კვირა, 19 მაისი, 2013 თბილისის დრო 00:46

რუბრიკები / ჯარისკაცი და სახელმწიფო

დედის ცრემლი ოთხი წლის შემდეგ

x

მულტიმედია

აუდიო
ტექსტის ზომა - +
5 აგვისტოს ყვარელში სამხედრო პატივით დაკრძალეს საქართველოს შეიარაღებული ძალების სერჟანტ ზურაბ ტურაშვილის ნეშტი. რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის დროს დაღუპული საქართველოს შეიარაღებული ძალების მე-4 ქვეითი ბრიგადის დაღუპული ჯარისკაცის და ასევე მისი თანამებრძოლის გელა თიგიშვილის ამოცნობა დნმ-ის ანალიზით 4 აგვისტოს მოხერხდა. 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს არ გაუვრცელებია ინფორმაცია, თუ რატომ გაჭიანურდა ამდენი ხნით 4 წლის წინ დაღუპული ჯარისკაცების იდენტიფიცირება და რა ახალი გარემოება გახდა ამოცნობის წინაპირობა. როგორც სამხედრო ექიმმა და რუსეთ-საქართველოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამმართველოს უფროსმა ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ქოიავამ უთხრა რადიო თავისუფლებას, დნმ-ის ანალიზის დაგვიანების მიზეზი შეიძლება გამხდარიყო საიდენტიფიკაციოდ „უხარისხო მასალის“ გამოყენება.

უპატრონო გვამები ცხინვალთან დაწვეს
მე დავინახე, რომ ცხედრები იწვოდა. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მე დავუსვი შეკითხვა ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს. მათ მითხრეს, ბრძანება არ გაგვიცია, ამას აკეთებენ ”მოხალისეები” ...

როგორც ცნობილია, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ცხინვალის მისადგომებთან დაახლოებით 50 ქართველი ჯარისკაცის გვამი დარჩა. უპატრონოდ მიტოვებული რამდენიმე მებრძოლის გვამი ოსმა სეპარატისტებმა შეაგროვეს და დაწვეს.

ამ ფაქტს ცხინვალის შესასვლელთან, მუხნარში, 4 წლის წინ პირადად შეესწრო რუსული გამოცემა „კომერსანტ ვლასტის“ ჟურნალისტი ოლგა ალენოვა, შეესწრო და მძიმე შთაბეჭდილების შესახებ თავადვე უამბო რადიო თავისუფლებას:

”ეს, რა თქმა უნდა, საშინელი სანახაობა იყო. ზემოხსენებული მუხნარის გვერდით მე დავინახე, რომ ცხედრები იწვოდა. არ ვიცი, ვინ ჩაიდინა ეს. მე დავუსვი შეკითხვა ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს და სამხედროებს. მათ მითხრეს, ბრძანება არ გაგვიცია, ამას აკეთებენ ”მოხალისეები”, რომლებიც ჩრდილო ოსეთიდან ჩამოვიდნენ და რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთო. არ ვიცი, რამდენად გულწრფელი იყო ეს განმარტება, მაგრამ ამ სურათმა მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი შეძრა - არა მარტო ჟურნალისტები, არამედ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რადგან ომი ომია, მაგრამ დახოცილები უკვე არაფერში აღარ არიან დამნაშავეები და ისინი მიწას უნდა მიებარონ.”

იბადება კითხვა: რატომ დარჩა ბრძოლის ველზე 8 აგვისტოს დაცემული ათეულობით ქართველი ჯარისკაცისა და ოფიცრის გვამი, მაშინ როდესაც, საქართველოს ხელისუფლების განცხადებით, ქართული ჯარი და პოლიცია 9 აგვისტომდე აკონტროლებდა ცხინვალის დიდ ნაწილს და ქალაქის გარშემო მდებარე სოფლებს და, შესაბამისად, დაღუპულთა ევაკუირება, წესით, დაუბრკოლებლად შეიძლებოდა მომხდარიყო?  ათობით ქართველი ჯარისკაცის გვამის ბრძოლის ველზე დატოვებას სუსტი დისციპლინით, სამხედრო-საევაკუაციო სამსახურის არარსებობითა და ზოგადი არაორგანიზებულობით ხსნის ლაშა ქოიავა, რომელიც, როგორც ვთქვით, 4 წლის წინ თავად ხელმძღვანელობდა სახმელეთო ჯარების სამედიცინო დეპარტამენტს და უშუალო შეხება ჰქონდა დაჭრილი და დაღუპული ჯარისკაცების ევაკუაციასთან.

ბრძოლაში თანამებრძოლებს არ ტოვებენ

ლაშა ქოიავა: „დაჭრილების გამოყვანა ცხინვალიდან რეალურად  იმ ტრანსპორტით ხდებოდა, რომელიც იმ მომენტში მაშინ ხელმისაწვდომი იყო. ეს არ იყო ორგანიზებული. ეს იყო ქაოტური, ფაქტიურად. ჩვენთან მოუყვანიათ დაჭრილები პოლიციის „ჰაი ლუქსით“, მოუყვანიათ სამოქალაქოებს. სამოქალაქო რომ მოიყვანს დაჭრილს, ეს საერთოდ სრული აბსურდია. მოჰყავდათ ჯარისკაცებს - ესეც უმძიმესი მომენტია, რადგან მებრძოლი ცდება ამ დროს და ცეცხლის ინტენსივობა ჩვენი მხრიდან მცირდება, როდესაც მებრძოლს მოჰყავს დაჭრილი ჰოსპიტალში. და ყველაზე დიდი კატასტროფა მაინც ის იყო, რომ ტოვებდნენ თავიანთ თანამებრძოლებს.“
ერთი ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ 42-ე ბატალიონის 25 გვამი დარჩა. დანარჩენი, ძირითადი ნაწილი, მე როგორც ვიცი, გამოყვანილი იყო უკვე საპატრიარქოს ჩარევით ...

