებული განცხადებიდან რამდენიმე საათში, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის დიმიტრი შაშკინის ინიციატივით,  ცენტრის თანამშრომლებთან შეხვედრა შედგა. ივა მინდაძე, უცხო ენების ჯგუფის ხელმძღვანელი, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ თითოეულ ჯგუფთან შეხვედრა მაქსიმუმ 3 წუთს გაგრძელდა. დიმიტრი შაშკინმა შეხვედრაზე მხოლოდ ერთი კითხვა დასვა:

” ‘არის თუ არა თქვენი გადაწყვეტილება სამსახურიდან წასვლის თაობაზე მტკიცე’, რაზეც ვუპასუხეთ, რომ არ შეგვიცვლია გადაწყვეტილება, და დავემშვიდობეთ ერთმანეთს.”

გამოცდების ეროვნული ცენტრის თანამშრომლები მიუთითებენ, რომ მათ მიერ ცენტრის მასობრივად დატოვება არ აისახება გამოცდების მსვლელობაზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ გამოცდებმა მშვიდ და პროფესიულ გარემოში ჩაიაროს, თუმცა იმასაც ხაზგასმით ამბობენ, რომ დაკავებული თანამდებობების დატოვება მათი მოქალაქეობრივი ვალია. კახა ჯამბურია, ქართული ენის ჯგუფის ხელმძღვანელი,  რომელმაც გააცნო ჟურნალისტებს თანამშრომლების ერთობლივი განცხადება, ამბობს:

”ამ ორგანიზაციის ყველა წევრი, მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობით, პირნათლად ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას. დღეს კი ჩვენს მოქალაქეობრივ ვალად მიგვაჩნია დავტოვოთ დაკავებული თანამდებობები და, ამავდროულად, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მოსწავლე, აბიტურიენტი და პედაგოგი. შესაბამისად, მზად ვართ, კანონით გათვალისწინებულ ვადებში, არსებული წესის თანახმად, გადავცეთ მონაცემთა ბაზა და შეფასების კრიტერიუმები ჩვენს შემცვლელებს.”

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა ჩემი გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო ჩემი შვილის აქციაში მონაწილეობა და ჩემი ძმის ტლეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჩართვა ...

საატესტატო გამოცდების დასრულებამდე ერთი დღე და ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ზუსტად ერთი თვეა დარჩენილი. რატომ გაათავისუფლა განათლების მინისტრმა გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაინცდამაინც საგამოცდო ციებ-ცხელებისას? - ეს კითხვა ცენტრის თანამშრომლებისათვის კვლავაც პასუხგაუცემელია. თუმცა, 28 მაისს გავრცელებული ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მაია მიმინოშვილის გათავისუფლება შესაძლოა დაკავშირებული იყოს მის შვილთან, რომელმაც 27 მაისს კოალიცია ”ქართული ოცნების” აქციაში მიიღო მონაწილეობა. თანახმად ეროვნული გამოცდების ცენტრის ხელმძღვანელის ძმის, ჯგუფ ”შინის” სოლისტ ზაზა მიმინოშვილის კომენტარისა, რომელიც 28 მაისს მოგვიანებით გავრცელდა, მაია მიმინოშვილის გათავისუფლება მის პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირდება. მისი თქმით, 26 მაისს მან ბავშვობის მეგობარს, ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერს მაია ფანჯიკიძეს დაურეკა, დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და 27 მაისს დაგეგმილი აქციისადმი სოლიდარობა გამოხატა. 

29 მაისს ”ქართული ოცნების” გამოცდების ეროვნული ცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. შეხვედრა სწორედ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით გაიმართა. მაია მიმინოშვილის თქმით, მათ მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზებზე ისაუბრეს. ის რადიო თავისუფლებასთან საუბრისას საკუთარ ვარაუდზეც მიუთითებს:

”დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ შესაძლოა ჩემი გათავისუფლების მიზეზი ყოფილიყო ჩემი შვილის აქციაში მონაწილეობა და ჩემი ძმის ტლეკომპანია ”მაესტროს” ეთერში ჩართვა”, - ამბობს მაია მიმინოშვილი.

