Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიოჟურნალი – 1047-ე გამოშვება


ბათუმი
ბათუმი

დღევანდელი რადიოჟურნალ „მეათე სტუდიის“ პირველი თემა იქნება გორში გამართული მეტად ორიგინალური აქცია, რომლითაც იქაურმა ახალგაზრდებმა პოლიტიკოსებს შეახსენეს არჩევნების შემდეგ კედლებიდან მათი პლაკატების ჩამოხსნის ვალდებულება.

გიამბობთ ბათუმში ჩატარებულ ფესტივალზე, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდები საქართველოდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

შემდეც უცხოეთს მივაშურებთ: 28 ივლისს ჰააგის კომერციულმა საარბიტრაჟო სასამართლომ რუსეთი დამნაშავედ ცნო ნავთობკომპანია „იუკოსის“ აქტივების უკანონოდ მითვისებაში და სახელმწიფო დაავალდებულა „იუკოსის“ ყოფილ აქციონერებს 50 მილიარდი დოლარი გადაუხადოს. გაგაცნობთ ექსპერტის მოსაზრებებს იმაზე, თუ რა შეიძლება მოხდეს ახლა და რამდენი დრო დასჭირდება გადაწყვეტილების აღსრულებას.

ბოლოს შემოგთავაზებთ ინტერვიუს საფრანგეთში მოღვაწე ქართველ კინოდოკუმენტალისტ ნინო კირთაძესთან, რომელიც გვიამბობს თავის ახალ ფილმზე, სახელწოდებით „წუნი“.

XS
SM
MD
LG