რადიო თავისუფლება: „და ამას რა ახსნა აქვს, თქვენი აზრით, ლაშა?“

ლაშა ქოიავა: „ახსნა აქვს მარტივი, ჩვენ არ გვყავდა ის ჯარი, რომელიც იყო ბრძოლისუნარიანი. და თუ ჯარი არ არის ბრძოლისუნარიანი, ის აღარ არის ჯარი. ჩვენს შემთხვევაში ჯარისკაცს, პირველ რიგში, იმის შეგნება უნდა ჰქონდეს, რომ თავისი დაჭრილი თანამებრძოლი თუ მეგობარი, არა აქვს მნიშვნელობა, შეიძლება საერთოდ არ იცნობს, მაგრამ დაჭრილი არ უნდა მიატოვოს ბრძოლის ველზე. ეს უნდა იყოს პირველი შეგნება ადამიანის, რაც იმ მომენტში გამოჩნდა, რომ არ ჰქონდა ჩვენს ჯარისკაცს.“

რადიო თავისუფლება: რამდენი ქართველი ჯარისკაცის გვამი დარჩა ბრძოლის ველზე აგვისტოს ომის დროს?

ლაშა ქოიავა: „ერთი ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ 42-ე ბატალიონის 25 გვამი დარჩა. დანარჩენი, ძირითადი ნაწილი, მე როგორც ვიცი, გამოყვანილი იყო უკვე საპატრიარქოს ჩარევით.“

თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა ქოიავამ, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სახმელეთო ჯარების სამედიცინო სამსახურისა და საველე ჰოსპიტლის ყოფილმა უფროსმა, რომელიც რადიო თავისუფლების შეკითხვებს პასუხობდა, ომის შემდეგ, თავდაცვის მინისტრ დავით კეზერაშვილთან დაპირისპირების გამო, მალევე დატოვა თანამდებობა და ამჟამად სოფელში ექიმად მუშაობს.

რაც შეეხება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაკარგულ ქართველ ჯარისკაცებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,  ამ დროისათვის დაკარგულად ითვლება ერთადერთი სამხედრო მოსამსახურე, კაპიტანი პაატა ქარდავა. მის შესახებ უწყების ოფიციალურ საიტზე სხვა ცნობა არ იძებნება. ოფიციალური ინფორმაციით, აგვისტოს ომის შემდეგ დნმ-ის ანალიზის შედეგად ამოცნობილია 51 ჯარისკაცი. მათი უმრავლესობა თბილისში, მუხათგვერდის საძმო სასაფლაოზე განისვენებს.


ყურადღება!
1 ივნისიდან რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის ვებსაიტზე ფორუმებით სარგებლობისთვის აუცილებელი იქნება რეგისტრაციის გავლა. დღეიდან მოქმედებს პარალელური სისტემა: ფორუმში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც რეგისტრაციით, ისე მის გარეშე. მაგრამ 1 ივნისიდან ფორუმებში მონაწილეობა მხოლოდ რეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ.

რეგისტრაციის გასავლელად დააჭირეთ ვებსაიტის ზედა მარჯვენა კუთხეში მოთავსებულ ბმულს „რეგისტრაცია“.
ეს ფორუმი დაიხურა
კომენტარების რიგი
კომენტარები
     
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
15.08.2012 13:04
ვეხმიანები მოუზრდელს გასაზრდელიდან... მადლობა ძმაო ჩვენი ნუგეში უფალშია რაც ანონიმებს შეეხებათ მაგათ მაინდამაინც ბევრს არ უხდიან ეგენი სულით არიან ეგეთები გახდა სიამოვნებთ ეგ ერთგვარი დამოკიდებულებაა მიდრეკილების მიმართ რაც შეიძლება უნდა გაიხადოთ ანონიმებო ახლა კონსპირაციული მალვის დრო არარის თქვენთვის დადგა დრო როდესაც ხელისუფლების დამცველებს ჭირდებით სამშობლოს დამცველების წინააღმდეგ იაქტიურედ იყვირედ იწივლედ თქვენი საქციელი ხომ ერთგვარი სტრიპტიზია ხალხის ყურადღების მისაქცევად ........ ოღონდ ცოტა ფრთხილად ფსევდო პატრიოტებო ისეთ ადგილას არ გაიხადოთ სადაც ქართველი ხალხის ოცნებების და იმედების საკურთხეველია თორემ დაპანღურებას არავინ დაგაჯერებთ და შესაძლოა ლინჩის წესითაც ჩაგქოლოთ ხალხმა....