აქვე გეტყვით, რომ გამოცდების ეროვნულ ცენტრში 150-მდე ადამიანი მუშაობს. როგორც ცენტრის თანამშრომლებმა 29 მაისს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მათი ნაწილი რეგიონებში, საატესტატო გამოცდებზე იმყოფება, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი განცხადებას სამსახურიდან წასვლის შესახებ ისინიც დაწერენ.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელია რეგისტრაციის გავლა.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.) კომენტარის დასაწერად არ დაგავიწყდეთ საიტზე შესვლა.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
03.06.2012 12:40
ავტორი: ტარიელი საიდან გვწერთ: მულღანზანზარეთიდან
30.05.2012 19:27-ტარიელ ბატონო, ნათქვამია: ეშმაკები დეტალებშიაო და მეც თქვენი პოსტის ტექსტში აღმოვაჩინე სიტყვა "შპალიერი,"დეტალი, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ქართულთან (ე.ი. ცოდნა-განათლებასთან) მთლად კარგი დამოკიდებულება ვერ გაქვთ-სწორია შპალერი [გერმ.Spalier] (იხ. უცხო სიტყვათა ლექსიკონი, მ.ჭაბაშვილი, გამომცემლობა განათლება, თბილისი 1973 წელი გვ 446)-ჩემს პოსტში ვერსად ნახავთ მოსაზრებას, კონვერტში ჩადებული დოლარების მოტანის მოლოდინთან დაკავშირებით.მადლიერებით დავშთები თუ მოახერხებთ მოკლედ ამიხსნათ, როგორ და რა ოდენობით მოაღწევს თქვენამდე, მითიური 3-5 მილიონი ტურისტის მიერ , უცხოელების კუთვნილ სატუმროებში და სხვის რესტორან -ბიუროებში დახარჯული ფული? პირადად მე ვერაფერით ვერ გავაბი "კავშირის ძაფი" ზემოთხსენებულ შემოსავლებსა და ჩემს ბიუჯეტს შორის, მით უმეტეს მაშინ, როცა ვისმენ ზღაპრებს 2011 წელს საქართველოში შემოსულ 2 მილიონი ვიზიტიორის შესახებ და ვხედავ ყოველ მეორე სანაგვე ყუთში ჩაყუდებულ თანამოქალაქესა და მათხოვრებით გავსებულ მიწისქვეშა გადასასვლელებს....ვერ მივიღებ დემაგოგიას განვითარებულ ქვეყნებში მათხო ვრების არსებობასთან დაკავშირებით, მით უმეტეს, მაშინ როცა ვიცი, რომ იქაური ჩინოვნიკის ხელფასსა და საშუალო მოქალაქის შემოსავალს შორის ისეთი კატასტროფული სავაობა არაა როგორც ჩვენთან.... დანარჩენი "სხვაობები" ცალკე საუბრის თემაა.. პატივისცემით თქვენი და ყველას კეთილის მსურველი.

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
01.06.2012 17:15
აბა გეყოთ ეხლა კამათი, თორე მოვა ახალი შეფი და დაგიჭერთ და მერე კამერაში ყოფნისას თქვენი "დატორმუზების" ვიდეოსაც გაავრცელებენ

ჩაია და ვიღაც ღიპიანი კაცი "დაგატორმუზებენ"

ვერ გაიგეთ რას ვამბობ? ახალი შეფი მილიციონერია

ავტორი: ტარიელი საიდან გვწერთ: მულღანზანზარეთიდან
30.05.2012 19:27
შენსავით თუ ფიქრობდა ეგ მამაცხონებული,ვერ გამოიქცა აქამდე დაკავებული თანამდებობიდან???როგორ ძნივავდა ღამე?როგორ ედო ბალიშზე თავი?მაგრამ კიკუა და არ უნდა მაგას შენი დაცვა!!!,შენც გამოგექცევა ორი გროშით მეტს თუ მიცემს ვინმე!!!კარგად გადაუხადე აზერბაიჯანში არ გაგექცეს მალე ალიევთან "სამუშაოდ".....

