პარასკევი, 24 მაისი, 2013 თბილისის დრო 19:35

პოლიტიკა / საქართველო

ვანო მერაბიშვილის ახალი პოლიტიკური ამპლუა

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი 30 ივნისიდან პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებს. საქართველოს პრეზიდენტმა ამის შესახებ განცხადება გააკეთა 30 ივნისს, საღამოს შვიდი საათისთვის პრეზიდენტის სასახლეში უკვე ყოფილ პრემიერ-მინისტრთან, ნიკა გილაურთან და ასევე უკვე ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვანო მერაბიშვილთან ერთად: ”ვანო არის ის კაცი, რომელმაც შეძლო ჩვენთან ერთად კორუფციის და კრიმინალის ბეჭებზე დადება. ვანომ შეძლო პოლიციაში, რომელიც მთლიანად იყო დისკრიდეტირებული, ახალი სტრუქტურის, ახალი მექანიზმების შექმნა, ახალი ხალხის მიყვანა. მან ბოლო წლებში შეძლო რამდენიმე ძალიან საპასუხისმგებლო დავალების შესრულება. მარტო ის რად ღირს, რომ, მაგალითად, როცა 2008 წლის რუსული აგრესიის შემდეგ რამდენიმე ათეულ-ათას ჩვენ თანამოქალაქეს დაჭირდა ახალი სახლები, ეს პროგრამა მაშინ ჩავაბარეთ ვანოს და წარმოუდგენლად მოკლე ვადებში მან შეძლო პრაქტიკულად ახალი ქალაქების აშენება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის ბეჭებზე დადებს ჩვენ მთავარ მტერსაც, უმუშევრობას”.

უმუშევრობის ”ბეჭებზე დადების” პირობა ვანო მერაბიშვილმა მას შემდეგ დადო, რაც მიხეილ სააკაშვილმა ახალ პრემიერ-მინისტრს გადასცა სიტყვა: ”მე ვიცი, რომ საქართველოში ძალიან ბევრი უმუშევარია. მე მესმის მათი და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ დასაქმების დამატებითი შესაძლებლობა. ვაპირებ ორშაბათსვე წარმოვადგინო გეგმა და ამ გეგმაში იქნება გაწერილი თანმიმდევრობით, თუ რას გავაკეთებთ დღეს, ხვალ და მომდევნო წლებში, რომლის მთავარი აქცენტები იქნება სამი პრინციპი: დასაქმება, სოფლის განვითარება და ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა”.

როგორც საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის პირველივე სიტყვებიდან გაირკვა, შემოდგომაზე დაგეგმილი საპარლამეტო არჩევნები გახდა მიზეზი იმისა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტი ნიკა გილაურს ვანო მერაბიშვილმა ჩამოართვა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ უკვე ახლა წარუდგინოს ხალხს საარჩევნო პროგრამა: ”ეს არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ხალხმა იცოდეს ჩვენი პრიორიტეტები, რომ ის სტაბილურობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, გაგრძელდეს, რომ ჩვენი წარმატება, რომელსაც მიაღწია ქვეყანამ, განვითარდეს და ბევრად უფრო ხელშესახები გახდეს თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის. ამიტომ განცხადება, რომელიც დღეს უნდა გავაკეთო, არის ახალი დასაწყისის მანიშნებელი”.

”ახალი დასაწყისის” დაწყებამდე აწ უკვე ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა მიხეილ სააკაშვილს მადლობა გადაუხადა. მისმა სიტყვამ პრეზიდენტის რეზიდენციაში სულ 5 წამი წაიღო: ”ბატონ პრეზიდენტს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ნდობისთვის, რაც მან ბოლო წლების განმავლობაში ჩემდამი გამოიჩინა. დიდი მადლობა ყველას”.

მიხეილ სააკაშვილმა ნიკა გილაურის სამწელიწადნახევრიანი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი დადებითად შეაფასა და გაწეული შრომისათვის არც მადლობა დაიშურა: ”გილაური იყო ძალიან ეფექტური პრემიერ-მინისტრი. მან მთავრობა პრაქტიკულად უიმედო სიტუაციაში ჩაიბარა, ყველაზე რთულ დროს და მოახერხა თითქმის შეუძლებელი. არა მხოლოდ გადალახა მსოფლიო ფინანსური კრიზისი და ომის შედეგები, არამედ საქართველო აქცია მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად განვითარებად ეკონომიკად”.