ავტორი: მოუზრდელო საიდან გვწერთ: გასაზრდელეთიდან
13.08.2012 12:32
ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
10.08.2012 20:02 - ამ კაცის ტკივილმა შემძრა, არ ვიცი რით ვანუგეშო...NATIA, იგივე ანონიმო...და სხვა .ან.ონიმებო: რას გიხდიან ამდენს -ასე რომ იხდით?

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
12.08.2012 02:16
ვეხმიანები VENDETAS.......... ხანდახან მრცხვენია რომ ქართველი ვარ რა აქტუალურია დიდი პოეტის სიტყვები დღესაც ,,ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველო" ეგ რომ თქვა მაშინ ნაცები არ იყვნენ თორე უეჭველი სამშობლოს ღალატისთვის გაასამართლებდნენ......

ავტორი: Vendeta საიდან გვწერთ: Kavkasia
12.08.2012 00:19
ჰმმ... ვკითხულობ კომენტარებს და ვერ გამიგია რა გინდატ კობასგან კობას მსგავსი განათლებული ობიექტური და პროფესიონალი ჟურნალისტები უმრავლოს ღმერთმა ჩვენ ქვეყანას. სირცხვილია ხალხო კობას მიმართ ასეთი საქციელი მე პირადად მინახავს როგორ მუშაობს ეგ ბიჭი და რა გულმოდგინებით აკეთებს ამ საქმეს. ეხლა მინდა შევეხო ამ თემას რასაც მთავრობა და მისი წევრები პიარად იყენებენ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში და ქულებს იწერენ ხალხის თვალში მინდა ვკითხო სააკაშვილს და მის საძმოს ის სიმხდალის უმაღლესი გამოვლინება რაც ჩვენმა მთავრობამ ჩაიდინა იმ ომის დროს როდესაც ნახევარზე მეტი გაქცეულნი იყვნენ საქართველოდან მეორე ნახევარი კი წითელი ხიდის და სარფის საბაჟოზე რიგში იდგნენ დღეს ახსენდებათ დაღუპული გმირები?.. მინდა ვკითხო სააკაშვილს არის თუ არა საქმის კურში იმაზე რომ დაღუპული გმირების გასასვენებელი ფული რომელიც სახელმწიფომ გადარიცხა გამწარებული ოჯახის ანგარიშზე როგორ მოხსნენს ბანკებმა იმათგან ვისაც კრედიტი ან განვადება ჰქონდათ გამოტანილი და რადგანაც დაიღუპნენ და ვალის გადახდას ვეღარ შეძლებდნენ კომპენსაციის ანგარიშებიდან მოხსნეს სამარცხვინოა ხალხო ასეთ ქვეყანაში ცხოვრება და ამდენის მოთმენა ეს გმირებისთვის სულში ჩაფურთხებაა ან ის სამარცხვინო დარბევა ომის ვეტერანებისა რომლებიც ელემენარულ პირობებს ითხოვდნენე არსებობისთვის. სად იყო მაშინ სააკაშვილი მისი მთავრობა? ბოჩელის და ნიჟარაძის კონცერტზე იჯდა და გემრიელი ვახშმისთვის ემზადებოდა. ეხლა ტირიან საცოდავ ბიჭებს არა არ ტირიან ისინი ხმებს ტირიან მემ ამ ცრემლების არ მჯერა. კობა შენთან მაქ თხოვნა ძმა მე შენ ადრე გამოგიგზავნე ფოტოები ერაყში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის თავისი ბიოგრაფიით რათა ხსოოვნის გვერდი შეგექმნათ იქნებ მიპასუხო რა დღეშია ეგ საქმე მალე დასრულდება თუ შეჩერებული გაქვთ ეს პროექტი?