ხო, ტურისტებისთვის რომ შენდაბა ის მიხარია მე,თორემ რემონტი არც ჩემთვის გაუკეთებიათ სახლში....შენ ელოდე კონვერტში ჩადებულ დოლარებს რომელი მოგიტანს და შპალიერს რომელი მმართველი გაგიკრავს ოჯახში!!!.....

ავტორი: უი საიდან გვწერთ: გო-დან
30.05.2012 12:33
ავტორი: ტარიელი საიდან გვწერთ: მულღანზანზარეთიდან
30.05.2012 11:01-ხალხი? ხალხი დაგავიწყდა, ისევე როგორც ხელისუფლებას-ჩარეცხილები, იყაყანონ, მტრის ჯინაზე, ნულოვანი ტოლერანტობა, და ა.შ. თუმცა გეტყობათ ხალხში მარტო საკუთარ თავსა და ნაცებს მოიაზრებთ-მილიონობით ადამიანი საშოვარზეა გადახვეწილი- "მშვენდემა და ლამაზდება"- ვისთვის? ტურისტებისათვის, რომლებიც ჯერ არ ჩანან და ალბათ არც გამოჩნდებიან სანამ ....რუსის ჯარი თბილისიდან 42 კილომეტრშია...მავანის მილიტარისტული ბაქიბუქისა და მხედართმთავრული ნიჭის გამოვლინების წარუმატებელი მცდელობის შედეგად...

ავტორი: ტარიელი საიდან გვწერთ: მულღანზანზარეთიდან
30.05.2012 11:01
აქ ვარ საქართველოში და ჩემი თვალით ვუყურებ როგორ ვითარდება,ლამაზდება,მშვენდება ჩვენი ქვეყანა...

მიმინოშვილისთანა კიდევ ბევრი გაიხდის თუმნად....ივანიშვილი დანიშნავს ალბათ განათლების მინისტრად ჭორვილაში...))))

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
30.05.2012 09:59
ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
29.05.2012 23:26
რა აჟიოტაჟი ატეხეს, ეს მაია რა შეუცვლელია?-შენთვისა და NATIA-სათვის ყველა შეიძლება შეიცვალოს ერთი კაცის გარდა... სიბრალულს იმსახურებს თქვენი წრეგადასული ფანატიკური "სატელევიზიო" დისტანციური "პატრიოტიზმი".... ჩამობრძანდით აქ, დატკბით აქაური "ბედნიერი ცხოვრებით" და მერე ილაპარაკეთ შეცვლადობა-შეუცველეობაზე.... უცხოეთში, მხართეძოზე წამოწოლილინი ნუ გვასწავლით ვინ რას იმსახურებს და რა უნდა ვაკეთოთ...მაინც ჯიუტად რო აგრძელებთ მენტორის პოზიციებიდან ჩვენს დამოძღვრას....სიბრალული და კიდევ სიბრალული შემიძლია გამოვთქვათ თქვენნაირების მიმართ...რას იზამ, ავადმყოფებს საღი აზრი არ მოეთხოვებათ...

ავტორი: tata საიდან გვწერთ: germania
29.05.2012 23:26
რა აჟიოტაჟი ატეხეს, ეს მაია რა შეუცვლელია?
ასე ოპერატიულად ბიძინასთან მირბენა რას უნდა ნიშნავდეს?..)))
განათლების მინისტრი დათმობაზე არ უნდა წავიდეს. გამოცდებიც ჩატარება და ყველაფერი კარგად იქნება.

ავტორი: ანონიმი
29.05.2012 20:56
კაცო, ხო არის "იზვესტიას" მიერ საერთაშორისო ინფორმაციით გაპრიალებულ თვითნაბად მარგალიტად წოდებული შევარდნაძე. დაუჩოქონ კიდევ,იქნებ რამე თანაც უკვე გამოსულზე უკეთესი გამოვიდეს.