როგორც ირკვევა, ნიკა გილაური საქმის გარეშე არ რჩება. მან პრეზიდენტისაგან უკვე მიიღო შეთავაზება, სათავეში ჩაუდგეს საქართველოს მთავრობის საპარტნიორო ფონდს, რომელიც, მისი თქმით, კონცენტრირებულია უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი პროექტების შექმნაზე ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის სფეროში: ”ერთი სიტყვით, მე მას იმის კეთება ვთხოვე და შევთავაზე, რაც მას ყველაზე კარგად ეხერხება. შესაბამისად, ის დარჩება ჩვენს გუნდში”.

კიდევ ერთი ახალი ამბავი, რომელიც 30 ივნისს საქართველოს პრეზიდენტმა საზოგადოებას აცნობა, მთავრობაში ახალი პოსტის შექმნაა. საქართველოს უახლოეს მომავალში დასაქმების სახელმწიფო მინისტრი ეყოლება: ”საქართველოს მთავრობაში შეიქმნება ახალი პოსტი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. ჩამოყალიბდება ცალკე დასაქმების პროგრამა, ყველა თავისი პრიორიტეტებით”.

ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას მის წარმატებულ მინისტრობას უკავშირებს კოალიცია ”ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენელი მიხეილ თავხელიძე. როგორც მან საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, შსს-ს რეფორმა არის ყველაზე წარმატებული და ეფექტიანი რეფორმა ბოლო წლების განმავლობაში.

თუმცა სრულიად განსხვავებული მოსაზრება აქვს ვანო მერაბიშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შესახებ ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძეს. შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყვანა სხვა პოსტსზე მის მოხსნას უფრო ჰგავს, ვიდრე დაწინაურებასო, ამბობს ის რადიო თავისუფლებასთან საუბარში და პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ვანო მერაბიშვილის დაყვანას ის კოალიცია ”ქართული ოცნების” ლიდერს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს: ”დაძაბული არჩევნები გვიახლოდება. წარმატებული შინაგან საქმეთა მინისტრის გადაყვანა სხვაგან მის მოხსნას უფრო ჰგავს, ვიდრე დაწინაურებას. ასეთი გამოთქმაა, გადასასვლელზე ცხენებს არ ცვლიანო. ახლა ჩვენ პოლიტიკურად საკმაოდ რთულ გადასასვლელზე ვიმყოფებით და ცხენის შეცვლა, მერაბიშვილის შეცვლა თავისთავად არ გამოიყურება ლოგიკურად. ალბათ იმდენი კომპლიმენტი უძახა ივანიშვილმა მერაბიშვილს, რომ, მე მგონი, ეჭვი გაუჩნდა სააკაშვილს მერაბიშვილის ერთგულებაში”, - მიაჩნია რამაზ საყვარელიძეს.

საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა ორშაბათს გახდება ცნობილი. ორშაბათსვე დასახელდება შინაგან საქმეთა ახალი მინისტრის ვინაობა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვანო მერაბიშვილს შს მინისტრის თანამდებობაზე თავდაცვის მინისტრი ბაჩო ახალია შეცვლის, შესაბამისად, ორშაბათს უნდა დასახელდეს თავდაცვის ახალი მინისტრიც. ვრცელდება ინფორმაცია, იმის შესახებაც, რომ ბაჩო ახალაიას შს მინისტრად დანიშვნის შემთხვევაში, თავდაცვის მინისტრი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გახდება.

რაც შეეხება ვანო მერაბიშვილის პოლიტიკურ კარიერას, 1999 წელს მერაბიშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი გახდა. 2000 წლიდან საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკისა და რეფორმების კომიტეტის თავმჯდომარე იყო. 2004 წელს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ის ეროვნული უშიშროების საკითხებში თანაშემწედ დანიშნა და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოვალეობას ასრულებდა. 2004 წლის 18 დეკემბერს კი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა. 2006 წელს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმე მერაბიშვილის თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნის საბაბად იქცა. მისი გადაყენების მოთხოვნით არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. ოპოზიციის წარმომადგენლები და უფლებადამცველები მინისტრს მკვლელობის ფაქტების დამალვაში ადანაშაულებდნენ. ვანო მერაბიშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობას 2012 წლის 30 ივნისამდე ასრულებდა.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“. (რეგისტრაციის გავლის შემდეგ ელექტრონული ფოსტით მიიღებთ ავტომატურ შეტყობინებას. ყურადღება მიაქციეთ, შეტყობინება თქვენი ელექტრონული ფოსტის spam-ში ხომ არ აღმოჩნდა.)
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: giorgi საიდან გვწერთ: tbilisi
11.07.2012 01:06
ვანოს რომ თავმოყვარეობა ქონდეს საერთოდ არ გამოცჰნდებოდა მაგრამ ვინ მისცა მაგას ამდენი შეგნება