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
10.08.2012 20:02
პასუხი ანონიმს როგორ შეგიძლია სხვისი გაქილიკება როცა შენთვითონ არავინ გიცნობს აქ რომ კანონსა და უკანონობაზე მესაუბრები საკითხავია ვინხარ რა საზომით ცხოვრობ და ვის დროშას აფრიალებ....??? გაინტერესებს რატომ გამომიშვეს ჯარიდან? გეტყვი მაგრამ ღრმად ვარ დარწმუნებული შენ ეგ კარგად იცი იმიტომ რომ მე ვიცი შენ ვინც ხარ....))) რატომ გამომიშვეს და კადრების შემცირებით ამას ოპტიმიზაცია ჰქვია ეგ როგორც ოფიციალური მიზეზი მოდი ახლა არაოფიციალურ მიზეზსაც გეტყვი ხალხმაც რომ გაიგოს იმიტომ რომ თავდაცვის სამინისტროში ამ ბნელ სტრუქტურაში ასე ახდენენ მათთვის არასასურველი პირების თავიდან მოცილებას ..... იმიტომ გამომიშვეს რომ წინ აღუდექი იქ მიმდინარე უსამართლობას კორუფციას ჯარისკაცთა ჩაგვრას უამრავ წესდებობრივ გადაცდომას სშენ ამას ვერგაიგებ ამს სხვაგვარად მყარი პოზიციის დაკავება ჰქვია იმიტომ გამომიშვეს რომ ჩემ შვილს სახლში დამპალი პური ვერ მიუტანე და საკუთარი სული ვერ გავყიდე სიჩუმის და თვითკმაყოფილების გამო შენ ამას ვერგაიგებ აქ იმიტომ კიარმითხოვია კობასთვის აღნიშნულ თემაზე გადაცემა გაეკეთებია მერომ მაწუხებს იმიტომ არა იმიტომ რომ უამრავი დამსახურებული ადამიანი საკუთარი ქვეყნის ნამდვილი ღირსეული შვილი დატოვა ამ მთავრობამ ბანკის პრობლემების ამარა ანუ განგიმარტავ ხალხი რომლებიც პატიოსნად მსახურობდნენ უცებ ქუჩაში აღმოჩნდნენ რესტრუქტურიზაციების გამო მერე ვერც ბანკის ფული ვერ გადაიხადეს და უსახლკაროდ დატოვა ამ მთავრობამ თორე მე რაუნდა წამართვას ბანკმა რაც არამაქ ყვავს არჰქონდა ბუს გაგჰქონდაო გაგიგონია......... მაგრამ შენ ამას ვერგაიგებ შენნაირები ტკივილს კიარ მიმძაპრებენ სულში ცეცხლს მინთებენ შენ ახლა სადმე კაბინეტში კონნდინციონერთან ზიხარ და ფუქსავატობ... კარგი რა კაცურად გეუბნები არაგრცხვენია...??? წადი თვისბოლოს იმ სამთავრობო ბანკომატიდან ფული აიღე და გაჩუმდი მაინც .... უსამართლობა ბანკის მხრიდან კიარაა ფულის უკან მოთხოვნის მცდელობა არა სახელმწიფოდან არის უსამართლობა ბანკს რომ ხელები გაუხსნა საკუთარი მოქალაქეების ლიკვიდაციაში და სახელმწიფოა დამნაშავე მისი მოქალაქეების უსახსროდ დატოვებაში იმიტომ რომ სახელმწოფო უნდა ხდებოდეს პასუხისმგებელი სამხედრო მოსამსახურის უსამართლო დათხოვნის შემთხვევაში მის სოციალურ უზრუნველყოფაში ან უსახსროდ არუნდა დატოვოს შენ ამას როდის გაიგებ იცი როცა შენც ასეთ ან ამაზე უარეს დღეში იქნები პირი გამოირეცხე როცა იმ სამხედრო კონტიგენტზე საუბრობ რომლებიც ამ ხელისუფლების ათვალწუნებულები გახდნენ ოხ შენაირი ტიპებითააა სავსე ყველა ბიუროკრატიული სტრუქტურა მოკეტე... შენი რეგალიები ყველაფერზე საუბრის უფლებას შესაძლოა არ გაძლევდეს და დღეს მაგ სკამზე რომ ზიხარ მშვიდად არდაგავიწყდეს რომ იქნება ეგ სხვისი დამსახურებაც იყოს უმადურო ტიპო ( მოდერატორო გამოაქვეყნე გთხოვ)

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 17:32
მოდერატორ,

რატო აქვეყნებ ასეთ გამონათქვამებს? :

"როგორ მინდა ერთი ორი ფრთიანი სიტყვა გესროლო მაგრამ ვიცი არ გამომიქვეყნებს მოდერატორი მერე ცენზურა დამბლოკავს უწმაწური სიტყვისთვის შენ რომ მოგიძღვნიდი იმიტო"

"დიდი სურვილი კიგაქთ ნაცებს მაგრამ არ გაგივათ ბრიყვული ფანდები რჩევენი საკუთარ თავს მიეცი ...."
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
10.08.2012 21:06
არც "ფრთიანი სიტყვები", არც "ბრიყვული ფანდები" არ არის უცენზურო გამონათქვამები.

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 16:16
მოჩვენება, რატო გამოგიშვეს ჯარიდან? თქვი ყველაფერი ბოლომდე. რატო აიღე ისე დიდი ვალი რომლის გასტუმრების შესაძლებლობაც არ გაქვს? ვალის უკან დაბრუნების მოთხოვნა უკანონობა ან უსამართლობაა? მესმის შენი მძიმე სიტუაცია ამჟამად და არ მინდა უფრო გაგიმძაფრო ტკივილი, მაგრამ შენ ხარ ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითი, როგორც ვადყობ, იმ ადამიანთა ჯგუფისა რომელთან რატომღაც გონიათ, რომ უფლება ქონდათ სხვისი (ამ შემთხვევაში ბანკების) ფული ეხარჯათ ისე რომ მისი დაბრუნება უკან არასდროს მოუწევდათ.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
10.08.2012 15:50
ვპასუხობ ანონიმსა ზოგჯერ თავისუფლება რამდენ ,,ანონიმს" აძლევს უფლებას თავისი თავი გაშიფროს არა? ზუსტადაც რომ მაღალ ტრიბუნაზეა კობა აბა ჩვენსავით ამოქოლილი კიარააქვს პირი ეგღა გვაკლია აახლა ეგეც გაჩუმდეს ისე დიდი სურვილი კიგაქთ ნაცებს მაგრამ არ გაგივათ ბრიყვული ფანდები რჩევენი საკუთარ თავს მიეცი .... და ხალხს ნუ გვაღიზიანებ... როგორ მინდა ერთი ორი ფრთიანი სიტყვა გესროლო მაგრამ ვიცი არ გამომიქვეყნებს მოდერატორი მერე ცენზურა დამბლოკავს უწმაწური სიტყვისთვის შენ რომ მოგიძღვნიდი იმიტო