ავტორი: tutuci საიდან გვწერთ: satutucetidan
10.07.2012 20:40
ნეტავ ოდესმე თუ ვეღირსები იმას რომ განსხვავებულად მოფიქრალი ადამიანსადმი სეურაცხმყოფელი და დამამცირებელი ფრაზების და უგემოვნო ხუმრობების ნაცვლად რაიმე ღირებული არგუმენტი ან კომენტარი იწერებოდეს და ითქმებოდეს ჩვენ ქვეყანაში

გურულის კომენტარი უგემოვნო, უხამსი და ზრდილობას-მოკლებულია

ანონიმს კი ვეტყოდი რომ ვანოსი ბევრს სჯერა და ბევრს ჰგონია რომ დიდ გმირობას ჩაიდენს და ოქტომბრამდე დაარწმუნებს ქართველებს რომ მათთვის ხმის მიცემა ღირს

მე კი არ მჯერა ამის, მთელი 8-9 წელიწად ჰქონდა ხელისუფლებას რომ სოციალური საკითხებისადმი ყური შეებერტყა, თუმცა ნატო-ინტეგრაციისა და დემოკრატიის სახელით შიმშილის ატანა მოგვთხოვეს რასაც ჰქვია

კარგი ის არის რომ მიშა პუტინიზაციის პროცესს მინიმუმ მოჩვენებითად მაინც ასცდა და რომ ხალხზე ფიქრი წინასაარჩევნოდ (ვშიშობ მოჩვენებითად) მაინც დაიწყეს

თუ ჭკუა აქვთ მაშინ მართლა უნდა მიხედონ სოციალურ საკითხს, თორემ მშიერი კუჭით შექმნილი დემოკრატიის არ მჯერა მე და არც მაგ რწმენაში მყოფი მინახავს აგერ უკვე 43 წელიწდია ვტკეპნი მიწას

ავტორი: გურული საიდან გვწერთ: ვან-ზომლეთიდან
06.07.2012 21:26
ავტორი: ანონიმი
05.07.2012 18:25-"მე მომწონს ვანო"-როგორც მამაკაცი, თუ ისთე?

ავტორი: ანონიმი
05.07.2012 18:25
მე მომწონს ვანო და მჯერა რომ კარგად შეასრულებს თავის მისიას, ვისაც გული გისკდებათ გეშინოდეთ

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
04.07.2012 09:35
ამ ავტორის "ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi 03.07.2012 14:34 " განცხადების წაკითხვისთანავე, მიღებული შოკისაგან მორალურად გარდაიცვალნენ საიტის კომენტატორები:NATIA ლონდონიდან, (ხანდახან იგივეა რაც ანონიმი.) tata germania და სხვა დოქსოპულოები. ნაცმოძრაობას მუდამ ემახსოვრება მათი სახელი...რადიოეთერში განისვენოს მათმა "სულებმა"....