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
10.08.2012 15:30
პასუხი მოდერატორს სხვაც ბევრია ასეთი პრობლემით მაგარამ ისინი ისაუბრებენ ტუარა მე არვიცი უფროსწორედ ყველას რაღაც აჩერებს მაგრამ მე ის ვიცი რომ მე ასეთი უსამართლო პრობლემა ნამდვილად შემექმნა ამ იმპოტენტი ხელისუფლებიდან 2008 წლის ომშიც ვიყავი არმიაშიც კეთილსინდისიერად ვიმსახურე და რა კადრების შემცირებით გამომიშვეს დამრჩა უზარმაზარი ბანკის ვალი რომელსაც ვერ ვიხდი მე ნამდვილად ვისაუბრებ ამ თემაზე 7 უარი მაქვს მიღებული დასაქმებაზე როგორც სახელმწიფო ასევე კერძო სტრუქტურებიდან ეს მაშინ როდესაც ხელისუფლება ახლენს უპრეცედენტო დასაქმების პროგრამირებას მე ეს პასუხები გავგზავნე როგორც ბანკის მართველთან ისევე პრეზიდენთან და პატრიარქთან ტუმცა სამწუხაროდ ჩემთვის მათი რიაგირება უცნობია გარდა იმისა რომ აღნიშნული ბანკიდან მოვიდა ცნობა ამ მოქედების შემდეგ რომ 2 კვირასჰი ტუ არ დავფარავ დავალიანებას ბანკი დაიწყებს კანონიტ განსაზღვრულ ღონისძიებებს ამავე ბანკს კარგად ავიწყდება ის რომ სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ჰქონდათ აღებული ვალდებულებები იაპასიანი კრედიტით მომსახურეობაზე თუმცა ამას არ ასრულებდნენ და ეს ბლეფი იყო ასეთი მოთხოვნების შემდეგ ისინი ჯარისკაცებს ამ პრობლემატიკის გადასაჭრელად თავდაცვის სამინისტროზე ამისამართებდნენ მე მაქვს კონტრაქტის ასლი სადაც დეტალურადარის აღწერილი მათი ვალდებულებები.... პაქტი ერთია სახელმჭიფო ფეხზე იკიდებს ჯარისკაცებს ბანკებს კი იყენებს ცალკეული სუბიექტების ზეწოლად და სამართავად აგრეთვე დასასძელად აუცილებლად მოქცემთ ინტერვიუს ამ მოკლე ხანში მითხარით როგორ დაგიკავშირდეთ?

ავტორი: ანონიმი
10.08.2012 12:42
ლიკლიკაძის კიდევ ერთი პრობელამა ის არის რომ მისი ტონი ამაღლებული ტრიბუნიდან მოსაუბრის ტონს გავს.

ეს ტონი გამართლებული იქნებოდა ის რომ ნამდვილად იყოს ან სამხედრო საქმის ნამდვილი ექსპერტი ან ფართოდ აღიარებული საზოგადო კომენტატორი ან ცნობილი ინტელექტუალი.

არა და როგორც ის ახლა თვითონ აცხადებს თურმე ის მხოლოდ უბრალო ჟურნალისტია. ჟურნალისტის საქმე კი ნამდვილად არ არის ისეთ საქმეებში ცხვირის ყოფა და ფართო საზოგადოების მოძღვრა რაშიც მხოლოდ ძლიერი ბიჭურ/ბავშურ/გასართობი ინტერესი გაქვს და არა რაიმე ცოდნა ან გამოცდილება.

ვთხოვ ბატონ კობას მიიღოს ეს კომენტარები როგორც კონსტრუქციული კრიტიკა და არა პირადი შეტევა. მის პატიოსნებზე, გულრწფელ და კეთილ ზრახვებზე ეჭვი არ არსებობს.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
09.08.2012 23:04
კობა იქნებ ტუ პორმატმა მოგცეს საშვალება ჯარისკაცებს რომლებიც უსამარტლოგდ გააძევეს სტრუქტურიდან და ვალები ვისაც დარჩათ ბანკის და რომ გვახრჩობენ ცოცხლად ასეთ საკითხს მიუძღვნა შენი გადაცემა გთხოვთ ყველა ძალიან გთხოვთ
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
10.08.2012 00:40
მოჩვენებას პლანეტა აზურიდან: აუცილებლად გავაშუქებთ ამ პრობლემას, თუკი ასეთი საკადრო პოლიტიკით დაზარალებული ყოფილი ოფიცერი, ანდა ოფიცრები ღია საუბარს თავად მოინდომებენ.

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
09.08.2012 20:55
ვეხმიანები ანონიმს შენ გადახედე კობას სიუჯეტებს ძმაო !!! მე კობას ყველა სიუჟეტი თითქმის ზეპირად ვიცი უსმენ და ვტკბები ამ ერთადერთი თავისუპალი მართალი და პრობლემატიკის მოურიდებელი პირდაპირობით! შენ არვიცი ვინხარ და რა ინტერესებით წერ აქ ასეთ კომენტარებს მაგრამ შე ნი საქციელი ცხადყოფს რომ გულზე გხვდება ის სიმართლე რაც კობას სიუჟეტებშია ასახული და კიდე კობასთან მიახლოვებული ანალიტიკოსები მაინც რომ იყვნენ დღესდღეობით სამხედრო სპეროში ჩვენ ასე სავალალოდ არ გვექნებოდა საქმე მაგრამ დღეს სწორედ რომ შენნაირი ზერელედ ხელის გამშვერები ჟედავენ ქვეყნის ბედს მე გისვამ კითხვას შენ ანონიმო შენ რა უპლება გაქვს შეაფასო კობას ანალიტიკოსობის და სამხედრო ექსპერტობის დონე? რა არ მოგწინს მის დადებულ მასალებში? რაა მათში სიცრუე? რაა მათში არაპირდაპირობა და სად ალია მათ ჟურნალისტური ოპერატიულობა? მოდი ერთ ღჩევას მოგცემ თუ მაინდამაინც ლიკლიკაძეს გინდა შეურაცყოფა მიაყენო და თანაც ისე რომ ცენზურა დაიცვა რომ შემდეგ ამ გვერდის სიაში მოახვედრონ შენი ნასროლი ირონია სხვა მოტივები ეძებე მოტხოვე მას საქართველოში ჩამოვიდეს როგორც ამას იმ განვლილ წლებში აკეთებდა როცა ქვეყანას უჭირდა მოთხოვე რომ ისევ ჟირდება თავის ხალხს ოღონდ არა შესთავაზე მას შენი გვერდში დგომა მაგრამ ეს შენ არ გამოგივა იმიტომ რომ შენ ისკაცი არხარ ვინც ამმ სეკითვებს იმისთვის სვამს პასუხი მიიღოს შენ კითხვას სვამ იმისთვის რომ კითხვა მიიღო და არა პასუხი......! მოჩვენება

ავტორი: ანონიმი
09.08.2012 16:01
ძვირფასო მოდერატორ,

მადლობთ პასუხისთვის.

ბატონ ლიკლიკაძეს მე პირადარ ერთს რამეს უსურვებდი, ისე მეგობრულად - თუ მართლა ჭეშმარიტი ჟურნალისტი და ანალიტიკოსია ნუ ეტენემა ასე მკაფიოდ მხოლოდ ერთ მხარეს. მაგალითისთვის შეადარეთ რადიო თავისუფლების სხვა არაჩვეულებრივი ბლოგერების, მაგ. მაისურაძის და ასათიანის ბლოგები ბატონ ლიკლიკაძის ნაშრომებს.

ავტორი: ანონიმი
08.08.2012 19:08
ბატონო ლიკლიკაძე,

ჟურნალისტის პირველი ატრიბუტი არა კრიტიკულობაა არამედ მწვავე კითხვების დროულად და გაბედულად დასამა!

მომეცით ერთი მაგალითი სადაც თქვენ ასეთი კითხვა ვინმესთვის ოდესმე დაგესვათ.

თქვენ ზუსტადაც რომ ანალიტიკოსად და "ექპერტად" ასაღებთ თავს (გადახედეთ თვენს მოღვაწეობას რადიო თავისუფლებაში).
პასუხი

ავტორი: მოდერატორი
09.08.2012 13:40
ანონიმს: დავიწყოთ იმით, რომ არ გეთანხმებით, რომ "ჟურნალისტის მთავარი ატრიბუტი" იყოს მწვავე კითხვების "დროულად და გაბედულად" დასმა. არსებობენ დიქტატორული ქვეყნები, სადაც ჟურნალისტები არათუ მწვავე კითხვებს, არამედ საერთოდ ვერ სვამენ შეკითხვებს. ასეთ ქვეყნებში ჟურნალისტების მუშაობა ფასდება იმ ინფორმაციის მოპოვებით და გავრცელებით, რასაც ხელისუფლება ხალხს უმალავს. ისე მწვავე შეკითხვებს "დროულად" და "გაბედულად" გამომძიებელი, პოლიციელები და პროკურორებიც სვამენ და, თქვენი ლოგიკით, ყველაზე დიდი ჟურნალისტები ეგენი ყოფილან. ამიტომ შევთანხმდეთ, რომ შეკითხვების დასმა მხოლოდ ერთ-ერთი ატრიბუტია ჟურნალისტის საქმიანობისა და ამ კუთხითაც, კობას არ აქვს ჩავარდნები:) მიაქციეთ ყურადღება, რომ სტატიაში, რომელსაც თქვენ უკეთებთ კომენტარებს, კობა ლიკლიკაძის ორი ინტერვიუს ფრაგმენტია გამოყენებული: ერთი ჟურნალისტ ოლგა ალენოვასთან და მეორე ლაშა ქოიავასთან. შეკითხვები დროულიც არის და ზომიერად მწვავეც, ამიტომაც მოჰყვა ამ სტატიას დიდი გამოხმაურება სოციალურ ქსელებში.

ავტორი: შვიდპერტი საიდან გვწერთ: ხუთპერტოგრადიდან
08.08.2012 09:40
ავტორი: ანონიმი
07.08.2012 19:35
ბატონო ლიკლიკაძე, თქვენ რა განათლება ან გამოცდილება განიჭებთ "სამხედრო ექსპერტის" ტიტულს?-მიშა არა ყველა შემთხვევაში - ჩვენო NATIA ლონდონიდან...