ავტორი: ANNA საიდან გვწერთ: Tbilisi
03.07.2012 14:34
სასაცილოა, რომ მერაბიშვილი სერიოზულ პიროვნებად განიხილება და რაღაც პოლიციის წარმატებულ რეფორმაზეა საუბარი. რა მენეჯერობა უნდა იმას, რომ ყველა შიდა ძალოვანი უწყება გააერთიანო ერთ ხელში - ეს უკვე იყო ენ-კა-ვე-დეს სახით 30-იან წლებში; მერე შეიარაღებულ, პოლიტიზირებულ რაზმს მისცე "ყველა უფლება" ("ვსე პრავა") ვინც უნდა დაიჭიროს, რა თანხაც უნდა ამოიღოს, ვისაც რა უნდა ის შეტენოს, ციხეში როგორც უნდა ისე მოექცეს, აწამოს, ურტყას, რაზეც აწყობს, ხელი იმაზე მოაწერინოს: პარალელურად მისი ოჯახის წევრები და ძმაკაცები ყირაზე გადადიან, ყოველი მათი ქეიფი სკანდალით მთავრდება და ვითომც არაფერი, არც ისჯებიან სათანადოდ უდანაშაულო ადამიანების ცემისა და მოკვლისათვის... ბოლოსდაბოლოს, მაგ კარგი მენეჯერს და რეფორმატორის გაჩალიჩებულია ისეთი ინციდენტი, რომელმაც არნახული სახელისუფლებო და სახელმწიფო კრიზისი გამოიწვია და რომლის გადაფარვის მიზნით ხელისუფლებამ კიდევ უარესი, ქვეყნისათვის საბედისწერო შეცდომები და დანაშაულები ჩაიდინა... და ამ ყველაფერს მსოფლიოს დემოკრატიული ქვეყნების ლიდერები იწონებენ, დემოკრატიულ რეფორმებად აფასებენ, აფინანსებენ, სხვა ქვეყნებს მაგალითად უყენებენ და იქით უკიჟინებენ - მიდი, მიდი, კიდევ უფრო მაგრად გააჭენეო... ესაა მაგარი მრენეჯმენტი?!

მხედრიონისგან რითი განსხვავდება? იმით, რომ გასამრჯელოს ყაჩაღურად კი არ მოიპოვებს, არამედ სისტემატური და ამ ქვეყნის ეკონომიკისათვისა შეუფერებლად მაღალი ხელფასებისა და პრემიების სახით?!

პ.ს. ეს ტექსტი სხვა სტატიის კომენტარებშიც გავაგზავნე და საჭიროდ ვთვლი მის აქ გამეორებას...

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
03.07.2012 09:11
”საქართველოს მთავრობაში შეიქმნება ახალი პოსტი - დასაქმების სახელმწიფო მინისტრი. ჩამოყალიბდება ცალკე დასაქმების პროგრამა, ყველა თავისი პრიორიტეტებით”.-9 წელია ნაცები ხელისუფლებაში არიან, ამდენივე ხანია არსებობს სამინისტრო, რომლის დასახელება იწყება სიტყვით "შრომის" რაც გულისხმობს დასაქმებასაც, რადგან ამ სამინისტროს ჰქონდა დასაქმების დეპარტამენტი, რომელიც გააუქმეს იმ მოტივით, რომ საბაზრო ეკონომიკა დაარეგულირებს დასაქმების საკითხებსო..ახლა "ქმნიან" ცალკე დასაქმების სამინისტროს-რა- საბაზრო ეკონომიკა აღარ არის საქართველოში? მარტო ანონიმებსა და სხვადასხვა ჯურის ბრიყვებს შეუძლიათ დაიჯერონ ეს და სხვა "პრიორიტეტები"

ავტორი: ანონიმი
02.07.2012 18:55
მიდი ვანო! გვჯერა ჩვენ შენი!

ავტორი: cico საიდან გვწერთ: germanet.i
01.07.2012 20:13
შეცდომაა: ვანო მერაბიშვილის ახალი პოლიტიკური ამპლუა
სწორია: ვანო მერაბიშვილის ახალი პოლიტიკური ,,ამპულა,, (იხ. ვანოს ლექსიკონი):):)

ავტორი: gia საიდან გვწერთ: tbilisi
01.07.2012 15:36
ამათ არ უშველით ეს სასაცილო კარუსელები,სააკაშვილის ადგილი ციხეშია,მისი საქმე ჰააგის ტრიბუნალმა უნდა განიხილოს როგორც კაცობრიობის წინააღმდეგ დამნაშავის.

ავტორი: მიწიერი საიდან გვწერთ: ხანაც ყველა მხრიდან
01.07.2012 01:52
ვეთანხმები ბ.რამაზს.ჩემის აზრით ყველაზე კარგად ამას ბ.ვანო ხვდება.(ადამიანი როდესაც ბრიყვია,შეცდომებს ადრე თუ გვიან ყველა მმართულბით უშვებს,საკუთარი თავის საზიანოდაც კი.ალბათ ხვდებით,რომ ბ.ვანოს არ ვგულისხმობ)
პ.ს.მინდა ისიც ვთქვა,რომ ბ.გიგას მოუწევს ყველაზე დიდი საზღაურის გადახდა(პრეზიდენტს ასე თუ ისე პრეზიდენტის იმუნიტეტიც დაიცავს,ეს თვითონაც კარგად იცის)

ყველაზე პოპულარული