ავტორი: უიშვილი საიდან გვწერთ: გოგიეთიდან
08.08.2012 09:25
აშკარად ჩანს, რომ ჯარის მოუმზადებლობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ის იყო და არის ის, რომ ჩვენი სახელისუფლო ისტებლიშმენტი დაკომპლექტებული იყო და არის სამხედრო სამსახურისაგან თავის ამრიდებელი (ე.ი. საქმის არმცოდნე) პირებისაგან...ერთი გამონაკლისის გარდა -პრეზიდენტი მსახურობდა უკრაინაში დისლოცირებულ, სსრკ უშიშროების სახელმწიფო კომიტეტს დაქვემდებარებულ სასაზღვრო ჯარში!
მეორე ფაქტორი იყო პირველიდან გამომდინარე: იოლი "გასეირნებით" ცხინვალის დაბრუნება და პიარზეიმის მოწყობა-გავიხსენოთ გივი თარგამაძის -"რუსების ჯართი და ჟანგიანი" ტანკები და ომამდე რურუას სატელევიზიო საუბრები იმაზე, თუ როგორ დაამარცხა ფინეთმა რუსეთი...სამწუხაროდ უკვდავი რჩება ბერთოლდ ბრეხტის სპექტაკლ "კავკასიური ცარცის წრე" დან აზდაკის სიტყვები -"ქვეყანა ომს მოიგებს თუ წააგებს-სულერთია, ხალხი მაინც წაგებულია!" (ჩვენს შემთხვევაში ხელისუფლება მოგებული დარჩა)

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
08.08.2012 03:13
ვეხმიანები კობას მართალიხარ ჩემო უფროსო მეგობარო მხოლოდ ჭორები რთულია დაარქვა იმ მწარე რიალობას რომელიც ჩვენს რიალობაზე ასე მკაპიოდ არის აღბეჭდილი ჭორი არარის პოლიტ პატიმრების ამბავი ჭორი არარის სახელისუფლებო მკვლელობების სერიები ჭორი არარის მიტინგების არაადამიანური დარბევის ამბავი ჭორი არ არის ვეტერანების სამარცვხინო ცემის ამბავი გმირთა მოედანზე ჭორი არარის ჩემს ქვეყანაში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის ამბავი თუმცა რას გიხსნი შენს რეპორტაჯებში ეგ ამბები მშვენივრად არის გადმოცემული რათქმაუნდა სკეპტიკურობა აუცილებელია შენს საქმიანობაში მაგრამ ზედმეტი სკეპტიციზმი პარანოია ჩემო კობა......... შენ ჩემთვის ხარ ძლიერი სამხედრო ექსპერტი მაგრამ ჩემო უფროსო მეგობარო შენ რომ ომობდი იმ წლებში გაცილებით უფრო დიდი შემართება ენთუზიაზმი და პატრიოტიზმი იყო ვიდრე დღევანდელ არმიაშია ეგა შენი რიალობის და დღევანდელი რიალობის ,,უფრსკული " სამწუხაროდ კარგი კვება და კარგი სამხედრო აღჭურვილობა არ ქმნის მოტივირებული ჯარისკაცის მცნებას დღევანდელ არმიას მხოლოდ სასწავლო მერხებზე უყვებიან ღირსების პატრიოტიზმის და მოტივაციის შესახებ რომელიც უმრავლეს შემთხვევაში მერხებზევე რჩება რადგან დღევანდელ არმიაში ხელისუფლებამ ჯარისკაცის პიროვნული თვისებების მაგივრად ჩაშვების, გაწირვის, მიტოვების მცნება დანერგა ჯარისკაცების სული იყიდა პოლიციური მიდგომებით არმიას სიწმინდე წაართვა დაკარგა ნდობა ურთიერთ გაგება და გატანა მე არც ფაქტებს გეუბნები და არც ჭორებს უბრალოდ შენი ღირსების კაცს ამ რიალობაში რომ გეცხოვრა უკეთესად გაითავისებდი ამ ტკივილს თითოეულ ჩვენგანს პირადი ტრაგედია გვაწუხებს ტრაგედია რომელიც ხელისუფლებამ გვიქცია ყოფნა არყოფნის საკითხად იმედია ბელეტრისტიკაში არ დამადანაშაულებს მსმენელი

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა აზურიდან
07.08.2012 21:46
ვეხმიანები ანონიმსა კობას რა ანიჭებს იცი ამაზე საუბარის უფლებას სიმწარე და საომარი გამოცდილება ჩემო კარგო კობა დიდი ადამიანი თუმცა მას სკეპტიკური ხედვებიაქვს საქარტველოში მიმდინარე სახელისუფლებო ბინძური სიტუაციების შესახებ მას ვერც კი წარმოუდგენია თუ რისი მაქნისია ეს ხხელისუფლება სინამდვილეში მაგრამ ეს მისი პრობლემა იმდენად არაა რამდენადაც ჩვენს რიალობაში არ ცხოვრობს
პასუხი

ავტორი: კობა
07.08.2012 21:48
მოჩვენებას, პლანეტა აზურიდან. გამოქომაგებისათვის მადლობა. რაც შეეხება იმას, რომ "სკეპტიკური ხედვები მაქვს საქართველოში მიმდინარე სახელისუფლებო ბინძური სიტუაციების შესახებ". ჩვენი პრინციპი მარტივია: ჟურნალისტი უნდა იყოს სკეპტიკური და უკრიტიკოდ არ გაიზიაროს არც ერთი მხარის არგუმენტები, თუ ჭორები, რომლებსაც ვერსიებად გვაწვდიან ის "წყაროები", რომელთა მიუკერძოებლობა დიდ ეჭვს აღძრავს.

ავტორი: ანონიმი
07.08.2012 19:35
ბატონო ლიკლიკაძე, თქვენ რა განათლება ან გამოცდილება განიჭებთ "სამხედრო ექსპერტის" ტიტულს?
პასუხი

ავტორი: koba
07.08.2012 19:40
გარკვეული გამოცდილება მაქვს, თუმცა, არავითარ "სამხედრო ექსპერტის" ტიტულზე პრეტენზია არ მაქვს! უბრალოდ ჟურნალისტი ვარ

ავტორი: გარემარბი საიდან გვწერთ: აშშ-დან
07.08.2012 02:58
ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო...
რეალობას ვერ გავექცევით - ამ თემაზე ბევრი უნდა ვილაპარაკოთ და ვწეროთ. მსგავსი უბედურებისგან გარანტირებული დაზღვევა არ არსებობს, მაგრამ დაშვებული შეცდომები და ჩადენილი დანაშაულების ანალიზი იგივეს და უარესის გამეორების შანსებს მაინც შეამცირებს.
არა და, როგორ მეშინი ზუსტად იგივეს და კიდევ უარესის გამეორების :(

ავტორი: Jimi საიდან გვწერთ: Praha
06.08.2012 22:14
კადრებიც არსებობს, თუ როგორ არის გზაზე მიტოვებული ქართველი გვამებით სავსე სატვირთო ქართული სამხედრო მანქანა. დგას ღამე, გაჩერებული, ოსები სამოქალ ქო ფორმაში ათვალიერებენ.

ავტორი: ანონიმი
06.08.2012 17:41
რა მნიშვნელობა აქვს მგელი შეგჭამს თუ მგლისფერი ძაღლი? ამ ხელისუფლებამ ისეტი რეპრესია გაატარა ქარტული ჯარის მიმართ ზოგს ის გრძობაგვაქვს იქ დაგვემთავრებია სიცოცხლე ვიდრე ცოცხლები აქმოვეკალით...... ხანდახან ვფიქრობ რომ ყველაფერი ილუზიაა და მირაჟი .....

ავტორი: მოჩვენება საიდან გვწერთ: პლანეტა ზაურიდან
06.08.2012 17:06
პატივი და დიდება ლაშა ქოიავას............ გეთნხმებით ბატონო ვ/პოლკოვნიკო როგორ იქნება მომზადეული არმია როდესაც ჯარისკაცებს ურთიერთ ჩაშვების, არამხედრული საქციელის, და კონსპირაციული მუშაობისთვის წირავენ ჩვენხომ იმ ქვეყნის ჯარისკაცები ვიყავით სადაც მოაზროვნე ჟარისკაცის მცნება მკაცრად იკრძალებოდა, ჩვენ ხომ კარგად ვიცით ავი რიალობა თავდაცვის სამინისტროს სავალდებულო ჯარ გაუვლელი პიროვნებები მართავენ აბა ასეთ ხალხს რასვთხოვთ? ამათმა რაიციან ჯარისკაცის წუხილი, ტკივილი და ფიქრები.... ლაშა ქოიავა მოვა დრო და შენ შენი პრინციპულობით იამაყებ შენ დიდი ადამიანიხარ უნდა გიხაროდეს რომ სული არ გაყიდე შენ შენი ქვეყნის ქუჩებში თავაწეული ივლი იმ ნაძირლებიდან განსხვავებით ვინც ამონებს დემორალიზებულს და ბრძოლის უნარიანს ხდის ქართული არმიის სულს ..... არარის სავალდებულო მკვდარი გმირი ყავდეს ქვეყანას შენ შენი ჩვენი დროის გმირიხარ ძმაო ქედს ვიხრი შენი პრინციპულობის წინაშე ............არმიის სული ბავშვს ჰგავს მას ცოტა უხარია და ცოტა სწყონს არმია პაქიზი თემაა თუარ მოუფრთხილდით და არ მოვეფერედ ჩვენ შორს ვერ წავალთ ასე დიდება უფალს ყველა ისეთი არაა გაჭირვებაში მიატოვოს საკუთარი იარაღის მეგობარი მაგრამ ჩვენ აქ ცოტა და ბევრი არუნდა ვეძიოდ ისკაცი ვინც თანამებრძოლს მიატოვებს განსაცდელში ხელდაჩეხილია როგორც სამშობლოს ისე ოჯახის და შვილის წინაშე ასეთი კაცი სამგზის მოღალატეა თვით ღმერთის და ერის წინაშე

ავტორი: ქართველი საიდან გვწერთ: თბილისი
06.08.2012 15:04
მართალია ვეთანხმები ლაშას მომზადებული ჯარისკაცი ჯარი არ არის!!!!!!!!!!!

ყველაზე პოპულარული